USD 2.6899
EUR 3.1499
RUB 3.5640
თბილისი
32 წლის წინათ სომხეთის ქალაქ სპიტაკში დამანგრეველი მიწისძვრა მოხდა
თარიღი:  3024
32 წლის წინათ 1988 წლის 7 დეკემბერს სომხეთის ქალაქ სპიტაკში მოხდა 8.0-10.0 ბალიანი (რიხტერის სკალა) მიწისძვრა.

მიწისძვრის შედეგად დაიღუპა 25 ათასი ადამიანი, 140 ათასი დაინვალიდდა. 500 ათასი ადამიანი დარჩა თავშესაფრის გარეშე.

მიწისძვრამ მთლიანად გაანადგურა ქალაქი სპიტაკი, სადაც დაახლოებით 17 ათასი ადამიანი ცხოვრობდა, და მასთან ერთად 58 სოფელი. განადგურდა სომხეთის სიდიდით მეორე ქალაქის ლენინაკანის (ახლა გიუმრი) 80%. საერთოდ დაინგრა სტეფანავანი, კიროვაკანი (ახლა ვანაძორი) და კიდევ დაახლოებით 300 დასახლებული პუნქტი.

მიწისძვრამ 16.2 მილიარდი დოლარის ზარალი გამოიწვია. დაღუპულების გარდა, დაახლოებით 19 ათასი ადამიანი დაშავდა, ხოლო 500 ათასი ადამიანი უსახლკაროდ დარჩა.

საერთო ჯამში, მიწისძვრამ სომხეთის მთელი ტერიტორიის 40% მოიცვა. მოვლენის ზონაში მოხვდა დაახლოებით 970 ათასი ადამიანი. ავარიის რისკის გამო მუშაობა შეწყვიტა სომხეთის ატომურმა ელექტროსადგურმა.

სამაშველო სამუშაოებში, გარდა მოხალისეებისა, მონაწილეობდა 20 ათასზე მეტი ჯარისკაცი და ოფიცერი, ნანგრევების გასატანად გამოიყენებოდა 3 ათას ერთეულზე მეტი სამხედრო ტექნიკა. მთელ საბჭოთა კავშირში აქტიურად მიმდინარეობდა ჰუმანიტარული დახმარების მოძიება.

მიწისძვრით განადგურებულ ქალაქში ერთ-ერთი პირველები უკრაინელი და ქართველი მაშველები ჩავიდნენ.

გაგახსენებთ რას წერდა 1988 წლის დეკემბერში მუხრან მაჭავარიანი:“მსოფლიო შეატორტმანა სომხეთში დატრიალებულმა ცოდვამ. დედამიწის ყოველი მხრიდან ელვის უსწრაფესად დაიძრა თანაგრძნობის ნიაღვარი.. დავრწმუნდი: კაცობრიობის მკერდში, თურმე, ჯერ კიდევ ძგერს ადამიანის გული! თურმე, ჯერ კიდევ არ აღმოფხვრილა ადამიანში ადამიანურობა! სხვა ერთა მიერ სხვა ერის ტკივილის ასეთი სიღრმით განცდა, მართალია დახოცილებს მკვდრეთით ვეღარ აღადგენს, მაგრამ იმის უტყუარი საბუთი კია, რომ დედამიწაზე არც ერთი ერი მარტო არაა!“

„ჩვენ მეორე დღესვე სპიტაკში ვიყავით. მაშინ საქართველოს მთებში საკონტროლო-სამაშველო სამსახურში ვმუშაობდი.“ – იხსენებს უკრაინელი მაშველი ალექსანდრ კუდრინი და განაგრძობს: „თავდაუზოგავად ვმუშაობდით, მაგრამ ცოცხლად გადარჩენილების პოვნის შანსი მცირე იყო. საცხოვრებელი სახლების ადგილას ნანგრევები იყო. ყოველ ნახევარ საათში ვაცხადებდით წუთიერ დუმილს და ვაჩერებდით ტექნიკას, იქნებ გაგვეგო ძახილი ნანგრევებიდან. ჩვენს ჯგუფში სპელეოლოგები და ალპინისტები ვმუშაობდით. ყველას დიდი გამოცდილება გვქონდა. ამას გარდა იყო ბევრი მოხალისე. მიწისძვრით დაზარალებულების დასახმარებლად სომხეთში ბევრი ჩავიდა უკრაინიდან, საქართველოდან და საბჭოთა კავშირის სხვა რესპუბლიკებიდან.“

მსოფლიო
ვოლოდიმირ ზელენსკი ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტზე დასასწრებად ერევანში ჩავიდა

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტზე დასასწრებად სომხეთის დედაქალაქ ერევანში ჩავიდა, - ინფორმაციას უკრაინული მედია პრეზიდენტის პრესსპიკერზე სერგეი ნიკიფოროვზე დაყრდნობით ავრცელებს.

ნიკიფოროვის განცხადებით, იგეგმება უკრაინის პრეზიდენტის შეხვედრა ნორვეგიის, ფინეთის, გაერთიანებული სამეფოს და ჩეხეთის პრემიერ-მინისტრებთან.

პრეზიდენტის პრესსპიკერის თქმით, სამიტი ორდღიანია და შესაბამისად, ორმხრივი და მრავალმხრივი შეხვედრები ღონისძიების მეორე დღესაც გაგრძელდება.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის