5 ივნისი — გრიგორიანული კალენდრის 156-ე დღე (ნაკიან წლებში – 157-ე დღე). წლის ბოლომდე დარჩენილია 209 დღე.
დღის მოვლენები
70 : ტიტუსმა და მისმა ლეგიონერებმა იერუსალიმის შუა კედელი გაარღვიეს.
1783 : ძმებმა მონგოლფიერებმა მშობლიურ ქალაქ ანონეში (საფრანგეთი) 500 მეტრის სიმაღლეზე გაუშვეს პირველი საჰაერო ბურთი.
1806 : ლუი ბონაპარტმა გამოაცხადა ჰოლანდიის სამეფოს შექმნა.
1832 : პარიზის სტუდენტების აჯანყება დაიწყო.
1837 : ტეხასის რესპუბლიკაში ქალაქი ჰიუსტონი დაარსდა.
1849 : დანია კონსტიტუციური მონარქია გახდა.
1873 : ინგლისის დაჟინებული მოთხოვნით გაუქმდა მსოფლიოში ყველაზე დიდი მონათა ბაზარი ზანზიბარში.
1900 : ბოერთა მეორე ომი: ბრიტანეთმა პრეტორია აიღო.
1915 : დანიაში ქალებს ხმის უფლება მისცეს.
1944 : მეორე მსოფლიო ომი - ისტორიაში უდიდესო ორი მოიერიშე ფლოტილია კვეთს მსოფლიოს ორ მოპირდაპირე მხარეს. ხომალდების უმრავლესობა აშშ-ს ეკუთვნოდა.
1944 : მეორე მსოფლიო ომი - ათასზე მეტმა ბრიტანულმა ბომბდამშენმა გერმანულ ყუმბართმშენებს 5000 ტონიანი ბომბები დაუშინა ნორმანდიის სანაპიროსთან.
1945 : მოკავშირეთა კონტროლის საბჭო ფორმალურად ხდება გერმანიის სამხედრო ოკუპაციის მმართველობითი ორგანო.
1947 : მარშალის გეგმა: ჰარვარდის უნივერსიტეტში წარმოთქმულ სიტყვაში აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ჯორჯ მარშალი მოუწოდებს მთავრობას ომით დანგრეული ევროპისთვის ეკონომიკური დახმარების გაწევას.
1953 : აშშ-ს სენატმა უარყო ჩინეთის წევრობა გაეროში.
1959 : სინგაპურის სახელმწიფოს პირველი მთავრობის ინაუგურაცია მოხდა.
1967 : ექვსდღიანი ომი დაწყო: ისრაელის საჰაერო ძალები ერთბაშად იერიშს იღებს ეგვიპტის, იორდანიისა და სირიის საჰაერო ძალებზე.
1968 : კალიფორნიაში, ლოს-ანჟელესში წინასწარ საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვების შემდეგ მძიმედ დაჭრეს და მომდევნო დღეს გარდაიცვალა სენატორი რობერტ კენედი. მკვლელი სერხან ბიშარა სერხანი პოლიციამ ადგილზე დააკავა.
1969 : საერთაშორისო კომუნისტური კონფერენცია ჩატარდა მოსკოვში.
1975 : სუეცის არხი გაიხსნა პირველად ექვსდღიანი ომის შემდეგ.
1975 : დიდ ბრიტანეთში პირველად (დღემდე ერთადერთხელ) ჩატარდა რეფერენდუმი ევროპის ეკონომიკურ თანამეგობრობაში დარჩენის თაობაზე.
1977 : სეიშელის კუნძულებზე მთავრობის გადატრიალება მოხდა.
1977 : გაყიდვაში გამოვიდა პირველი პერსონალური კომპიუტერი ეიფლ II „Apple II“.
1981 : აშშ-ს დაავადებათა კონტროლის მეცნიერებმა პირველად იქნა აღმოჩენილი და აღწერილი ადამიანის იმუნოდეფიციტის სინდრომის ვირუსი (შიდსი).
2000 : მიწისძვრამ კუნძულ სუმატრაზე 100-ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა.
2002 : მოზილა 1.0, პირველი ოფიციალური ვერსია, გამოვიდა.
2006 : სერბეთი დამოუკიდებლობას აცხადებს სერბეთ-მონტენეგროს კავშირიდან.
2012 : XXI საუკუნეში უკანასკნელად განხორციელდა პლანეტა ვენერას ტრანზიტი.
2017 :
რამდენიმე ქვეყანამ, მათ შორის საუდის არაბეთმა, აგს-მა, ბაჰრეინმა და ეგვიპტემ, კატართან დიპლომატიური ურთიერთობები გაწყვიტა.
მონტენეგრო ნატოს 29-ე წევრი გახდა.
2019 : დანიის საპარლამენტო არჩევნებში მემარცხენე-ცენტრისტული პარტიები მეტე ფრედერიკსენის ხელმძღვანელობით იმარჯვებენ.
ამ დღეს დაბადებულნი
1723 : სმითი, ადამ — შოტლანდელი ეკონომისტი (გ.1790)
1883 : კეინსი, ჯონ მეინარდ — ინგლისელი ეკონომისტი (გ. 1946)
1898 : გარსია ლორკა, ფედერიკო — ესპანელი პოეტი და დრამატურგი.
1935 : კახი კავსაძე — ქართველი კინომსახიობი.
1941 : მარტა არხერიჩი — არგენტინელი პიანისტი.
ამ დღეს გარდაცვლილნი
1017 : სანჯო — იაპონიის 67-ე იმპერატორი (დ.976)
1316 : ლუი X — საფრანგეთის მეფე (დ.1289)
1906 : ჰარტმანი, ედუარდ — გერმანელი ფილოსოფოს-იდეალისტი
1910 : ო. ჰენრი — ამერიკელი მწერალი (დ.1862)
1975 : ასტვაცატუროვი, არკადი — საბჭოთა ეპოქის მეცნიერი
2004 : რეიგანი, რონალდ — აშშ-ის მე-40 პრეზიდენტი (დ.1911)
მსოფლიო მნიშვნელობის თარიღი
გაერო: გარემოს საერთაშორისო დღე.
მსოფლიოს ქვეყნების დღესასწაულები
აზერბაიჯანი: მელიორატორის დღე.
დანია: კონსტიტუციის დღე (ნაციონალური დღე)
დანია: მამის დღე.
ირლანდია: ივნისის დღესასწაული.
ყაზახეთი: ეკოლოგის დღე.
კოლუმბია: მადლიერების დღე
რუსეთი: ეკოლოგის დღე.
სეიშელის კუნძულები: განთავისუფლების დღე
ბელორუსი: ეფროსინია პოლოცკაიას ხსოვნის დღე
საეკლესიო დღესასწაულები
მართლმადიდებელი ეკლესია აღნიშნავს შემდეგი წმინდანების ხსენების დღეს:
დამიანე – დემეტრეყოფილი
მარიამ კლეოპასი
მიქაელ აღმსარებელი
ღირსმოწამე მიქაელი
ბრიტანულ „დეილი ტელეგრაფში“ (The Daily Telegraph) გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „ტრამპმა პუტინისათვის დრო ისე გამოთვალა, რომ სანქციებით მაქსიმალურ შედეგს მიაღწიოს“ (ავტორი – კონ კოფლინი). პუბლიკაციაში განხილულია აშშ-ის პრეზიდენტის მიერ რუსეთის წინააღმდეგ მიმართული მეორადი სანქციების ათდღიანი ვადა და მოცემულია მათი სავარაუდო შედეგები.
გთავაზობთ სტატიას შემოკლებით:
დონალდ ტრამპმა, ალბათ, ყველაზე საუკეთესო და შესაფერისი დრო შეარჩია თავისი მეორადი ეკონომიკური სანქციების ახალი ვადის გამოცხადებისათვის, რომ რუსეთს ნავთობისა და გაზის გაყიდვით მიღებული შემოსავლები შეუმცირდეს და უკრაინაში ომი შეწყვიტოს.
დონალდ ტრამპს სამჯერ ეგონა, რომ ვლადიმერ პუტინი სამშვიდობო მოლაპარაკების აუცილებლობაში დაარწმუნა, მაგრამ სამჯერვე, როგორც კი სატელეფონო საუბარი მთავრდებოდა, რუსეთის არმია უკრაინული ქალაქების დასაბომბად რაკეტებსა და დრონებს უშვებდა.
აშშ-ის პრეზიდენტის მხრიდან იმის დაგვიანებული აღიარება, რომ „პუტინი მას თურმე ათამაშებდა და ომის გასაგრძელებლად დროს იგებდა“, იმას ნიშნავს, რომ როგორც იქნა, „ტრამპი აბობოქრდა“ და თავის რუს კოლეგას ათდღიანი ვადა დაუწესა ცეცხლის შესაწყვეტად. თუ კრემლი თეთრი სახლის მოთხოვნას არ დაეთანხმება, ძალაში შევა ახალი მომატებული საბაჟო ტარიფები იმ ქვეყნების მიმართ, რომლებიც რუსეთისაგან ნავთობს ყიდულობენ. სანქციის მიზანი და განხორციელების პროცედურა ასეთია: აშშ რუსული იაფი ნავთობისა და გაზის მოყვარული ქვეყნების – ინდოეთის, ჩინეთის (და ალბათ, თურქეთის და სხვების) მიერ წარმოებულ იმპორტირებულ პროდუქციაზე მომატებულ საბაჟო ტარიფებს დააწესებს. მათი ფასი იმდენად გაძვირდება, რომ ამერიკაში მყიდველი აღარ ეყოლება, ანუ ინდური და ჩინური კომპანიები დაზარალდებიან. ზარალის თავიდან ასაცილებლად იგივე ქვეყნები იძულებულნი გახდებიან, რომ რუსეთისაგან ნავთობისა და გაზის შესყიდვა შეწყვიტონ, რის შედეგადაც რუსეთს შემოსავლები შეუმცირდება, ანუ კრემლს აღარ ექნება თანხები უკრაინასთან ომის გასაგრძელებლად. რუსეთი ცეცხლს შეწყვეტს და სამშვიდობო მოლაპარაკებაზე დათანხმდება.
კონგრესში ზოგიერთი დეპუტატი უფრო რადიკალურად არის განწყობილი, რომლებიც 500%-იან სანქციების დაწესებას მოითხოვენ.
უეჭველია, რომ დონალდ ტრამპი სერიოზულად არის განწყობილი. თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ მან იძულებული გახადა იაპონია და ევროკავშირი სავაჭრო ხელშეკრულებების დადებისას აშშ-ის მოთხოვნებზე დათანხმებულიყვნენ, განა თეთრი სახლი კრემლის წინაშე უკან დაიხევს?
როგორც კი ინდოეთი და ჩინეთი მტკივნუულ დარტყმას იგრძნობენ ამერიკასაგან, ისინი იძულებულნი გახდებიან რუსეთისაგან ნავთობ-გაზის შესყიდვა შეამცირონ (ან საერთოდ შეწყვიტონ). ამით დაინგრევა ვლადიმერ პუტინის გენერალური გეგმა რუსეთის იმპერიული ძლიერების აღდგენის შესახებ.
რუსეთი უკრაინის ფრონტზე წარუმატებლობას განიცდის. მართალია, კრემლმა დრონებითა და რაკეტებით უკრაინული ქალაქების დაბომბვა გააძლიერა, მაგრამ ფაქტია, რომ მაისში დაწყებულ შეტევას რუსეთის არმიისათვის რაიმე მნიშვნელოვანი წარმატება არ მოუტანია. ვლადიმერ პუტინი ბოლო დროს მუდმივად ცდილობს რომელიმე მსხვილი უკრაინული ქალაქის დაპყრობას, მაგრამ უშედეგოდ – პოკროვსკს და კონსტანტინოვკას ისევ უკრაინელები აკონტროლებენ. უკრაინელები მამაცურად იბრძვიან, რუსები უამრავ ჯარისკაცს კარგავს – კრემლის ზარალმა უკვე მილიონს მიაღწია დაღუპულებისა და დაჭრილების სახით. ეს ნიშნავს ყოველდღიურად 1080 რუსი მებრძოლის დაღუპვა-დასახიჩრებას.
ასევე ნაკლებად სავარაუდოა, რომ რუსეთი ათასკილომეტრიან ფრონტის ხაზზე რაიმე წარმატებას მიაღწევს მას შემდეგ, რაც დონალდ ტრამპი უკრაინას მეტ იარაღს მიაწვდის. უკრაინელებს თუ იარაღი საკმარისი რაოდენობით ექნებათ, ისინი რუსებს უკან დაახევინებენ და საეჭვოა პუტინმა ის ტერიტორია შეინარჩუნოს, რაც ბოლო დროს დაიპყრო. კრემლს ირანის იმედიც აღარ ექნება, რადგან თეირანი მნიშვნელოვნად არის დასუსტებული ისრაელთან (და აშშ-სთან) ამასწინანდელი საჰაერო შეტაკების გამო.
არის იმის ნიშნებიც, რომ თვითონ ვლადიმერ პუტინს მისსავე გარემოცვაში ბევრი არ ეთანხმება, რასაც მოსკოვში მიმდინარე საკადრო წმენდა მოწმობს. ზოგიერთი მაღალჩინოსანი ჩინოვნიკი სიცოცხლეს თვითმკვლელობით ამთავრებს, ცნობილი ოლიგარქები კი ქვეყნიდან გაქცევის დროს იქნენ დაკავებულები. ზოგიერთი მაღალჩინოსანი ოფიცერი, რომლებსაც ყოფილ თავდაცვის მინისტრთან სერგეი შოიგუსთან ახლო ურთიერთობა ჰქონდათ, დაპატიმრებულები იქნენ კორუფციის ბრალდებით.
იმ სიძნელეების მასშტაბს, რასაც ვლადიმერ პუტინი შეეჯახა ომის გამო, მოწმობს ის ფაქტი, რომ იგი იძულებული გახდა გასულ კვირას ყოველწლიური სამხედრო-საზღვაო აღლუმის ჩატარება გაეუქმებინა – უკრაინაში განცდილი დიდი დანაკარგების გამო.
ამრიგად, დონალდ ტრამპის გადაწყვეტილება ვადების შემცირების თაობაზე დროულია – ის იმ დროს იქნა მიღებული, როცა ვლადიმერ პუტინს, ყოყოჩობის მიუხედავად, ე.წ. „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ გაგრძელების ვარიანტები უმთავრდება.
თუ რუსეთის პრეზიდენტი გამოფხიზლდება და მიხვდება, რომ მას უკრაინაში ომის მოგების შანსი არ აქვს, მას სხვა არჩევანი არ ექნება იმის გარდა, რომ დონალდ ტრამპის მოთხოვნას დათანხმდეს – ცეცხლი შეწყვიტოს და სამშვიდობო მოლაპარაკება დაიწყოს.