USD 2.7109
EUR 3.1197
RUB 3.3417
Tbilisi
31 ივლისის ჰოროსკოპი - რას გვირჩევენ ვარსკვლავები?
 734

ვერძი (21 მარტი - 20 აპრილი)

ეცადეთ, კითხვებზე პასუხები ახლავე მიიღოთ და გადაუჭრელი პრობლემები სამომავლოდ არ დატოვოთ. ხელსაყრელი დღეა ახალი პროექტის დასაწყებად. სხვა ადამიანების აზრს პატივი ეცით და ნუ ეცდებით, რომ კამათის დროს ოპონენტზე ზეწოლა მოახდინოთ. ოჯახს საოჯახო საქმეებში თქვენი დახმარება სჭირდებათ და იმედს ნუ გაუცრუებთ. მით უმეტეს, რომ სასიცოცხლო პოტენციალი იმდენად მაღალია, რომ დაღლას პრაქტიკულად ვერ გრძნობთ.

კურო (21 აპრილი - 21 მაისი)

ჩანაფიქრის განხორციელებას ხანგრძლივი და დაძაბული მუშაობა სჭირდება, თუმცა დღეს ამის სურვილს ვერ გრძნობთ. გაითვალისწინეთ, რომ თქვენი პროფესიული წინსვლა იმაზეა დამოკიდებული, რამდენად მოახერხებთ ამოცანის შესრულებას. გახსოვდეთ, რომ სასურველ შედეგს მხოლოდ კარგად გააზრებული, თანმიმდევრული ქმედებები მოგიტანთ.

ტყუპები (22 მაისი - 21 ივნისი)

ეცადეთ, გვერდით გყავდეთ ადამიანი, რომელიც მხარს გიჭერთ და საჭირო დროს, საჭირო რჩევის მოცემა შეუძლია. ასევე, ეცადეთ თქვენი შესაძლებლობების მაქსიმუმი გამოავლინოთ და მენეჯმენტის ქება დაიმსახუროთ. ამ დღეს მნიშვნელოვან სიახლეს ან ღირებულ ინფორმაციას მიიღებთ, რაც ფინანსური შემოსავლის მიღებაში დაგეხმარებათ.

კირჩხიბი (22 ივნისი - 22 ივლისი)

ამ დღეს შეიძლება თქვენი პატარა სურვილები ახდეს, ამიტომ ეცადეთ, ძალისხმევა სწორად მიმართოთ. რთულ სიტუაციაში ძალების მოკრეფას და სიტუაციის თქვენს სასარგებლოდ შემობრუნებას შეძლებთ. თუ მარტოხელა ხართ, შეიძლება შეხვდეთ ადამიანს, რომელიც თქვენს ცხოვრებას გაალამაზებს. დღის მეორე ნახევარში შეგიძლიათ ცოტა მოდუნდეთ და დაისვენოთ.

ლომი (23 ივლისი - 23 აგვისტო)

ბევრი საინტერესო იდეა და გეგმა გაქვთ, მაგრამ ვარსკვლავები გირჩევენ, არ აჩქარდეთ. გირჩევთ განმარტოებით იმუშაოთ, რადგან სხვების დახმარება არაფერში გამოგადგებათ. გახსოვდეთ, რომ რაც უფრო სწრაფად დაეშვებით ღრუბლებიდან, მით უფრო მალე მიაღწევთ სასურველ შედეგს. შეწყვიტეთ წარსულის შეცდომებზე ფიქრი - ახლა თვითკრიტიკა არ გამოგადგებათ.

ქალწული (24 აგვისტო - 23 სექტემბერი)

ამ დღეს ფინანსური საკითხების განხილვა და მატერიალურ სფეროსთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება მოგიწევთ. გირჩევთ ძვირად ღირებული ნივთების შეძენას მოერიდოთ. ფრთხილად იყავით ახალ ნაცნობებთან - გამორიცხული არ არის, რომ მათგან რომელიმემ თქვენი მოტყუება სცადოს. ძალების აღსადგენად მშვიდი დასვენება გჭირდებათ, ამიტომ ეცადეთ, საღამოს საქმეზე არ იფიქროთ.

სასწორი (24 სექტემბერი - 23 ოქტომბერი)

წინდახედულება დაგეხმარებათ, რომ ეს დღე დანაკარგების გარეშე დაასრულოთ და ბევრი რთული საკითხი გადაჭრათ. ეცადეთ, მკაფიო სამოქმედო გეგმა შეადგინოთ და სათადარიგო ვარიანტებზეც იფიქროთ, თუ რაღაც გაუთვალისწინებელი მოხდა. კოლეგებთან პროფესიულ თემებზე ურთიერთობის დროს ეცადეთ, ემოციები აკონტროლოთ და თქვენი უადგილო კომენტარით არავინ შეურაცხყოთ.

მორიელი (24 ოქტომბერი - 22 ნოემბერი)

ამ დღეს ახალ გარემოებებთან ადაპტაციისთვის გეგმების შეცვლა მოგიწევთ, თუმცა ამის გამო არ უნდა ინერვიულოთ. ეცადეთ, პირად ურთიერთობებში მეტი თავშეკავება გამოიჩინოთ. სასურველია მნიშვნელოვანი საუბრები და განხილვები სხვა დღისთვის გადადოთ - ამ დღეს კომპრომისის მიღწევა გაგიჭირდებათ.

მშვილდოსანი (23 ნოემბერი - 21 დეკემბერი)

ამ დღეს ვარსკვლავები გირჩევენ, მხოლოდ საკუთარ ძალებს დაეყრდნოთ. სხვების რჩევა და დახმარება უფრო დაგაზიანებთ, ვიდრე გარგებთ. ეცადეთ, რუტინული ამოცანა არასტანდარტული გზით გადაჭრათ და კოლეგები გააოცოთ. სიმტკიცე და თავდაჯერება საიმედო მოკავშირეების პოვნაში დაგეხმარებათ, მაგრამ არც საკუთარი ჯანმრთელობის შესახებ დაივიწყოთ - დროა, მავნე ჩვევებზე უარი თქვათ და ვარჯიში დაიწყოთ.

თხის რქა (22 დეკემბერი - 20 იანვარი)

ამ დღეს აქტიურობა მიზნის მიღწევაში დაგეხმარებათ, თუმცა საყვარელ ადამიანებთან ურთიერთობისას ფრთხილად უნდა იყოთ - შესაძლოა, უმნიშვნელო კამათს დიდი კონფლიქტი მოჰყვეს. წვრილმან დავალებებს ნუ უგულებელყოფთ, გახსოვდეთ, რომ ეშმაკი დეტალებში იმალება.

 მერწყული (21 იანვარი - 18 თებერვალი)

მოემზადეთ მნიშვნელოვანი და განსაკუთრებული შეხვედრისთვის. სავარაუდოდ, ახალი ნაცნობები თქვენი კარგი მეგობრები გახდებიან და თქვენს ცხოვრებას შეცვლიან. ეცადეთ, მნიშვნელოვანი საკითხის გადაჭრის დროს მეტი თავდაჯერება და პრინციპულობა გამოიჩინოთ. დიპლომატიური უნარები ყოფილი ოპონენტების მეგობრებად ქცევაში დაგეხმარებათ.

თევზები (19 თებერვალი - 20 მარტი)

ამ დღეს ბევრი სამუშაო გელით, ამიტომ შეთავაზებულ დახმარებაზე უარს ნუ იტყვით. სახლში ჯდომისთვის შეუფერებელი დღეა - ახლა რაც შეიძლება მეტი შეხვედრა და ურთიერთობა გჭირდებათ. მოერიდეთ უმნიშვნელო მიზეზის გამო ადამიანების გაკრიტიკებას. ფრთხილად იყავით დოკუმენტზე ხელის მოწერის დროს და კითხვების შემთხვევაში სპეციალისტს მიმართეთ.

society
მეუფე შიო - განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება

მხოლოდ გულმოწყალე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი, - ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი)სულთმოფენობიდან ოცდამეერთე კვირას, ღირსი გაბრიელ აღმსარებლისა და სალოსის ხსენების დღეს ქადაგების დროს განაცხადა.

მიტროპოლიტის თქმით, ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს...

მისივე განცხადებით, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება“.

„სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა.

ძვირფასო მამებო, დედებო, ძმებო და დებო, გილოცავთ დღევანდელ კვირა დღეს, რომელიც დაემთხვა ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენებას. შეგვეწიოს მისი მადლი და ლოცვა ჩვენ და სრულიად საქართველოს.

გადმოგცემთ მისი უწმინდესობის და უნეტარესობის, კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის მოლოცვას და კურთხევას.

დღეს წაკითხული იყო იგავი სახარებიდან მდიდარსა და ლაზარეზე. ეს ორი ადამიანია, ორი სახეა წარმოდგენილი ჩვენ წინაშე. მდიდარს საერთოდ არ ენაღვლებოდა, რომ მის კართან იწვა მძიმე ავადმყოფი და გლახაკი, სრულიად გულგრილი იყო მისი ბედისადმი. ლაზარე კი ძალიან მოკრძალებული იყო. მას ის კი არ უნდოდა, რომ მდიდრის სუფრიდან ლანგრით მიეტანათ მისთვის საჭმელი, არამედ იმას ნატრობდა, რომ ძირს დაცვენილი ნამცეცი მაინც შეხვედროდა. იმდენად ავად იყო, რომ სიარულიც კი არ შეეძლო. ამ მდიდარს ეს ამბავი სრულიად არ აღელვებდა, ის იმდენად გართული იყო თავისი ნადიმებით და ფუფუნებით. გარდაცვალების შემდეგ ყველაფერი შეიცვალა, ღარიბი აღმოჩნდა აბრაამის წიაღში, მდიდარი კი - ცეცხლოვან გეენიაში, ჯოჯოხეთში.

რატომ მოხდა ასე? რაზეა ეს იგავი, საერთოდ?

ეს იგავი არის მოწყალებაზე. ასე იმიტომ მოხდა, ძვირფასო ძმებო და დებო, რომ ღმერთი არის მოწყალე. მხოლოდ გულმოწყალე, მოწყალე გულის მქონე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი. ვერცერთი ულმობელი, ვერცერთი უსიყვარულო, სასტიკი, ბოროტი ადამიანი სასუფეველს ვერ დაიმკვიდრებს, რაგინდ ბევრი დამსახურება ჰქონდეს ამ დედამიწაზე, იმიტომ რომ ცათა სასუფეველი არ არის ის, რაც გაიცემა რაღაც დამსახურებების სანაცვლოდ, არამედ ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს და ხარბიდან გადააქცევს ხელგაშლილად, ამპარტავნიდან - თავმდაბლად, შურიანიდან - მოსიყვარულედ, ნაყროვანიდან - მმარხველად და ა. შ. არცერთი ულმობელი ადამიანისთვის, ვინც არ არის მოწყალე გულის მქონე, ეს ფერისცვალება შესაძლებელი არ არის. ვერ მოხდება ეს სასწაული მის სულში. ვიმეორებ: რატომ? - იმიტომ, რომ ასეთი ადამიანის სულში სულიწმინდის მადლი ვერ შემოდის.

ამიტომ მთელი ცხოვრება უნდა იღვაწოს ადამიანმა ქმედით სიყვარულში, რომ ეს ლმობიერება და მოწყალება ისწავლოს. სწორედ ამაზეა დღევანდელი იგავი, რომ ვისწავლოთ ეს თვისებები, ეს სათნოებები და ჩვენი ცხოვრების შედეგად ამ მდიდრის მსგავსად არ აღმოვჩნდეთ ცეცხლოვან გეენიაში, არამედ მოვემზადოთ მარადისობასთან შესახვედრად. ეს ცხოვრება იმისთვის გვაქვს მოცემული, რომ ღირსეულად მოვემზადოთ მარადისობაში გადასვლისთვის, როცა იქნება სამსჯავრო ჩვენი, როცა წარვდგებით სამსჯავროზე. თუმცა სამსჯავრო არის მთელი ცხოვრება, ადამიანი ამ ცხოვრებაშივე გამოუტანს განაჩენს თავის თავს და აკეთებს არჩევანს, თუ სად იქნება მარადისობაში.

თუ ამ ცხოვრებაში შეიძინე შური, უმოწყალობა, სიძვა, ვერცხლისმოყვარეობა, ამპარტავნება და სხვა ასეთი ვნებები, მარადისობაშიც თან წაგყვება ეს თვისებები, იქაც ასეთი იქნები. მაგრამ უფალს უნდა, რომ შეიძინო სიმდაბლე, სიყვარული, ლოცვა, მოთმინება, სულგრძელება, მოწყალება. რატომ? - იმიტომ, რომ თვითონ არის ასეთი უფალი ჩვენი იესო ქრისტე; და თუ ეს თვისებები გექნება, მაშინ ის თავისთან წაგიყვანს და გაცხონებს.

ძვირფასო ძმებო და დებო, მაგრამ ეს ადამიანის დახმარების გარეშე შეუძლებელია. თუ ადამიანს ეს არ უნდა, ყველაფერი ამაო იქნება, ხოლო თუ უნდა და იღვწის ამისთვის, მაშინ უფალი აუცილებლად შეეწევა მას, განკურნავს ამ ვნებებისგან და აცხონებს.

ასე რომ, დავფიქრდეთ ამ იგავზე: ვინ ვართ ჩვენ - მდიდარი თუ ლაზარე? და თუ ჩვენს თავში ჯერ კიდევ ვხედავთ ამ უმოწყალო მდიდრის თვისებებს, გონს მოვიდეთ, სანამ კიდევ გვაქვს ფიზიკური და სულიერი ძალები, რომ ფერი ვიცვალოთ და გამოვსწორდეთ.

დღეს არის ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენება. საოცარი სიხარული სუფევს დღეს ჩვენს მსახურებაზე, ძალიან ბევრი ხალხია შეკრებილი. გილოცავთ ამ დღესასწაულს. შეგვეწიოს მამა გაბრიელის ლოცვა და მადლი.

იგი იყო სრულიად გამორჩეული ადამიანი და მოღვაწე ჩვენი ეკლესიის უახლეს ისტორიაში. მოგეხსენებათ, ის მოღვაწეობდა ათეისტურ პერიოდში და მრავალ ადამიანს გაუნათა გზა უფლისკენ, რისთვისაც იგი მრავალჯერ ტანჯეს, დევნეს, გვემეს და დააპატიმრეს. ის ამ თავის დიდ სულიერებას ფარავდა სალოსობის ღვაწლით. ამის გამო, მრავალჯერ შეშლილი ეგონათ, მაგრამ, როგორც ამბობს პავლე მოციქული: „სულელი იგი ღვთისა უბრძენეს არს კაცთა“ (1 კორ. 25). თავისივე სიცოცხლეში ის მრავალ სასწაულს აღასრულებდა და მისი გარდაცვალების შემდეგ კიდევ უფრო მეტი სასწაული სრულდება, ადამიანები მოდიან არამხოლოდ საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან, არამედ მსოფლიოს სხვადასხვა მხარიდან და წმინდა გაბრიელის ლოცვით უფალი მათ უსრულებს თხოვნას და ანიჭებს სულიერ და ხორციელ კურნებებს.

დღეს, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო, საქართველოს არასდროს მოჰკლებია სულიწმინდის მადლი და არც არასდროს მოაკლდება.

მაშ, დღეს, მისი ხსენების დღეს, განსაკუთრებით ვევედროთ ღირს გაბრიელს, აღმსარებელსა და სალოსს, რომ მისი ლოცვით უფალმა დაიფაროს და გააძლიეროს ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ეკლესია, გააძლიეროს და ადღეგრძელოს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II და შეგვეწიოს ღირსი მამა გაბრიელი, რომ ამ ლაზარეს მსგავსად, უფალმა დაგვამკვიდროს აბრაამის წიაღში, რათა დავტკბეთ იმ გამოუთქმელი სიკეთეებით, რომლებიც „თვალს არ უნახავს და ყურს არ სმენია“ (1 კორ. 2,9), რისი ღირსიც დაე, გავმხდარიყავით მადლითა და კაცთმოყვარებითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომელსაც შვენის ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა, თანა მამით და სულიწმინდითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

ჩვენთან არს ღმერთი!“, - განაცხადა მეუფე შიომ.

See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way