USD 2.6593
EUR 3.0723
RUB 3.6969
Tbilisi
31 ოქტომბერი - ეს დღე ისტორიაში
Date:  558

31 ოქტომბერი — გრიგორიანული კალენდრის 304-ე დღე (ნაკიან წლებში – 305-ე დღე). წლის ბოლომდე დარჩენილია 61 დღე.

დღის მოვლენები

475 : რომულუს ავგუსტულუსი რომის იმპერატორად გამოცხადდა.

1517 : პროტესტანტული რეფორმაცია - მარტინ ლუთერი თავის 95 თეზისს ვიტენბერგის ეკლესიის კარზე აქვეყნებს.

1864 : ნევადა აშშ-ის 36-ე შტატი გახდა.

1876 : ტროპიკულმა ციკლონმა ინდოეთში 200 000 ადამიანი იმსხვერპლა.

1892 : ართურ კონან დოილი აქვეყნებს შერლოკ ჰოლმზის თავგადასავლებს.

1922 : 39 წლის ასაკში ბენიტო მუსოლინი იტალიის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა პრემიერი გახდა.

1925 : ირანში ოფიციალურად შეიცვალა ყაჯარების დინასტია ფეჰლევიანების დინასტიით.

1940 : მეორე მსოფლიო ომი - ბრიტანეთის ბრძოლა დასრულდა - გაერთიანებულმა სამეფომ გერმანიის ბრიტანეთში შეჭრა აღკვეთა.

1941 : 14 წლის მუშაობის შემდეგ მაუნ რაშმორის კვეთა დასრულდა.

1954 : ალჟირის ომი დამოუკიდებლობისთვის - ალჟირის ეროვნულ-განმათავისუფლებელი ფრონტი საფრანგეთის მმართველობის წინააღმდეგ აჯანყდა.

1956 : სუეცის კრიზისი - დიდი ბრიტანეთი და საფრანგეთი ეგვიპტის დაბომბვას იწყებენ, სუეცის არხის გახსნის იძულებისთვის.

1961 : იოსებ სტალინის ცხედარი ლენინის მავზოლეუმიდან გამოიტანეს.

1984 : ინდოეთის პრემიერ-მინისტრი ინდირა განდი მოკლა ორმა სიქხმა დაცვის თანამშრომელმა (ნიუ-დელიში დაწყებული არეულობის შედეგად მოგვიანებით 2000 უდანაშაულო სიქხი დაიღუპა).

2010 : მუშათა პარტიის კანდიდატი დილმა რუსეფი ბრაზილიის პირველი ქალი პრეზიდენტი გახდა.

2011 : იუნესკო გაეროს პირველი სააგენტოა, რომელმაც პალესტინას წევრის სტატუსი მიანიჭა.

2014 : ბურკინა-ფასოს პრეზიდენტი ბლეზ კომპაორე აჯანყების შედეგად დაამხეს.

2015 : ეგვიპტეში, სინის ნახევარკუნძულზე ლაინერი Airbus A320-ის ჩამოვარდა, რის შედეგად ბორტზე მყოფი 224 ადამიანი დაიღუპა.

ახალი ზელანდია 2015 წლის რაგბის მსოფლიო ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა.

2018 : ინდოეთში მსოფლიოში ყველაზე მაღალი ძეგლის, ერთიანობის ქანდაკების დამონტაჟება დასრულდა.

2020 : საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა.

ამ დღეს დაბადებულნი

1345 : ფერნანდუ I — პორტუგალიის მეფე

1391 : დუარტე I — პორტუგალიის მეფე

1421 : ვლადისლაუს I — პოლონეთის მეფე

1705 : კლიმენტ XIV — რომის პაპი

1821 : ჰავლიჩეკ-ბოროვსკი, კარელ — ჩეხი პოეტი, პუბლიცისტი

1835 : ბაიერი, ადოლფ ფონ — გერმანელი ქიმიკოსი

1872 : თუმანიშვილი, გიორგი — ქართველი ინჟინერი

1887 : ჩან კაი-ში — ჩინეთის პოლიტიკური ლიდერი

1892 : ალიოხინი, ალექსანდრე — რუსი მოჭადრაკე

1902 : ბათიაშვილი, ირაკლი — ქართველი ენტომოლოგი

1922 : ნოროდომ სიჰანოუკი — სინგაპურის მეფე

1925 : პოპლი, ჯონ ანტონი — ინგლისელი ქიმიკოსი

1961 : მულენი, ლარი — ირლანდიელი მუსიკოსი (U2)

1964 : ვან ბასტენი, მარკო — ნიდერლანდელი სპორტსმენი

ამ დღეს გარდაცვლილნი

1214 : ელეანორა ინგლისელი — ალფონსო VIII-ს მეუღლე, კასტილიის დედოფალი

1448 : იოანე VIII პალეოლოგი — ბიზანტიის იმპერატორი

1517 : ფრა ბარტოლომეო — იტალიელი მხატვარი

1723 : კოსიმო III მედიჩი — ტოსკანის ჰერცოგი

1732 : ვიქტორ-ამადეუს II — სავოის მეფე

1926 : ჰუდინი, ჰარი — ამერიკელი ილუზიონისტი

1984 : განდი, ინდირა — ინდოეთის პრემიერ-მინისტრი

1993 : ფედერიკო ფელინი — იტალიელი კინორეჟისორი

2020 : შონ კონერი — შოტლანდიელი მსახიობი

დღესასწაულები

მართლმადიდებელი ეკლესია აღნიშნავს შემდეგი წმინდანების ხსენების დღეს:

ლუკა მახარებელი

წმინდა მარინი

ღირსი იულიანე

იოსებ ვოლოცკელი

society
სურსათის უვნებლობის კამპანიას სკოლა-ლიცეუმი „ლამპარი“ შეუერთდა

თბილისის საჯარო და კერძო სკოლებში 13-18 წლის მოზარდებისთვის სურსათის უვნებლობისა და სამომხმარებლო კულტურის შესახებ ცნობიერების ამაღლების კამპანია ახალ ფაზაში გადადის. ამჯერად, საგანმანათლებლო ვორქშოფების სერიას შპს სკოლა-ლიცეუმი „ლამპარი“ შეუერთდა, სადაც მოსწავლეებისთვის სურსათის უვნებლობის საკითხებზე ინტერაქციული საინფორმაციო სესიები ჩატარდა.

შეხვედრამ მოზარდებში უდიდესი ინტერესი და ჩართულობა გამოიწვია. აღსანიშნავია, რომ „ლამპარის“ სკოლის ადმინისტრაცია აქტიურად უჭერს მხარს სასწავლო პროცესში მსგავსი არაფორმალური განათლების კომპონენტების ინტეგრირებას, რაც მოსწავლეებს პრაქტიკული და ცხოვრებისეული უნარების განვითარებაში ეხმარება.

საგანმანათლებლო ვორქშოფების სერია ჩეხეთის განვითარების სააგენტოს (CzDA) მხარდაჭერით ტარდება.

პროექტის მასშტაბები და გეოგრაფია

სასწავლო პროგრამა, რომელიც სსიპ „გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის“ მიერ არის შემუშავებული და მხარდაჭერილია საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ, გასულ წელს პილოტურ რეჟიმში წარმატებით გამოიცადა თბილისის მე-2, მე-16, 32-ე, 173-ე, 143-ე, 117-ე საჯარო და ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლებში.

მოსწავლეთა და ადმინისტრაციის მხრიდან უდიდესი დაინტერესების გამო, პროექტი მიმდინარე წელსაც აქტიურად გრძელდება და მას ახალი საგანმანათლებლო დაწესებულებები უერთდებიან — სკოლა-ლიცეუმ „ლამპართან“ ერთად, სესიები ახლახან ინტერაქციული სამაგიდო თამაშების გამოყენებით №11 საჯარო სკოლაშიც ჩატარდა.

რას მოიცავს სასწავლო პროგრამა?

საგანმანათლებლო ფორმატი 90-წუთიან ინტერაქციულ ვორქშოფებს მოიცავს, რომლებიც მარტივად ერგება სკოლების სასწავლო ბადეს. შეხვედრებს სურსათის უვნებლობის სერტიფიცირებული ტრენერი და ექსპერტი — ვერიკო გულუა უძღვება. პროგრამა 5 პრიორიტეტულ მოდულს აერთიანებს:

  • სისტემური საფუძვლები: სურსათის უვნებლობა, უსაფრთხოება და ხარისხი;
  • პრაქტიკული ჰიგიენა: ჯანმოს (WHO) ხუთი გასაღების პრინციპი ყოველდღიურობაში;
  • მომხმარებლის უფლებები: სურსათის ეტიკეტი და მისი სწორი წაკითხვა;
  • ფარული კომპონენტები: საკვები დანამატები (E-ნომრები) და მოზარდის ჯანმრთელობა;
  • რისკების პრევენცია: სურსათისმიერი დაავადებები და მათგან თავდაცვა.

„სკოლებში ამ აქტივობის დანერგვა სტრატეგიულად ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რადგან იგი გრძელვადიან პერსპექტივაში ინფორმირებული და გაცნობიერებული საზოგადოების ჩამოყალიბებას ისახავს მიზნად,“ — აცხადებენ სკოლა-ლიცეუმის დირექციაში.

სტრატეგიული მიდგომის ორმაგი ეფექტი:

  1. გაცნობიერებული მომხმარებელი: მოზარდები ადრეული ასაკიდანვე სწავლობენ სურსათის სწორად შერჩევას, ეტიკეტის კითხვასა და ყოველდღიურ ცხოვრებაში ჯანსაღი გადაწყვეტილებების მიღებას.
  2. ცოდნის გამავრცელებლები: ვორქშოფების შედეგად მიღებული ინფორმაციით, თავად მოსწავლეები ხდებიან ახალი ცოდნის „ამბასადორები“ საკუთარ სახლებში, ოჯახის წევრებსა და მეგობრების წრეში. ისინი მიღებულ პრაქტიკულ უნარებს უზიარებენ მშობლებსა და თანატოლებს, რაც მკვეთრად ზრდის სურსათის უვნებლობის კულტურას მთლიანად საზოგადოებაში.

 

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way