USD 2.6593
EUR 3.0723
RUB 3.6969
თბილისი
4 იანვარი - ეს დღე ისტორიაში
თარიღი:  876

4 იანვარი — გრიგორიანული კალენდრის მე-4 დღე. წლის ბოლომდე დარჩენილია 361 დღე (ნაკიან წელში - 362).

დღის მოვლენები

  • ძვ. წ. 46 : ტიტუს ლაბიენუსმა იულიუს კეისარი დაამარცხა რუსპინის ბრძოლაში.
  • 871 : ვიკინგებმა რედინგის ბრძოლაში დაამარცხეს ეთელრედ I.
  • 1642 : ინგლისის სამოქალაქო ომი : მეფე ჩარლზ I პარლამენტს ესხმის თავს.
  • 1698 : უაითჰოლის სასახლე, ინგლისის მონარქთა რეზიდენცია ლონდონში, ხანძარმა გაანადგურა.
  • 1717 : ნიდერლანდები, ინგლისი და საფრანგეთი სამმაგ ალიანს ქმნიან.
  • 1762 : ინგლისმა ესპანეთსა და ნეაპოლს ომი გამოუცხადა.
  • 1831 : არსებობა შეწყვიტა სამხრეთ ამერიკაში მდებარე რიო-დე-ლა-პლატის გაერთიანებული პროვინციების სახელმწიფომ.
  • 1847 : სემუელ კოლტმა მისი პირველი რევოლვერი მიჰყიდა აშშ-ის მთავრობას.
  • 1865 : ნიუ-იორკის საფონდო ბირჟამ მისი პირველი მუდმივი შტაბ-ბინა გახსნა უოლ სტრიტზე ნიუ-იორკში.
  • 1867 : გაუქმდა სამეგრელოს სამთავრო.
  • 1896 : იუტა გახდა აშშ-ს 45-ე შტატი.
  • 1932 : ინდოეთში დააპატიმრეს მაჰათმა განდი.
  • 1936 : ჟურნალი ბილბორდი მის პირველ პოპ მუსიკის ჩარტს აქვეყნებს.
  • 1944 : მეორე მსოფლიო ომი : მონტე კასინოს ბრძოლა დაიწყო.
  • 1948 : ბირმა დიდი ბრიტანეთისგან დამოუკიდებელი ხდება.
  • 1951 : კორეის ომი : ჩინელების და ჩრდილოკორეელების ძალები სეულს იღებენ.
  • 1958 : სპუტნიკ-1 ორბიტიდან დედამიწაზე ჩამოვარდა.
  • 2004 : მიხეილ სააკაშვილი საქართველოს პრეზიდენტად აირჩიეს.
  • 2004 : ნასას მარსის როვერი, სპირიტი, წარმატებულად დაეშვა მარსზე 04:35 UTC.
  • 2009 : ერთკვირიანი საჰაერო დაბომბვის შემდეგ ისრაელის სახმელეთო ჯარები ღაზის სექტორში შევიდნენ.
  • 2010 : დუბაიში, არაბთა გაერთიანებული საამიროები, ოფიციალურად გაიხსნა მსოფლიოს უმაღლესი ნაგებობა ბურჯ-ხალიფა.
  • 2015 : არქეოლოგებმა ძველი ეგვიპტის V დინასტიის დღემდე უცნობი დედოფლის ხენტკაუს III-ის საფლავი აღმოაჩინეს.

ამ დღეს დაბადებულნი

  • 1341 : უოტ ტაილერი — ინგლისელი მოღვაწე.
  • 1643 : ისააკ ნიუტონი — ინგლისელი მეცნიერი.
  • 1710 : ჯოვანი ბატისტა პერგოლეზი — იტალიელი კომპოზიტორი
  • 1785 : იაკობ გრიმი — გერმანელი ფილოლოგი და ენათმეცნიერი.
  • 1809 : ლუი ბრაილი — ფრანგი პედაგოგი.
  • 1847  : ნიკო დადიანი — სამეგრელოს უკანასკნელი მთავარი
  • 1848 : კაცურა ტარო — იაპონიის სამგზის პრემიერ-მინისტრი.
  • 1870  : გეორგ ეშერიხი — გერმანელი პოლიტიკოსი
  • 1894  :თამარ ვახვახიშვილი — ქართველი კომპოზიტორი
  • 1899  : ოსკარ რივკინი — საბჭოთა პოლიტიკური მოღვაწე
  • 1905  : ივანე კახაძე — ქართველი გეოლოგი.
  • 1907 : უოლტერ დონალდსონი — შოტლანდიელი პროფესიონალი სნუკერისტი
  • 1927  : იური სიხარულიძე — ქართველი ისტორიკოსი
  • 1932  : გურამ ბედოშვილი — ქართველი მწერალი, პედაგოგი, ფილოლოგი.
  • 1933 : ილია II — საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი.
  • 1934  : ზურაბ წერეთელი — ქართველი მხატვარი
  • 1934 : რუდოლფ შუსტერი — სლოვაკი პოლიტიკური და სახელმწიფო მოღვაწე
  • 1948  : სისე მარიამ კაიდამა სიდიბე — მალის პოლიტიკური მოღვაწე
  • 1953 : ნორბერტო ალონსო — არგენტინელი ფეხბურთელი.
  • 1957: ვესნა ზმიიანაცი — მონტენეგროელი მუსიკოსი და მსახიობი.
  • 1963: მეი-ბრიტ მოსერი — ნორვეგიელი ნევროფიზიოლოგი და ნევროლოგი
  • 1963  : ტილ ლინდემანი — გერმანელი მუსიკოსი, მსახიობი და პოეტი
  • 1965  : ჯულია ორმონდი — ინგლისელი მსახიობი.
  • 1965  : ივან ატალი — ფრანგი მსახიობი და რეჟისორი
  • 1967 : იგორ შუვალოვი — რუსი პოლიტიკოსი და სახელმწიფო მოღვაწე.
  • 1973  : ნიკოლოზ გელაშვილი — ქართველი რეჟისორი, სცენარის ავტორი, ოპერატორი
  • 1986: ჯეიმზ მილნერი — ინგლისელი ფეხბურთელი
  • 1990 : ტონი კროოსი — გერმანელი ფეხბურთელი
  • 1994 : ნიკოლოზ ქირია — ქართველი ფეხბურთელი

ამ დღეს გარდაცვლილნი

  • 1960 : კამიუ, ალბერ — ფრანგი მწერალი
  • 1968 : ბერაძე, პანტელეიმონ — ქართველი ფილოლოგი
  • 1985 :არშბა, სოკრატ — აფხაზი ქირურგ-უროლოგი
  • 2015: პინო დანიელე — იტალიელი მომღერალი და მუსიკოსი

დღესასწაულები

  • მართლმადიდებელი ეკლესია აღნიშნავს შემდეგი წმინდანების ხსენების დღეს:
 
„დიდისა მოწამისა ანასტასიასი, მწვალებლობათა დამხსნელისა (დაახ. 304); მოწამეთა: ქრისოგონისა, თეოდოტიასი, ებოდისა, ევტიქიანესი და სხვათა (დაახ. 304).“
    • დიდმოწამე ანასტასია, ქრისოგონი, თეოდოტია, ევოდი, ევტიქიანე და სხვანი
  • აგრეთვე:
    • ბირმა : ბირმის კავშირის დღე (1948).
საზოგადოება
სურსათის უვნებლობის კამპანიას სკოლა-ლიცეუმი ლამპარი შეუერთდა

თბილისის საჯარო და კერძო სკოლებში 13-18 წლის მოზარდებისთვის სურსათის უვნებლობისა და სამომხმარებლო კულტურის შესახებ ცნობიერების ამაღლების კამპანია ახალ ფაზაში გადადის. ამჯერად, საგანმანათლებლო ვორქშოფების სერიას შპს სკოლა-ლიცეუმი ლამპარი შეუერთდა, სადაც მოსწავლეებისთვის სურსათის უვნებლობის საკითხებზე ინტერაქციული საინფორმაციო სესიები ჩატარდა.

შეხვედრამ მოზარდებში უდიდესი ინტერესი და ჩართულობა გამოიწვია. აღსანიშნავია, რომ სკოლის ადმინისტრაცია აქტიურად უჭერს მხარს სასწავლო პროცესში მსგავსი არაფორმალური განათლების კომპონენტების ინტეგრირებას, რაც მოსწავლეებს პრაქტიკული და ცხოვრებისეული უნარების განვითარებაში ეხმარება.

საგანმანათლებლო ვორქშოფების სერია ჩეხეთის განვითარების სააგენტოს (CzDA) მხარდაჭერით ტარდება.

პროექტის მასშტაბები და გეოგრაფია

სასწავლო პროგრამა, რომელიც სსიპ „გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის“ მიერ არის შემუშავებული და მხარდაჭერილია საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ, გასულ წელს პილოტურ რეჟიმში წარმატებით გამოიცადა თბილისის მე-2, მე-16, 32-ე, 173-ე, 143-ე, 117-ე საჯარო და ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლებში.

მოსწავლეთა და ადმინისტრაციის მხრიდან უდიდესი დაინტერესების გამო, პროექტი მიმდინარე წელსაც აქტიურად გრძელდება და მას ახალი საგანმანათლებლო დაწესებულებები უერთდებიან — სკოლა-ლიცეუმ „ლამპართან“ ერთად, სესიები ახლახან ინტერაქციული სამაგიდო თამაშების გამოყენებით №11 საჯარო სკოლაშიც ჩატარდა.

რას მოიცავს სასწავლო პროგრამა?

საგანმანათლებლო ფორმატი 90-წუთიან ინტერაქციულ ვორქშოფებს მოიცავს, რომლებიც მარტივად ერგება სკოლების სასწავლო ბადეს. შეხვედრებს სურსათის უვნებლობის სერტიფიცირებული ტრენერი და ექსპერტი — ვერიკო გულუა უძღვება. პროგრამა 5 პრიორიტეტულ მოდულს აერთიანებს:

  • სისტემური საფუძვლები: სურსათის უვნებლობა, უსაფრთხოება და ხარისხი;
  • პრაქტიკული ჰიგიენა: ჯანმოს (WHO) ხუთი გასაღების პრინციპი ყოველდღიურობაში;
  • მომხმარებლის უფლებები: სურსათის ეტიკეტი და მისი სწორი წაკითხვა;
  • ფარული კომპონენტები: საკვები დანამატები (E-ნომრები) და მოზარდის ჯანმრთელობა;
  • რისკების პრევენცია: სურსათისმიერი დაავადებები და მათგან თავდაცვა.

„სკოლებში ამ აქტივობის დანერგვა სტრატეგიულად ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რადგან იგი გრძელვადიან პერსპექტივაში ინფორმირებული და გაცნობიერებული საზოგადოების ჩამოყალიბებას ისახავს მიზნად,“ — აცხადებს სკოლა-ლიცეუმის დირექტორი ქალბატონი თამარ მანძულაშვილი.

სტრატეგიული მიდგომის ორმაგი ეფექტი:

  1. გაცნობიერებული მომხმარებელი: მოზარდები ადრეული ასაკიდანვე სწავლობენ სურსათის სწორად შერჩევას, ეტიკეტის კითხვასა და ყოველდღიურ ცხოვრებაში ჯანსაღი გადაწყვეტილებების მიღებას.
  2. ცოდნის გამავრცელებლები: ვორქშოფების შედეგად მიღებული ინფორმაციით, თავად მოსწავლეები ხდებიან ახალი ცოდნის „ამბასადორები“ საკუთარ სახლებში, ოჯახის წევრებსა და მეგობრების წრეში. ისინი მიღებულ პრაქტიკულ უნარებს უზიარებენ მშობლებსა და თანატოლებს, რაც მკვეთრად ზრდის სურსათის უვნებლობის კულტურას მთლიანად საზოგადოებაში.

 

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის