USD 2.6593
EUR 3.0723
RUB 3.6969
თბილისი
5 თებერვალი - ეს დღე ისტორიაში
თარიღი:  

5 თებერვალი — გრიგორიანული კალენდრის 36-ე დღე. წლის ბოლომდე დარჩენილია 329 დღე (ნაკიან წელში - 330).

დღის მოვლენები

1576 : ანრი ნავარელმა კათოლიციზმი მიიღო, საფრანგეთის ტახტზე პრეტენზიების წამოსაყენებლად.

1597 : იაპონიაში ქრისტიანების ჟლეტა დაიწყო.

1885 : ბელგიის მეფე ლეოპოლდ II-მ ჩამოაყალიბა კონგო.

1917 : მექსიკამ კონსტიტუცია მიიღო.

1962 : საფრანგეთის პრეზიდენტმა შარლ დე გოლმა ალჟირს დამოუკიდებლობა მისცა.

1968 : ვიეტნამის ომი: ხე სანის ბრძოლა დაიწყო.

1979 : აიათოლა ხომეინიმ ირანის ისლამური რესპუბლიკა გამოაცხადა.

2012 : ეროვნული კოალიციის პარტიის წევრი საული ნიინისტე ფინეთის პრეზიდენტად აირჩიეს.

ამ დღეს დაბადებულნი

1788 : რობერტ პილი — გაერთიანებული სამეფოს პრემიერ მინისტრი

1802 : მარი ბროსე — ფრანგი აღმოსავლეთმცოდნე და ქართველოლოგი.

1810 : ულე ბული — ნორვეგიელი მევიოლინე და კომპოზიტორი.

1858 : ეკატერინე (კეკე) გიორგის ასული გელაძე–ჯუღაშვილი — იოსებ სტალინის დედა.

1864 : მელიტონ კელენჯერიძე — ქართველი საზოგადო მოღვაწე, პედაგოგი, ფოლკლორისტი

1875 : გონსალო კეიპო დე ლიანო — ესპანელი სამხედრო ლიდერი

1877 : ვლადიმერ მინორსკი — რუსი აღმოსავლეთმცოდნე.

1889 : რეჯეფ ფექერი — თურქი სამხედრო და პოლიტიკური მოღვაწე

1914 : უილიამ სიუარდ ბეროუზი — ამერიკელი ავანგარდისტი მწერალი

1914 : ალან ლოიდ ჰოჯკინი — ნობელის პრემიის ლაურეატი ფიზიოლოგიასა და მედიცინაში (1963)

1915 : რობერტ ჰოფშტადტერი — ნობელის პრემიის ლაურეატი ფიზიკის დარგში (1961).

1916 : გრიგოლ ბუაჩიძე — საბჭოთა კავშირის გმირი

1920 : ლედა მილევა — ბულგარელი პოეტი

1932 : ჩეზარე მალდინი — იტალიელი მწვრთნელი და ფეხბურთელი.

1936 : კენეთ სილვერმანი — ნიუ-იორკის უნივერსიტეტის დამსახურებული პროფესორი

1940 : ჰანს რუდოლფ გიგერი — შვეიცარიელი მხატვარი, მოქანდაკე და დეკორაციების დიზაინერი

1943 : მაიკლ მენი — ამერიკელი კინორეჟისორი, პროდიუსერი და სცენარისტი.

1943 : დუშან უჰრინი — ჩეხი ყოფილი ფეხბურთელი და მწვრთნელი

1946 : შარლოტ რემპლინგი — ინგლისელი მსახიობი.

1953 : ზურაბ ჭავჭავაძე — ქართველი დისიდენტი

1962 : ირინე კვაჭაძე — ქართველი ფიზიოლოგი

1962 : ჯენიფერ ჯეისონ ლი — კინოსა და თეატრის ამერიკელი მსახიობი.

1965 : გეორგე ჰაჯი — რუმინელი ფეხბურთელი.

1968 : მევლუთ ჩავუშოღლუ — თურქი პოლიტოკოსი

1969 : მაიკლ შინი — ბრიტანელი მსახიობი.

1974: ლევან იზორია — საქართველოს თავდაცვის მინისტრი 2016 წლიდან.

1981 : ჯული ზენატი — ფრანგი პოპ-მომღერალი.

1984 : კარლოს ტევესი — არგენტინელი ფეხბურთელი.

1985 : კრიშტიანუ რონალდუ — პორტუგალიელი ფეხბურთელი.

1987 : დარენ კრისი — ამერიკელი მსახიობი

1992 : ნეიმარი — ბრაზილიელი ფეხბურთელი.

1995 : ადნან იანუზაი — ბელგიელი ფეხბურთელი.

ამ დღეს გარდაცვლილნი

1522 : ჯოვანი ბატისტა მორონი — იტალიელი მხატვარი.

1862 : ალექსანდრე ბაგრატიონ-იმერეტინსკი — რუსეთის არმიის გენერალ-ადიუტანტი.

1925 : ანტი აარნე — ფინელი ფოლკლორისტი.

1979 : გრამიტონ ასათიანი — ქართველი გინეკოლოგი.

2013 : რეინალდო გარგანო — პოლიტიკოსი და ურუგვაის საგარაეო საქმეთა მინისტრი.

2019 : ვანო ზოდელავა — თბილისის ყოფილი მერი

2020 : კირკ დაგლასი — ამერიკელი მსახიობი

2023 : პერვეზ მუშარაფი — პაკისტანის ყოფილი პრეზიდენტი

დღესასწაულები

მართლმადიდებელი ეკლესია აღნიშნავს შემდეგი წმინდანების ხსენების დღეს:

კლიმი ანკვირელი და მოწამე აღათანგელოსი

მაქსიმე ასურელი

სალამან მდუმარე

პავლიანე მოწყალე

 

საზოგადოება
სურსათის უვნებლობის კამპანიას სკოლა-ლიცეუმი ლამპარი შეუერთდა

თბილისის საჯარო და კერძო სკოლებში 13-18 წლის მოზარდებისთვის სურსათის უვნებლობისა და სამომხმარებლო კულტურის შესახებ ცნობიერების ამაღლების კამპანია ახალ ფაზაში გადადის. ამჯერად, საგანმანათლებლო ვორქშოფების სერიას შპს სკოლა-ლიცეუმი ლამპარი შეუერთდა, სადაც მოსწავლეებისთვის სურსათის უვნებლობის საკითხებზე ინტერაქციული საინფორმაციო სესიები ჩატარდა.

შეხვედრამ მოზარდებში უდიდესი ინტერესი და ჩართულობა გამოიწვია. აღსანიშნავია, რომ სკოლის ადმინისტრაცია აქტიურად უჭერს მხარს სასწავლო პროცესში მსგავსი არაფორმალური განათლების კომპონენტების ინტეგრირებას, რაც მოსწავლეებს პრაქტიკული და ცხოვრებისეული უნარების განვითარებაში ეხმარება.

საგანმანათლებლო ვორქშოფების სერია ჩეხეთის განვითარების სააგენტოს (CzDA) მხარდაჭერით ტარდება.

პროექტის მასშტაბები და გეოგრაფია

სასწავლო პროგრამა, რომელიც სსიპ „გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის“ მიერ არის შემუშავებული და მხარდაჭერილია საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ, გასულ წელს პილოტურ რეჟიმში წარმატებით გამოიცადა თბილისის მე-2, მე-16, 32-ე, 173-ე, 143-ე, 117-ე საჯარო და ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლებში.

მოსწავლეთა და ადმინისტრაციის მხრიდან უდიდესი დაინტერესების გამო, პროექტი მიმდინარე წელსაც აქტიურად გრძელდება და მას ახალი საგანმანათლებლო დაწესებულებები უერთდებიან — სკოლა-ლიცეუმ „ლამპართან“ ერთად, სესიები ახლახან ინტერაქციული სამაგიდო თამაშების გამოყენებით №11 საჯარო სკოლაშიც ჩატარდა.

რას მოიცავს სასწავლო პროგრამა?

საგანმანათლებლო ფორმატი 90-წუთიან ინტერაქციულ ვორქშოფებს მოიცავს, რომლებიც მარტივად ერგება სკოლების სასწავლო ბადეს. შეხვედრებს სურსათის უვნებლობის სერტიფიცირებული ტრენერი და ექსპერტი — ვერიკო გულუა უძღვება. პროგრამა 5 პრიორიტეტულ მოდულს აერთიანებს:

  • სისტემური საფუძვლები: სურსათის უვნებლობა, უსაფრთხოება და ხარისხი;
  • პრაქტიკული ჰიგიენა: ჯანმოს (WHO) ხუთი გასაღების პრინციპი ყოველდღიურობაში;
  • მომხმარებლის უფლებები: სურსათის ეტიკეტი და მისი სწორი წაკითხვა;
  • ფარული კომპონენტები: საკვები დანამატები (E-ნომრები) და მოზარდის ჯანმრთელობა;
  • რისკების პრევენცია: სურსათისმიერი დაავადებები და მათგან თავდაცვა.

„სკოლებში ამ აქტივობის დანერგვა სტრატეგიულად ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რადგან იგი გრძელვადიან პერსპექტივაში ინფორმირებული და გაცნობიერებული საზოგადოების ჩამოყალიბებას ისახავს მიზნად,“ — აცხადებს სკოლა-ლიცეუმის დირექტორი ქალბატონი თამარ მანძულაშვილი.

სტრატეგიული მიდგომის ორმაგი ეფექტი:

  1. გაცნობიერებული მომხმარებელი: მოზარდები ადრეული ასაკიდანვე სწავლობენ სურსათის სწორად შერჩევას, ეტიკეტის კითხვასა და ყოველდღიურ ცხოვრებაში ჯანსაღი გადაწყვეტილებების მიღებას.
  2. ცოდნის გამავრცელებლები: ვორქშოფების შედეგად მიღებული ინფორმაციით, თავად მოსწავლეები ხდებიან ახალი ცოდნის „ამბასადორები“ საკუთარ სახლებში, ოჯახის წევრებსა და მეგობრების წრეში. ისინი მიღებულ პრაქტიკულ უნარებს უზიარებენ მშობლებსა და თანატოლებს, რაც მკვეთრად ზრდის სურსათის უვნებლობის კულტურას მთლიანად საზოგადოებაში.

 

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის