USD 2.7503
EUR 3.1249
RUB 3.3429
Tbilisi
5 აპრილი - ეს დღე ისტორიაში
Date:  203

5 აპრილი — გრიგორიანული კალენდრის მე-95 დღე (ნაკიან წლებში – 96-ე დღე). წლის ბოლომდე დარჩენილია 270 დღე.

დღის მოვლენები

  • 1654 : უესტმინსტერის ხელშეკრულებით დასრულდა ინგლის-ჰოლანდიის პირველი ომი.
  • 1795 : პრუსიამ და ესპანეთმა ბაზელში გააფორმეს სამშვიდობო შეთანხმებები საფრანგეთის რესპუბლიკასთან.
  • 1897 : საბერძნეთსა და ოსმალეთს შორის დაიწყო ომი.
  • 1945 : სსრკ-მა იაპონიას გამოუცხადა ურთიერთთავდაუსხმელობის პაქტის გაუქმება.
  • 1955 : უინსტონ ჩერჩილი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის პოსტიდან გადადგა.
  • 1971 : სიცილიაში კვლავ ამოიფრქვა ვულკანი ეტნა.
  • 2009 :
    • გეორგე ივანოვი, VMRO-DPMNE პარტიიდან, მაკედონიის რესპუბლიკის პრეზიდენტად აირჩიეს.
    • ანდერს ფოგ რასმუსენის ნატოს მომდევნო გენერალურ მდივნად არჩევის გამო, ლარს ლოკე რასმუსენმა იგი დანიის პრემიერ-მინისტრის პოსტზე შეცვალა.
    • ივან გაშპაროვიჩი ხელმეორედ აირჩიეს სლოვაკეთის პრეზიდენტად.
  • 2010 : 7.2 Mw სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა მექსიკაში, ქვემო კალიფორნიაში.
  • 2011 : კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში მომხდარი ავიაკატასტროფის შედეგად დაიღუპა ეკიპაჟის ყველა წევრი, ასევე ბორტზე მყოფი 32 მგზავრი, მათ შორის 20 გაეროს თანამშრომელი და საქართველოს 4 მოქალაქე.
  • 2014 : პანამაში ცენტრალური ამერიკის ქვეყნებში პირველი მეტროპოლიტენი გაიხსნა.
  • 2021 : ნგუენ სუან ფუკი ვიეტნამის პრეზიდენტად აირჩიეს.
  • 2023 : ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ოთხ ქართველ მოსამართლეს — მიხეილ ჩინჩალაძეს, ლევან მურუსიძეს, ირაკლი შენგელიას და ვალერიან ცერცვაძე, კორუფციულ საქმიანობაში მათი ჩართულობის გამო სანქციები დაუწესა.

ამ დღეს დაბადებულნი

  • 1568 : ურბან VIII — რომის პაპი
  • 1588 : ტომას ჰობზი — ინგლისელი ფილოსოფოსი
  • 1908 : ჰერბერტ ფონ კარაიანი — ავსტრიელი დირიჟორი
  • 1916 : გრეგორი პეკი — ამერიკელი მსახიობი
  • 1934 : რომან ჰერცოგი — გერმანიის პრეზიდენტი
  • 1937 : კოლინ პაუელი — ამერიკელი სახელმწიფო მოღვაწე
  • 1947 : გლორია მაკაპაგალ-აროიო — ფილიპინების პრეზიდენტი
  • 1978 : ფრანცისკა ვან ალმზიკი — გერმანელი მოცურავე

ამ დღეს გარდაცვლილნი

  • 1697 : კარლ XI — შვედეთის მეფე
  • 1794 : დანტონი, ჟორჟ — საფრანგეთის დიდი რევოლუციის მოღვაწე
  • 1887 : კრამსკოი, ივანე — რუსი მხატვარი
  • 1928 : ნიკოლაძე, ნიკო — პუბლიცისტი, კრიტიკოსი, რევოლუციონერ-დემოკრატი
  • 1967 : მალერი, ჰერმან — ამერიკელი გენეტიკოსი
  • 1967 : ელმანი, მიშა — უკრაინელი ვიოლინისტი
  • 1973 : აბრამიშვილი, შალვა — ქართველი მხატვარ-რესტავრატორი
  • 1975 : ჩან კაიში — ჩინელი პოლიტიკური მოღვაწე
  • 1994 : კურტ კობეინი — ამერიკელი მუსიკოსი
  • 1997 : გინზბერგი, ალენ — ამერიკელი პოეტი
  • 2005 : ბელოუ, სოლ — ამერიკელი მწერალი
  • 2014 : ჟოზე ვილკერი — ბრაზილიელი მსახიობი და რეჟისორი
  • 2023 : ჯამლეტ ხუხაშვილი — ქართველი ჟურნალისტი, კომენნატორი, სპორტსმენი

დღესასწაულები

  • მართლმადიდებელი ეკლესია აღნიშნავს შემდეგი წმინდანების ხსენების დღეს:
    • ნიკონ ეპისკოპოსი და მისი 199 მოწაფე
    • მოწამე ფილოტი და მეუღლე მისი ლიდია; მაკედონი, თეოპრედი, კრონიდე და ამფლიოქე
  • აგრეთვე:
    • სამხრეთი კორეა : ხეების გაშენების დღე
culture
კულტურის სამინისტრომ დათო დოიაშვილი თეატრის ხელმძღვანელის თანამდებობიდან გაათავისუფლა

კულტურის სამინისტრომ დავით დოიაშვილი “ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის თეატრის” ხელმძღვანელის თანამდებობიდან გაათავისუფლა. შესაბამის განცხადებას საქართველოს კულტურის სამინისტრო ავრცელებს.

კულტურის სამინისტრო გადაწყვეტილების მიზეზებს განმარტავს და აცხადებს, რომ სამინისტროს მხრიდან "არაერთგზის გაფრთხილების" მიუხედავად, “ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიისა და დრამის პროფესიული სახელმწიფო თეატრის” ხელმძღვანელობა სადამფუძნებლო მიზნებით გათვალისწინებულ "ვალდებულებას არ ასრულებდა", ხოლო თეატრში შემოქმედებითი პროცესი თვეების მანძილზე შეჩერებული იყო.

“ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიისა და დრამის პროფესიული სახელმწიფო თეატრი” არის სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი.

სახელმწიფო პროფესიული თეატრი, ისევე, როგორც ნებისმიერი სხვა სსიპ-ი ანგარიშვალდებულია და აქვს კანონით დაკისრებული მოვალეობა, აღასრულოს მიზნები, რისთვისაც სახელმწიფომ დააფუძნა.

კერძოდ, თეატრში შემოქმედებითი საქმიანობა უნდა ხორციელდებოდეს ისევე უწყვეტად, როგორც სახელმწიფო ბიუჯეტიდან მისი დაფინანსება ხორციელდება.

საქართველოს კულტურის სამინისტროს მხრიდან არაერთგზის გაფრთხილების მიუხედავად, სამწუხაროდ, “ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიისა და დრამის პროფესიული სახელმწიფო თეატრის” ხელმძღვანელობა სადამფუძნებლო მიზნებით გათვალისწინებულ ამ ვალდებულებას არ ასრულებდა. სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული უწყვეტი დაფინანსების პირობებში, თეატრში შემოქმედებითი პროცესი თვეების მანძილზე შეჩერებული იყო.

აქედან გამომდინარე, კულტურის სამინისტრომ, როგორც სსიპ “ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის თეატრის” დამფუძნებელმა უწყებამ, მიიღო კანონისმიერი გადაწყვეტილება, სსიპ-ის უწყვეტ და გამართულ ფუნქციონირებაზე პასუხისმგებელი პირის, თეატრის ხელმძღვანელის, დავით დოიაშვილის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ”, - აღნიშნულია განცხადებაში.

See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way