USD 2.6978
EUR 3.1726
RUB 3.3979
თბილისი
3100 უბნის მიხედვით, „ქართული ოცნების“ მხარდაჭერა 54.086%-ს შეადგენს
თარიღი:  691

ცესკო-ს წინასწარი შედეგების მიხედვით, საპარლამენტო არჩევნებში “ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ 54.086%-ით (1 117 480 ხმა) ლიდერობს.

როგორც გიორგი კალანდარიშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, 3111 უბნიდან, ამ დროისთვის დათვლილია 3100 უბანი, რაც უბნების რაოდენობის 99.646%-ს შეადგენს.

„ამ დროისთვის 3111 საარჩევნო უბნიდან დათვლილია 3100 საარჩევნო უბნის შედეგი. დარჩენილი 11-იდან 9 უცხოეთის საარჩევნო უბანია, საიდანაც ველოდებით შედეგების გამოგზავნას. ორი საარჩევნო უბნიდან, ერთი არის მარნეულის შემთხვევა, სადაც გაუქმდა პროცესი. მეორე კი დუშეთის შემთხვევა, საიდანაც ამ ეტაპისთვის არ არის ოქმი მიღებული“,- განაცხადა კალანდარიშვილმა.

რაც შეეხება სხვა პოლიტიკური სუბიექტების შედეგებს, შედეგების მიხედვით მეორე ადგილზეა „კოალიცია ცვლილებისთვის - გვარამია, მელია, გირჩი, დროა“, რომელმაც 10.923 % (225 680 ხმა) მიიღო.

„ერთიანობა - ნაციონალურმა მოძრაობამ“ - 10.122% (209 137 ხმა) მოიპოვა;

„ძლიერი საქართველო - ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის“ - 8.781 % (181 424 ხმა) აქვს; პარტიას „გახარია საქართველოსთვის“ კი - 7.761% (160 354 ხმა).

თბილისი
ნაძალადევის რაიონში მდებარე საჯარო სკოლებში ინფრასტრუქტურული სამუშაოები აქტიურად ხორციელდება

N190 საჯარო სკოლაში მიმდინარე შიდა სარემონტო სამუშაოები დასკვნით ეტაპზეა

ამჯერად, ლოტკინის დასახლებაში, 190-ე საჯარო სკოლაში რამდენიმე პროექტი განხორციელდა. 2 700 კვ.მ ფართობზე შეიცვალა შენობის სახურავი, 3 600 კვ.მ ფართობზე კი დაიგო ასფალტის საფარი. ამ ეტაპზე საგანმანათლებლო დაწესებულებაში შიდა სარემონტო სამუშაოები სრულდება.
შესრულებულ და მიმდინარე სამუშაოებს ნაძალადევის რაიონის გამგებელი ირაკლი ანდღულაძე საკრებულოს დეპუტატ დავით ჭელიძესთან და სკოლის დირექციასთან ერთად გაეცნო.

ინფრასტრუქტურული სამუშაოები ნაძალადევის რაიონის გამგეობის დაფინანსებით ხორციელდება, რისთვისაც ბიუჯეტში, ჯამში, 492 500 ლარია გათვალისწინებული.

სრულად
გამოკითხვა
სხვათა შორის