USD 2.6994
EUR 3.1318
RUB 3.3536
Тбилиси
45 წლის წინ, 1978 წლის 14 აპრილი - ბრძოლა, რომელიც გამარჯვებით დამთავრდა
дата:  2259

 

სამი ღვთაებრივი საუნჯე დაგვრჩა ჩვენ მამა-პაპათაგან: 

მამული, ენა, სარწმუნოება. თუ ამათ არ ვუპატრონეთ, რა კაცები ვიქნებით, რა პასუხს გავცემთ შთამომავლობას?

სხვისა არ ვიცით და ჩვენ კი მშობელ მამასაც არ დავუთმობდით ჩვენ მშობლიურ ენის მიწასთან გასწორებას…. ენა საღმრთო რამ არის, საზოგადო საკუთრებაა, მაგას კაცი ცოდვილის ხელით არ უნდა შეეხოს…”

წმ. ილია მართალი (ჭავჭავაძე)

14 აპრილს საქართველოში დედაენის დღე აღინიშნება. ეს დღე 1978 წლის მოვლენების აღსანიშნავად 1990 წლიდან დაწესდა.

1978 წელს საბჭოთა კავშირის ხელისუფლებამ გადაწყვიტა მოკავშირე რესპუბლიკებში ადგილობრივი ენისთვის სახელმწიფო ენის სტატუსის ჩამორთმევა; სსრკ-ის სახელმწიფო ენად რჩებოდა მხოლოდ რუსული ენა.

ახალი საბჭოთა კონსტიტუციის მიღების შემდეგ საქართველოს სსრ უზენაესმა საბჭომ შეიმუშავა კონსტიტუციის გეგმა, რომელშიც, 1936 წლის კონსტიტუციისგან განსხვავებით, ქართული სახელმწიფო ენად უკვე აღარ იყო გამოცხადებული.

45 წლის წინ, 1978 წლის 14 აპრილს, თბილისში ათასობით ადამიანმა , მათ შორის უმრავლესობა სტუდენტებმა  საბჭოთა კონსტიტუციაში შეტანილი ცვლილება გააპროტესტა. ცვლილება ,  რომლითაც ქართული ენა სახელმწიფო ენის სტატუსს კარგავდა.

თბილისში მოეწყო მასობრივი გამოსვლები და მსვლელობა თსუ-დან უმაღლესი საბჭოს შენობისაკენ. ვითარება ხელისუფლებისათვის უმართავი ხდებოდა‚ საქართველოს სსრ-ის კომუნისტური პარტიის იმჟამინდელი პირველი მდივანი‚ ედუარდ შევარდნაძე ხალხთან გამოვიდა უმაღლესი საბჭოს შენობის წინ ვითარების განსამუხტად და მათ დასაშოშმინებლად.

საბჭოთა კავშირის ხელისუფლებამ გააცნობიერა‚ რომ მხოლოდ ორი გამოსავალი იყო — სისხლისღვრა ან დათმობა და მოსკოვი იძულებული შეიქმნა დაეთმო. ამ მოვლენების გამო 14 აპრილი არაოფიციალურად დედაენის დღედ გამოცხადდა.

მსგავსი მოვლენები მოხდა 1978 წლის 25 მაისს ბათუმშიც‚ როდესაც უნდა დაემტკიცებინათ აჭარის ასსრ-ის კონსტიტუცია, რომლიდანაც ასევე „გამქრალი იყო მუხლი ქართული ენის შესახებ. მიუხედახათ ამისა მაშინ დაწყებული იქნა და დღემდე გრძელდება ქართული ენის უხეში დამახინჯება, რაც გამოიხატება ქართულში უცხოური სიტყვების შერევა და წმიდა ქართულის ნაცვლსდ რუსულ და რუსული ენის მეშვეობით სხვა უცხოურის გამოყენება.

ღნიშნულ მოვლენებს გამოხმაურება მოჰყვა დასავლურ პრესაშიც. 15 აპრილს New York Times-მა გამოაქვეყნა სტატია სათაურით „საბჭოთა ქართველები ქუჩებში გავიდნენ საკუთარი სახელმწიფო ენის გადასარჩენად“, რომელშიც აღნიშნულია, რომ მომიტინგეთა რაოდენობა დაახლოებით 20,000 იყო. სტატიაში, ასევე, წერია, რომ წინა ღამით ამოუცნობმა მამაკაცმა დარეკა New York Times-ის მოსკოვის ბიუროში და მათ უთხრა: „ენასთან დაკავშირებით, კონსტიტუციის საწინააღმდეგოდ დემონსტრაციას ვმართავთ - გაგვიმართლებს, თუ არ გვესვრიან“. ასევე, New York Times-მა 18 აპრილს გამოაქვეყნა კიდევ ერთი სტატია „საბჭოთა ქართველებმა გაიმარჯვეს ენის საკითხზე“, რომელშიც ნათქვამია, რომ საბჭოთა ხელისუფლება მისთვის უჩვეულო დათმობაზე წავიდა და ქართულ ენას სახელმწიფო ენის სტატუსი შეუნარჩუნა.

საინტერესო ცნობებია, ასევე, მოწოდებული The Times-ის 17 აპრილის სტატიაში. სტატიის მიხედვით, ორი ამერიკელი იურისტი - რობერ მაკკეი და ერიკ რაიმენი, რომლებიც იმ დროს თბილისში იმყოფებოდნენ, იუწყებოდნენ, რომ ქართველმა დემონსტრანტებმა საქართველოს კომუნისტური პარტიის პირველ მდივანს, ედუარდ შევარდნაძეს დაუყვირეს, როდესაც ის მომიტინგეების დამშვიდებას ცდილობდა. როგორც სტატიაშია აღნიშნული, მაკკეი და რაიმენი დემონსტრაციის თვითმხილველებს ესაუბრნენ. მათ მიერ მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, შევარდნაძემ მომიტინგეებს ამ ტექსტით მიმართა: „ჩემო შვილებო, რას აკეთებთ?“, რაზეც მომიტინგეებმა ყვირილით უპასუხეს: „ჩვენ შენი შვილები არ ვართ!“

 1990 წელს, ქართველი ხალხის მიერ 1978 წელს მოპოვებული გამარჯვების აღსანიშნავად და უკვდავსაყოფად, 14 აპრილი გამოცხადდა ქართული ენის (დედა ენის) დღედ.

 

мир
დონალდ ტრამპი ირანთან დაკავშირებით აშშ-ის მოსახლეობას მიმართავს

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ირანთან დაკავშირებით აშშ-ის მოსახლეობას მიმართავს, - ინფორმაციას თეთრი სახლის პრესსპიკერი, კეროლაინ ლევიტი ავრცელებს.

„ხვალ საღამოს 9 საათზე (თბილისის დროით ხუთშაბათი, 5:00 საათი), პრეზიდენტი ტრამპი ერს მიმართავს, რათა მათ მნიშვნელოვანი სიახლე გააცნოს“, - წერს ლევიტი X-ზე.

მანამდე, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ირანის წინააღმდეგ ომი, ძალიან მალე დასრულდება.

„ძალიან მალე დავტოვებთ. ვიტყოდი, რომ შესაძლოა ორ კვირაში. ორ კვირაში, შესაძლოა სამ კვირაში. რეჟიმის შეცვლა მოგვიწია. რეჟიმის შეცვლა არ იყო ერთ-ერთი იმ მიზნებს შორის, რაც მე მქონდა. მე მქონდა ერთი მიზანი: მათ არ ჰქონოდათ ბირთვული იარაღი და ეს მიზანი მიღწეულია. მათ არ ექნებათ ბირთვული იარაღი. მაგრამ ვასრულებთ სამუშაოს და ვფიქრობ, შესაძლოა ორ კვირაში, შესაძლოა კიდევ რამდენიმე დღეში, შევასრულოთ ეს სამუშაო. მაგრამ გვინდა, რომ გავანადგუროთ ყველაფერი, რაც მათ აქვთ“, - განაცხადა ტრამპმა.

более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати