USD 2.6593
EUR 3.0723
RUB 3.6969
Tbilisi
4 თებერვალი - ეს დღე ისტორიაში
Date:  

4 თებერვალი — გრიგორიანული კალენდრის 35-ე დღე. წლის ბოლომდე დარჩენილია 330 დღე (ნაკიან წელში - 331).

 

დღის მოვლენები

211 : გარდაიცვალა რომის იმპერატორი სეპტიმიუს სევერუსი და ხელისუფლება კარაკალას და გალას გადაუვიდა.

362 : რომის იმპერატორმა იულიანემ გამოსცა ედიქტი, რომლითაც იმპერიაში ყველა რელიგია გაათანასწორა.

960 : ჩინეთის იმპერატორი ჟაო კუანგინი გახდა, რომელმაც სონგის დინასტიას დაუდო დასაბამი.

1703 : ედოში (ტოკიო) 46-მა რონინმა (47-დან) სეპუკუ (რიტუალური თვითმკვლეობა) ჩაიტარა მათი ბატონის სიკვდილის ასანაზღაურებლად.

1789 : ჯორჯ ვაშინგტონი ერთხმად აირჩიეს აშშ-ის პირველ პრეზიდენტად (აშშ-ის საარჩევნო კოლეგიის მიერ).

1792 : ჯორჯ ვაშინგტონი ხელმეორე ვადით აირჩიეს ერთხმად აშშ-ის პრეზიდენტად.

1794 : საფრანგეთის კანონმდებლობით მონობა აიკრძალა რესპუბლიკის ყველა ტერიტორიაზე (კოლონიების ჩათვლით).

1810 : ბრიტანეთის საზღვაო ფლოტმა გვადალუპე აიღო.

1859 : ეგვიპტეში სინაის კოდექსი აღმოაჩინეს.

1899 : ფილიპინებისა და აშშ-ის ომი დაიწყო.

1936 : რადიუმ E პირველი სინთეტიურად მიღებული რადიოაქტიური ელემენტი გახდა.

1945 : დაიწყო ყირიმის კონფერენცია.

1948 : ცეილონი (შრი-ლანკა) დამოუკიდებელი გახდა.

1976 : გვატემალასა და ჰონდურასში მიწისძვრამ 22000 ადამიანი იმსხვერპლა.

1992 : უგო ჩავესმა სამხედრო გადატრიალებით ვენესუელის პრეზიდენტი კარლოს ანდრეს პერესის მთავრობა დაამხო.

1999 : უგო ჩავესი ვენესუელის პრეზიდენტად აირჩიეს.

2003 : იუგოსლავიის ფედერაციულ რესპუბლიკას ოფიციალურად სერბეთი და მონტენეგრო დაარქვეს.

2004 : შეიქმნა სოციალური ქსელი - FACEBOOK .

2009 : დღემდე ცნობილი უდიდესი გველი ტიტანობოას გაქვავებული ნარჩენები აღმოაჩინეს კოლუმბიაში.

2013 : არქეოლოგებმა მოახდინეს ლესტერში აღმოჩენილი ადამიანის გვამის იდენტიფიცირება და დაადგინეს, რომ იგი რიჩარდ III-ს ეკუთვნის.

ამ დღეს დაბადებულნი

1667 : ალესანდრო მანიასკო — იტალიელი ფერმწერი.

1740 : კარლ მიკაელ ბელმანი — შვედი პოეტი.

1833 : ანდრეს აველინო კასერესი — პერუელი სამხედრო და პოლიტიკური მოღვაწე.

1851 : სერგეი ნიკიტინი — რუსი გეოლოგი

1868 : სიმონ ესაძე — ქართველი სამხედრო ისტორიკოსი

1871 : ფრიდრიხ ებერტი — გერმანელი პოლიტიკოსი

1879 : ვილჰელმ ფონ გაილი — გერმანელი იურისტი და პოლიტიკოსი

1879 : ბარბარე ყიფიანი — ქართველი ექიმი

1881 : კლიმენტ ვოროშილოვი — რუსი სამხედრო მოღვაწე

1884 : ალექსანდრე მაჭავარიანი — ქართველი ექიმი, მეცნიერი.

1891 : იური ლოსმანი — ესტონელი მძლეოსანი

1897 : ლუდვიგ ერჰარდი — გერმანელი სახელმწიფო მოღვაწე.

1900 : ჟაკ პრევერი — ფრანგი პოეტი.

1904 : ჟორჟ სადული — ფრანგი ისტორიკოსი, თეორეტიკოსი და კინოკრიტიკოსი.

1907 : ოტო ოლენდორფი — „სს“-ის გრუპენფიურერი, „სდ-ს სპეცჯგუფის“ მეთაური და „რსჰა III“-ის შეფი.

1910 : ვსევოლოდ ზენკოვიჩი — რუსი გეოგრაფი.

1913 : როზა პარკსი — აფრიკელ-ამერიკელი სამოქალაქო უფლებების დამცველი

1917 : აღა მუჰამედ იაჰია ხანი — პაკისტანელი სახელმწიფო მოღვაწე

1921 : ლიუთფი ზადე — აშშ-ში მოღვაწე აზერბაიჯანელი მათემატიკოსი

1921 : კონსტანტინე წერეთელი — ქართველი ენათმეცნიერი.

1927 : რევაზ გამყრელიძე — საქართველოსა და რუსეთში მოღვაწე ქართველი მათემატიკოსი

1930 : ბორისლავ პეკიჩი — სერბული წარმოშობის იუგოსლავიელი მწერალი

1931 : მარია ესტელა მარტინეს დე პერონი — პირველი ქალი პრეზიდენტი არგენტინასა და დასავლეთ ნახევარსფეროში.

1936 : ათანასე — რუსთავისა და მარნეულის ეპარქიის მიტროპოლიტი 1996–2009

1943 : ვანდა რუტკევიჩი — პოლონელი ალპინისტი.

1947 : დენ ქუეილი — აშშ-ის 44-ე ვიცე-პრეზიდენტი (1989–1993)

1948 : ვიქტორ დომუხოვსკი — ქართველი ფიზიკოსი, პოლიტიკოსი.

1948 : რამ ბარან იადავი — ნეპალელი პოლიტიკოსი და ფიზიკოსი

1948 : ელის კუპერი — ამერიკელი როკ-მომღერალი

1954 : ანდრეი კარლოვი — რუსი დიპლომატი

1955 : მიკულაშ ძურინდა — სლოვაკი პოლიტიკოსი.

1962 : ვლადიმერ აფციაური — ქართველი მოფარიკავე

1975 : ნატალი იმბრულია — ავსტრალიელი მომღერალი

1977 : გევინ დეგრო — ამერიკელი მუსიკოსი.

1985 : გოგი ფიფია — ქართველი ფეხბურთელი

1986 : გიორგი გამყრელიძე — ქართველი კალათბურთელი.

1994 : გიორგი ერისთავი — ქართველი ფეხბურთელი

ამ დღეს გარდაცვლილნი

211 : სეპტიმიუს სევერუსი — რომის იმპერატორი

708 : სიზინუსი — რომის პაპი

869 : წმინდა კირილე — სლავთა ბერძენი განმანათლებელი

1694 : ნატალია ნარიშკინა — რუსეთის დედოფალი

1791 : ბესიკი — ქართველი პოეტი და დიპლომატი.

1928 : ჰენდრიკ ლორენცი — ჰოლანდიელი ფიზიკოსი

1940 : ნიკოლაი იეჟოვი — ნკვდ-ის კომისარი

1945 : იუსუფ ჰაბიბი — ტაჯიკი პოეტი

2019 :

გურანდა გაბუნია — ქართველი მსახიობი

შავი პრინცი — ქართველი რეპერი

დღესასწაულები

მართლმადიდებელი ეკლესია აღნიშნავს შემდეგი წმინდანების ხსენების დღეს:

ტიმოთე მოციქული

ანასტასი სპარსი

წმიდა მოწამენი: ეპისკოპოსნი: მანუელი, გიორგი, პეტრე და ლეონტი; ხუცესნი: სიონია, გაბრიელი, იოანე, ლეონტი, პაროდი და სხვა 377-ნი

აგრეთვე:

შრი-ლანკა : დამოუკიდებლობის დღე (1948).

society
სურსათის უვნებლობის კამპანიას სკოლა-ლიცეუმი ლამპარი შეუერთდა

თბილისის საჯარო და კერძო სკოლებში 13-18 წლის მოზარდებისთვის სურსათის უვნებლობისა და სამომხმარებლო კულტურის შესახებ ცნობიერების ამაღლების კამპანია ახალ ფაზაში გადადის. ამჯერად, საგანმანათლებლო ვორქშოფების სერიას შპს სკოლა-ლიცეუმი ლამპარი შეუერთდა, სადაც მოსწავლეებისთვის სურსათის უვნებლობის საკითხებზე ინტერაქციული საინფორმაციო სესიები ჩატარდა.

შეხვედრამ მოზარდებში უდიდესი ინტერესი და ჩართულობა გამოიწვია. აღსანიშნავია, რომ სკოლის ადმინისტრაცია აქტიურად უჭერს მხარს სასწავლო პროცესში მსგავსი არაფორმალური განათლების კომპონენტების ინტეგრირებას, რაც მოსწავლეებს პრაქტიკული და ცხოვრებისეული უნარების განვითარებაში ეხმარება.

საგანმანათლებლო ვორქშოფების სერია ჩეხეთის განვითარების სააგენტოს (CzDA) მხარდაჭერით ტარდება.

პროექტის მასშტაბები და გეოგრაფია

სასწავლო პროგრამა, რომელიც სსიპ „გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის“ მიერ არის შემუშავებული და მხარდაჭერილია საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ, გასულ წელს პილოტურ რეჟიმში წარმატებით გამოიცადა თბილისის მე-2, მე-16, 32-ე, 173-ე, 143-ე, 117-ე საჯარო და ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლებში.

მოსწავლეთა და ადმინისტრაციის მხრიდან უდიდესი დაინტერესების გამო, პროექტი მიმდინარე წელსაც აქტიურად გრძელდება და მას ახალი საგანმანათლებლო დაწესებულებები უერთდებიან — სკოლა-ლიცეუმ „ლამპართან“ ერთად, სესიები ახლახან ინტერაქციული სამაგიდო თამაშების გამოყენებით №11 საჯარო სკოლაშიც ჩატარდა.

რას მოიცავს სასწავლო პროგრამა?

საგანმანათლებლო ფორმატი 90-წუთიან ინტერაქციულ ვორქშოფებს მოიცავს, რომლებიც მარტივად ერგება სკოლების სასწავლო ბადეს. შეხვედრებს სურსათის უვნებლობის სერტიფიცირებული ტრენერი და ექსპერტი — ვერიკო გულუა უძღვება. პროგრამა 5 პრიორიტეტულ მოდულს აერთიანებს:

  • სისტემური საფუძვლები: სურსათის უვნებლობა, უსაფრთხოება და ხარისხი;
  • პრაქტიკული ჰიგიენა: ჯანმოს (WHO) ხუთი გასაღების პრინციპი ყოველდღიურობაში;
  • მომხმარებლის უფლებები: სურსათის ეტიკეტი და მისი სწორი წაკითხვა;
  • ფარული კომპონენტები: საკვები დანამატები (E-ნომრები) და მოზარდის ჯანმრთელობა;
  • რისკების პრევენცია: სურსათისმიერი დაავადებები და მათგან თავდაცვა.

„სკოლებში ამ აქტივობის დანერგვა სტრატეგიულად ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რადგან იგი გრძელვადიან პერსპექტივაში ინფორმირებული და გაცნობიერებული საზოგადოების ჩამოყალიბებას ისახავს მიზნად,“ — აცხადებს სკოლა-ლიცეუმის დირექტორი ქალბატონი თამარ მანძულაშვილი.

სტრატეგიული მიდგომის ორმაგი ეფექტი:

  1. გაცნობიერებული მომხმარებელი: მოზარდები ადრეული ასაკიდანვე სწავლობენ სურსათის სწორად შერჩევას, ეტიკეტის კითხვასა და ყოველდღიურ ცხოვრებაში ჯანსაღი გადაწყვეტილებების მიღებას.
  2. ცოდნის გამავრცელებლები: ვორქშოფების შედეგად მიღებული ინფორმაციით, თავად მოსწავლეები ხდებიან ახალი ცოდნის „ამბასადორები“ საკუთარ სახლებში, ოჯახის წევრებსა და მეგობრების წრეში. ისინი მიღებულ პრაქტიკულ უნარებს უზიარებენ მშობლებსა და თანატოლებს, რაც მკვეთრად ზრდის სურსათის უვნებლობის კულტურას მთლიანად საზოგადოებაში.

 

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way