USD 2.6593
EUR 3.0723
RUB 3.6969
თბილისი
5 მარტი - ეს დღე ისტორიაში
თარიღი:  429

5 მარტი — გრიგორიანული კალენდრის 64–ე დღე (ნაკიან წლებში - 65–ე დღე). წლის ბოლომდე დარჩენილია 301 დღე.

დღის მოვლენები

1809 : საქართველოს მთავარმართებლად დაინიშნა ტორმასოვი.

1824 : ბრიტანეთმა ოფიციალურად ომი გამოუცხადა ბირმას.

1829 : რუსთა და ქართველთა ერთიანმა მხედრობამ ქობულეთის ახლოს დაამარცხა ოსმალეთის არმია.

1946 : ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა უ. ჩერჩილმა ქ. ფულტონში (აშშ) სიტყვით გამოსვლისას მოიხსენია "რკინის ფარდა".

1982 : ვენერა 14, ჩავიდა პლანეტა ვენერაზე.

2003 : რობერტ ქოჩარიანი მეორედ აირჩეს სომხეთის პრეზიდენტად.

2009 : საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის თანამდებობაზე ვლადიმერ ჩაჩიბაია დევი ჭანკოტაძემ შეცვალა.

2013 : მოლდოვის პარლამენტმა ვლად ფილატის მთავრობა დაითხოვა.

2015 : ისლამური სახელმწიფოს მებრძოლებმა უძველესი ქალაქები დურ-შარუქინი, ჰათრა და ნიმრუდი გაანადგურეს.

2019 : იაპონელი არქიტექტორი ისოძაკი არატა პრიცკერის პრემიით დააჯილდოვეს.

2023 : კაია კალასის რეფორმის პარტიამ ესტონეთის საპარლამენტო არჩევნებში გაიმარჯვა.

ამ დღეს დაბადებულნი

1133  : ჰენრი II — ინგლისის მეფე (1154–1189)

1145  : იბნ შადადი — არაბი ისტორიკოსი და მწერალი.

1224 : კუნიგუნდა უნგრელი — რომის კათოლიკური ეკლესიის წმინდანი, პოლონეთის და ლიტვის მფარველი.

1324  : დეივიდ II — შოტლანდიის მეფე (1329–1371)

1512 : გერჰარდ მერკატორი — ფლამანდიელი კარტოგრაფი.

1809 : ჯოზეფ ჯენკინს რობერტსი — ლიბერიის პირველი (1848–1856) და მეშვიდე (1872–1876) პრეზიდენტი.

1815 : მეჰმედ ემინ აალი-ფაშა — ოსმალეთის იმპერიის სახელმწიფო მოღვაწე.

1851 : ვახლავ ბროზიკი — ჩეხი მხატვარი.

1854 : რუთ ბელვილი — ლონდონელი ბიზნესმენი ქალი.

1871  : როზა ლუქსემბურგი — საერთაშორისო მუშათა მოძრაობის მოღვაწე.

1874 : ჰენრი ტრევერსი — ინგლისელი მსახიობი.

1876 : ოსკარ ბენავიდესი — პერუს პრეზიდენტი (1914–1915 და1933–1939)

1888 : რამონ ოტერო პედრაიო — გალისიელი გეოგრაფი, მწერალი და ინტელექტუალი.

1898 : სუნ მეილინი — ჩინეთის რესპუბლიკის პირველი ლედი

1905 : ხადია დავლეთშინა — ბაშკირი მწერალი ქალი.

1908  : რექს ჰარისონი — ინგლისელი მსახიობი.

1910 : იუსტინე — სრულიად რუმინეთის პატრიარქი (1977–1986).

1922  : პიერ პაოლო პაზოლინი — იტალიელი პოეტი, ინტელექტუალი, კინორეჟისორი და მწერალი.

1931  : თამაზ ჭილაძე — ქართველი მწერალი.

1932 : ნოდარ წულეისკირი — ქართველი მწერალი.

1934 : დანიელ კანემანი — ამერიკელი ფსიქოლოგი და ეკონომისტი.

1936 : ქანაან ბანანა — ზიმბაბვეს პრეზიდენტი (1980–1987)

1952 : ისატუ ნჯიე-საიდი — გამბიელი პოლიტიკური მოღვაწე.

1959 : ვაზგენ სარქისიანი — სომხეთის პოლიტიკური და სამხედრო მოღვაწე, მწერალი.

1961 : ელენა იაკოვლენა — საბჭოთა კავშირისა და რუსეთის კინოსა და თეატრის მსახიობი.

1968 : დავით უსუფაშვილი — საქართველოს მერვე მოწვევის პარლამენტის თავმჯდომარე (2012–2016).

1970  : ჯონ ფრუშანტე — ამერიკელი გიტარისტი

1974 : ევა მენდესი — ამერიკელი მსახიობი.

1987 : ლიან ვენბო — ჩინელი პროფესიონალი სნუკერისტი.

1987 : ანა ჩაკვეტაძე — ქართული წარმოშობის რუსი ყოფილი პროფესიონალი ჩოგბურთელი

ამ დღეს გარდაცვლილნი

1827 : ლაპლასი, პიერ სიმონ — ფრანგი ასტრონომი, მათემატიკოსი და ფიზიკოსი

1827 : ვოლტა, ალესანდრო — იტალიელი ფიზიკოსი.

1914 : ჩოხელი, ელენე — ქართველი მსახიობი.

1919 : ჩიმაკაძე, არჩილ — ქართველი კომპოზიტორი.

1944 : ჟაკობი, მაქს — ფრანგი მწერალი და მხატვარი.

1953 : სტალინი, იოსებ — სსრკ-ს სახელმწიფო და პოლიტიკური მოღვაწე.

1953 : პროკოფიევი, სერგეი — რუსი კომპოზიტორი.

1966 : ახმატოვა, ანა — რუსი პოეტი

1970 : ასათიანი, მამია — ქართველი მწერალი.

2013 : უგო ჩავესი — ვენესუელის პრეზიდენტი.

დღესასწაულები

მართლმადიდებელი ეკლესია აღნიშნავს შემდეგი წმინდანების ხსენების დღეს:

ტიმოთე სიმბოლელი

ევსტათი

იოანე III სქოლასტიკოსი

ზაქარია

საზოგადოება
სურსათის უვნებლობის კამპანიას სკოლა-ლიცეუმი ლამპარი შეუერთდა

თბილისის საჯარო და კერძო სკოლებში 13-18 წლის მოზარდებისთვის სურსათის უვნებლობისა და სამომხმარებლო კულტურის შესახებ ცნობიერების ამაღლების კამპანია ახალ ფაზაში გადადის. ამჯერად, საგანმანათლებლო ვორქშოფების სერიას შპს სკოლა-ლიცეუმი ლამპარი შეუერთდა, სადაც მოსწავლეებისთვის სურსათის უვნებლობის საკითხებზე ინტერაქციული საინფორმაციო სესიები ჩატარდა.

შეხვედრამ მოზარდებში უდიდესი ინტერესი და ჩართულობა გამოიწვია. აღსანიშნავია, რომ სკოლის ადმინისტრაცია აქტიურად უჭერს მხარს სასწავლო პროცესში მსგავსი არაფორმალური განათლების კომპონენტების ინტეგრირებას, რაც მოსწავლეებს პრაქტიკული და ცხოვრებისეული უნარების განვითარებაში ეხმარება.

საგანმანათლებლო ვორქშოფების სერია ჩეხეთის განვითარების სააგენტოს (CzDA) მხარდაჭერით ტარდება.

პროექტის მასშტაბები და გეოგრაფია

სასწავლო პროგრამა, რომელიც სსიპ „გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის“ მიერ არის შემუშავებული და მხარდაჭერილია საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ, გასულ წელს პილოტურ რეჟიმში წარმატებით გამოიცადა თბილისის მე-2, მე-16, 32-ე, 173-ე, 143-ე, 117-ე საჯარო და ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლებში.

მოსწავლეთა და ადმინისტრაციის მხრიდან უდიდესი დაინტერესების გამო, პროექტი მიმდინარე წელსაც აქტიურად გრძელდება და მას ახალი საგანმანათლებლო დაწესებულებები უერთდებიან — სკოლა-ლიცეუმ „ლამპართან“ ერთად, სესიები ახლახან ინტერაქციული სამაგიდო თამაშების გამოყენებით №11 საჯარო სკოლაშიც ჩატარდა.

რას მოიცავს სასწავლო პროგრამა?

საგანმანათლებლო ფორმატი 90-წუთიან ინტერაქციულ ვორქშოფებს მოიცავს, რომლებიც მარტივად ერგება სკოლების სასწავლო ბადეს. შეხვედრებს სურსათის უვნებლობის სერტიფიცირებული ტრენერი და ექსპერტი — ვერიკო გულუა უძღვება. პროგრამა 5 პრიორიტეტულ მოდულს აერთიანებს:

  • სისტემური საფუძვლები: სურსათის უვნებლობა, უსაფრთხოება და ხარისხი;
  • პრაქტიკული ჰიგიენა: ჯანმოს (WHO) ხუთი გასაღების პრინციპი ყოველდღიურობაში;
  • მომხმარებლის უფლებები: სურსათის ეტიკეტი და მისი სწორი წაკითხვა;
  • ფარული კომპონენტები: საკვები დანამატები (E-ნომრები) და მოზარდის ჯანმრთელობა;
  • რისკების პრევენცია: სურსათისმიერი დაავადებები და მათგან თავდაცვა.

„სკოლებში ამ აქტივობის დანერგვა სტრატეგიულად ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რადგან იგი გრძელვადიან პერსპექტივაში ინფორმირებული და გაცნობიერებული საზოგადოების ჩამოყალიბებას ისახავს მიზნად,“ — აცხადებს სკოლა-ლიცეუმის დირექტორი ქალბატონი თამარ მანძულაშვილი.

სტრატეგიული მიდგომის ორმაგი ეფექტი:

  1. გაცნობიერებული მომხმარებელი: მოზარდები ადრეული ასაკიდანვე სწავლობენ სურსათის სწორად შერჩევას, ეტიკეტის კითხვასა და ყოველდღიურ ცხოვრებაში ჯანსაღი გადაწყვეტილებების მიღებას.
  2. ცოდნის გამავრცელებლები: ვორქშოფების შედეგად მიღებული ინფორმაციით, თავად მოსწავლეები ხდებიან ახალი ცოდნის „ამბასადორები“ საკუთარ სახლებში, ოჯახის წევრებსა და მეგობრების წრეში. ისინი მიღებულ პრაქტიკულ უნარებს უზიარებენ მშობლებსა და თანატოლებს, რაც მკვეთრად ზრდის სურსათის უვნებლობის კულტურას მთლიანად საზოგადოებაში.

 

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის