USD 2.6607
EUR 3.0779
RUB 3.7110
Tbilisi
6 აპრილი - ეს დღე ისტორიაში
Date:  

6 აპრილი — გრიგორიანული კალენდრის მე–96 დღე (ნაკიან წლებში - 97–ე დღე). წლის ბოლომდე დარჩენილია 269 დღე.

 

დღის მოვლენები

  • ძვ. წ. 46 : იულიუს კეისარმა თაფსუსის ბრძოლაში დაამარცხა პომპეუსის მომხრეთა გაერთიანებული ჯარები, რომელშიც ნუმიდიელები მეტელუს სციპიონისა და იუბას მეთაურობით იბრძოდნენ.
  • 648 : ყველაზე ადრეული აღრიცხული მზის დაბნელება ძველი ბერძნების მიერ.
  • 1561 : ციხედიდის ბრძოლა. ქართველები დამარცხდნენ ყიზილბაშებთან.
  • 1652 : ჰოლანდიელი მეზღვაური იან ვან რიბეეკი პირველ მუდმივ ევროპულ დასახლებას აფუძნებს სამხრეთ აფრიკაში, რომელიც შემდგომში ცნობილი გახდა, როგორც კეიპტაუნი.
  • 1782 : რამა I ცვლის სიამის მეფე ტაქსინს და დასაბამს აძლევს ჩაკრის დინასტიას.
  • 1814 : ნაპოლეონ ბონაპარტი გადადგა. ის შემდეგ გადასახლებული იქნა ელბაზე.
  • 1886 : ბრიტანეთის კოლუმბიის ერთ-ერთი ყველაზე ახალგაზრდა ქალაქი ვანკუვერი დაარსდა.
  • 1896 : თანამედროვეობის პირველი ოლიმპიური თამაშების გახსნა ათენში.
  • 1917 : აშშ-მ ომი გამოუცხადა გერმანიას.
  • 1994 : კიგალის აეროპორტში, რუანდა, დაშვებისას თვითმფრინავის, რომელშიც იმყოფებოდნენ რუანდისა და ბურუნდის პრეზიდენტები, ჩამოგდებამ დასაბამი მისცა რუანდის გენოციდს.
  • 2009 : მიწისძვრამ ლ’აკვილაში (იტალია), სულ მცირე 150 ადამიანი იმსხვერპლა და 40.000 უბინაოდ დატოვა.
  • 2010 :
102 ადამიანი დაიღუპა რიო-დე-ჟანეიროში მომხდარი წყალდიდობისა და მეწყერის შედეგად.
მაოისტმა აჯანყებულებმა 75 ინდოელი ჯარისკაცი მოკლეს კონვოიზე თავდასხმის შედეგად დანტევადას რეგიონში, ჩხატისგარჰის შტატში.
  • 2012 : მალის მეამბოხე ტუარეგებმა აზავადის დამოუკიდებლობა გამოაცხადეს.
  • 2015 : უკრაინელი მოჭადრაკე მარია მუზიჩუკი ქალთა შორის მსოფლიოს ჩემპიონი გახდა.

ამ დღეს დაბადებულნი

  • 1903 : დავით V (დევდარიანი) — საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი
  • 1928 : უოტსონი, ჯეიმზ — ამერიკელი ბიოქიმიკოსი
  • 1964 : ვუდარდი, დეივიდ — ამერიკელი მწერალი და დირიჟორი

ამ დღეს გარდაცვლილნი

  • 1520 : რაფაელი — იტალიელი ფერმწერი და არქიტექტორი
  • 1528 : დიურერი, ალბრეხტ — გერმანელი მხატვარი
  • 1829 : აბელი, ნილს — ნორვეგიელი მათემატიკოსი
  • 1946 : ჰაუპტმანი, გერჰარტ — გერმანელი მწერალი.
  • 1971 : სტრავინსკი, იგორ — რუსი კომპოზიტორი.
  • 1992 : ვახტანგ ჭაბუკიანი — ქართველი მოცეკვავე, ბალეტმაისტერი და პედაგოგი
  • 1992 : აზიმოვი, აიზეკ — ამერიკელი მწერალი
  • 1994 : ჰაბიარიმანა — რუანდის პრეზიდენტი
  • 2000 : ჰაბიბ ბურგიბა — ტუნისის პრეზიდენტი
  • 2012 : ბინგუ ვა მუთარიკა — მალავის პრეზიდენტი

დღესასწაულები

  • მართლმადიდებელი ეკლესია აღნიშნავს შემდეგი წმინდანების ხსენების დღეს:
    • არტემონ სელევკიელი
    • ზაქარია მმარხველი
  • აგრეთვე:
    • ეთიოპია : გამარჯვების დღე (1941)
society
სურსათის უვნებლობის კამპანიას სკოლა-ლიცეუმი „ლამპარი“ შეუერთდა

თბილისის საჯარო და კერძო სკოლებში 13-18 წლის მოზარდებისთვის სურსათის უვნებლობისა და სამომხმარებლო კულტურის შესახებ ცნობიერების ამაღლების კამპანია ახალ ფაზაში გადადის. ამჯერად, საგანმანათლებლო ვორქშოფების სერიას შპს სკოლა-ლიცეუმი „ლამპარი“ შეუერთდა, სადაც მოსწავლეებისთვის სურსათის უვნებლობის საკითხებზე ინტერაქციული საინფორმაციო სესიები ჩატარდა.

შეხვედრამ მოზარდებში უდიდესი ინტერესი და ჩართულობა გამოიწვია. აღსანიშნავია, რომ „ლამპარის“ სკოლის ადმინისტრაცია აქტიურად უჭერს მხარს სასწავლო პროცესში მსგავსი არაფორმალური განათლების კომპონენტების ინტეგრირებას, რაც მოსწავლეებს პრაქტიკული და ცხოვრებისეული უნარების განვითარებაში ეხმარება.

საგანმანათლებლო ვორქშოფების სერია ჩეხეთის განვითარების სააგენტოს (CzDA) მხარდაჭერით ტარდება.

პროექტის მასშტაბები და გეოგრაფია

სასწავლო პროგრამა, რომელიც სსიპ „გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის“ მიერ არის შემუშავებული და მხარდაჭერილია საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ, გასულ წელს პილოტურ რეჟიმში წარმატებით გამოიცადა თბილისის მე-2, მე-16, 32-ე, 173-ე, 143-ე, 117-ე საჯარო და ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლებში.

მოსწავლეთა და ადმინისტრაციის მხრიდან უდიდესი დაინტერესების გამო, პროექტი მიმდინარე წელსაც აქტიურად გრძელდება და მას ახალი საგანმანათლებლო დაწესებულებები უერთდებიან — სკოლა-ლიცეუმ „ლამპართან“ ერთად, სესიები ახლახან ინტერაქციული სამაგიდო თამაშების გამოყენებით №11 საჯარო სკოლაშიც ჩატარდა.

რას მოიცავს სასწავლო პროგრამა?

საგანმანათლებლო ფორმატი 90-წუთიან ინტერაქციულ ვორქშოფებს მოიცავს, რომლებიც მარტივად ერგება სკოლების სასწავლო ბადეს. შეხვედრებს სურსათის უვნებლობის სერტიფიცირებული ტრენერი და ექსპერტი — ვერიკო გულუა უძღვება. პროგრამა 5 პრიორიტეტულ მოდულს აერთიანებს:

  • სისტემური საფუძვლები: სურსათის უვნებლობა, უსაფრთხოება და ხარისხი;
  • პრაქტიკული ჰიგიენა: ჯანმოს (WHO) ხუთი გასაღების პრინციპი ყოველდღიურობაში;
  • მომხმარებლის უფლებები: სურსათის ეტიკეტი და მისი სწორი წაკითხვა;
  • ფარული კომპონენტები: საკვები დანამატები (E-ნომრები) და მოზარდის ჯანმრთელობა;
  • რისკების პრევენცია: სურსათისმიერი დაავადებები და მათგან თავდაცვა.

„სკოლებში ამ აქტივობის დანერგვა სტრატეგიულად ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რადგან იგი გრძელვადიან პერსპექტივაში ინფორმირებული და გაცნობიერებული საზოგადოების ჩამოყალიბებას ისახავს მიზნად,“ — აცხადებენ სკოლა-ლიცეუმის დირექციაში.

სტრატეგიული მიდგომის ორმაგი ეფექტი:

  1. გაცნობიერებული მომხმარებელი: მოზარდები ადრეული ასაკიდანვე სწავლობენ სურსათის სწორად შერჩევას, ეტიკეტის კითხვასა და ყოველდღიურ ცხოვრებაში ჯანსაღი გადაწყვეტილებების მიღებას.
  2. ცოდნის გამავრცელებლები: ვორქშოფების შედეგად მიღებული ინფორმაციით, თავად მოსწავლეები ხდებიან ახალი ცოდნის „ამბასადორები“ საკუთარ სახლებში, ოჯახის წევრებსა და მეგობრების წრეში. ისინი მიღებულ პრაქტიკულ უნარებს უზიარებენ მშობლებსა და თანატოლებს, რაც მკვეთრად ზრდის სურსათის უვნებლობის კულტურას მთლიანად საზოგადოებაში.

 

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way