USD 2.8082
EUR 2.9174
RUB 2.7198
Tbilisi
5 ოქტომბერი - ეს დღე ისტორიაში
 176

5 ოქტომბერი — გრიგორიანული კალენდრის 278-ე დღე (ნაკიან წლებში – 279-ე დღე). წლის ბოლომდე დარჩენილია 87 დღე.

დღის მოვლენები

1582 : გრიგორიანული კალენდრის შემოღების გამო ეს დღე არ არსებობს ამ წელს იტალიაში, პოლონეთში, პორტუგალიასა და ესპანეთში.

1665 : კიელის უნივერსიტეტი დაარსდა.

1789 : საფრანგეთის რევოლუცია - პარიზელი ქალები ვერსალისკენ მიემართებიან ლუი XVI-სთვის წინააღმდეგობის გასაწევად, ამ უკანასკნელის მიერ ფეოდალიზმის გაუქმების დადგენილების უარყოფის გამო.

1793 : საფრანგეთის კონვენტმა მოქმედებაში შემოიღო რევოლუციური კალენდარი, სადაც პირველი წელი იწყებოდა რესპუბლიკის რევოლუციის პირველი დღიდან - 1792 წ. 22 სექტემბერს. წელი 12 თვისაგან შედგებოდა 30 დღე თითოში. დარჩენილი 5 (6) დღე დღესასწაულად გამოცხადდა.

1795 : ნაპოლეონმა როიალისტების ვანდემიერის ბუნტის ლიკვიდირება მოახდინა.

1864 : ინდოეთის ქალაქი კალკუტა თითქმის მთლიანად დაინგრა ციკლონის გამო; 60.000 ადამიანი დაიღუპა.

1908 : პრინცი ფერდინანდ I ბულგარეთს დამოუკიდებლად აცხადებს, საკუთარ თავს კი - ბულგარეთის მეფედ.

1910 : პორტუგალიაში გაუქმდა მონარქია და რესპუბლიკა გამოცხადდა.

1915 : პირველ მსოფლიო ომში ჩაერთო ბულგარეთი.

1921 : ლონდონში დაარსდა საერთაშორისო პენ-კლუბი, ≈ მწერალთა საზოგადოება.

1925 : აშშ-ში გამოვიდა ერნესტ ჰემინგუეის პირველი წიგნი.

1945 : ჰოლივუდის შავი პარასკევი - ჰოლივუდის სცენურ დეკორატორთა ექვსთვიანი გაფიცვა სისხლიან აურზაურში გადაიზარდა უორნერ ბრაზერსის სტუდიასთან.

1947 : პირველი სატელევიზიო გამოსვლა თეთრი სახლიდან გააკეთა აშშ-ის პრეზიდენტმა ჰარი ტრუმენმა.

1962 : The Beatles-მა ბრიტანეთში გამოუშვა პირველი სინგლი „Love Me Do“.

1970 : ეგვიპტის გარდაცვლილი პრეზიდენტის, ნასერის, ნაცვლად პრეზიდენტად არჩეული იქნა მისი ახლო თანამებრძოლი ანვარ სადათი.

1986 : ბრიტანეთის გაზეთმა „სანდეი თაიმზმა“ გამოააშკარავა ისრაელის საიდუმლო ბირთვული იარაღი.

1991 : ლინუქსის პირველი ოფიციალური ვერსია 0.02 გამოვიდა.

2000 : ბელგრადში გამართული მასობრივი დემონსტრაციების შედეგად გადადგა სერბეთის პრეზიდენტი სლობოდან მილოშევიჩი. ამ დემონსტრაციებს ხშირად ბულდოზერის რევოლუციას უწოდებენ.

2003 : აჰმად კადიროვი აირჩა ჩეჩნეთის პრეზიდენტად.

2009 : ელისაბედ ბლეკბერნი, კეროლ გრაიდერი და ჯეკ შოსტაკი ფიზიოლოგიისა და მედიცინის დარგში ნობელის პრემიის ლაურეატები გახდნენ მათი აღმოჩენისთვის ქრომოსომების დაცვის სისტემაზე ტელომერებითა და ფერმენტი ტელომარაზით.

2010 : რუსი ფიზიკოსები ანდრე გეიმი და კონსტანტინ ნოვოსელოვი ნახშირბადის კვლევისას გაკეთებული აღმოჩენებისთავის ფიზიკის დარგში ნობელის პრემიის ლაურეატები გახდნენ.

2011 :

ნობელის პრემიის ლაურეატები ფიზიკაში ამერიკელები საულ პერლმუტერი, ადამ რისი და ბრაიან შმიდტი გახდნენ.

ნობელის პრემიის ლაურეატი ქიმიაში გახდა დანიელ შეხტმანი, ისრაელი.

Apple-ის თანადამფუძნებელი სტივ ჯობსი გარდაიცვალა 56 წლის ასაკში.

2015 : უილიამ კემპბელი, სატოსი ომურა და ტუ იუიუ მედიცინის დარგში ნობელის პრემიის ლაურეატები გახდნენ.

2016 : ანტონიუ გუტერეში გაეროს გენერალურ მდივნად აირჩიეს.

2017 :

ნობელის პრემიის ლაურეატი ლიტერატურის დარგში იაპონური წარმოშობის ბრიტანელი მწერალი კაზუო იშიგურო გახდა.

ვლადიმერ აფხაზავა მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს პირველი მფლობელი გახდა.

2018 : კონგოელი დენი მუკვეგე და ერაყელი ნადია მურადი მშვიდობის დარგში ნობელის პრემიის ლაურეატები გახდნენ.

2020 : ნობელის პრემიის ლაურეატები ფიზიოლოგიასა და მედიცინაში ამერიკელები ჰარვი ჯეიმზ ალტერი, ჩარლზ რაისი და ბრიტანელი მაიკლ ჰოუტონი გახდნენ.

2021 : ნობელის პრემიის ლაურეატები ფიზიკაში ამერიკელი სიუკურო მანაბე, გერმანელი კლაუს ჰასელმანი და იტალიელი ჯორჯო პარიზი გახდნენ.

ამ დღეს დაბადებულნი

1712 : გუარდი, ფრანჩესკო — იტალიელი მხატვარი

1713 : დიდრო, დენი — ფრანგი ენციკლოპედისტი და ფილოსოფოსი

1781 : ბოლცანო, ბერნარდ — ჩეხი მათემატიკოსი, ლოგიკოსი, ფილოსოფოსი და თეოლოგი

1864 : ლიუმიერი, ლუი ჟან — კინემატოგრაფის გამომგონებელი

1879 : როუსი, ფრენსის პეიტონი — ამერიკელი პათოლოგი, 1966 წ. ნობელის პრემიის ლაურეატი ფიზიოლოგიისა და მედიცინის დარგში ონკოგენური ვირუსების აღმოჩენისთვის.

1882 : რობერტ გოდარდი — ამერიკელი მეცნიერი - რაკეტამშენებლობის პიონერი. 1926 წლის მარტში წრმატებულად გაუშვა პირველი რაკეტა თხევად საწვავზე

1890 : ედშმიდი, კაზიმირ — გერმანელი მწერალი, ექსპრეციონიზმის ერთ-ერთი ლიდერი.

1902 : რეი კროკი — ამერიკელი რესტორატორი, McDonald′s-ის ქსელის შემქმნელი.

1907 : რაგნარ ნურკსე — ესტონელი ეკონომისტი.

1908 : ჟაროკოვი, ტაირ — ყაზახი პოეტი

1930 : ჩესტერ არტური — აშშ-ს პოლიტიკოსი

1936 : ჰაველი, ვაცლავ — ჩეხოსლოვაკიისა (1989-1992) და ჩეხეთის (1993-2003) პრეზიდენტი

1938 : ჯო დასენი — ფრანგი მომღერალი

1975 : კეიტ უინსლეტი — ბრიტანელი მსახიობი

ამ დღეს გარდაცვლილნი

 578 : იუსტინე II — ბიზანტიის იმპერატორი

1056 : ჰაინრიხ III — გერმანიის მეფე (დ.1017)

1214 : ალფონსო VIII — კასტილიის მეფე

1285 : ფილიპ III — საფრანგეთის მეფე (დ.1245)

1714 : კაიბარა ეკიკენი — იაპონელი ფილოსოფოსი

1763 : ავგუსტ III — პოლონეთის მეფე და ზახსენის კურფურსტი

1791 : პოტიომკინი, გრიგოლ — რუსი სახელმწიფო მოღვაწე

1805 : კორნუოლისი, ჩარლზ — ინგლისელი სამხედრო და სახელმწიფო მოღვაწე

1871 : აფანასიევი, ალექსანდრე — რუსი ისტორიკოსი, ლიტერატურათმცოდნე, ფოლკლორისტი

1880 : ჟაკ ოფენბახი — ფრანგი კომპოზიტორი, კლასიკური ოპერეტის ჟანრის შემქმნელი.

1918 : გაროსი, როლან — ფრანგი მფრინავი, პირველმა გადაფრინა ხმელთაშუა ზღვა, მისი სახელისაა ჩოგბურთის კორტი სტადიონი პარიზში.

1989 : გრიგულისი, არვიდს — ლატვიის სახალხო მწერალი, ლატვიის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი.

2004 : უილკინსი, მორის ჰიუ — ინგლისელი ბიოფიზიკოსი, 1962 წ. ნობელის პრემიის ლაურეატი ფიზიოლოგიისა და მედიცინის დარგში.

2011 : სტივ ჯობსი — ამერიკელი გამომგონებელი. ეფლის თანადამფუძნებელი

დღესასწაულები

 მართლმადიდებელი ეკლესია აღნიშნავს შემდეგი წმინდანების ხსენების დღეს:

იონა წინასწარმეტყველი

ფოკა სინოპელი

იონა ხუცესი

ფოკა მემტილე

მართალი პეტრე

კოზმა ზოგრაფელი

აგრეთვე:

პორტუგალია : რესპუბლიკის დღე

მსოფლიო მასწავლებელთა დღე

Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way