რას გვირჩევენ ვარსკვლავები 4 ივლისისთვის:
ვერძი (21 მარტი - 20 აპრილი)
გირჩევთ ამბიციები მოთოკოთ, თორემ შედეგის ნაცვლად, პრობლემებს მიიღებთ. მშვენიერი დღეა შინაგანი პოტენციალის გამოსავლენად. გადაღლის გამო მოსალოდნელია ქრონიკული დაავადების გამწვავება. დაივიწყეთ სიჯიუტე და ნერვიულობა, რასაც ცუდი შედეგები მოჰყვება. ამ დღეს მიღებული ინფორმაცია აუცილებლად გამოგადგებათ. მალე იპოვით შესაძლებლობას, რომ საკუთარი ცოდნა ფულად აქციოთ.
კურო (21 აპრილი - 21 მაისი)
თქვენს წამოწყებებს დიდი მომავალი აქვს. ეს როგორც სამსახურს, ისე პირად ურთიერთობებსაც ეხება. ამ დღეს საყვარელ ადამიანს ახალი, ძალიან მიმზიდველი მხრიდან დაინახავთ. ეცადეთ რომანტიკული განწყობა რაც შეიძლება დიდხანს შეინარჩუნოთ და უსაზღვრო ბედნიერების განცდა დიდხანს გაგყვებათ. ინტიმურ ურთიერთობებში გირჩევთ ვნებები მოთოკოთ.
ტყუპები (22 მაისი - 21 ივნისი)
გირჩევთ დრო და სასიცოცხლო ენერგია უსარგებლოდ არ დახარჯოთ. ამ კვირაში ყველა ჩანაფიქრს განახორციელებთ, განსაკუთრებით იმას, რომელიც მოგზაურობას და ბიზნესს ეხება. ეცადეთ გარშემო მყოფთა კრიტიკულ კომენტარებს ყურადღება არ მიაქციოთ და ასეთი კომენტარების გაკეთებას თავადაც მოერიდოთ. დროა, გუნდური თამაშის წესები ისწავლოთ, რადგან შექმნილი ვითარება თქვენგან გუნდურ თამაშს მოითხოვს.
კირჩხიბი (22 ივნისი - 22 ივლისი)
ამ დღეს უამრავი საქმე გაქვთ გასაკეთებელი. გირჩევთ სიმტკიცე გამოიჩინოთ და უარი თქვათ ყველაფერზე, რაც გამძიმებთ და კმაყოფილებას არ მოაქვს. წარმატების მისაღწევად გირჩევთ გავლენიან მეგობრებს მხარდაჭერისთვის მიმართოთ - ისინი უარს არ გეტყვიან. თუ მოგზაურობას გეგმავთ, დღეს ამისთვის საუკეთესო დროა. მოგზაურობისას შეიძლება ახალი იდეა გეწვიოთ, რომელსაც მოგვიანებით განახორციელებთ.
ლომი (23 ივლისი - 23 აგვისტო)
პლანეტების ხელსაყრელი განლაგების წყალობით ყველაზე რთულ და დახლართულ საქმესაც კი ადვილად უმკლავდებით. ეცადეთ, რაღაც ახალი ისწავლოთ - შეძენილი ცოდნა და უნარები ძალიან მალე გამოგადგებათ. შეგიძლიათ მნიშვნელოვანი ფინანსური საკითხები მოაგვაროთ - როდესაც საქმე ფულს ეხება, თქვენი ინტუიცია განსაკუთრებით კარგად მუშაობს.
ქალწული (24 აგვისტო - 23 სექტემბერი)
საკმაოდ დაძაბული დღეა. გირჩევთ ცვლილებებისთვის მოემზადოთ და ცვალებად გარემოებებთან შეგუება ისწავლოთ. ფინანსური მდგომარეობის უმნიშვნელო გაუმჯობესება გელით. თუ ვინმე თქვენი ყურადღების მიპყრობას დაჟინებით ცდილობს, ფხიზლად უნდა იყოთ - სავარაუდოდ, ის თქვენი ნდობის მოპოვებას ცდილობს, რათა საკუთარი მიზნებისთვის გამოგიყენოთ. საღამოს საყვარელ ადამიანთან ერთად დროს სასიამოვნოდ გაატარებთ.
სასწორი (24 სექტემბერი - 23 ოქტომბერი)
დამღლელი დღეა. ურთიერთობების შესანარჩუნებლად დიდი ძალისხმევა უნდა გამოიჩინოთ. თავი შეიკავეთ დაპირებების მიცემისგან, რადგან მათი შესრულება გაგიჭირდებათ. სანამ გადაღლა ნერვიულ სტრესამდე მიგიყვანთ, გირჩევთ ხელმძღვანელობას დაელაპარაკოთ და პასუხისმგებლობის ნაწილი კოლეგებს გაუნაწილოთ.
მორიელი (24 ოქტომბერი - 22 ნოემბერი)
ამ დღეს უფრო საკუთარი სიამოვნებისთვის მუშაობთ, ვიდრე შედეგისა და მოგებისთვის. თქვენი მუშაობის შედეგები ღირსეულად დაფასდება, მაგრამ მომდევნო დღეებში შეიძლება თქვენს ავტორიტეტს საფრთხე დაემუქროს. დღის მეორე ნახევარში საყვარელი საქმიანობა და ძველი მეგობრები დაგეხმარებიან ემოციურად განიტვირთოთ და სამსახურის პრობლემები დაივიწყოთ.
მშვილდოსანი (23 ნოემბერი - 21 დეკემბერი)
ამ დღეს ჯანმრთელობას განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციოთ. ეცადეთ დილა შრომატევადი საქმეებით არ დაიწყოთ, თორემ საღამოს დაღლილობას ვერ გაუმკლავდებით. მოსალოდნელია თავის ტკივილი და საჭმლის მომნელებელი სისტემის პრობლემები. დღის განმავლობაში მოსაწყენი სამუშაოს შესრულება მოგიწევთ, მაგრამ მიზნის მისაღწევად ეს მნიშვნელოვანი იქნება.
თხის რქა (22 დეკემბერი - 20 იანვარი)
ძალიან რთული დღეა. მოთმინება გამოიჩინეთ, რომ დღე მშვიდობიანად დაასრულოთ. ადამიანები, რომლებსაც დღეს შეხვდებით, უსიამოვნო ენერგიას ატარებენ. მცირე პრობლემების გამო ნუ შეშინდებით - მალე ყველაფერი მოგვარდება და გამარჯვებას მიაღწევთ. გაუფრთხილდით ჯანმრთელობას და ნუ გადაიღლებით. ახალ ნაცნობებს მოერიდეთ და საღამო ძველ მეგობრებთან ერთად გაატარეთ.
მერწყული (21 იანვარი - 18 თებერვალი)
ამ დღეს მთავარია, ნაჩქარევი გადაწყვეტილება არ მიიღოთ. საკუთარი თავით კმაყოფილი ხართ და ყველაფერი გამოგდით. გეგმის განხორციელებაში კოლეგები დაგეხმარებიან, თქვენ კი ეცადეთ, რომ იმედი არ გაუცრუოთ. საქმიან ქაღალდებთან მუშაობის დროს და ძვირფას ნივთებთან განსაკუთრებული სიფრთხილე უნდა გამოიჩინოთ - მოსალოდნელია შეცდომები და ფინანსური ზარალი. ეცადეთ მავნე ჩვევებისგან გათავისუფლდეთ, რომლებიც საყვარელ ადამიანთან ურთიერთობას აფუჭებს.
თევზები (19 თებერვალი - 20 მარტი)
ვარსკვლავები გაფრთხილებენ, რომ დღევანდელი მუშაობა სასურველ შედეგს ვერ მოგიტანთ. შრომისმოყვარეობისა და პასუხისმგებლობით სავსე დამოკიდებულების მიუხედავად, სიტუაციის თქვენს სასარგებლოდ შემობრუნებას ვერ შეძლებთ. დღის მეორე ნახევარში მოგეცემათ შანსი, რომლითაც აუცილებლად უნდა ისარგებლოთ. საყვარელი საქმიანობა და ძველი მეგობრები დაგეხმარებათ ემოციურად განიტვირთოთ და სამსახურის პრობლემები დაივიწყოთ.
„სუფრა - ასე ჰქვია ქართულ მოლხენა-დროსტარებას, რომელიც სტუმართმოყვარეობისა და მხიარულების განსახიერებას წარმოადგენს. რომელი კერძებს მიირთმევენ ქართველები სტუმრებთან ერთად? ჩვენი კორესპონდენტი შეეცადა ქართული სუფრის დიდებულება ეჩვენებინა და დარწმუნდებით, რომ ეს მართლაც კარგად გამოუვიდა“, - ასე იწყება გერმანულ გაზეთ „ფრანკფურტერ ალგემაინე ცაითუნგში“ (Frankfurter Allgemeine Zeitung) გამოქვეყნებული სტატია სათაურით „ქართული სამზარეულოს მრავალფეროვნება“ (ავტორი - მაიკე ფონ გალენი).
გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:
„როცა მივედით, მაგიდა უკვე გაშლილი დაგვხვდა: თეფშებზე დაწყობილი ყველით და ლორით, ნიგვზის ფარშიანი ბადრიჯნით, მხალეულობით, მწვანილით, კიტრით და პომიდორით... მათ შორის ჩადგმულია გრაფინები მოცხარის წვენით და ტარხუნის ლიმონათის ბოთლებით. ოფიციანტი წითელ ღვინოს ბოკალებში ასხამს. გარეთ თბილისური საღამოა, რესტორან „რიგის“ დარბაზში გაშლილ გრძელ მაგიდაზე კი ქართული სუფრა - ქართული ქეიფი იწყება.
ისინი, რომლებიც ქართულ სამზარეულოს არ იცნობენ, მადააღძრულები სწრაფად მიირთმევენ სიმინდის ფქვილისაგან გამომცხვარ თბილ მჭადებს, სალათებს და ყველს. მაგრამ ვინც იცის, ის ნელ-ნელა ჭამს და მთავარს ელოდება...
ქართველი ქალბატონი თიკო ტუსკაძე, რომელიც ლონდონში ცხოვრობს, მაგრამ ახლა სამშობლოში იმყოფება, ჩვენი გიდის როლს ასრულებს და ქართულ სუფრას გვაცნობს როგორც „გემრიელი საჭმელების უსასრულო რიგს“. იგი კულინარული წიგნის ავტორია და გვიხსნის, თუ რომელი საჭმელი როგორ მივირთვათ.
ზოგიერთმა უკვე საკმაო რაოდენობის სალათა მიირთვა, რომ მაგიდაზე ახალი კერძები მოაქვთ - მოხრაკულ-მოთუშული სოკო, ხაჭაპური, ხორცით მომზადებული კერძები... საჭმლით სავსე თეფშები სულ უფრო მრავლდება და მაგიდაზე თავისუფალი სივრცე მცირდება, თუმცა ახალ-ახალი ნუგბარისათვის ადგილი მოიძებნება.
„სტუმართმოყვარეობა - ქართული კულტურის განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს, რაც კარგად არის გამოხატული ქართულ სუფრაში, როცა მაგიდას ეროვნულ სამზარეულოს კერზები ამშვენებს“, - განმარტავს მაკა თარაშვილი. რა თქმა უნდა, იგი ახალბედა სუფრის წევრებისაგან განსხვავებით, შეცდომებს არ უშვებს და ყველაფერს ერთად არ მიირთმევს. მან კარგად იცის, რა როდის უნდა მიირთვას და უცხოელ სტუმრებს ჭამის საიდუმლოებას ასწავლის: როდის დგება მწვადის, „ჩაქაფულის და საჭმელების მიღების დრო...
ქართული ტრადიციის თანახმად, სუფრაზე იმდენი საჭმელი უნდა იყოს, რომ სტუმრების წასვლის შემდეგაც საკმაო რაოდენობით უნდა დარჩეს: „სუფრა, რომელზეც არაფერი აღარ რჩება, საქართველოში არ არსებობს“, - ამბობს მაკა თარაშვილი, - მასპინძლები იფიქრებენ, რომ სტუმრები მშივრები დარჩნენ. ამიტომ ყველაფერი უამრავია“.
რესტორანი „ქეთო და კოტე“ ძველი თბილისის უბანში, შემაღლებულ ადგილზე მდებარეობს. დარბაზში მყუდრო გარემოა შექმნილი. მაგიდები ყოველთვის მდიდრულადაა გაშლილი - ტრადიციული კერძები თანამედროვე სტილითაა გაფორმებული. თავდაპირველად თვენ მოგართმევენ ცივ და ვეგეტარიანულ კერძებს, ბოსტნეულს, შემდეგ გამომცხავარს, ცომეულს, ბოლოს კი ხორცით მომზადებულ საჭმელებს.
ქართული სუფრის ტრადიციაა თამადა, ანუ დროსტარების ხელმძღვანელი. იგი სუფრის თავში ზის და სადღეგრძელოებს ამბობს. რესტორან „შატო მუხრანში“, სადაც ჩვენ ვიყავით (თბილისიდან ერთი საათის სავალზე), მეღვინე პატრიკ ჰონეფმა ჩვენი სტუმრობის სადიდებელი სადღეგრძელო წარმოსთქვა. გერმანელი მეღვინე უკვე მრავალი წელია საქართველოში ცხოვრობს, ოჯახიც აქ ჰყავს. პატრიკი მადლობას გვიხდის სტუმრობისათვის, რომ გერმანელი ტურისტები საქართველოთი დაინტერესდნენ და კავკასიურ ქვეყანას ეწვივნენ.
მასპინძელი გვიხსნის, რომ სუფრის თამადა ყურადღებით ისმენს სტუმრების საუბარს სადღეგრძელოებისათვის იმპულსის მისაცემად. იგი დისკუსიას ზომიერ მიმართულებას აძლევს და განწყობას ამაღლებს. ამიტომაც თამადა ისეთი პიროვნებაა, რომელიც ცნობილია თავისი კეთილი ხასიათით, გონებამახვილობით და ინტელექტით.
თუ როგორ მზადდება კლასიკური ქართული კერძები, ამას თქვენ თბილისიდან საკმაოდ მოშორებით, კახეთში გაიგებთ, სადაც ღვინის კომპანია „შუმის“ რესტორანი მდებარეობს. აქ სტუმარი საკუთარი თვალით ხედავს, თუ როგორ ცხვება ქართული თონის პური, როგორ კეთდება ხინკალი, რომელიც ქართული სამზარეულოს ერთ-ერთ დიდებულ და გემრიელ კერძს წარმოადგენს.