USD 2.6985
EUR 3.1640
RUB 3.3855
თბილისი
4 აპრილი - ეს დღე ისტორიაში
თარიღი:  1452

4 აპრილი — გრიგორიანული კალენდრის მე-94 დღე (ნაკიან წლებში – 95-ე დღე). წლის ბოლომდე დარჩენილია 271 დღე.

დღის მოვლენები

 
  • 1814 : ნაპოლეონ I ტახტიდან გადადგა.
  • 1841 : უილიამ ჰარისონი აშშ-ის მე-9 პრეზიდენტი გახდა.
  • 1945 : საბჭოთა არმიამ დაასრულა უნგრეთის განთავისუფლება.
  • 1949 : ვაშინგტონში ხელი მოეწერა ჩრდილოატლანტიკურ შეთანხმებას ნატოს შექმნის შესახებ.
  • 1960 : გამოცხადდა სენეგალის დამოუკიდებლობა საფრანგეთისაგან.
  • 1968 : აშშ-ში გაშვებულ იქნა კოსმოსური ხომალდი „აპოლონ 6“.
  • 1968 : მემფისში რასისტების ხელით მოკლულ იქნა მარტინ ლუთერ კინგი.
  • 1975 : ბილ გეიტსმა და პოლ ალენმა ნიუ-მექსიკოს შტატის ქალაქ ალბუკერკეში, კომპანია Microsoft-ი დააფუძნეს.

ამ დღეს დაბადებულნი

  • 186 : კარაკალა — რომის იმპერატორი
  • 1738 : ჯორჯ III — დიდი ბრიტანეთის მეფე
  • 1817 : მასენა, ანდრე — ფრანგი სახელმწიფო და სამხედრო მოღვაწე
  • 1818 : ტომას მაინ რიდი — ირლანდიელი მწერალი და საზოგადო მოღვაწე
  • 1868 : ანდრია ბენაშვილი — ქართველი სამხედრო და საზოგადო მოღვაწე
  • 1899 : ბადრიძე, დავით — ქართველი მომღერალი
  • 1932 : ტარკოვსკი, ანდრეი — რუსი კინორეჟისორი
  • 1932 : პენკინსი, ენტონი — მსახიობი
  • 1965 : რობერტ დაუნი უმცროსი — მსახიობი

ამ დღეს გარდაცვლილნი

  • 1617 : ნეიპირი, ჯონ — შოტლანდიელი მათემატიკოსი
  • 1817 : ანდრე მასენა — საფრანგეთის მარშალი
  • 1841 : ჰარისონი, უილიამ ჰენრი — აშშ-ის პრეზიდენტი
  • 1929 : ბენცი, კარლ — გერმანელი ინჟინერი
  • 1933 : ჯაბადარი, ალექსანდრე — ქართველი საზოგადო მოღვაწე
  • 1991 : ფრიში, მაქს — შვეიცარიელი მწერალი
  • 2019 : გიორგი დანელია — ქართველი და რუსი კინორეჟისორი

დღესასწაულები

  • მართლმადიდებელი ეკლესია აღნიშნავს შემდეგი წმინდანების ხსენების დღეს:
    • ბასილი ანკვირიელი
    • წმინდა დროსიდა
    • ისააკ მონაზონი

 

  • აგრეთვე:
    • დანია : დედოფლის დაბადების დღე (1940)
    • უნგრეთი : განთავისუფლების დღე (1945)
    • სენეგალი : დამოუკიდებლობის დღე (1960)
თბილისი
თბილისის მთავარი ნაძვის ხე დღეს საზეიმოდ აინთება, ასევე გაიხსნება „საახალწლო სოფელი“

დღეს, 20:00 საათზე, პირველი რესპუბლიკის მოედანზე, ცენტრალური ნაძვის ხე აინთება და „საახალწლო სოფელი“ გაიხსნება. ასევე, დედაქალაქის მასშტაბით აინთება ილუმინაციებიც, - ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

„მოეწყობა თეატრალიზებული მუსიკალური წარმოდგენა, აკრობატული და საცეკვაო ნომრები. გათამაშდება ოსკარ უაილდის ცნობილი ზღაპრის „ვარსკვლავბიჭუნას“ ფინალური სცენა.

ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ: თბილისის მერიის ტანვარჯიშის განვითარების სპორტული ცენტრი, მეკო კვაჭანტირაძის საბალეტო სტუდია, დათო ფოცხიშვილის ანსამბლი „მეტეხი“, დავით ევგენიძე და „რანინა“, მსახიობები - ქეთი ხიტირი და ივანე იანტბელიძე, წამყვანები - ლევან ხურცია და მანიკა ასათიანი. წარმოდგენის დამდგმელი რეჟისორი ნიკოლოზ ჰაინე-შველიძე. ღონისძიების კონცეფცია აგებულია დედაქალაქის საახალწლო სლოგანზე „სიკეთით სავსე ქალაქი“.

რაც შეეხება „საახალწლო სოფელში“ დაგეგმილ ღონისძიებებს, 12 დეკემბრიდან 7 იანვრის ჩათვლით, პირველი რესპუბლიკის მოედანზე დეკორაციებით და ინსტალაციებით მორთულ ტერიტორიაზე ყოველდღიურად გასტრონომიული და სამეწარმეო მარკეტი გიმასპინძლებთ. აქვე გაიმართება მუსიკალური ბენდების და საესტრადო შემსრულებლების კონცერტები. მოეწყობა გამოფენა-გაყიდვა, საშობაო ბაზარი, კულინარიული მასტერკლასები, თეატრალიზებული წარმოდგენა-პერფორმანსები, ღია კინოთეატრი, კანგო, ზუმბა და ცეკვის კარაოკე. ასევე, საბავშვო თემატური სივრცეები, ვორქშოფები, კონცერტები და სხვა საბავშვო გასართობი აქტივობები.

„საახალწლო სოფელში“ განთავსდება საციგურაო ყინულის მოედანი, ატრაქციონების პარკი, საახალწლო ქალაქის მატარებელი და, რა თქმა უნდა, სანტას სახლი, რომელშიც სანტა ელფებთან ერთად გიმასპინძლებთ!

„საახალწლო სოფელი“, საზეიმო ღონისძიებით, 7 იანვარს, შობის დღესასწაულზე დაიხურება, ყინულის მოედანი და დედაქალაქის მთავარი ნაძის ხე კი 14 იანვრის ჩათვლით იქნება განთავსებული“, - ნათქვამია მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

სრულად
გამოკითხვა
სხვათა შორის