USD 2.7113
EUR 3.1565
RUB 3.4660
Tbilisi
5 ნოემბერი - ეს დღე ისტორიაში
Date:  745

5 ოქტომბერი — გრიგორიანული კალენდრის 278-ე დღე (ნაკიან წლებში – 279-ე დღე). წლის ბოლომდე დარჩენილია 87 დღე.

დღის მოვლენები

  • 1582 : გრიგორიანული კალენდრის შემოღების გამო ეს დღე არ არსებობს ამ წელს იტალიაში, პოლონეთში, პორტუგალიასა და ესპანეთში.
  • 1665 : კიელის უნივერსიტეტი დაარსდა.
  • 1789 : საფრანგეთის რევოლუცია - პარიზელი ქალები ვერსალისკენ მიემართებიან ლუი XVI-სთვის წინააღმდეგობის გასაწევად, ამ უკანასკნელის მიერ ფეოდალიზმის გაუქმების დადგენილების უარყოფის გამო.
  • 1793 : საფრანგეთის კონვენტმა მოქმედებაში შემოიღო რევოლუციური კალენდარი, სადაც პირველი წელი იწყებოდა რესპუბლიკის რევოლუციის პირველი დღიდან - 1792 წ. 22 სექტემბერს. წელი 12 თვისაგან შედგებოდა 30 დღე თითოში. დარჩენილი 5 (6) დღე დღესასწაულად გამოცხადდა.
  • 1795 : ნაპოლეონმა როიალისტების ვანდემიერის ბუნტის ლიკვიდირება მოახდინა.
  • 1864 : ინდოეთის ქალაქი კალკუტა თითქმის მთლიანად დაინგრა ციკლონის გამო; 60.000 ადამიანი დაიღუპა.
  • 1908 : პრინცი ფერდინანდ I ბულგარეთს დამოუკიდებლად აცხადებს, საკუთარ თავს კი - ბულგარეთის მეფედ.
  • 1910 : პორტუგალიაში გაუქმდა მონარქია და რესპუბლიკა გამოცხადდა.
  • 1915 : პირველ მსოფლიო ომში ჩაერთო ბულგარეთი.
  • 1921 : ლონდონში დაარსდა საერთაშორისო პენ-კლუბი, ≈ მწერალთა საზოგადოება.
  • 1925 : აშშ-ში გამოვიდა ერნესტ ჰემინგუეის პირველი წიგნი.
  • 1945 : ჰოლივუდის შავი პარასკევი - ჰოლივუდის სცენურ დეკორატორთა ექვსთვიანი გაფიცვა სისხლიან აურზაურში გადაიზარდა უორნერ ბრაზერსის სტუდიასთან.
  • 1947 : პირველი სატელევიზიო გამოსვლა თეთრი სახლიდან გააკეთა აშშ-ის პრეზიდენტმა ჰარი ტრუმენმა.
  • 1962 : The Beatles-მა ბრიტანეთში გამოუშვა პირველი სინგლი „Love Me Do“.
  • 1970 : ეგვიპტის გარდაცვლილი პრეზიდენტის, ნასერის, ნაცვლად პრეზიდენტად არჩეული იქნა მისი ახლო თანამებრძოლი ანვარ სადათი.
  • 1986 : ბრიტანეთის გაზეთმა „სანდეი თაიმზმა“ გამოააშკარავა ისრაელის საიდუმლო ბირთვული იარაღი.
  • 1991 : ლინუქსის პირველი ოფიციალური ვერსია 0.02 გამოვიდა.
  • 2000 : ბელგრადში გამართული მასობრივი დემონსტრაციების შედეგად გადადგა სერბეთის პრეზიდენტი სლობოდან მილოშევიჩი. ამ დემონსტრაციებს ხშირად ბულდოზერის რევოლუციას უწოდებენ.
  • 2003 : აჰმად კადიროვი აირჩა ჩეჩნეთის პრეზიდენტად.
  • 2009 : ელისაბედ ბლეკბერნი, კეროლ გრაიდერი და ჯეკ შოსტაკი ფიზიოლოგიისა და მედიცინის დარგში ნობელის პრემიის ლაურეატები გახდნენ მათი აღმოჩენისთვის ქრომოსომების დაცვის სისტემაზე ტელომერებითა და ფერმენტი ტელომარაზით.
  • 2010 : რუსი ფიზიკოსები ანდრე გეიმი და კონსტანტინ ნოვოსელოვი ნახშირბადის კვლევისას გაკეთებული აღმოჩენებისთავის ფიზიკის დარგში ნობელის პრემიის ლაურეატები გახდნენ.
  • 2011 :
    • ნობელის პრემიის ლაურეატები ფიზიკაში ამერიკელები საულ პერლმუტერი, ადამ რისი და ბრაიან შმიდტი გახდნენ.
    • ნობელის პრემიის ლაურეატი ქიმიაში გახდა დანიელ შეხტმანი, ისრაელი.
    • Apple-ის თანადამფუძნებელი სტივ ჯობსი გარდაიცვალა 56 წლის ასაკში.
  • 2015 : უილიამ კემპბელი, სატოსი ომურა და ტუ იუიუ მედიცინის დარგში ნობელის პრემიის ლაურეატები გახდნენ.
  • 2016 : ანტონიუ გუტერეში გაეროს გენერალურ მდივნად აირჩიეს.
  • 2017 :
    • ნობელის პრემიის ლაურეატი ლიტერატურის დარგში იაპონური წარმოშობის ბრიტანელი მწერალი კაზუო იშიგურო გახდა.
    • ვლადიმერ აფხაზავა მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს პირველი მფლობელი გახდა.
  • 2018 : კონგოელი დენი მუკვეგე და ერაყელი ნადია მურადი მშვიდობის დარგში ნობელის პრემიის ლაურეატები გახდნენ.
  • 2020 : ნობელის პრემიის ლაურეატები ფიზიოლოგიასა და მედიცინაში ამერიკელები ჰარვი ჯეიმზ ალტერი, ჩარლზ რაისი და ბრიტანელი მაიკლ ჰოუტონი გახდნენ.

ამ დღეს დაბადებულნი

  • 1712 : გუარდი, ფრანჩესკო — იტალიელი მხატვარი
  • 1713 : დიდრო, დენი — ფრანგი ენციკლოპედისტი და ფილოსოფოსი
  • 1781 : ბოლცანო, ბერნარდ — ჩეხი მათემატიკოსი, ლოგიკოსი, ფილოსოფოსი და თეოლოგი
  • 1864 : ლიუმიერი, ლუი ჟან — კინემატოგრაფის გამომგონებელი
  • 1879 : როუსი, ფრენსის პეიტონი — ამერიკელი პათოლოგი, 1966 წ. ნობელის პრემიის ლაურეატი ფიზიოლოგიისა და მედიცინის დარგში ონკოგენური ვირუსების აღმოჩენისთვის.
  • 1882 : გოდარდი, რობერტ — ამერიკელი მეცნიერი - რაკეტამშენებლობის პიონერი. 1926 წლის მარტში წრმატებულად გაუშვა პირველი რაკეტა თხევად საწვავზე
  • 1890 : ედშმიდი, კაზიმირ — გერმანელი მწერალი, ექსპრეციონიზმის ერთ-ერთი ლიდერი.
  • 1902 : რეი კროკი — ამერიკელი რესტორატორი, McDonald′s-ის ქსელის შემქმნელი.
  • 1907 : რაგნარ ნურკსე — ესტონელი ეკონომისტი.
  • 1908 : ჟაროკოვი, ტაირ — ყაზახი პოეტი
  • 1930 : ჩესტერ არტური — აშშ-ს პოლიტიკოსი
  • 1936 : ჰაველი, ვაცლავ — ჩეხოსლოვაკიისა (1989-1992) და ჩეხეთის (1993-2003) პრეზიდენტი
  • 1938 : ჯო დასენი — ფრანგი მომღერალი
  • 1975 : კეიტ უინსლეტი — ბრიტანელი მსახიობი

ამ დღეს გარდაცვლილნი

  • 578 : იუსტინე II — ბიზანტიის იმპერატორი
  • 1056 : ჰაინრიხ III — გერმანიის მეფე (დ.1017)
  • 1214 : ალფონსო VIII — კასტილიის მეფე
  • 1285 : ფილიპ III — საფრანგეთის მეფე (დ.1245)
  • 1714 : კაიბარა ეკიკენი — იაპონელი ფილოსოფოსი
  • 1763 : ავგუსტ III — პოლონეთის მეფე და ზახსენის კურფურსტი
  • 1791 : პოტიომკინი, გრიგოლ — რუსი სახელმწიფო მოღვაწე
  • 1805 : კორნუოლისი, ჩარლზ — ინგლისელი სამხედრო და სახელმწიფო მოღვაწე
  • 1871 : აფანასიევი, ალექსანდრე — რუსი ისტორიკოსი, ლიტერატურათმცოდნე, ფოლკლორისტი
  • 1880 : ჟაკ ოფენბახი — ფრანგი კომპოზიტორი, კლასიკური ოპერეტის ჟანრის შემქმნელი.
  • 1918 : გაროსი, როლან — ფრანგი მფრინავი, პირველმა გადაფრინა ხმელთაშუა ზღვა, მისი სახელისაა ჩოგბურთის კორტი სტადიონი პარიზში.
  • 1989 : გრიგულისი, არვიდს — ლატვიის სახალხო მწერალი, ლატვიის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი.
  • 2004 : უილკინსი, მორის ჰიუ — ინგლისელი ბიოფიზიკოსი, 1962 წ. ნობელის პრემიის ლაურეატი ფიზიოლოგიისა და მედიცინის დარგში.
  • 2011 : სტივ ჯობსი — ამერიკელი გამომგონებელი. ეფლის თანადამფუძნებელი

დღესასწაულები

  • მართლმადიდებელი ეკლესია აღნიშნავს შემდეგი წმინდანების ხსენების დღეს:
    • იონა წინასწარმეტყველი
    • ფოკა სინოპელი
    • იონა ხუცესი
    • ფოკა მემტილე
    • მართალი პეტრე
    • კოზმა ზოგრაფელი
  • აგრეთვე:
    • პორტუგალია : რესპუბლიკის დღე
    • მსოფლიო მასწავლებელთა დღე
analytics
კრემლს ომის შეწყვეტის მზაობა ჯერ კიდევ არ აქვს და რუსეთის ეკონომიკის შეწირვასაც არ ერიდება - გიორგი კობერიძე
დღევანდელი რუსული ბეჭდური პრესა ივლისის თვეში ეკონომიკური ვითარების დამძიმებაზე საუბრობს - რაც რუსეთის დახურული სისტემის პირობებში საკმაოდ იშვიათი მოვლენაა. გაზეთები აღნიშნავენ, რომ: საშუალოდ 12%-ით მოხდა რუსეთში კომუნალურები გადასახადების ზრდა. გაძვირდა პურის ფასიც, არადა ხორბლის ფასი გაიაფდა. მშენებლობის ბიზნესი დაეცა და ქარხნები იხურება.
 
მიზეზი? მუშახელის კატასტროფული დეფიციტი ბაზარზე, რასაც ადამიანური რესურსების კლების ხარჯზე ემატება მოთხოვნის ბუნებრივი შემცირება - რუსების ნაწილი ფრონტზე კვდება, ნაწილი კი ქვეყნიდან გარბის. დარჩენილი კვალიფიციური მუშახელი კი სამხედრო ინდუსტრიაშია მობილიზებული. იაფ ხორბალს რუსეთი თავის მოკავშირეებს საბითუმო ფასებში ყიდის, ხოლო ბაზარზე შემოსავლის შესანარჩუნებლად კრემლთან დაახლოებული პურის მსხვილი მეწარმეები მის ფასს ზრდიან.
 
ამას კი ემატება სანქციები. დღეს ევროპის მხრიდან სანქციების მე-18 პაკეტი დამტკიცდა, რომელიც რუსეთის ნავთობისა და გაზის ინდუსტრიას ურტყამს. 47.6 დოლარი - ესაა ის თანხა, რომელზე ძვირადაც ნავთობს არ შეიძენს ევროკავშირი და ბრიტანეთი რუსეთისაგან, რომელსაც გათვლა 60 დოლარზე ჰქონდა. კრემლს რომ მყარი მოგება ჰქონდეს 70 დოლარად უნდა ჰყიდდეს ბარელს. სანქციების მიხედვით ნორდ სტრიმების გაზსადენები აღარ ამუშავდება. ამას ემატება რუსულ ჩრდილოვან ფლოტზე დევნაც, რომელიც სხვა ქვეყნების დროშის ქვეშ მცურავი ხომალდების დახმარებით ცდილობდა რუსული ნავთობის ევროპაში გაყიდვას და სანქციების გვერდის ავლას.
 
ამ ფონზე მნიშვნელოვანია ისიც, რომ რუსეთში ტოტალიტარული მმართველობა კიდევ უფრო უჭერს მოსახლეობას: ქვეყანაში 5500 აკრძალული საიტი, მუსიკა, საინფორმაციო საშუალება, კოდური სიტყვა, ფილმი და გამოთქმაა, რისი მოძიებაცა და ნახვაც არ შეიძლება, მათ შორის არც VPN-ის გამოყენებით. თუ ნახავ ჯერ დაგაჯარიმებენ, შემდეგ ჯერზე კი პასუხისგებაში მისცემენ შენს თავს.
 
მზარდი ინფლაციისა და ძირითადი რესურსების სამხედრო წარმოებასა თუ ფრონტზე მობილიზების ფონზე ეკონომიკური პერსპექტივა კარგად არ გამოიყურება. არსებობს ვარაუდი, რომ გვიანი შემოდგომიდან რუსეთი კიდევ უფრო მეტი ბანკნოტების დაბეჭდვას აპირებს.
 
მუშახელის დეფიციტის ფონზე ინდური პრესა საუბრობდა პოტენციურ გეგმაზე, რომლის მიხედვითაც რუსეთი წლის ბოლომდე მილიონი ინდოელი მუშახელის რეკრუტირებას აპირებს, თუმცა ამ ამბავმა რუსეთში დადებითი რეაქცია არ გამოიწვია, რის გამოც რუსეთის შრომის მინისტრმა აღნიშნული ინფორმაცია უარყო. მიუხედავად ამისა, მარტო წელს რუსეთში 71,817 ინდოეთის მოქალაქეზე გაიცა ოფიციალური სამუშაო ნებართვა. ეს რაც ლეგალურად ჩანს, და რაც არა ის კიდევ სხვაა. ინდოელების გარდა რუსეთში დიდი რაოდენობით არიან შუა აზიელები და ჩინელები.
 
ამ ვითარებაში ფრონტზე რუსეთის ვითარება არასახარბიელოა. დონეცკის მონაკვეთზე მომარაგების გზას უკვე ეწოდა "სიკვდილის ხაზი", სადაც უკრაინული დრონები ყველაფერს ბომბავენ რაც კი გადაადგილდება. მიუხედავად ამისა, რუსეთი არ წყვეტს ცოცხალი ძალის მობილიზებას და დონეცკის ოლქის დასავლეთ ნაწილში, პოკროვსკის სექტორზე დაწოლას. რუსეთის მხრიდან ყველა გათვლა ისეთი იყო, რომ პოკროვკი ჯერ 2024 წლის ბოლომდე უნდა აეღოთ, შემდეგ 2025 წლის მარტამდე, ახალი თარიღი 2025 წლის 9 მაისი იყო, შემდეგ კი ამ სექტორზე დაწყებული შეტევის ერთი წლის თავი, ანუ ივლისი. მაგრამ ერთი წლის თავზე რუსები ჯერ კიდევ არ არიან ქალაქის ფარგლებში შესულები. ზოგადად პოკროვკისაკენ გაჭრას რუსები 2024 წლის თებერვლიდან ცდილობენ, ავდიივკას დაცემის შემდეგ.
 
დასავლური მედია ამბობს, რომ რუსული ზაფხულის შეტევის მხოლოდ პირველი ფაზა ვიხილეთ ჯერ და რომ მეორე ფაზა ჯერ კიდევ წინააო. ისინი 150 ათას დამატებით რუს, კორეელ და სხვა ქვეყნებიდან დაქირავებულ სამხედროებზე საუბრობენ და ახალი მიმართულებით გაჭრას არ გამორიცხავენ, ან ძველ სექტორებზე მათ გადანაწილებასა და უკრაინულ პოზიციებზე დაწოლის გაძლიერებას.
 
კრემლი ტრამპის მიერ მიცემულ 50 დღიან ვადას მაქსიმალური შეტევისათვის გამოიყენებს და ამაში უცნაური არაფერია. მთავარია რამხელა იქნება მსხვერპლი და გამოფიტვა. როგორც ამერიკის სახელმწიფო მდივანმა აღნიშნა, მხოლოდ წელს რუსეთს 100 ათასი მოკლული ჰყავს. მან ხაზი გაუსვა ფაქტს, რომ საუბარია მოკლულ სამხედროებზე და არა დაჭრილებზე, დაშავებულებზე ან ტყვეებზე. რუსეთი წლებია იმით პოზიციონირებს, რომ თითქოს ბოლო სამხედრომდე და ბოლო საკვებამდე შეუძლია იომოს. ასეთი რამ არცერთ სახელმწიფოს არ შეუძლია, მაგრამ კრემლს რომ ომის შეწყვეტის მზაობა ჯერ კიდევ არ აქვს და რუსეთის ეკონომიკის შეწირვასაც არ ერიდება - ეს უკვე ვნახეთ. და ისიც ნათელია, რომ ახლა ომს სერიოზული გამოფიტვის სახე აქვს მიღებული, რის გამოც დამატებითი მოთამაშეებისა და სახელმწიფოების ირიბი ჩართვა კიდევ უფრო მზარდია.
 
პუტინმა ისიც კარგად იცის, რომ ომის შეწყვეტა სხვა მიზეზითაცაა საშიში - ამდენი სამხედროსა და ციხეებიდან გამოსული, თუ მობილიზებული კრიმინალის რესოციალიზაცია ძალიან რთული იქნება, მით უფრო გართულებული ეკონომიკური ვითარებიდან გამომდინარე. თუმცა ყველაფერს აქვს თავისი ზედა ზღვარი - ეკონომიკის გამძლეობასაც, მსხვერპლის რაოდენობასაც და გამარჯვების რწმენასაც.
 
See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way