USD 2.7318
EUR 3.1203
RUB 3.4452
Тбилиси
4 დეკემბერი - ეს დღე ისტორიაში
дата:  849

4 დეკემბერი — გრიგორიანული კალენდრის 338-ე დღე (ნაკიან წლებში – 339-ე დღე). წლის ბოლომდე დარჩენილია 27 დღე.

დღის მოვლენები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • 771 : კარლომანის გარდაცვალების შემდეგ შარლემანი ფრანკთა სამეფოს ერთპიროვნული მმართველი გახდა.
  • 1110 : პირველი ჯვაროსნული ომი - ჯვაროსნები იღებენ სიდონს.
  • 1674 : ფრანგმა იეზუიტებმა ჩიკაგო დააფუძნეს.
  • 1791 : ობზერვერის, მსოფლიოში პირველი კვირის გაზეთი, პირველი გამოცემა გამოდის.
  • 1906 : „ალფა ფაი ალფა“ საძმო, პირველი კოლეჯთაშორისი ბერძნულ-ანბანოვანი საძმო დაფუძნდა აშშ-ში აფრიკული წარმოშობის მამაკაცთათვის, კორნელის უნივერსიტეტში.
  • 1943 : დიდი დეპრესია სრულდება აშშ-ში - უმუშევრობის დონის სწრაფი ვარდნით ომთან დაკავშირებული დასაქმის გამო, აშშ პრეზიდენტი ფრანკლინ რუზველტი ხურავს სამუშაოთა პროგრესის ადმინისტრაციას.
  • 1945 : უმრავლესობის კენჭისყრით სენატში, აშშ უერთდება გაეროს.
  • 1958 : ბენინი ხდება თვითმმართველობითი ქვეყანა ფრანგულ კოლონიებში.
  • 1971 : ინდოეთი პაკისტანს დაესხა თავს.
  • 1982 : ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა ამტკიცებს მის ამჟამიდელ კონსტიტუციას.
  • 1991 : აშშ-ის ავიაკომპანია პან-ამი წყვეტს არსებობას.
  • 2008 : ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ზურაბ ნოღაიდელმა ოპოზიციური პარტია „მოძრაობა სამართლიანი საქართველოსთვის“ ჩამოაყალიბა.
  • 2009 : ჰიფიკეპუნიე პოჰამბა ნამიბიის პრეზიდენტად აირჩიეს მეორე ვადით.
  • 2010 : კოტ-დ’ივუარის საკონსტიტუციო საბჭომ მოქმედი პრეზიდენტი ლორან გბაგბო გამოაცხადა კვირას გამართულ საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებულად. ერთი დღის წინ კი დამოუკიდებელმა საარჩევნო კომისიამ აღიარა ოპოზიციის ლიდერის, ალასან უატარას გამარჯვება.
  • 2013 : იუნესკომ ქვევრის ღვინის დაყენების ქართულ მეთოდს კულტურული მემკვიდრეობის არამატერიალური ძეგლის სტატუსი მიანიჭა.
  • 2016 : ალექსანდერ ვან დერ ბელენი ავსტრიის პრეზიდენტად აირჩიეს.
  • 2017 : იემენის ყოფილი პრეზიდენტი ალი აბდალა სალეჰი სანაში მიმდინარე ბრძოლის დროს ჰუსიტებმა მოკლეს.

ამ დღეს დაბადებულნი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

 
ნიკოლოზ ბარათაშვილი
  • 1817 : ბარათაშვილი, ნიკოლოზ — ქართველი პოეტი.
  • 1854 : აბაშიძე, ვასო — ქართველი მსახიობი.
  • 1866 : კანდინსკი, ვასილი — რუსი წარმოშობის ფრანგი აბსტრაქტული ფერმწერი (გ. 1944)
  • 1881 : ვიცლებენი, ერვინ ფონ — გერმანელი სამხედრო მოღვაწე
  • 1892 : ბეგიაშვილი, თედორე — ქართველი ფილოლოგი და პედაგოგი, ფოლკლორისტი
  • 1892 : ფრანკო, ფრანსისკო — ესპანელი დიქტატორი (გ. 1975)
  • 1895 : ფუნგ იუ-იანი — ჩინელი ფილოსოფოსი (გ. 1990)
  • 1903 : ვულრიჩი, კორნელ — ამერიკელი მწერალი (გ. 1968)
  • 1908 : ჰერში, ალფრედ — ამერიკელი ბაქტერიოლოგი და ნობელი პრემიის ლაურეატი (გ. 1997)
  • 1921 : დურბინი, დინა — კანადელი მსახიობი და მომღერალი
  • 1922 : ფილიპი, ჟერარ — ფრანგი მსახიობი (გ. 1959)
  • 1942 : ჯონსი, ჯემა — ბრიტანელი მსახიობი
  • 1942 : როჰ ტაე-ვუ — სამხრეთ-კორეის პრეზიდენტი
  • 1949 : ბრიჯესი, ჯეფ — ამერიკელი მსახიობი
  • 1963 : ბუბკა, სერგეი — უკრაინელი ჭოკითმხტომელი
  • 1964 : ტომეი, მარისა — ამერიკელი მსახიობი
  • 1969 : ჯეი-ზი (შონ კარტერი) — ამერიკელი რეპერი
  • 1972 : ტაილერი, ნიკი — ამერიკელი მსახიობი

ამ დღეს გარდაცვლილნი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • 1123 : ომარ ხაიამი — სპარსი პოეტი, ასტრონომი, მათემატიკოსი და ფილოსოფოსი (დ. 1048)
  • 1576 : რეტიკუსი — ავსტრიელი მათემატიკოსო (დ. 1514)
  • 1679 : ტომას ჰობზი — ინგლისელი ფილოსოფოსი (დ. 1588)
  • 1696 : მეიშო — იაპონიის დედოფალი (დ. 1624)
  • 1732 : ჯონ გეი — ბრიტანელი თეატრალური სცენარისტი (დ. 1685)
  • 1926 : ივანა კობილკა — სლოვენიელი ფერმწერი (დ. 1861)
  • 1933 : შტეფან გეორგი — გერმანელი პოეტი (დ. 1868)
  • 1935 : შარლ რობე რიშე — ფრანგი ფიზიოლოგი და ნობელი პრემიის ლაურეატი (დ. 1850)
  • 1945 : ტომას ჰარტ მორგანი — ამერიკელი გენეტიკოსი და ნობელის პრემიის ლაურეატი (დ. 1866)
  • 1993 : ფრენკ ზაპა — ამერიკელი მუსიკოსი, კომპოზიტორი (დ. 1940)
  • 1984 : დიმიტრი ალექსიძე — ქართველი რეჟისორი, პედაგოგი და თეატრალური მოღვაწე.
  • 2009 : ვიაჩესლავ ტიხონოვი — საბჭოთა ეპოქის რუსი მსახიობი (დ. 1928).

დღესასწაულები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • მართლმადიდებელი ეკლესია აღნიშნავს:
    • ტაძრად მიყვანება ყოვლადწმიდა ღვთისმშობელისა და მარადის ქალწულისა მარიამისა

იხილეთ აგრეთვე

Тбилиси
თბილისის ქუჩები რომელთაც 6 ივნისს დენი გაეთიშებათ

სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო 6 ივნისს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

მთაწმინდის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ბაშალეიშვილის, გოგებაშვილის, პეტრიაშვილის, რჩეულიშვილის, თერგის, გალის და შანიძის ქუჩების მოსახლეობას. 

ისნის რაიონი 

ქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კახეთის გზატკეცილის, მეტრომშენის დასახლების (ნაწილობრივ), ნავთლუღის დასახლების, ვაზისუბნის დასახლების (ნაწილობრივ), ბუკისციხის, აშშ პრეზიდენტ ჯორჯ ბუშის, კონსტანტინე ამირაჯიბის, ხაჩატურიანის, ეკატერინე მელიქიშვილის, ალექსანდრე თანდაშვილის, კოტე ბაქრაძის, მიქელაძის, ჩოჩუას, ნავთლუღის, კალანდაძის, არველაძის, აფანასიევის, ხარაბაძის, ტოლენჯის, ყარყარაშვილის, ზურაბ ბეგიაშვილის, სვიმონ კლდიაშვილის, თემურ ქევხიშვილის, ანდღულაძის, წალენჯიხის, თოლენჯის, ქობულაძის, ნანეიშვილის, გელა მებაღიშვილის, ონიანის, დურმიშიძის, ვასილ კოპცოვის, კონსტანტინე ანდრონიკაშვილის, გიორგი ანწუხელიძის, ნოე ხომერიკის, გუჯარეთის, შერვაშიძის, ყვარლის, კაკაბეთის, მესხეთის, მათიაშვილის, ოლღა გურამიშვილი-ნიკოლაძის, ალექსანდრე ჯანელიძის და ელისაბედ ორბელიანის ქუჩების მოსახლეობას.   

 

более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати