USD 2.7015
EUR 3.0967
RUB 3.3236
თბილისი
5 ივლისი - ეს დღე ისტორიაში
თარიღი:  

5 ივლისი — გრიგორიანული კალენდრის 186-ე დღე (ნაკიან წლებში – 187-ე დღე). წლის ბოლომდე დარჩენილია 179 დღე.

დღის მოვლენები

  • 1687 : სერ ისააკ ნიუტონი აქვეყნებს „მათემატიკის საფუძვლებს“ (Philosophiae Naturalis Principia Mathematica).
  • 1811 : ვენესუელა ხდება პირველი სამხრეთამერიკული ქვეყანა, რომელმაც დამოუკიდებლობა გამოაცხადა ესპანეთისაგან.
  • 1943 : მეორე მსოფლიო ომი — კურსკის ბრძოლა (ყველაზე ხანგრძლივი სატანკო ბრძოლა ისტორიაში) იწყება.
  • 1950 : სიონიზმი — ქნესეთი ამტკიცებს კანონს, რომელიც ყველა ებრაელს სამშობლოში დაბრუნების უფლებას აძლევს.
  • 1954 : სამაუწყებლო კომპანია ბი-ბი-სი პირველ სატელევიზიო საინფორმაციო ბიულეტენს გადასცემს.
  • 1962 : ალჟირმა დამოუკიდებლობა გამოაცხადა საფრანგეთისაგან.
  • 1996 : დაიბადა ცხვარი დოლი — პირველი კლონირებული ძუძუმწოვარი (გ. 2003).
  • 2009 : როჯერ ფედერერი და სერენა უილიამსი უიმბლდონის ტურნირის გამარჯვებულები ხდებიან, ამასთან ფედერერი პიტ სამპრასის დიდი შლემის რეკორდს ხსნის.
  • 2021 : ულტრანაციონალისტურმა, ძალადობრივმა, პრორუსულმა ჯგუფებმა „თბილისი პრაიდის“ წინააღმდეგ რუსთაველის გამზირზე გამართულ აქციაზე ჟურნალისტებზე იძალადეს; ფიზიკური დაზიანებები მიიღო 54-მა ჟურნალისტმა და ოპერატორმა.

ამ დღეს დაბადებულნი

  • 1853 : როდსი, სესილ — ინგლისელი პოლიტიკური მოღვაწე (გ.1902)
  • 1889 : კოქტო, ჟან — ფრანგი მწერალი (გ.1963)
  • 1911 : პომპიდუ, ჟორჟ — საფრანგეთის პრეზიდენტი 1969-1974 (გ.1974)
  • 1927 : კახიანი, ზაალ — ქართველი ქირურგი
  • 1980 : ევა გრინი - ფრანგი მსახიობი და მოდელი

ამ დღეს გარდაცვლილნი

  • 1968 : რამკე, ჰერმან-ბერნჰარდ — გერმანელი სამხედრო მოღვაწე.
  • 1969 : ბაკჰაუსი, ვილჰელმ — გერმანელი პიანისტი (დ.1884)

დღესასწაულები

  • მართლმადიდებელი ეკლესია აღნიშნავს შემდეგი წმინდანების ხსენების დღეს:
    • ევსები სამოსატელი
    • ზენონი და ზინა
    • წმინდა გალაქტიონი, წმინდა იულიანა და წმინდა სატურნინი
  • აგრეთვე:
    • ალჟირი : დამოუკიდებლობის დღე
    • კაბო-ვერდე : დამოუკიდებლობის დღე
    • ვენესუელა : დამოუკიდებლობის დღე
მსოფლიო
დონალდ ტრამპი ირანთან დაკავშირებით აშშ-ის მოსახლეობას მიმართავს

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ირანთან დაკავშირებით აშშ-ის მოსახლეობას მიმართავს, - ინფორმაციას თეთრი სახლის პრესსპიკერი, კეროლაინ ლევიტი ავრცელებს.

„ხვალ საღამოს 9 საათზე (თბილისის დროით ხუთშაბათი, 5:00 საათი), პრეზიდენტი ტრამპი ერს მიმართავს, რათა მათ მნიშვნელოვანი სიახლე გააცნოს“, - წერს ლევიტი X-ზე.

მანამდე, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ირანის წინააღმდეგ ომი, ძალიან მალე დასრულდება.

„ძალიან მალე დავტოვებთ. ვიტყოდი, რომ შესაძლოა ორ კვირაში. ორ კვირაში, შესაძლოა სამ კვირაში. რეჟიმის შეცვლა მოგვიწია. რეჟიმის შეცვლა არ იყო ერთ-ერთი იმ მიზნებს შორის, რაც მე მქონდა. მე მქონდა ერთი მიზანი: მათ არ ჰქონოდათ ბირთვული იარაღი და ეს მიზანი მიღწეულია. მათ არ ექნებათ ბირთვული იარაღი. მაგრამ ვასრულებთ სამუშაოს და ვფიქრობ, შესაძლოა ორ კვირაში, შესაძლოა კიდევ რამდენიმე დღეში, შევასრულოთ ეს სამუშაო. მაგრამ გვინდა, რომ გავანადგუროთ ყველაფერი, რაც მათ აქვთ“, - განაცხადა ტრამპმა.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის