USD 2.6818
EUR 3.1404
RUB 3.6573
Тбилиси
472 400 ევროდ შეფასებული ბინა საფრანგეთში - რა ქონებას ფლობს გიორგი გახარია
дата:  1042

გიორგი გახარიამ პრემიერ-მინისტრის თანამდებობა 2021 წლის 18 თებერვალს დატოვა.

თანამდებობის დატოვების შემდეგ, აპრილში გიორგი გახარიამ ქონებრივი დეკლარაცია შეავსო. როგორც დეკლარაციიდან ირკვევა, 2020 წელს გახარიას შემოსავალმა პრემიერის პოსტზე - 41 004 ლარი, მისი მეუღლის შემოსავალმა "ავერსის" ცენტრალური კლინიკის ექიმი-ბაქტერიოლოგის პოზიციაზე კი 11 084 ლარი შეადგინა.

ამასთან, გასულ წელს ყოფილმა პრემიერმა განვადებით სოფელ მუხურში, 2 290 კვ.მეტრის მიწის ნაკვეთი, მისმა მეუღლემ კი 472 400 ევროდ საფრანგეთში 83 კვ. მეტრი ფართობის ბინა იყიდეს. აქამდე დეკლარაციაში მათ სახელზე უძრავი ქონება არ ფიქსირდებოდა.

დეკლარაციის თანახმად, გახარიამ მიწის ნაკვეთი 3 ეტაპად გადახდის პირობით შეიძინა. 2020 წელს 25 ათასი ლარი გადაიხადა, ხოლო ჯამში, ქონების ღირებულება 85 ათასი ლარია. რაც შეეხება საფრანგეთში მისი მეუღლის მიერ შეძენილ ბინას, დეკლარაციის თანახმად, ქონების შეძენა ოჯახის მიერ დანაზოგი თანხით მოხდა, რომელიც 2017-2020 წლის დეკლარაციებში არის მითითებული. როგორც 2020 წელს შევსებულ დეკლარაციაშია აღნიშნული, გახარიას მეუღლეს ანგარიშზე 537 739 დოლარის დანაზოგი ჰქონდა.

აღნიშნული უძრავი ქონების გარდა, ყოფილი პრემიერის მეუღლე ფლობს მსუბუქ ავტომობილს Toyota RAV 4-ს, რომელიც 2016 წელს აქვს შეძენილი.

დეკლარაციის შევსების მომენტში გახარიას საბანკო ანგარიშზე - 14 242 ლარი ჰქონდა.

Тбилиси
თელასი - თბილისის რომელ ქუჩებს გაეთიშებათ დენი 14 მაისს?

ქსელში გადართვების გამო 14 მაისს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

საბურთალოს რაიონი

ქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: პეკინის გამზირის (ნაწილობრივ), ხაზინის, იყალთოს, ზურაბ ქაფიანიძის, პანკისის, ზაურ ბოლქვაძის, მელიტონ და ანდრია ბალანჩივაძეების, ალმასიანის, მერაბ ალექსიძის, ვიქტორ დოლიძის, ბერბუკის, მერაბ კოსტავას, გურამ ბზვანელის და პავლე ასლანიდის ქუჩების ოსახლეობას.   

 

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო

სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати