USD 2.7075
EUR 3.1272
RUB 3.3424
Tbilisi
31 დეკემბერი - ეს დღე ისტორიაში
Date:  1288

31 დეკემბერი — გრიგორიანული კალენდრის 365-ე დღე (ნაკიან წლებში – 366-ე დღე). წლის ბოლო დღე.

დღის მოვლენები

  • 535 : ბიზანტიელი გენერალი ველისარიუსი სიცილიას იპყრობს.
  • 1229 : ჰაიმე I არაგონელი მედინა მაიურქას (პალმე დე მაიორკა) იპყრობს, იწყებს რა კუნძულზე ქრისტოანობის ბატონობას.
  • 1600 : ბრიტანეთის ისტ-ინდოეთის კომპანია დაფუძნდა.
  • 1687 : პირველი ჰუგენოტები საფრანგეთიდან კეთილი იმედის კონცხისკენ მიემგზავრებიან.
  • 1695 : ინგლისში შემოიღეს ფანჯრის ბეგარა, რის გამოც მაღაზიების მფლობელებმა გადასახაის თავის ასარიდებლად ფანჯრები აგურით ამოავსეს.
  • 1857 : დედოფალი ვიქტორია კანადის დედაქალაქად ოტავას, ონტარიო, ირჩევს.
  • 1904 : ახალი წელი პირველად აღინიშნა ტაიმს სქვერზე, იმ დრო ლონგაკრის მოედანი, ნიუ-იორკი.
  • 1909 : მანჰეტენის ხიდი გაიხსნა ნიუ-იორკში.
  • 1923 : ბიგ ბენის ზარების რადიოტრანსლაცია მოხდა პირველად ბი-ბი-სი-ზე.
  • 1944 : მმო - უნგრეთმა გერმანიას ომი გამოუცხადა.
  • 1955 : ჯენერალ მოტორსი პირველი ამერიკული კორპორაცია ხდება რომლის წლიურმა შემოსავალმა ერთ მილიარდ აშშ-ის დოლარს გადააჭარმა.
  • 1961 : მარშალის გეგმა დასრულდა ევროპის აღმშენებლობისთვის $12 მილიარდი დოლარის დახმარების გაცემის შემდეგ.
  • 1963 : ცენტრალური აფრიკის ფედერაცია დაიშალა ზამბიად, მალავიდ და როდეზიად.
  • 1990 : გარი კასპაროვმა ჭადრაკის მსოფლიო ჩემპიონის ტიტული შეინარჩუნა ანატოლი კარპოვზე გამარჯვებით.
  • 1991 : სსრკ ოფიციალურად დაიშალა.
  • 1999 : ბორის ელცინი გადადგა რუსეთის პრეზიდენტის პოსტიდან და პრემიერ-მინისტრი ვლადიმირ პუტინი პრეზიდენტი მოვალეობის შემსრულებლად დატოვა.
  • 1999 : აშშ-ის მთავრობამ პანამის არხზე კონტროლი პანამას გადასცა.
  • 2004 : დღემდე მსოფლიოს უმაღლესი ცათამბჯენი ტაიპეი 101 ოფიციალურად გაიხსნა.
  • 2009 : დაიხურა იგნალინას ატომური ელექტროსადგური ლიტვაში, ერთადერთი ჩერნობილის ტიპის ატომური სადგური ევროკავშირში.
  • 2010 : ისრაელის ყოფილი პრეზიდენტი მოშე კაცავი დამნაშავედ სცნეს სექსუალურ ძალადობაში.

ამ დღეს დაბადებულნი

  • 1738 : ჩარლზ კორნუოლისი — ინგლისელი სამხედრო და სახელმწიფო მოღვაწე
  • 1869 : ანრი მატისი — ფრანგი მხატვარი
  • 1910 : იპოლიტე ხვიჩია — ქართველი მსახიობი.
  • 1937 : ენტონი ჰოპკინზი — ვალიელ-ამერიკელი მსახიობი

ამ დღეს გარდაცვლილნი

  • 192 : კომოდუსი — რომის იმპერატორი .
  • 1384 : ვიკლიფი, ჯონ — ინგლისელი თეოლოგი, რეფორმატორი.
  • 1691 : ბოილი, რობერტ — ინგლისელი ქიმიკოსი და ფიზიკოსი.
  • 1879 : ასათიანი, მიხეილ — ქართველი მწერალი
  • 1914 : ჰალი — ინდოელი პოეტი და ლიტერატურათმცოდნე.
  • 1993 : გამსახურდია, ზვიად — ფილოლოგი, მწერალი, საქართველოს პრეზიდენტი
  • 2013 : ჯეიმზ ევერი — ამერიკელი მსახიობი.

დღესასწაულები

  • მართლმადიდებელი ეკლესია აღნიშნავს შემდეგი წმინდანების ხსენების დღეს:
    • წმინდა მოწამენი: სებასტიანე და მეგობარნი მისნი: ნიკოსტრატე, მეუღლე მისი ზოია, კასტორი, ტრანკვილინე ხუცესი და ძენი მისნი: მარკელინე და მარკოზ დიაკონნი, კლავდი ციხის უფროსი, ძე მისი სიმფორიანე, ძმა ვიქტორინე, ტიბურტი და კასტული
    • მოდესტოსი – იერუსალიმელი მთავარეპისკოპოსი
    • ფლოროს ამიელი
    • მიქაელ აღმსარებელი
society
ზვიად გაბისონია: ხელმძღვანელის წერილობითი თანხმობით, პედაგოგებს აქვთ უფლება განახორციელონ სხვა ანაზღაურებადი პედაგოგიური, სამეცნიერო, შემოქმედებითი საქმიანობა

კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ საქართველოს კანონში შეტანილი ცვლილებების თანახმად, საჯარო სკოლებში დასაქმებულ პედაგოგებს ენიჭებათ უფლება, განახორციელონ სხვა ანაზღაურებადი პედაგოგიური, სამეცნიერო, შემოქმედებითი, ასევე, სპორტული საქმიანობა შესაბამისი დაწესებულების ხელმძღვანელის ან საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილი პირის ან ორგანოს მიერ წერილობითი თანხმობის საფუძველზე. ამ მიმართულებით არ არსებობს რაიმე ტიპის შეზღუდვა, რომელიც დამატებითი მიზნებისთვის აღნიშნული თანხმობის კონტროლის მექანიზმად გამოყენების საშუალებას იძლევა, - განაცხადა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილემ, ზვიად გაბისონიამ.

მინისტრის მოადგილემ სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ინფორმაციას, რომ თითქოს ახალი კანონით, საჯარო სკოლის მასწავლებლებს სკოლის მიღმა მოსწავლეების მომზადება დირექტორის თანხმობის გარეშე აღარ შეეძლებათ, დეზინფორმაცია უწოდა.

„დეზინფორმაციაა, რომ თითქოს, აღნიშნული წერილობითი თანხმობის ვალდებულება ვრცელდებოდეს ე.წ. კერძო რეპეტიტორის ინსტიტუტზე. განვმარტავთ, რომ რეპეტიტორის ინსტიტუტს არ ცნობს საქართველოს განათლების შესახებ მოქმედი კანონმდებლობა, შესაბამისად, ასეთი საქმიანობა ვერ ჩაითვლება პედაგოგიურ საქმიანობად. გარდა ამისა, მასწავლებლის ეთიკის კოდექსის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტი მასწავლებელს უკრძალავს საკუთარ მოსწავლეს დამატებით გაუწიოს ფასიანი საგანმანათლებლო მომსახურება, გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა. საქართველოს მთავრობის მიერ დაანონსებული განათლების ფუნდამენტური რეფორმის ერთ-ერთ მნიშვნელოვან საკითხს წარმოადგენს ისეთი სასკოლო მოდელის ფორმირება, რომლის შედეგადაც მშობლებს აღარ დასჭირდებათ კერძო რეპეტიტორებთან დამატებითი ხარჯის გაწევა. მოგეხსენებათ, რომ აღნიშნული პრობლემა ქვეყანაში 30 წელზე მეტია არსებობს.

იმ იურიდიულ პირებს, რომლებიც საქართველოს სამეწარმეო კანონმდებლობით რეგისტრირებულნი არიან მეწარმე სუბიექტებად და ახორციელებენ სატრენინგო მომსახურებას, მათ შორის, ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის განსაზღვრულ საგნებში, ასევე უცხო ენებში, მოეთხოვებათ დამსაქმებლის მხრიდან წერილობითი თანხმობის მიღება“, - განაცხადა ზვიად გაბისონიამ.

See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way