USD 2.6732
EUR 3.1124
RUB 3.7466
Тбилиси
36 ქვეყანა მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, გაიწვიოს “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი
дата:  

ჟენევაში გაეროს ოფისსა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებში 36 ქვეყნის მუდმივი წარმომადგენლობა საქართველოს მთავრობას “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ გაწვევისკენ მოუწოდებს. ამის შესახებ წარმომადგენლობების ერთობლივ განცხადებაში წერია, რომელსაც ჟენევაში ლიეტუვის მუდმივი მისია X-ზე ავრცელებს. განცხადების ავტორები საქართველოს მთავრობას კანონის გაუქმებასთან ერთად მომიტინგეების დაშინების შეწყვეტისკენ და სამოქალაქო საზოგადოების, შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების დაცვისკენ მოუწოდებენ.

“ვეხმაურებით უმაღლესი კომისრის მიერ მის გლობალურ ანგარიშში გაჟღერებულ შეშფოთებას საქართველოში ბოლო დროს მიმდინარე მოვლენებთან, განსაკუთრებით ე.წ. “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონთან დაკავშირებით. ეს კანონი საქართველოში სამოქალაქო საზოგადოებისთვის, ადამიანის უფლებებისთვის და კანონის უზენაესობისთვის სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს.

კანონი გამიზნულია, რომ შემაკავებელი ეფექტი ჰქონდეს მედიასაშუალებების, უფლებადამცველების და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების საქმიანობაზე, იმ მიზნით, რომ მათი ხმები ჩაახშოს.

კანონი ქართველი ხალხის დიდი ნაწილის წუხილის უგულებელყოფით და საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან კანონპროექტის წინ წაწევისგან თავშეკავების არაერთი მოწოდების, მათ შორის, ვენეციის კომისიის დეტალური იურიდიული არგუმენტების მიუხედავად იქნა მიღებული.

საქართველოს მთავრობას მოვუწოდებთ, გაიწვიოს “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონი, დაასრულოს დაშინების კამპანია მათ წინააღმდეგ, ვინც ამ კანონს ეწინააღმდეგება და დაიცვას გამოხატვის, შეკრებისა და მშვიდობიანი შეკრების თავისუფლება.

სამოქალაქო საზოგადოება დემოკრატიების ხერხემალია, რომელიც ანგარიშვალდებულების, ნამდვილი გამჭვირვალობისა და მავნე გავლენებისგან გამძლეობის უზრუნველყოფაში ეხმარება.

მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, მთლიანად შეწყვიტოს და გამჭვირვალედ გამოიძიოს მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალის გამოყენების ყველა აქტი, რომლებიც კანონს ეწინააღმდეგებიან, განახორციელოს შესაბამისი ქმედებები, რათა უზრუნველყოს დემონსტრანტების, სამოქალაქო საზოგადოების ან ოპოზიციონერი აქტივისტების, ჟურნალისტებისა და სხვა მედია მუშაკების უსაფრთხოება და თავი შეიკავოს რიტორიკისგან, რომელსაც ქვეყანაში უკიდურესი პოლარიზაციის კიდევ უფრო გამწვავება შეუძლია. სამოქალაქო საზოგადოების ლიდერებისა და სხვების წინააღმდეგ ცილისწამების, დაშინებისა და ფიზიკური ძალადობის ორკესტრირებული კამპანია მიუღებელია და უნდა შეწყდეს”, - ნათქვამია 36 ქვეყნის ერთობლივ განცხადებაში.

განცხადებას ხელს შემდეგი ქვეყნები აწერენ:

  1. ალბანეთი
  2. ავსტრია
  3. ბელგია
  4. ბულგარეთი
  5. კანადა
  6. ხორვატია
  7. კვიპროსი
  8. ჩეხეთის რესპუბლიკა
  9. დანია
  10. ესტონეთი
  11. ფინეთი
  12. საფრანგეთი
  13. გერმანია
  14. საბერძნეთი
  15. ისლანდია
  16. ირლანდია
  17. იტალია
  18. ლატვია
  19. ლიხტენშტეინი
  20. ლიტვა
  21. ლუქსემბურგი
  22. მალტა
  23. მონაკო
  24. მონტენეგრო
  25. ნიდერლანდები
  26. ნორვეგია
  27. პოლონეთი
  28. პორტუგალია
  29. რუმინეთი
  30. სლოვენია
  31. ესპანეთი
  32. შვედეთი
  33. შვეიცარია
  34. უკრაინა
  35. გაერთიანებული სამეფო
  36. აშშ
общество
ოჯახებს, რომელთა ყოველთვიური შემოსავალი 1250 ლარზე მეტია, სოციალურად დაუცველთა ბაზიდან ამოიღებენ

სოციალურად დაუცველთა ერთიანი ბაზიდან ამოირიცხებიან ის ოჯახები, რომელთა ყოველთვიური შემოსავალი 1250 ლარზე მეტია.

აღნიშნულის შესახებ დადგენილება საქართველოს მთავრობამ მიიღო და მას ხელი საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ 7 მაისს მოაწერა.

„თუ მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებული ოჯახის მიერ ხელფასის სახით მიღებული დასაბეგრი შემოსავალი საანგარიშო თვის წინა 3 თვის განმავლობაში, სსიპ − შემოსავლების სამსახურის მიერ მოწოდებული მონაცემების მიხედვით, ოჯახის ერთ წევრზე გაანგარიშებით, ყოველთვიურად ტოლია ან მეტია 1 250 ლარზე, ოჯახს შეუწყდება მონაცემთა ბაზაში რეგისტრაცია სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების გარეშე”,- ნათქვამია „ქვეყანაში სიღატაკის დონის შემცირებისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილებაში.

более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати