USD 2.6505
EUR 3.0377
RUB 3.6236
თბილისი
5 თვეში, მთავრობამ საგზაო ჯარიმებით რეკორდული ₾130 მილიონი აკრიფა
თარიღი:  76

2026 წლის იანვარ-მაისის განმავლობაში სახელმწიფომ საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის დაწერილი ჯარიმებით 130 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღო. ამის შესახებ ფინანსთა სამინისტროს ხაზინის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშიდან ირკვევა. საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის ჯარიმებით ბიუჯეტში მიღებული შემოსავალი გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 57 მლნ ლარით, ანუ 78%-ით მეტია.

დოკუმენტის თანახმად, დაწერილი ჯარიმებიდან 52 მილიონი ლარი შევიდა ცენტრალური მთავრობის ბიუჯეტში, 78 მილიონი ლარი კი ადგილობრივი თვითმმართველობების ბიუჯეტში.

ამასთან, როგორც გასულ კვირაში გახდა ცნობილი, პარლამენტი სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმების გარკვეულ შემთხვევებში შემცირებას გეგმავს. შესაბამისი ინიციატივით საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კირცხალია გამოვიდა. მისი თქმით, არსებული სანქციების სისტემა გახდება უფრო დიფერენცირებული.

ცნობისთვის, 2026 წლის პირველი მაისიდან სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმა 50 ლარიდან 100 ლარამდე გაიზარდა. აქედან ორ თვეში კი მისი კვლავ შემცირების გადაწყვეტილება მიიღეს.

დაგეგმილი ცვლილებებით:

15-30 კმ/სთ-ით სიჩქარის გადაჭარბებისთვის ჯარიმა ნაცვლად 100 ლარისა, განისაზღვრება 50 ლარით;

30-40 კმ/სთ-ით სიჩქარის გადაჭარბებისთვის რჩება ჯარიმა 100 ლარის ოდენობით;

40-50 კმ/სთ-მდე სიჩქარის გადაჭარბება გამოიწვევს 300 ლარის ნაცვლად 100 ლარით დაჯარიმებას;

50 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით გადაჭარბებისთვის შენარჩუნდება 300-ლარიანი სანქცია.

საზოგადოება
„საქსტატი“ - მოსახლეობის 82% მართლმადიდებელი ქრისტიანია

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის დირექტორის, გოგიტა თოდრაძის ინფორმაციით, მოსახლეობის 82% ანუ 3 223 მლნ კაცი მართლმადიდებელი ქრისტიანია.

ამის შესახებ გოგიტა თოდრაძემ განაცხადა.

„მოსახლეობის 82% ანუ 3 223 მლნ კაცი მართლმადიდებელი ქრისტიანია, რომელთა რაოდენობაც გასული 10 წლის განმავლობაში, გაიზარდა 4.1%-ით ანუ 126 ათასი კაცით. ქვეყანაში მუდმივად მცხოვრები მუსლიმი მოსახლეობის წილი 11.1%-ს შეადგენს. სომხური სამოციქულო ეკლესიის 2.6%, კათოლიკეების 0.6%, ხოლო დანარჩენი რელიგიის მიმდევრებზე, ჯამურად, 3.8% მოდის.

მოსახლეობის 85%-სთვის ქართული ენა წარმოადგენს მშობლიურ ენას. აღნიშნული მოქალაქეების რაოდენობა გაზრდილია გასული 10 წლის განმავლობაში 2.7%-ით ანუ დაახლოებით 89 ათასი კაცით. 6.8%-სთვის მშობლიური ენაა აზერბაიჯანული, 3.5%-სთვის სომხური, ხოლო 1.4%-სთვის რუსული”, - განაცხადა გოგიტა თოდრაძემ.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის