USD 2.6462
EUR 3.0177
RUB 3.4052
თბილისი
MI6 - მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის ნაკლებობას ამძიმებს რუს სამხედროებში მუხტისა და მორალური სულისკვეთების არარსებობა
თარიღი:  644

მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის ნაკლებობას ამძიმებს რუს სამხედროებში მუხტისა და მორალური სულისკვეთების არარსებობა, ასევე უკრაინელების აგრესიული სამხედრო მოქმედებები, - ამის შესახებ გაერთიანებული სამეფოს დაზვერვის სამსახურის განახლებულ მონაცემებშია ნათქვამი.

მათივე ინფორმაციით, უკანასკნელი 24 საათის განმავლობაში რუსული ჯარების განლაგებაში მნიშვნელოვანი ცვლილება არ მომხდარა.

„ამასთან, რუსეთმა მიაღწია დიდ წარმატებებს მარიუპოლის რაიონში, სადაც გრძელდება სასტიკი ბრძოლები, რადგან რუსეთი ცდილობს პორტის აღებას“, - ნათქვამია გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის უწყების ინფორმაციაში.

საზოგადოება
კათოლიკოს-პატრიარქმა აბიტურიენტები დალოცა

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა შიო III-მ აბიტურიენტები დალოცა და საჩუქრად ჯვრები გადასცა.

მანამდე, პატრიარქმა თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში წირვა აღავლინა.

ღვთისმსახურება თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში 10:00 საათზე დაიწყო.

 ძვირფასო აბიტურიენტებო, გლოცავთ დიდი სიყვარულით, გისურვებთ ღვთის შეწევნას და წარმატებას მისაღებ გამოცდებში. გახსოვდეთ, რომ ცოდნა დიდი საუნჯეა, რომელიც ადამიანს ამაღლებს - ასე მიმართა აბიტურიენტებს შიო მესამე

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის