USD 2.7075
EUR 3.1272
RUB 3.3424
Тбилиси
5 მაისი - ეს დღე ისტორიაში
дата:  1198

5 მაისი — გრიგორიანული კალენდრის 125-ე დღე (ნაკიან წლებში - 126-ე დღე). წლის ბოლომდე დარჩენილია 240 დღე.

დღის მოვლენები

  • 553 : კონსტანტინოპოლის მეორე კრება გაიხსნა.
  • 1260 : ყუბლაი-ხანი მონღოლთა იმპერიის მმართველი გახდა.
  • 1762 : რუსეთი და პრუსია ხელს აწერენ სანქტ-პეტერბურგის ხელშეკრულებას.
  • 1789 : საფრანგეთში 150 წლის შემდეგ პირველად შეიკრიბა გენერალური ასამბლეა (Estates-General).
  • 1835 : ბელგიაში კონტინენტური ევროპის პირველი რკინიგზა გაიხსნა ბრუსელსა და მეხელენს შორის.
  • 1862 : ხუთი მაისი მექსიკაში : ჯარები იგნასიო სარაგოსას მეთაურობით აჩერებენ ფრანგების შემოტევას პუებლას ბრძოლაში.
  • 1891 : ნიუ-იორკში საზეიმოდ გაიხსნა კარნეგი-ჰოლი, სადაც პირველი კონცერტის დირიჟორად მოწვეულ იქნა პეტრე ჩაიკოვსკი.
  • 1916 : ამერიკული საზღვაო დესანტი დომინიკელთა რესპუბლიკაში შეიჭრა.
  • 1936 : იტალიის ჯარები ადის-აბებაში შეიჭრა, ეთიოპიაში.
  • 1940 : მეორე მსოფლიო ომი : ლონდონში შეიკრიბა ნორვეგიის დევნილი მთავრობა.
  • 1944 : მოჰანდას განდი ტყვეობიდან გაათავისუფლეს.
  • 1945 : გერმანიის ძალები ნიდერლანდში და დანიაში კაპიტულაციას უცხადებენ კანადისა და ბრიტანეთის ძალებს.
  • 1945 : მაუთჰაუზენის საკონცენტრაციო ბანაკი განთავისუფლდა.
  • 1949 : ევროპის საბჭო შეიქმნა.
  • 1955 : დასავლეთ გერმანია სრულ სუვერენიტეტს იბრუნებს.
  • 1955 : ძალაში შევიდა პარიზის შეთანხმება დასავლეთევროპული კავშირის შესახებ.
  • 1961 : განხორციელდა კოსმოსში ადამიანის მეორე გაფრენა (ალან შეპარდი, აშშ)
  • 1994 : სომხეთის, ყარაბაღისა და აზერბაიჯანის წარმომადგენლებმა ბიშკეკში ხელი მოაწერეს სამშვიდობო ზავს.
  • 1999 : შოტლანდიაში პირველად ისტორიაში საკუთარი პარლამენტის არჩევნები ჩატარდა.
  • 2000 : კომპიუტერული ვირუსის „I love you“ მიერ მიყენებულმა ზარალმა მხოლოდ ჩრდ. ამერიკაში 1 მილიარდ აშშ დოლარს გადააჭარბა.
  • 2009 : მუხროვანის სამხედრო ნაწილში მომხდარი ამბოხი, რომელიც მიზნად სავარაუდოდ სამხედრო გადატრიალებას ისახავდა, ჩაახშვეს.
  • 2011 : ბრაზილიაში ერთის სქესის წყვილებს ისეთივე კანონიერი უფლებები მიანიჭეს, როგორ ჰეტეროსექსუალ დაქორწინებულ წყვილებს.
  • 2019 :
    • სტევო პენდაროვსკი ჩრდილოეთ მაკედონიის პრეზიდენტად აირჩიეს.
    • ლაურენტინო კორტისო პანამის პრეზიდენტად აირჩიეს.

ამ დღეს დაბადებულნი

  • 1813 : კერკეგორი, სიორენ — დანიელი ფილოსოფოსი
  • 1818 : მარქსი, კარლ — მარქსიზმის ფუძემდებელი
  • 1819 : მონიუშკო, სტანისლავ — პოლონელი კომპოზიტორი
  • 1846 : სენკევიჩი, ჰენრიკ — პოლონელი მწერალი
  • 1898 : ანთაძე, ვლადიმერ — ქართველი მიკრობიოლოგი
  • 1920 : ბაგრატიონ-მუხრანელი, ოთარ — ქართველი არქიტექტორი.
  • 1959 : მაკ-კალოჰი, იენ — ინგლისელი მომღერალი (ჯგუფი Echo & the Bunnymen).
  • 1981 : დევიდი, კრეიგ — ინგლისელი მომღერალი.
  • 1988 : ადელი — ინგლისელი მომღერალი.
  • 1989 : ბრაუნი, კრის — ამერიკელი მომღერალი და მსახიობი.

ამ დღეს გარდაცვლილნი

  • 1821 : ნაპოლეონ I — საფრანგეთის სახელმწიფო მოღვაწე, გარდაიცვალა წმინდა ელენეს კუნძულზე.
  • 1852 : ჰაჯი-მურატი — დაღესტნისა და ჩაჩნეთის მთიელთა გამათავისუფლებელი ბრძოლის მონაწილე.
  • 1892 : ჰოფმანი, ავგუსტ ვილჰელმ — გერმანელი ქიმიკოსი.
  • 1900 : ივანე აივაზოვსკი — რუსი მხატვარი.
  • 1902 : ჰარტი, ფრენსის ბრეტ — ამერიკელი მწერალი.
  • 1904 : იოკაი, მორ — უნგრელი მწერალი
  • 1949 : მეტერლინკი, მორის — ბელგიელი მწერალი
  • 1981 : ჰამრაევი, რაზაყ — უზბეკი მსახიობი და რეჟისორი
  • 2011 : კლოდ ჩოულზი — პირველი მსოფლიო ომის უკანასკნელი ვეტერანი (გარდაიცვალა 110 წლის ასაკში).

დღესასწაულები

  • მართლმადიდებელი ეკლესია აღნიშნავს შემდეგი წმინდანების ხსენების დღეს:
    • თეოდორე სიკიელი
    • მოციქულები: ნათანაელი, ლუკა და კლიმენტი
    • ღირსი ვიტალი
  • აგრეთვე:
    • ისრაელი - ეროვნული დღესასწაული
    • იაპონია - ბავშვთა დღე
    • სამხრეთ კორეა - ბავშვთა დღე
    • ეთიოპია - პატრიოტთა დღე
общество
მეუფე შიო - განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება

მხოლოდ გულმოწყალე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი, - ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი)სულთმოფენობიდან ოცდამეერთე კვირას, ღირსი გაბრიელ აღმსარებლისა და სალოსის ხსენების დღეს ქადაგების დროს განაცხადა.

მიტროპოლიტის თქმით, ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს...

მისივე განცხადებით, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება“.

„სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა.

ძვირფასო მამებო, დედებო, ძმებო და დებო, გილოცავთ დღევანდელ კვირა დღეს, რომელიც დაემთხვა ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენებას. შეგვეწიოს მისი მადლი და ლოცვა ჩვენ და სრულიად საქართველოს.

გადმოგცემთ მისი უწმინდესობის და უნეტარესობის, კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის მოლოცვას და კურთხევას.

დღეს წაკითხული იყო იგავი სახარებიდან მდიდარსა და ლაზარეზე. ეს ორი ადამიანია, ორი სახეა წარმოდგენილი ჩვენ წინაშე. მდიდარს საერთოდ არ ენაღვლებოდა, რომ მის კართან იწვა მძიმე ავადმყოფი და გლახაკი, სრულიად გულგრილი იყო მისი ბედისადმი. ლაზარე კი ძალიან მოკრძალებული იყო. მას ის კი არ უნდოდა, რომ მდიდრის სუფრიდან ლანგრით მიეტანათ მისთვის საჭმელი, არამედ იმას ნატრობდა, რომ ძირს დაცვენილი ნამცეცი მაინც შეხვედროდა. იმდენად ავად იყო, რომ სიარულიც კი არ შეეძლო. ამ მდიდარს ეს ამბავი სრულიად არ აღელვებდა, ის იმდენად გართული იყო თავისი ნადიმებით და ფუფუნებით. გარდაცვალების შემდეგ ყველაფერი შეიცვალა, ღარიბი აღმოჩნდა აბრაამის წიაღში, მდიდარი კი - ცეცხლოვან გეენიაში, ჯოჯოხეთში.

რატომ მოხდა ასე? რაზეა ეს იგავი, საერთოდ?

ეს იგავი არის მოწყალებაზე. ასე იმიტომ მოხდა, ძვირფასო ძმებო და დებო, რომ ღმერთი არის მოწყალე. მხოლოდ გულმოწყალე, მოწყალე გულის მქონე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი. ვერცერთი ულმობელი, ვერცერთი უსიყვარულო, სასტიკი, ბოროტი ადამიანი სასუფეველს ვერ დაიმკვიდრებს, რაგინდ ბევრი დამსახურება ჰქონდეს ამ დედამიწაზე, იმიტომ რომ ცათა სასუფეველი არ არის ის, რაც გაიცემა რაღაც დამსახურებების სანაცვლოდ, არამედ ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს და ხარბიდან გადააქცევს ხელგაშლილად, ამპარტავნიდან - თავმდაბლად, შურიანიდან - მოსიყვარულედ, ნაყროვანიდან - მმარხველად და ა. შ. არცერთი ულმობელი ადამიანისთვის, ვინც არ არის მოწყალე გულის მქონე, ეს ფერისცვალება შესაძლებელი არ არის. ვერ მოხდება ეს სასწაული მის სულში. ვიმეორებ: რატომ? - იმიტომ, რომ ასეთი ადამიანის სულში სულიწმინდის მადლი ვერ შემოდის.

ამიტომ მთელი ცხოვრება უნდა იღვაწოს ადამიანმა ქმედით სიყვარულში, რომ ეს ლმობიერება და მოწყალება ისწავლოს. სწორედ ამაზეა დღევანდელი იგავი, რომ ვისწავლოთ ეს თვისებები, ეს სათნოებები და ჩვენი ცხოვრების შედეგად ამ მდიდრის მსგავსად არ აღმოვჩნდეთ ცეცხლოვან გეენიაში, არამედ მოვემზადოთ მარადისობასთან შესახვედრად. ეს ცხოვრება იმისთვის გვაქვს მოცემული, რომ ღირსეულად მოვემზადოთ მარადისობაში გადასვლისთვის, როცა იქნება სამსჯავრო ჩვენი, როცა წარვდგებით სამსჯავროზე. თუმცა სამსჯავრო არის მთელი ცხოვრება, ადამიანი ამ ცხოვრებაშივე გამოუტანს განაჩენს თავის თავს და აკეთებს არჩევანს, თუ სად იქნება მარადისობაში.

თუ ამ ცხოვრებაში შეიძინე შური, უმოწყალობა, სიძვა, ვერცხლისმოყვარეობა, ამპარტავნება და სხვა ასეთი ვნებები, მარადისობაშიც თან წაგყვება ეს თვისებები, იქაც ასეთი იქნები. მაგრამ უფალს უნდა, რომ შეიძინო სიმდაბლე, სიყვარული, ლოცვა, მოთმინება, სულგრძელება, მოწყალება. რატომ? - იმიტომ, რომ თვითონ არის ასეთი უფალი ჩვენი იესო ქრისტე; და თუ ეს თვისებები გექნება, მაშინ ის თავისთან წაგიყვანს და გაცხონებს.

ძვირფასო ძმებო და დებო, მაგრამ ეს ადამიანის დახმარების გარეშე შეუძლებელია. თუ ადამიანს ეს არ უნდა, ყველაფერი ამაო იქნება, ხოლო თუ უნდა და იღვწის ამისთვის, მაშინ უფალი აუცილებლად შეეწევა მას, განკურნავს ამ ვნებებისგან და აცხონებს.

ასე რომ, დავფიქრდეთ ამ იგავზე: ვინ ვართ ჩვენ - მდიდარი თუ ლაზარე? და თუ ჩვენს თავში ჯერ კიდევ ვხედავთ ამ უმოწყალო მდიდრის თვისებებს, გონს მოვიდეთ, სანამ კიდევ გვაქვს ფიზიკური და სულიერი ძალები, რომ ფერი ვიცვალოთ და გამოვსწორდეთ.

დღეს არის ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენება. საოცარი სიხარული სუფევს დღეს ჩვენს მსახურებაზე, ძალიან ბევრი ხალხია შეკრებილი. გილოცავთ ამ დღესასწაულს. შეგვეწიოს მამა გაბრიელის ლოცვა და მადლი.

იგი იყო სრულიად გამორჩეული ადამიანი და მოღვაწე ჩვენი ეკლესიის უახლეს ისტორიაში. მოგეხსენებათ, ის მოღვაწეობდა ათეისტურ პერიოდში და მრავალ ადამიანს გაუნათა გზა უფლისკენ, რისთვისაც იგი მრავალჯერ ტანჯეს, დევნეს, გვემეს და დააპატიმრეს. ის ამ თავის დიდ სულიერებას ფარავდა სალოსობის ღვაწლით. ამის გამო, მრავალჯერ შეშლილი ეგონათ, მაგრამ, როგორც ამბობს პავლე მოციქული: „სულელი იგი ღვთისა უბრძენეს არს კაცთა“ (1 კორ. 25). თავისივე სიცოცხლეში ის მრავალ სასწაულს აღასრულებდა და მისი გარდაცვალების შემდეგ კიდევ უფრო მეტი სასწაული სრულდება, ადამიანები მოდიან არამხოლოდ საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან, არამედ მსოფლიოს სხვადასხვა მხარიდან და წმინდა გაბრიელის ლოცვით უფალი მათ უსრულებს თხოვნას და ანიჭებს სულიერ და ხორციელ კურნებებს.

დღეს, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო, საქართველოს არასდროს მოჰკლებია სულიწმინდის მადლი და არც არასდროს მოაკლდება.

მაშ, დღეს, მისი ხსენების დღეს, განსაკუთრებით ვევედროთ ღირს გაბრიელს, აღმსარებელსა და სალოსს, რომ მისი ლოცვით უფალმა დაიფაროს და გააძლიეროს ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ეკლესია, გააძლიეროს და ადღეგრძელოს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II და შეგვეწიოს ღირსი მამა გაბრიელი, რომ ამ ლაზარეს მსგავსად, უფალმა დაგვამკვიდროს აბრაამის წიაღში, რათა დავტკბეთ იმ გამოუთქმელი სიკეთეებით, რომლებიც „თვალს არ უნახავს და ყურს არ სმენია“ (1 კორ. 2,9), რისი ღირსიც დაე, გავმხდარიყავით მადლითა და კაცთმოყვარებითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომელსაც შვენის ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა, თანა მამით და სულიწმინდითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

ჩვენთან არს ღმერთი!“, - განაცხადა მეუფე შიომ.

более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати