USD 2.7231
EUR 3.1471
RUB 3.2463
თბილისი
48-ე საჯარო სკოლასთან სანიაღვრე ქსელის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს
თარიღი:  397
ნაძალადევის რაიონში საგზაო ინფრასტრუქტურული სამუშაოები გრძელდება.
48-ე საჯარო სკოლასთან სანიაღვრე ქსელის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს
ამჯერად, ზღვისუბნის დასახლებაში, N48 საჯარო სკოლაში სანიაღვრე ქსელის ეწყობა, კერძოდ 300 გრძივ მეტრზე გოფრირებული მილები ლაგდება, რის შემდეგაც დაიგება ასფალტის საფარი.
საგანმანათლებლო დაწესებულებაში, ასევე, მონტაჟდება ლითონის უსაფრთხოების ღობე.
მიმდინარე სამუშაოებს ნაძალადევის რაიონის გამგეობა აფინანსებს, რისთვისაც ბიუჯეტში, ჯამში, 300 000 ლარია გათვალისწინებული.
მსოფლიო
დონალდ ტრამპი - შეერთებული შტატების გარეშე ნატო ქაღალდის ვეფხვია

ამერიკის შეერთებული შტატების გარეშე ნატო ქაღალდის ვეფხვია, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს.

„შეერთებული შტატების გარეშე ნატო ქაღალდის ვეფხვია! მათ არ უნდოდათ ბრძოლაში ჩართვა ბირთვულად შეიარაღებული ირანის შესაჩერებლად. ახლა, როდესაც ბრძოლა სამხედრო ძალებით მოგებულია, მათთვის ძალიან მცირე საფრთხით, ისინი ნავთობის მაღალ ფასებზე წუწუნებენ, რომლის გადახდაც უწევთ, მაგრამ არ სურთ ჰორმუზის სრუტის გახსნაში დახმარება, მარტივ სამხედრო მანევრში, რაც ნავთობზე მაღალი ფასების ერთადერთი მიზეზია.

რამდენად მარტივია მათთვის ამის გაკეთება, ასეთი მცირე რისკით. ლაჩრები, და ჩვენ დავიმახსოვრებთ!” - წერს ტრამპი.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის