USD 2.7558
EUR 3.1259
RUB 3.2753
Тбилиси
4 ოქტომბერი - ეს დღე ისტორიაში
 282

4 ოქტომბერი — გრიგორიანული კალენდრის 277-ე დღე (ნაკიან წლებში – 278-ე დღე). წლის ბოლომდე დარჩენილია 88 დღე.

დღის მოვლენები

  • 610 : ჰერაკლე ხომალდით აფრიკიდან კონსტანტინოპოლში ჩამოდის, ბიზანტიის იმპერატორ ფოკასს ამხობს და თავად ხდება იმპერატორი.
  • 1209 : ოტო IV საღვთო რომის იმპერატორად აკურთხა პაპმა ინოკენტი III-მ.
  • 1537 : პირველი სრული ინგლისურენოვანი ბიბლია (მათეს სახარება) დაიბეჭდა უილიამ თინდეილისა და მაილს კოვერდეილის თარგმანით.
  • 1582 : რომის პაპმა გრიგოლ XIII-მ შემოიღო გრიგორიანული კალენდარი. იტალიაში, პოლონეთში, პორტუგალიასა და ესპანეთში ამ წლის 4 ოქტომბერს უშუალოდ მოჰყვა 15 ოქტომბერი.
  • 1824 : მექსიკა ახალ კონსტიტუციას იღებს და რესპუბლიკად გამოცხადდა.
  • 1830 : ნიდერლანდებისგან გამოყოფის შემდეგ ბელგიის სახელმწიფო შეიქმნა.
  • 1853 : ყირიმის ომი - ოსმალეთის იმპერია რუსეთს ომს უცხადებს.
  • 1883 : აღმოსავლეთის ექსპრესი ამოქმედდა.
  • 1910 : მანუელ II, პორტუგალიის ბოლო მეფე, ლისაბონში რევოლუციის დაწყების გამო ბრიტანეთში გარბის. პორტუგალიის პირველი რესპუბლიკა გამოცხადდა მომდევნო დღეს.
  • 1927 : გატსონ ბორგლუმი რაშმორის მთის კვეთას იწყებს.
  • 1957 : პირველი ხელოვნური თანამგზავრი სპუტნიკ 1 გაშვებულია ორბიტაზე – კოსმოსური ერის დასაწყისი.
  • 1958 : საფრანგეთში დაიწყო მეხუთე რესპუბლიკის მმართველობა.
  • 1993 : რუსეთის კონსტიტუციური კრიზისი - რუსეთის პრეზიდენტი ბორის ელცინი ტანკებით რუსეთის პარლამენტის შენობის შტურმს აწყობს.
  • 2001 : ციმბირის ავიახაზების ტუ-154 ჩამოვარდა შავ ზღვაში შეცდომით გასროლილი უკრაინული ს-200 ჭურვით. 78 ადამიანი დაიღუპა.
  • 2009 : პანელენისტური სოციალისტური მოძრაობა გეორგიოს პაპანდრეუს ხელმძღვანელობით საბერძნეთის საკანონმდებლო არჩევნებში იმარჯვებს.
  • 2010 : დიდი ბრიტანელი რობერტ ჟოფრეი ედვარდსი, რომელიც ხელოვნური განაყოფიერების საკითხებზე მუშაობდა მედიცინის დარგში 2010 წლის ნობელის პრემიის ლაურეატი გახდა.
  • 2017 : ნობელის პრემიის ლაურეატები ქიმიაში შვეიცარიელი ჟან დუბოშე, ამერიკელი იოახიმ ფრანკი და ბრიტანელი რიჩარდ ჰენდერსონი გახდნენ.
  • 2021 : ნობელის პრემიის ლაურეატები ფიზიოლოგიასა და მედიცინაში ამერიკელები დევიდ ჯულიუსი და არდემ პატაპუტიანი გახდნენ.
  • 2022 : ნობელის პრემიის ლაურეატები ფიზიკაში ფრანგი ალენ ასპე, ამერიკელი ჯონ კლაუზერი და ავსტრიელი ანტონ ცაილინგერი გახდნენ.

ამ დღეს დაბადებულნი

  • 1289 : ლუი X — საფრანგეთის მეფე (გ.1316)
  • 1379 : ანრი III — კასტილიის მეფე (გ. 1406)
  • 1515 : კრანახი, ლუკას უმცროსი — გერმანელი მხატვარი
  • 1550 : კარლ IX — შვედეთის მეფე (გ.1611)
  • 1626 : კრომველი, რიჩარდ — ინგლისელი პოლიტიკოსი და ლორდი
  • 1769 : არაქჩეევი, ალექსი — რუსეთის სახელმწიფო მოღვაწე
  • 1787 : გიზო, ფრანსუა პიერ გიომ — ფრანგი ისტორიკოსი და პოლიტიკური მოღვაწე
  • 1814 : მილე, ჟან-ფრანსუა — ფრანგი მხატვარი (გ.1875)
  • 1822 : რეზერფორდ ჰეისი — აშშ-ს პრეზიდენტი
  • 1841 : მორაის, პრუდენტე დე — ბრაზილიის პრეზიდენტი
  • 1895 : რიხარდ ზორგე — საბჭოთა ჯაშუში
  • 1903 : კალტენბრუნერი, ერნსტ — ნაცისტური გერმანიის სამხედრო და პოლიტიკური მოღვაწე (გ.1946)
  • 1916 : გიზბურგი, ვიტალი — რუსი ფიზიკოსი, ნობელის პრემიის ლაურეატი
  • 1918 : ფუკუი კენიჩი — იაპონელი ქიმიკოსი, ნობელის პრემიის ლაურეატი
  • 1938 : ვიუთრიხი, კურტ — შვედი ქიმიკოსი, ნობელის პრემიის ლაურეატი
  • 1946 : სარანდონი, სუზან — ამერიკელი მსახიობი
  • 1961 : კაცუკი ტაკაჰაში — იაპონელი მწერალი
  • 1980 : როსიცკი, ტომაშ — ჩეხი ფეხბურთელი

ამ დღეს გარდაცვლილნი

  • 1052 : ვლადიმერ ნოვგოროდელი — ნოვგოროდის მთავარი, კიევის დიდი მთავრის იაროსლავ ბრძენის შვილი
  • 1305 : კამეიამა — იაპონიის იმპერატორი
  • 1582 : ტერეზა ავილელი — კათოლიკე წმინდანი
  • 1597 : სარსა დენგელი — ეთიოპიის იმპერატორი
  • 1669 : რემბრანდტი — ნიდერლანდელი მხატვარი (დ.1606)
  • 1880 : ოფენბახი, ჟაკ — კომპოზიტორი (დ.1819)
  • 1970 : ჯოპლინი, ჯანის — ამერიკელი მომღერალი (დ.1943)
  • 1982 : გულდი, გლენ — კანადელი პიანისტი (დ.1932)
  • 2010 : უიზდომი, ნორმან — ინგლისელი მსახიობი-კომიკოსი, ცნობილი ნორმან ტრასკოტის (მისტერ პიტკინის) როლით
  • 2014 : ჟან-კლოდ დიუვალიე — ჰაიტის ყოფილი დიქტატორი.

დღესასწაულები

  • მართლმადიდებელი ეკლესია აღნიშნავს შემდეგი წმინდანების ხსენების დღეს:
    • კოდრატე
    • იპატი და ანდრია
    • ისააკი და მელეტი
    • წმინდა ევსები
    • წმინდა პრისკე
    • აღმოყვანება ნაწილთა წმიდისა დიმიტრისა - როსტოველ მიტროპოლიტისა
  • აგრეთვე:
    • ავსტრალია : შრომის დღე
    • ლესოთო : დამოუკიდებლობის დღე
    • ცხოველების მსოფლიო დღე
культура
«Frankfurter Allgemeine Zeitung» (გერმანია): „ქართული სამზარეულოს მრავალფეროვნება: ტრადიციული სუფრის თავისებურებები“

„სუფრა - ასე ჰქვია ქართულ მოლხენა-დროსტარებას, რომელიც სტუმართმოყვარეობისა და მხიარულების განსახიერებას წარმოადგენს. რომელი კერძებს მიირთმევენ ქართველები სტუმრებთან ერთად? ჩვენი კორესპონდენტი შეეცადა ქართული სუფრის დიდებულება ეჩვენებინა და დარწმუნდებით, რომ ეს მართლაც კარგად გამოუვიდა“, - ასე იწყება გერმანულ გაზეთ „ფრანკფურტერ ალგემაინე ცაითუნგში“ (Frankfurter Allgemeine Zeitung) გამოქვეყნებული სტატია სათაურით „ქართული სამზარეულოს მრავალფეროვნება“ (ავტორი - მაიკე ფონ გალენი).

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

„როცა მივედით, მაგიდა უკვე გაშლილი დაგვხვდა: თეფშებზე დაწყობილი ყველით და ლორით, ნიგვზის ფარშიანი ბადრიჯნით, მხალეულობით, მწვანილით, კიტრით და პომიდორით... მათ შორის ჩადგმულია გრაფინები მოცხარის წვენით და ტარხუნის ლიმონათის ბოთლებით. ოფიციანტი წითელ ღვინოს ბოკალებში ასხამს. გარეთ თბილისური საღამოა, რესტორან „რიგის“ დარბაზში გაშლილ გრძელ მაგიდაზე კი ქართული სუფრა - ქართული ქეიფი იწყება.

ისინი, რომლებიც ქართულ სამზარეულოს არ იცნობენ, მადააღძრულები სწრაფად მიირთმევენ სიმინდის ფქვილისაგან გამომცხვარ თბილ მჭადებს, სალათებს და ყველს. მაგრამ ვინც იცის, ის ნელ-ნელა ჭამს და მთავარს ელოდება...

ქართველი ქალბატონი თიკო ტუსკაძე, რომელიც ლონდონში ცხოვრობს, მაგრამ ახლა სამშობლოში იმყოფება, ჩვენი გიდის როლს ასრულებს და ქართულ სუფრას გვაცნობს როგორც „გემრიელი საჭმელების უსასრულო რიგს“. იგი კულინარული წიგნის ავტორია და გვიხსნის, თუ რომელი საჭმელი როგორ მივირთვათ.

ზოგიერთმა უკვე საკმაო რაოდენობის სალათა მიირთვა, რომ მაგიდაზე ახალი კერძები მოაქვთ - მოხრაკულ-მოთუშული სოკო, ხაჭაპური, ხორცით მომზადებული კერძები... საჭმლით სავსე თეფშები სულ უფრო მრავლდება და მაგიდაზე თავისუფალი სივრცე მცირდება, თუმცა ახალ-ახალი ნუგბარისათვის ადგილი მოიძებნება.

„სტუმართმოყვარეობა - ქართული კულტურის განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს, რაც კარგად არის გამოხატული ქართულ სუფრაში, როცა მაგიდას ეროვნულ სამზარეულოს კერზები ამშვენებს“, - განმარტავს მაკა თარაშვილი. რა თქმა უნდა, იგი ახალბედა სუფრის წევრებისაგან განსხვავებით, შეცდომებს არ უშვებს და ყველაფერს ერთად არ მიირთმევს. მან კარგად იცის, რა როდის უნდა მიირთვას და უცხოელ სტუმრებს ჭამის საიდუმლოებას ასწავლის: როდის დგება მწვადის, „ჩაქაფულის და საჭმელების მიღების დრო...

ქართული ტრადიციის თანახმად, სუფრაზე იმდენი საჭმელი უნდა იყოს, რომ სტუმრების წასვლის შემდეგაც საკმაო რაოდენობით უნდა დარჩეს: „სუფრა, რომელზეც არაფერი აღარ რჩება, საქართველოში არ არსებობს“, - ამბობს მაკა თარაშვილი, - მასპინძლები იფიქრებენ, რომ სტუმრები მშივრები დარჩნენ. ამიტომ ყველაფერი უამრავია“.

რესტორანი „ქეთო და კოტე“ ძველი თბილისის უბანში, შემაღლებულ ადგილზე მდებარეობს. დარბაზში მყუდრო გარემოა შექმნილი. მაგიდები ყოველთვის მდიდრულადაა გაშლილი - ტრადიციული კერძები თანამედროვე სტილითაა გაფორმებული. თავდაპირველად თვენ მოგართმევენ ცივ და ვეგეტარიანულ კერძებს, ბოსტნეულს, შემდეგ გამომცხავარს, ცომეულს, ბოლოს კი ხორცით მომზადებულ საჭმელებს.

ქართული სუფრის ტრადიციაა თამადა, ანუ დროსტარების ხელმძღვანელი. იგი სუფრის თავში ზის და სადღეგრძელოებს ამბობს. რესტორან „შატო მუხრანში“, სადაც ჩვენ ვიყავით (თბილისიდან ერთი საათის სავალზე), მეღვინე პატრიკ ჰონეფმა ჩვენი სტუმრობის სადიდებელი სადღეგრძელო წარმოსთქვა. გერმანელი მეღვინე უკვე მრავალი წელია საქართველოში ცხოვრობს, ოჯახიც აქ ჰყავს. პატრიკი მადლობას გვიხდის სტუმრობისათვის, რომ გერმანელი ტურისტები საქართველოთი დაინტერესდნენ და კავკასიურ ქვეყანას ეწვივნენ.

მასპინძელი გვიხსნის, რომ სუფრის თამადა ყურადღებით ისმენს სტუმრების საუბარს  სადღეგრძელოებისათვის იმპულსის მისაცემად. იგი დისკუსიას ზომიერ მიმართულებას აძლევს და განწყობას ამაღლებს. ამიტომაც თამადა ისეთი პიროვნებაა, რომელიც ცნობილია თავისი კეთილი ხასიათით, გონებამახვილობით და ინტელექტით.

თუ როგორ მზადდება კლასიკური ქართული კერძები, ამას თქვენ თბილისიდან საკმაოდ მოშორებით, კახეთში გაიგებთ, სადაც ღვინის კომპანია „შუმის“ რესტორანი მდებარეობს. აქ სტუმარი საკუთარი თვალით ხედავს, თუ როგორ ცხვება ქართული თონის პური, როგორ კეთდება ხინკალი, რომელიც ქართული სამზარეულოს ერთ-ერთ დიდებულ და გემრიელ კერძს წარმოადგენს.

более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати