USD 2.7143
EUR 3.2143
RUB 3.2694
Тбилиси
31 მაისი - ეს დღე ისტორიაში
дата:  634

31 მაისი — გრიგორიანული კალენდრის 151-ე დღე (ნაკიან წლებში - 152-ე დღე). წლის ბოლომდე დარჩენილია 214 დღე.

 

დღის მოვლენები

1787 : ინგლისში ჩამოყალიბდა მსოფლიოში პირველი კრიკეტის  კლუბი.

1815 : გამოცხადდა ნიდერლანდების სამეფოს შექმნა

1836 : ინგლისში წევის ხრახნი დააპატენტეს.

1850 : საფრანგეთში საყოველთაო საარჩევნო უფლებები გაუქმდა.

1859 : ვესტმინსტერის კოშკზე მუშაობა დაიწყო საათმა რომელსაც მოგვიანებით "ბიგ-ბენი" უწოდეს.

1864 : დაიწყო კოლდ-ჰარბორის ბრძოლა.

1879 : ბერლინში გაიხსნა მსოფლიოში პირველი ელექტრო რკინიგზა და წარმოადგინეს პირველი ელექტრო მატარებელი რომელიც ვერნერ ფონ სიმენსმა შექმნა

1884 :ამერიკელმა ვეგეტარიანელმა ექიმმა ჯონ ჰარვი კელოგმა დააპატენტა სიმინდის ფანტელი.

1910 : შეიქმნა სამხრეთ აფრიკის კავშირი.

1918:ავსტრია -უნგრეთის დაშლის შემდეგ, პიტსბურგში(აშშ) გამოცხადდა ჩეხეთის და სლოვაკეთის პოლიტიკური კავშირის შესახებ, რის შედეგადაც ოქტომბერში შეიქმნა ჩეხოსლოვაკიის დამოუკიდებელი რესპუბლიკა.

1961 : შეიქმნა სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა.

2002 : იაპონიასა და კორეაში დაიწყო მსოფლიოს მე-17 ჩემპიონატი ფეხბურთში.

2010 : გერმანიის პრეზიდენტი ჰორსტ კელერი გადადგა თანამდებობიდან.

2012 : ვისვანათან ანანდმა ბორის გელფანდი დაამარცხა და ზედიზედ მეოთხედ გახდა მსოფლიო ჩემპიონი ჭადრაკში.

ამ დღეს დაბადებულნი

1750 : ჰარდენბერგი, კარლ ავგუსტ ფონ — პრუსიის სახელმწიფო მოღვაწე (გ.1822)

1819 : უიტმენი, უოლტ — ამერიკელი პოეტი.

1851 : იულიუს რიხარდ პეტრი — გერმანელი მიკრობიოლოგი

1857 : პიუს XI — რომის პაპი (გ.1939)

1907 : პიტერ ფლემინგი — ბრიტანელი მწერალი.

1915 : რამონ პინეირა ლოპესი — ესპანელი პოლიტიკური და ინტელექტუალური მოღვაწე.

1930 : ისტვუდი, კლინტ — ამერიკელი მსახიობი და რეჟისორი.

1965 : შილდსი, ბრუკ — ამერიკელი მსახიობი.

1972 : ჯუდი ვეისი — გერმანელი მომღერალი ქალი

ამ დღეს გარდაცვლილნი

1809 : ჰაიდნი, იოზეფ — ავტრიელი კომპოზიტორი

1809 : ლანი, ჟან — ფრანგი სამხედრო მოღვაწე

1832 : გალუა, ევარისტ — ფრანგი მათემატიკოსი.

1962 : აიხმანი, ადოლფ — ნაცისტური რეჟიმის ოფიცერი, ჰოლოკოსტის ერთ-ერთი პასუხისმგებელი.

მსოფლიო მნიშვნელობის თარიღი

გაერო - დღე თამბაქოს გარეშე

 

გაერო - უთანასწორობასთან ბრძოლის დღე.

 

მსოფლიოს ქვეყნების დღესასწაულები

სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა - რესპუბლიკის დღე (1961)

ყაზახეთი - პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლთა დღე.

აშშ - ხსოვნის დღე.

სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა - რესპუბლიკის დღე

დიდი ბრიტანეთი - გაზაფხულის დღე

თურქმენეთი - თურქმენული ხალიჩის დღე

საეკლესიო დღესასწაულები

მართლმადიდებელი ეკლესია აღნიშნავს შემდეგი წმინდანების ხსენების დღეს:

დავითი და ტარიჭანი

თეოდოტე ანკვირელი და შვიდი ქალწული: ალექსანდრა, ტეკუსი, კლავდია, ფაინა, ევფრასია, მატრონა და იულია

სვიმეონი, ისააკი და ვახტისი

წმინდა მოწამენი ირაკლი, პავლინე და ვენედიმე; მოწამენი პეტრე, დიონისე, ანდრია, პავლე და ქრისტინე

წმინდა ევფროსინე

Тбилиси
თბილისის რომელ ქუჩებს გაეთიშებათ დენი 18 სექტემბერს?

სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო 18 სექტებერს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

დიდუბის და ჩუღურეთის რაიონები

ქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თამარ მეფის  გამზირის, წერეთლის გამზირის (ნაწილობრივ), ნორიოს აღმართის, ცაბაძის (ნაწილობრივ), ფიფიების, ვორონინის, თევდორე მღვდლის, გორის, ბათუმის, ფოთის, ბაგრატიონის, ევდოშვილის, აბასთუმნის, ჩუბინაშვილის, ფოცხვერაშვილის, გოგოლის, გროზნოს, მამრაძის, დონდუას, ქინქლაძის, ჩიტაიას, ცხრა ძმა ხერხეულიძის, თვალჭრელიძის, ცოტნე დადიანის, ართვინის, კაპანაძის, ფარავნის, მამარდაშვილის, თეთნულდის, კიკვიძის, პალიასტომის, მარუაშვილის და ზაზიშვილის ქუჩების მოსახლეობას.   

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გარდაბნის სანერგე მეურნეობის (ნაწილობრივ), ლოტკინის სანერგე მეურნეობის (ნაწილობრივ), რეხის დასახლების, ხაჩატურიანის, რეხის, ენუქიძის, გაბისკირიას, ყუბანეიშვილის, ჟორდანიას, თამარ და აკაკი პაპავების, ჯინჭარაძე, ლოლაძის, მახათას, ცაიშის, დადიანი-ანჩაბაძის, აგიაშვილის, ივერთუბნის, ბარაკონის, კარტოზიას, ხორნაულის, ყანჩელის, დოლიძის, გაბუნიას, ბეთაშვილის, ალავერდის, ახალი რეხის, ვალერიან კანდელაკის,  მახათას, თამარ მამულაშვილის, მარინე უთმელიძის, გურამ გაბისკირიას, რაულ ეშბას, ალოიზ მიზანდარის და ანასტასია თუმანიშვილი-წერეთლის ქუჩების მოსახლეობას. 

კრწანისის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: რუსთავის გზატკეცილის (ნაწილობრივ), სოფელი ფონიჭალას, ფონიჭალის დასახლების, ქვემო ფონიჭალის დასახლების, ვაგზლის, გულიკო გოდოლაძის, ევსტათი მცხეთელის, შოთა ნიშნიანიძის და სადგურის ქუჩების მოსახლეობას. 

ვაკის რაიონი

ქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ილია ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ), მოსაშვილის, ბერძენიშვილის, დარიალის, კავსაძის და ფალიაშვილის ქუჩების მოსახლეობას.   

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 19:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ილია ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ), დიდიმ მირცხულავას, ირაკლი აბაშიძის, ფალიაშვილის, არაყიშვილის და ბაზალეთის ქუჩების მოსახლეობას. 

более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати