USD 2.7065
EUR 3.1293
RUB 3.3438
Тбилиси
6-7 აგვისტოს ტემპერატურა 40 გრადუსს გადააჭარბებს
дата:  657

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, უახლოეს დღეებში საქართველოში მნიშვნელოვნად დაცხება. 

ჰაერის ტემპერატურამ დასავლეთ საქართველოში, 6-7 აგვისტოს შესაძლებელია 40 გრადუსს, ხოლო 7-9 აგვისტოს აღმოსავლეთ საქართველოში 39 გრადუსს გადააჭარბოს.

სინოპტიკოსების ცნობით, 6 - 7 აგვისტოს შავი ზღვის სანაპირო რაიონებში, ზემო იმერეთში, კოლხეთის დაბლობსა და გორი-სურამის მონაკვეთზე იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ჰაერის მაღალი ტემპერატურა და ძლიერი ქარი ხელს შეუწყობს ტყის ხანძრების გაჩენას.

голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати