USD 2.7315
EUR 3.1202
RUB 3.4423
Tbilisi
6 აგვისტოს საბაჟო გამშვებ პუნქტზე „ყაზბეგი“ საბაჟო პროცედურები დროებით შეჩერდება
Date:  471

6 აგვისტოს, 05:00 საათიდან 10:00 საათამდე, მიმდინარე ტექნიკური სამუშაოების გამო, (ახალი ავტომატური სარეზერვო ელექტრო გამანაწილებელი ქსელის განახლებასთან დაკავშირებით) საბაჟო გამშვებ პუნქტზე „ყაზბეგი“ საბაჟო კონტროლის პროცედურები დროებით შეჩერებული იქნება. ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ავრცელებს.

უწყების ცნობით, საქართველოს საბაჟო საზღვარზე საქონლის შემოტანა-გატანა, აგრეთვე აღნიშნული საბაჟო გამშვები პუნქტის გავლით სახელმწიფო საზღვრის გადამკვეთ ფიზიკურ პირთა მიმართ საბაჟო კონტროლის პროცედურები ვერ განხორციელდება.

 „დროის აღნიშნულ მონაკვეთში, სასაზღვრო გამტარი პუნქტი "დარიალის" გავლით, მგზავრთა მიმოსვლა (საპასპორტო კონტროლი და საბაჟო პროცედურები) ორივე მიმართულებით იქნება შეჩერებული.

 სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, საბაჟო გამშვები პუნქტი „ყაზბეგი“ ჩვეულ რეჟიმში, 24/7-ზე, სრული დატვირთვით გააგრძელებს მუშაობას. შესაბამისად, მგზავრებისა და ტვირთების გატარება შეუფერხებლად განხორციელდება“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

tbilisi
პეკინის N6-8-ში არსებულ შიდა ეზოში საგზაო სამუშაოები მიმდინარეობს
პეკინის N6-8-ში არსებულ შიდა ეზოში საგზაო სამუშაოები მიმდინარეობს.
 
პროექტის ფარგლებში, 1 100კვ. მ ფართობზე ასფალტის ორფენიანი საფარი იგება. შედეგად, მოქალაქეებისთვის გადაადგილება უფრო კომფორტული გახდება.
 
პროექტს, საბურთალოს რაიონის კონტრაქტორი კომპანია „ელ ენდ ელ“ ახორციელებს.
 
აღნიშნულ ტერიტორიაზე „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში, უკვე განხორციელდა წყლისა და წყალარინების ქსელის რეაბილიტაცია.
 
პროექტის ჯამური ღირებულება ღირებულება 406 602 ლარია.
 
მიმდინარე სამუშაოებს საბურთალოს რაიონის გამგებელი გიზო ვასაძე გაეცნო.
See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way