USD 2.7384
EUR 2.8548
RUB 2.6619
Tbilisi
EU4Business-ის და Eurochambres-ის დახმარებით ქართული ღვინის ქვებისგან დამზადებული სამკაული საერთაშორისო წარმატებას აღწევს
Date:  480

კოვიდ პანდემიის დროს მეწარმე თამარ აბულაძე თავისი საიუველირო ბრენდის მომხმარებელს ესაუბრებოდა. კლიენტი, მას ისეთი სამკაულის შექმნას სთხოვდა, როგორსაც ის ჩვეულებრივ არ ამზადებს. თამარმა გაიფიქრა: "წარმოიდგინე, ვინმემ რომ მთხოვოს ღვინის ქვისგან სამკაულის დამზადება". თავიდან გაეცინა, მაგრამ მალევე გაიფიქრა: „იქნებ მართლაც შესაძლებელია?“

თამარი ქართულ ღვინოებში კარგად ერკვევა და ამ მიმართულებით ფორმალური განათლებაც აქვს. სწორედ ამიტომ, მან იცოდა, რომ არსებობს ღვინის კრისტალები - იგივე ღვინის მჟავას კალიუმის მარილები, რომლებიც ბუნებრივად ქვევრებში, ბოთლებში ან კასრებში წარმოიქმნება, მაშინ, როცა ღვინის ტემპერატურა მნიშვნელოვნად მცირდება. თუმცა ღვინის სფეროს წარმომადგენლები თამარს განუწყვეტლივ უმეორებდნენ, რომ ამ იდეის განხორციელება წარმოუდგენელი იყო.

"მახსოვსჯერ გავბრაზდი და მერე ვიფიქრე: 21- საუკუნეაილონ მასკი მარსზე მიფრინავს და როგორ შეიძლება ეს სამკაულები ვერ დავამზადო?" - გვითხრა აბულაძემ.

ამის შემდეგ ის კვირების განმავლობაში მუშაობდა და კრისტალებისგან შექმნილ სამკაულებზე ექსპერიმენტებს ატარებდა, რომ წყლისა და სხვადასხვა ნივთიერებების მიმართ მათი გამძლეობა გაეუმჯობესებინა.

სამი თვის შემდეგ თამარს უკვე ჰქონდა პროტოტიპი. ასე შეიქმნა Wine Diamond’ის ბრენდი.

Wine Diamond ამზადებს ბროშებს, ბეჭდებს, საყურეებს და სხვა სახის სამკაულებს ღვინის კრისტალების გამოყენებით, რაც ყოველწლიურ ყურძნის მოსავალს უკვდავებას ანიჭებს. ღვინის ქვის ფერი ასახავს თავად ღვინის ფერს. მაგალითად, თეთრი რქაწითელის ღვინო მოყვითალო ელფერს იძენს, წითელი საფერავის ქვებს კი მუქი იასამნისფერი ელფერი დაჰკრავს.

მას შემდეგ, რაც აბულაძემ სხვადასხვა სამკაულების შექმნა დაიწყო, მას კიდევ ერთი დაბრკოლება შეხვდა - საქართველოში ღვინის ქვების შესახებ არავინ არაფერი იცოდა.

როდესაც უნიკალურ პროდუქციას ქმნი, რომელსაც არ აქვს ანალოგი არც საქართველოში და არც მსოფლიოშიკლიენტების მოზიდვა საკმაოდ რთულია“, - ამბობს აბულაძე. პირველ რიგშიმათი ნდობა უნდა მოიპოვო და შემდეგ უნდა დაარწმუნო ისინირომ ამ შედარებით მაღალი ფასის მქონე პროდუქტში ინვესტიცია ღირს.

მისი საწყისი კომპანიის „ემოციას“ დახმარებით თამარს საიუველირო ინდუსტრიაში კარგად იცნობენ, რის გამოც პირველი რამდენიმე მომხმარებელი მალევე იპოვა. ამის შემდეგ სიტყვიერი რეკომენდაციები სწრაფად გავრცელდა, რასაც ქართულ მედიაში Wine Diamond-ის შესახებ სტატიები და სიუჟეტები მოყვა.

ჩვენ ვისწრაფვითრომ Wine Diamond იყოს ელჩი და საქართველო წარმოაჩინოსროგორც ღვინის სამშობლო მსოფლიოში“, - ამბობს აბულაძე. ღვინო ჩვენთვის უფრო მეტიავიდრე უბრალოდ ალკოჰოლიის განასახიერებს ფილოსოფიას და ემოციებსეს არის ცოცხალი ორგანიზმირომელიც გადმოსცემს სათქმელს სიტყვის წარმოთქმის გარეშეჩემი მიზანია საქართველოში მეღვინეობის მდიდარი ისტორია ჩვენი სამკაულების მეშვეობით სამუდამოდ შევინახოთ.“

Wine Diamond-ის პროდუქცია ევროპის სავაჭრო-სამრეწველო პალატების ასოციაციისა (Eurochambres) და EU4Business-ის პროექტის დახმარებით ახლა საქართველოს საზღვრებს სცდება. EU4Business: Connecting Companies (EU4BCC) ინიციატივა, რომელიც დაფინანსებულია ევროკავშირის EU4Business პროგრამის ფარგლებში, ცდილობს ხელი შეუწყოს მდგრად ეკონომიკურ განვითარებას და სამუშაო ადგილების შექმნას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში მცირე და საშუალო ზომის საწარმოების (SMEs) ზრდის ხელშეწყობის გზით. პროექტის სამიზნე სექტორებია ბიო-საკვები, შემოქმედებითი ინდუსტრიები, ტექსტილი, ტურიზმი და ღვინო.

2023 წლის მაისში თამარ აბულაძე გაცვლითი პროგრამით იტალიაში იმყოფებოდა, სადაც მას  ცნობილმა ღვინის კრიტიკოსმა კარმელო სგანდურამ უმასპინძლა. იქ ყოფნის პერიოდში თამარი საკუთარი პროდუქტის პოპულარიზაციაზე მუშაობდა, გაიცნო ინდუსტრიის წარმომადგენლები და მთელი იტალიის მასშტაბით ახალი კავშირები დაამყარე. ერთ-ერთმა კომპანიამ მას კორპორატიული კლიენტებისთბის ბროწეულის ბროშებიც დაუკვეთა.

გაცვლითი პროგრამა ასევე მოიცავდა ბაზრის კვლევის ჩატარებას და იტალიელების ყიდვის ქცევის შესწავლას. აბულაძე ფიქრობს, რომ ეს ერი საკმაოდ ახლოსაა ქართველებთან - ორივე ემოციებზე დაყრდნობით ყიდულობს პროდუქციას.

"ეს იყო უაღრესად საგანმანათლებლო გამოცდილება ჩემთვის," ამბობს ის. ”ამ გაცვლითი პროგრამის საშუალებითგამოვავლინე ხარვეზები და შეცდომები ჩემს კომპანიაშირომლებსაც ადრე ვერ ვხედავდი.”

თავდაპირველად აბულაძეს სჯეროდა, რომ მისი პროდუქციით უფრო ძველი თაობების წარმომადგენლები დაინტერესდებოდნენ - მომხმარებლები, რომლებსაც დიდი ზომის სამკაულები უყვართ. თუმცა, ბოლოდროინდელმა ბაზრის კვლევამ აჩვენა, რომ მისი მთავარი კლიენტურა ახალგაზრდა, თავგადასავლების მოყვარული ადამიანებისგან შედგება, რომლებსაც ინოვაცია იზიდავთ და რომლებიც უფრო პატარა, დელიკატურ სამკაულს ამჯობინებენ.

მან თავისი კოლექციის დიზაინში ცვლილებები შეიტანა, რამაც მაისის შემდეგ გაყიდვების 30%-იანი ზრდა გამოიწვია.

აბულაძის შემდეგი ნაბიჯი მისი ოთხი ბრენდისთვის, მათ შორის Wine Diamond-ისთვის ოფისისა და შოურუმის გახსნაა. შოურუმი ემსახურება კლიენტებს, რომლებიც სამკაულების პირადად შერჩევას ამჯობინებენ და ონლაინ ნივთების შეძენა არ უყვართ. ოფისთან ერთად აქცენტი გაკეთდება კომფორტული და ინოვაციური სივრცის შექმნაზე, შემოქმედებითობისა და კითხვისთვის გამოყოფილი ადგილებით. პარალელურად, აბულაძე იწყებს ყველა თავისი ბრენდის სრულ გაფიცრულებას. ეს სტრატეგიული ინვესტიცია მიზნად ისახავს უზრუნველყოს, რომ მომხმარებლებს ჰქონდეთ სასიამოვნო ონლაინ გამოცდილება სასურველი ნივთების შეძენისას.

მინდა მქონდეს კომპანიასადაც თანამშრომლებიც და მომხმარებლებიც ბედნიერები იქნებიან“, - ამბობს აბულაძე.

ისევე ბედნიერი, როგორც მე ვარ, იმ საქმის კეთებითრომელიც ყველაზე მეტად მიყვარს."

analytics
«The Washington Post» (აშშ): „ომისადმი შიშის გამო, საქართველო რუსეთისაკენ დაბრუნებას ირჩევს“

ამერიკული გაზეთი „ვაშინგტონ პოსტი“ (The Washington Post) აქვეყნებს სტატიას სათაურით „ომისადმი შიშის გამო, საქართველო რუსეთისაკენ დაბრუნებას ირჩევს“ (ავტორი - მარია ილიუშინა), რომელშიც განხილულია არჩევნებისშემდგომი სიტუაცია საქართველოში.

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

(...) ქართველთა უმრავლესობა - გამოკითხვების მიხედვით, 80%-ზე მეტი - მხარს უჭერს ქვეყნის ევროპულ ორიენტაციას და მოსკოვის მიმართ მაინცდამაინც განსაკუთრებულ სიყვარულს არ ამჟღავნებს, ოპოზიცია კი ცდილობს ხმის მიცემის შედეგები წარმოადგინოს როგორც არჩევანი ევროკავშირსა და რუსეთს შორის.

მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ ორ ქვეყანას შორის 2008 წლის აგვისტორში მომხდარი ხანმოკლე ომის შედეგად საქართველოს ტერიტორიის 20% დე-ფაქტოდ რუსეთის კონტროლის ქვეშ იმყოფება, მოსკოვის სამხერო ძლიერების ჩრდილი სულ უფრო შესამჩნევი ხდება. შესაბამისად, „ქართულმა ოცნებამ“ ამომრჩევლებს უფრო რადიკალური დილემა შესთავაზა: არჩევანი მშვიდობასა და ომს შორის.

მმართველი პარტიის „რუსეთის მხარეს შებრუნება“ შედარებით ახალ მოვლენას წარმოადგენს. 2012 წელს, როცა „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში მოვიდა, მნიშვნელოვან საგარეოპოლიტიკურ წარმატებას მიაღწია - სწრაფად დაუახლოვდა ევროკავშირს მასში გაწევრიანების სურვილით, მაგრამ რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების კვალობაზე პარტიამ რუსეთის ორბიტისაკენ გადაუხვია. მთავრობამ ევროპა და ადგილობრივი ოპოზიცია წარმოადგინა „ომის გლობალური პარტიად“, რომელსაც სურს საქართველო მოსკოვთან ომში ჩაითრიოს და კრემლთან დაპირისპირების ინსტრუმენტად გამოიყენოს

ამჟამად „ქართული ოცნება““ ოფიციალურად პრორუსულ პარტიას არ წარმოადგენს, მაგრამ ხშირად მისი პრაქტიკული მოქმედება საერთო პრორუსულ ჩარჩოებში ჯდება. 

ევროპული გზიდან გადახვევის პოლიტიკის ცენტრში მოჩანს „ქართული ოცნების“ დამაარსებელი ბიძინა ივანიშვილი - მილიარდერი, ყოფილი პრემიერ-მინისტრი, რომელიც ბოლო ათწლეულში წავიდა ქართული პოლიტიკიდან, მაგრამ იმავდროულად გავლენიან ადამიანად რჩებოდა. ბიძინა ივანიშვილი რუსეთში ყოფნის დროს გამდიდრდა, 1990-იან წლებში და როგორც მისი კრიტიკოსები ამბობენ,  მისი რიტორიკა და პოლიტიკური მრწამსი რუსეთის ლიდერის პოზიციას უთავსდება.

რუსეთის არმიის უკრაინაში შეჭრის დაწყებიდან პურველ ეტაპზე საქართველომ უკრაინას მხარი დაუჭირა. თბილისში დღესაც ბევრი უკრაინული დროშა ფრიალებს, მაგრამ მთავრობა თავს იკავებს რუსეთის გადაჭარბებული კრიტიკისაგან და ერიდება ანტირუსული სანქციების რეალიზებას.

„ჩვენ, როგორც ქვეყნის მმართველმა პარტიამ, მთავრობამ, ყველაფერი გავაკეთეთ უკრაინისა და უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერად“, - განაცხადა „ვაშინგტონ პოსტთან“ საუბარში „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ არჩილ თალაკვაძემ, მაგრამ, მისი თქმით, დასავლეთის ოფიციალურმა პირებმა რუსეთ-უკრაინის ომში საქართველოს ჩათრევა მოისურვეს: „ჩვენ ჩავთვალეთ, რომ ასეთი პოლიტიკა საქართველოსათვის ძალზე სარისკო და გაუმართლებელი იქნებოდა“.

„ქართულმა ოცნებამ“ წინასაარჩევნო კამპანიის დროს აქტიურად ისარგებლა უკრაინის ომით და ამომრჩევლებს პლაკატების სერია შესთავაზა, რომლებზე გამოსახულია ერთი მხრივ, ომით დანგრეული უკრაინის ქალაქები და სოფლები, მეორე მხრივ - აღმშენებლობის პროცესში მყოფი საქართველო. ასეთმა პროპაგანდამ თავისი გამოძახილი ჰპოვა რუსეთთან ომგადატანილ საქართველოს მოსახლეობაში, განსაკუთრებით სოფლებში, ოკუპირებულ რეგიონებთან ახლოს, მხარეთა დამაშორიშორებელ ე.წ. სადემარკაციო ხაზის გასწვრივ.

როგორ ავიცილოთ თავიდან ომი

ქართველებს კარგად ახსოვთ 2008 წლის აგვისტოს ომი. ჭორვილისაკენ - ბიძინა ივანიშვილის მშობლიური სოფლისაკენ მიმავალი გზა, რომელიც კავკასიის ქედის სამხრეთ კალთებზე მდებარეობს, სწორედ რუსეთის მიერ ოკუპირებული რეგიონის - სამხრეთ ოსეთთან ახლოს გადის, სულ რაღაც ორიოდე კილომეტრში, სადემარკაციო ხაზთან.

ჭორვილაში ბიძინა ივანიშვილს თითქმის ეროვნულ გმირად თვლიან - მდიდარ ადამიანად, რომელიც თანასოფლელებს ყოველმხრივ ეხმარებოდა - სახლებისა თუ გზების მშენებლობაში, ჯანდაცვასა თუ კომუნალური გადასახადების გადახდაში, სანამ მან სახელმწიფო თანამდებობა - ქვეყნის პრემიერ-მინისტრის პოსტი არ დაიკავა.

„მე ომის მოწინააღმდეგ ვარ. დარწმუნებული ვარ, რომ „ქართული ოცნება“ მსვიდობას შეინარჩუნებს. არ გვსურს, რომ რომელიმე ქვეყანა საქართველოს მტერი იყოს და არც ის გვინდა, რომ საქართველოს იყოს სხვა ქვეყნის მტერი“, - ამბობს გიორგი გურძენიძე, სკოლის დირექტორი, რომელსაც ახსოვს, თუ როგორ ხმაურით დაფრინავდნენ სოფლის თავზე, ცაში რუსული თვითმფრინავები 2008 წელს.

„ქართული ოცნება“ აქტიურად უჭერს მხარს ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური კურსის ორ ძირითად მომენტს - მშვიდობას ნეიტრალიტეტის გზით და ქართული ტრადიციული ფასეულობების დაცვას. „ქართული ოცნების“ მტკიცებით, მისი სტრატეგიული მიზანი არ შეცვლილა - ევროინტეგრაცია ძალაში რჩება, რომლის რეალიზებას 2030 წლისათვის არის დაგეგმილი: საქართველო ევროკავშირის წევრი გახდება „ღირსეულად“ და ტრადიციული ეროვნული ფასეულობების დაცვით.

„რა თქმა უნდა, მსურს ევროკავშირის წევრი ვიყოთ, მაგრამ ჩვენ ჩვენი წინაპრების ღირსებაც და მემკვიდრეობაც უნდა დავიცვათ. ქალი ქალი უნდა იყოს, კაცი კი - კაცი“, - ამბობს ჭორვილელი მამია მაჭავარიანი.

ქართველთა ღირსება კი დაცული იქნება ორი კანონით, რომლებმაც, პრაქტიკულად, ევროკავშირში საქართველოს პოტენციური წევრობის პროცესი შეაჩერეს - იმიტომ, რომ მათი დებულებები ევროპული ბლოკის სტანდარტებს ეწინააღმდეგება. ეს კანონებია „ოჯახური ფასეულობებისა და არასრულწლოვანების დაცვის, ასევე უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ, რომლებიც, როგორც ოპოზიცია აცხადებს, რუსული სამართლებრივი აქტების ასლებს წარმოადგენენ.

ევროპა შორეული ხდება?!

საქართველოს დედაქალაქის მცხოვრებთა ნაწილი შეშფოთებულია, რომ ქვეყნის შანსი ევროკავშირის წევრობაზე მცირდება. „არჩევნებში „ქართული ოცნების“ გამარჯვება სხვა არაფერია, თუ არა ხელისუფლების უზურპაცია“, - ამბობს 38 წლის გიორგი, რომელიც გვარს არ ასახელებს, ვაითუ დევნა დაუწყონ, - „ჩვენ ევროკავშირთან ინტეგრაცია უნდა გავაღრმავოთ. რუსეთთან დაახლოებას კი არცერთი ნორმალური ქვეყანა არ ცდილობს. პრორუსუსლი ორიენტაცია თვითმკვლელობას ნიშნავს, რადგან მოსკოვი არანაირი შეთანხმების პირობებს არ იცავს“.

ოპოზიცია მწვავედ აკრიტიკებს „ქართული ოცნების“ ომის წინააღმდეგ მიმართულ კურსს და მას პროპაგანდისტულს უწოდებს, ზოგიერთები კი თვლიან, რომ მმართველ პარტიის მხრიდან ამგვარი ლოზუნგების წარმოჩენა ხელისუფლებაში დარჩენასა და ერთპარტიული მმართველი სისტემის შენარჩუნებას ემსახურება.

პარტია „საქართველოსათვის“ ლიდერის გიორგი გახარიას განცხადებით, ბიძინა ივანიშვილისა და „ქართული ოცნების“ პოლიტიკაში მომხდარი ცვლილებები - პრორუსული გადახრები - იმითაა გამოწვეული, რომ ევროკავშირში გაწევრიანება ხელისუფლების როტაციას ნიშნავს: „მისი მთავარია მიზანია ხელისუფლების შენარჩუნება. იგი ხედავს, რომ ევროპული დემოკრატია ხელისუფლების არჩევნების გზით შეცვლას ითვალისწინებს“.

მაგრამ არჩევნების შედეგების წინააღმდეგ მიმდინარე საპროტესტო აქციები ისეთივე ძლიერი და ფართო არ არის, როგორიც გაზაფხულზე მიმდინარეობდა ზემოთ ხსენებული კანონების მიღების დროს. ეს ნიშნავს, რომ ოპოზიცია გამოფიტულია. მათ ვერც დასავლეთი ვერ უწევს სათანადო დახმარებას. ბრიუსელს შეუძლია გარკვეული ზეწოლა მოახდინოს „ქართულ ოცნებაზე“, მაგრამ ევროპელი ჩინოვნიკების რეაქცია აწონილ-დაწონილია: დამკვირვებლებმა ნამდვილად დააფიქსირეს დარღვევები, მაგრამ მათ თავი შეიკავეს იმის განცხადებაზე, რომ არჩევნები გაყალბდა და ხმები მოპარულია.

არჩევნებში მომხდარი ყველა დარღვევის დეტალურად გამოკვლევა დროს მოითხოვს - კვირეებს და შეიძლება თვეებსაც, თანაც საკმაოდ რთულია მათი დამტკიცება-დადასტურება. „ჩვენ ახლა ისეთ სიტუაციასთან გვაქვს საქმე, როცა დასავლეთს არ სურს ხისტი ნაბიჯები გადადგას საკმარისი მტკიცებულებების გარეშე, ოპოზიციას კი საკმარისი მტკიცებულებები არ აქვს“, - ამბობს ჯონ დიპირო საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტიდან.

ბიძინა ივანიშვილი აშკარად იმაზე დებს თავის ფსონს, რომ ევროპა საქართველოსადმი ინტერესს დაკარგავს. ჯერ კიდევ ზაფხულში იგი აცხადებდა, რომ აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპის გამარჯვება რუსეთ-უკრაინის ომს დაასრულებს. „ჩვენ მაქსიმუმ ერთი წელი გვაქვს, რომ ეს ყველაფერი მოვითმინოთ, შემდეგ კი [დასავლეთის] გლობალური და რეგიონული ინტერესები შეიცვლება, მათთან ერთად კი შეიცვლება ინტერესები საქართველოს მიმართაც“, - ამბობდა ბიძინა ივანიშვილი, - ომის დასრულებასთან ერთად კი ყველა გაუგებრობა ევროპასთან და ამერიკასთან გაქრება“.

წყარო: https://www.washingtonpost.com/world/2024/11/21/georgia-russia-elections-influence/

 

See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way