USD 2.7315
EUR 3.1202
RUB 3.4423
Тбилиси
4 ნოემბერი - ეს დღე ისტორიაში
 152

4 ნოემბერი — გრიგორიანული კალენდრის 308-ე დღე (ნაკიან წლებში – 309-ე დღე). წლის ბოლომდე დარჩენილია 57 დღე.

დღის მოვლენები
  • 1576 : ოთხმოცწლიანი ომი - ბელგიაში ესპანელები ანტვერპენს იღებენ (სამ დღეში ქალაქი თითქმის სრულიად განადგურდა).
  • 1890 : ლონდონში მსოფლიოში პირველი მიწისქვეშა მეტროს ხაზი იხსნება კინგ უილიამს სტრიტსა და სტოკუელს შორის.
  • 1899 : ზიგმუნდ ფროიდის „სიზმრების ახსნა“ გამოიცა.
  • 1918 : პირველი მსოფლიო ომი - ავსტრო-უნგრეთი იტალიას დანებდა.
  • 1918 : გერმანიის რევოლუცია იწყება კიელის პორტში 40.000 მეზღვაურის აჯანყებით.
  • 1921 : შტურმაბტაილუნგი ჩამოაყალიბა ადოლფ ჰიტლერმა.
  • 1921 : იაპონიის პრემიერ-მინისტრი ტაკაში ჰარა ტოკიოში სიცოცხლეს გამოასალმეს.
  • 1922 : ეგვიპტეში, ბრიტანელმა არქეოლოგმა ჰოვარდ კარტერმა და მისმა ჯგუფმა ტუტანხამონის აკლდამის შესასვლელი იპოვეს მეფეთა ველში.
  • 1928 : არნოლდ როთსტაინი ნიუ-იორკის ყველაზე განთქმული ყომარბაზი მოკლეს პოკერის მაგიდასთან.
  • 1946 : პარიზში დაარსდა იუნესკო - გაეროს ორგანიზაცია განათლების, მეცნიერებისა და კულტურის დარგებში.
  • 1955 : ვენის აღდგენილი სახელმწიფო ოპერა ხელახლა გაიხსნა ბეთჰოვენის ფიდელიოთი მეორე მსოფლიო ომში სრულიად დანგრევის შემდეგ.
  • 1960 : საბჭოთა ჯარები უნგრეთში შედიან 23 ოქტომბერს დაწყებული რევოლუციის ჩასახშობად. ათასობით ადამიანი იქნა მოკლული, ხოლო 250 000-მა ქვეყანა დატოვა.
  • 1960 : კინოფილმის „Misfits“ გადაღება სრულდება, რომელიც მერილინ მონროსა და კლარკ გეიბლის ბოლო ფილმი აღმოჩნდა.
  • 1966 : მდინარეების არნოსა და პოს ადიდების გამო ფლორენციის ორი-მესამედი წყალმა დატბორა; 113 ადამიანი დაიღუპა, 30.000 უსახლკაროდ დარჩა; რენესანსის პერიოდის ხელოვნების უთვალავი ნიმუში განადგურდა.
  • 1967 : ოსტანკინოს ტელეანძამ დაიწყო ფუნქციონირება.
  • 1979 : ირანის მძევალთა კრიზისი იწყება - ირანელი რადიკალები, ძირითადად სტუდენტები, ამერიკის საელჩოში იჭრებიან თეირანში და 90 მძევალი აჰყავთ.
  • 1980 : აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში რესპუბლიკელი რონალდ რეიგანი დემოკრატ ჯიმი კარტერს ამარცხებს დიდი უპირატესობით.
  • 1995 : ისრაელის პრემიერ-მინისტრი იცხაკ რაბინი სასიკვდილოდ დაჭრა ექსტრემისტმა მემარჯვენე ისრაელის მოქალაქემ.
  • 2012 : თეოდორიუს II კოპტური მართლმადიდებელი ეკლესიის პაპად აირჩიეს.

ამ დღეს დაბადებულნი

  • 1448 : ალფონსო II — ნეაპოლის მეფე
  • 1658 : ორბელიანი, სულხან-საბა — ქართველი მწერალი და საზოგადო მოღვაწე.
  • 1874 : ბარათაშვილი, იოსებ — ქართველი ადვოკატი და საზოგადო მოღვაწე
  • 1904 : ანდრიაშვილი, აკაკი — ქართველი კომპოზიტორი
  • 1972 : ლუიშ ფიგუ — პორტუგალიელი ფეხბურთელი.

ამ დღეს გარდაცვლილნი

  • 1921 : ჰარა ტაკასი — იაპონიის პოლიტიკური მოღვაწე (დ.1856)
  • 1934 : ბარნოვი, ვასილ — ქართველი მწერალი (დ.1857)

დღესასწაულები

  • მართლმადიდებელი ეკლესია აღნიშნავს შემდეგი წმინდანების ხსენების დღეს:
    • ამბერკი საკვირველთმოქმედი
    • შვიდი ეფესელი ყრმა: მაქსიმილიანე, იამბლიქოსი, მარტინიანე, დიონისე, ანტონინე, ექსაკუსტოდიანე (კონსტანტინე) და იოანე.
    • წმიდა მოწამენი: ალექსანდრე ეპისკოპოსი, ირაკლი მხედარი და ოთხნი დედანი: ანა, ელისაბედი, თეოდოტია და გლიკერია.
Тбилиси
პეკინის N6-8-ში არსებულ შიდა ეზოში საგზაო სამუშაოები მიმდინარეობს
პეკინის N6-8-ში არსებულ შიდა ეზოში საგზაო სამუშაოები მიმდინარეობს.
 
პროექტის ფარგლებში, 1 100კვ. მ ფართობზე ასფალტის ორფენიანი საფარი იგება. შედეგად, მოქალაქეებისთვის გადაადგილება უფრო კომფორტული გახდება.
 
პროექტს, საბურთალოს რაიონის კონტრაქტორი კომპანია „ელ ენდ ელ“ ახორციელებს.
 
აღნიშნულ ტერიტორიაზე „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში, უკვე განხორციელდა წყლისა და წყალარინების ქსელის რეაბილიტაცია.
 
პროექტის ჯამური ღირებულება ღირებულება 406 602 ლარია.
 
მიმდინარე სამუშაოებს საბურთალოს რაიონის გამგებელი გიზო ვასაძე გაეცნო.
более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати