4 აპრილი — გრიგორიანული კალენდრის მე-94 დღე (ნაკიან წლებში – 95-ე დღე). წლის ბოლომდე დარჩენილია 271 დღე.
დღის მოვლენები
1814 : ნაპოლეონ I ტახტიდან გადადგა.
1841 : უილიამ ჰარისონი აშშ-ის მე-9 პრეზიდენტი გახდა.
1945 : საბჭოთა არმიამ დაასრულა უნგრეთის განთავისუფლება.
1949 : ვაშინგტონში ხელი მოეწერა ჩრდილოატლანტიკურ შეთანხმებას ნატოს შექმნის შესახებ.
1960 : გამოცხადდა სენეგალის დამოუკიდებლობა საფრანგეთისაგან.
1968 : აშშ-ში გაშვებულ იქნა კოსმოსური ხომალდი „აპოლონ 6“.
1968 : მემფისში რასისტების ხელით მოკლულ იქნა მარტინ ლუთერ კინგი.
1975 : ბილ გეიტსმა და პოლ ალენმა ნიუ-მექსიკოს შტატის ქალაქ ალბუკერკეში, კომპანია Microsoft-ი დააფუძნეს.
2023 : ფინეთი ნატოს 31-ე წევრი გახდა.
ამ დღეს დაბადებულნი
186 : კარაკალა — რომის იმპერატორი
1738 : ჯორჯ III — დიდი ბრიტანეთის მეფე
1817 : მასენა, ანდრე — ფრანგი სახელმწიფო და სამხედრო მოღვაწე
1818 : ტომას მაინ რიდი — ირლანდიელი მწერალი და საზოგადო მოღვაწე
1868 : ანდრია ბენაშვილი — ქართველი სამხედრო და საზოგადო მოღვაწე
1899 : ბადრიძე, დავით — ქართველი მომღერალი
1932 : ტარკოვსკი, ანდრეი — რუსი კინორეჟისორი
1932 : პენკინსი, ენტონი — მსახიობი
1965 : რობერტ დაუნი უმცროსი — მსახიობი
ამ დღეს გარდაცვლილნი
1617 : ნეიპირი, ჯონ — შოტლანდიელი მათემატიკოსი
1817 : ანდრე მასენა — საფრანგეთის მარშალი
1841 : ჰარისონი, უილიამ ჰენრი — აშშ-ის პრეზიდენტი
1929 : ბენცი, კარლ — გერმანელი ინჟინერი
1933 : ჯაბადარი, ალექსანდრე — ქართველი საზოგადო მოღვაწე
1991 : ფრიში, მაქს — შვეიცარიელი მწერალი
2019 : გიორგი დანელია — ქართველი და რუსი კინორეჟისორი
დღესასწაულები
მართლმადიდებელი ეკლესია აღნიშნავს შემდეგი წმინდანების ხსენების დღეს:
ბასილი ანკვირიელი
წმინდა დროსიდა
ისააკ მონაზონი
აგრეთვე:
დანია : დედოფლის დაბადების დღე (1940)
უნგრეთი : განთავისუფლების დღე (1945)
სენეგალი : დამოუკიდებლობის დღე (1960)