USD 2.6994
EUR 3.1318
RUB 3.3536
Tbilisi
43 წელი თბილისის დინამოს ისტორიული გამარჯვებიდან:1981 წლის 13 მაისის ღამეს, თბილისში პირველად გაისმა შეძახილი - "საქართველო, საქართველო"
Date:  1163

42 წელი თბილისის დინამოს ისტორიული გამარჯვებიდან - ზუსტად 42 წელი გავიდა დუსელდორფის "რაინშტადიონზე" გამართული ფინალური შეხვედრიდან, რის შედეგადაც, ქართული ფეხბურთის ისტორიაში პირველად, თბილისის "დინამომ"ევროპის თასების მფლობელთა თასი მოიპოვა. 

1981 წლის 13 მაისის ღამეს საქართველო ფეხბურთმა გააერთიანა, ხალხმრავლობის მიუხედავად ქვეყნის მასშტაბით დანაშაული არ მომხდარა და იმ ღამით პირველად გაისმა შეძახილი - "საქართველო, საქართველო". 

დიუსელდორფში გამართულ ფინალს 9 ათასი გულშემატკივარი დაესწრო, თასების მფლობელთა თასის გადამწყვეტ შეხვედრაში დინამო 63 წუთზე მარცხდებოდა, თუმცა ჯერ შენგელიას გადაცემით გუცაევმა გაათანაბრა, 87 წუთზე კი ვიტალი დარასელიამ გამარჯვების მომტანი ქართული ფეხბურთისთვის ისტორიული გოლი გაიტანა.

World
დონალდ ტრამპი ირანთან დაკავშირებით აშშ-ის მოსახლეობას მიმართავს

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ირანთან დაკავშირებით აშშ-ის მოსახლეობას მიმართავს, - ინფორმაციას თეთრი სახლის პრესსპიკერი, კეროლაინ ლევიტი ავრცელებს.

„ხვალ საღამოს 9 საათზე (თბილისის დროით ხუთშაბათი, 5:00 საათი), პრეზიდენტი ტრამპი ერს მიმართავს, რათა მათ მნიშვნელოვანი სიახლე გააცნოს“, - წერს ლევიტი X-ზე.

მანამდე, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ირანის წინააღმდეგ ომი, ძალიან მალე დასრულდება.

„ძალიან მალე დავტოვებთ. ვიტყოდი, რომ შესაძლოა ორ კვირაში. ორ კვირაში, შესაძლოა სამ კვირაში. რეჟიმის შეცვლა მოგვიწია. რეჟიმის შეცვლა არ იყო ერთ-ერთი იმ მიზნებს შორის, რაც მე მქონდა. მე მქონდა ერთი მიზანი: მათ არ ჰქონოდათ ბირთვული იარაღი და ეს მიზანი მიღწეულია. მათ არ ექნებათ ბირთვული იარაღი. მაგრამ ვასრულებთ სამუშაოს და ვფიქრობ, შესაძლოა ორ კვირაში, შესაძლოა კიდევ რამდენიმე დღეში, შევასრულოთ ეს სამუშაო. მაგრამ გვინდა, რომ გავანადგუროთ ყველაფერი, რაც მათ აქვთ“, - განაცხადა ტრამპმა.

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way