USD 2.6607
EUR 3.0779
RUB 3.7110
Tbilisi
31 აგვისტოს ლურჯი სუპერმთვარეა - დღეს გაქვთ შანსი, რომ წარმატება და იღბალი მოიზიდოთ
Date:  2095

 სახელის მიუხედავად, ლურჯი მთვარე სინამდვილეში არ არსებობს. 

1800-იან წლებში, ვულკანის ამოფრქვევის შემდეგ, ცამ უცნაური ფერი მოირგო და მთვარეს მოლურჯო ელფერი მიანიჭა.

სავარაუდოდ, აქედან მომდინარეობს ეს ტერმინიც. „ლურჯი მთვარე“ ნიშნავს იშვიათ მოვლენას, რომელიც დროდადრო ხდება.

დღეს, ასტრონომიული თვალსაზრისით, ცისფერი მთვარეა ფენომენი, როდესაც ოთხი სავსე მთვარე წლის ერთსა და იმავე დროს ემთხვევა.

ScienceAlert-ის მიხედვით, ახლახან, ტერმინს კიდევ ერთი მნიშვნელობა მიენიჭა - ის აღწერს მეორე სავსე მთვარეობას, რომელიც ერთ კალენდარულ თვეში მეორდება.

ამავდროულად, სუპერმთვარე ეწოდება მოვლენას, როდესაც მთვარის დედამიწასთან მიახლოება ემთხვევა ახალ ან სრულ ფაზას.

თუ ზემოთ აღნიშნული ორივე ფაქტორი ერთმანეთს ემთხვევა, ვიღებთ "ლურჯ სუპერმთვარეს".

2023 წლის ოთხი სუპერმთვარიდან ორი აგვისტოშია.

"ლურჯ სუპერმთვარე" რომელიც 31 აგვისტოს გამოჩნდება, დაახლოებით 7,2%-ით უფრო დიდი და თითქმის 15,6%-ით უფრო კაშკაშა, ვიდრე ჩვეულებრივი სავსე მთვარე.

 მიუხედავად იმისა, რომ ამ სუპერმთვარეთაგან არცერთი იქნება ლურჯი, მათ ოდნავ ნარინჯისფერი ელფერი ექნებათ.

ეს იმიტომ, რომ აგვისტოს სავსე მთვარეები დედამიწის ჰორიზონტთან შედარებით ახლოს ჩანს, ეს კი ნიშნავს იმას, რომ სინათლის მოკლე ტალღის სიგრძე, როგორიცაა ლურჯი, ატმოსფეროში იფანტება და ტოვებს უფრო გრძელ ტალღის სიგრძეებს, როგორებიცაა წითელი და ნარინჯისფერი.

ბოლოს, როდესაც ამ ტიპის სუპერმთვარემ დაამშვენა ცარგვალი, იყო 2018 წელი, როდესაც ის ჩვეულებრივზე მეტად წითელი იყო.

 მსგავსი ასტრონომიული მოვლენა, 31 აგვისტოს შემდეგ, 2032 წლამდე აღარ განმეორდება.

 სუპერმთვარის დროს თქვენი ენერგიის სწორად გამოყენება ძალიან მნიშვნელოვანია. ამიტომაც, ასტროლოგების მთავარი რჩევაა, რომ 31 აგვისტოს შემოქმედებითობას განსაკუთრებული ყურადღება დაუთმოთ. დაუბრუნდეთ თქვენს ჰობის, ძველ იდეებსა და გაჩერებულ პროექტებს, რომელთა განხორციელებაზეც ოცნებობდით, მაგრამ შემდეგ ხელი შეგეშალათ, საკმარისი მოტივაცია ვეღარ იპოვეთ და შუა გზაში გააჩერეთ. ახლა გაქვთ შანსი, თქვენი ოცნების საქმე რეალობად გადააქციოთ.

ლურჯი სუპერმთვარე თვითრეალიზაციისა და ახალი წამოწყებებისთვის იდეალური დროა. თუკი, დიდი ხანია, რაიმეს დაწყება გსურთ, საკუთარი სურვილების, შესაძლებლობების, უნარების სათანადოდ გამოვლენა და კარგი შედეგის მიღება გინდათ, სწორედ ახლა შეგიძლიათ, ეს გააკეთოთ.

ენერგიის მოზღვავებას იგრძნობთ. ნუ შეგეშინდებათ ცვლილებების. ლურჯი სუპერმთვარე პროგრესს, განვითარებას, ცვლილებების სურვილს განსაკუთრებულად უჭერს მხარს, ამიტომაც შანსს ხელიდან ნუ გაუშვებთ. თუკი ცხოვრების გარდაქმნა გსურთ, გინდათ, რაღაც შეცვალოთ, როგორც კარიერაში, ყოველდღიურობაში, ასევე პირად ცხოვრებასა და საქმიან ურთიერთობებში, პირველი ნაბიჯების გადადგმა სწორედ ამ დღეს ღირს.

  • იფიქრეთ პოზიტიურად. ამ დღეს სამყაროს ადამიანების განსაკუთრებულად ესმის.
  • მიჰყევით თქვენს გულს და საბოლოოდ თქვით უარი იმაზე, რაც ბედნიერებას აღარ განიჭებთ და ტოქსიკურია.
  • ნუ შეგეშინდებათ ცდის. ახლა ექსპერიმენტების, ცვლილებების დროა!
  • დაისვენეთ და პოზიტიური ენერგიით დაიმუხტეთ. გაატარეთ დრო მეგობრების, საყვარელი ადამიანების
  • გარემოცვაში, აივსეთ დადებითი ემოციებით და ეს ენერგია კიდევ დიდხანს გაგყვებათ. 
society
სურსათის უვნებლობის კამპანიას სკოლა-ლიცეუმი „ლამპარი“ შეუერთდა

თბილისის საჯარო და კერძო სკოლებში 13-18 წლის მოზარდებისთვის სურსათის უვნებლობისა და სამომხმარებლო კულტურის შესახებ ცნობიერების ამაღლების კამპანია ახალ ფაზაში გადადის. ამჯერად, საგანმანათლებლო ვორქშოფების სერიას შპს სკოლა-ლიცეუმი „ლამპარი“ შეუერთდა, სადაც მოსწავლეებისთვის სურსათის უვნებლობის საკითხებზე ინტერაქციული საინფორმაციო სესიები ჩატარდა.

შეხვედრამ მოზარდებში უდიდესი ინტერესი და ჩართულობა გამოიწვია. აღსანიშნავია, რომ „ლამპარის“ სკოლის ადმინისტრაცია აქტიურად უჭერს მხარს სასწავლო პროცესში მსგავსი არაფორმალური განათლების კომპონენტების ინტეგრირებას, რაც მოსწავლეებს პრაქტიკული და ცხოვრებისეული უნარების განვითარებაში ეხმარება.

საგანმანათლებლო ვორქშოფების სერია ჩეხეთის განვითარების სააგენტოს (CzDA) მხარდაჭერით ტარდება.

პროექტის მასშტაბები და გეოგრაფია

სასწავლო პროგრამა, რომელიც სსიპ „გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის“ მიერ არის შემუშავებული და მხარდაჭერილია საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ, გასულ წელს პილოტურ რეჟიმში წარმატებით გამოიცადა თბილისის მე-2, მე-16, 32-ე, 173-ე, 143-ე, 117-ე საჯარო და ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლებში.

მოსწავლეთა და ადმინისტრაციის მხრიდან უდიდესი დაინტერესების გამო, პროექტი მიმდინარე წელსაც აქტიურად გრძელდება და მას ახალი საგანმანათლებლო დაწესებულებები უერთდებიან — სკოლა-ლიცეუმ „ლამპართან“ ერთად, სესიები ახლახან ინტერაქციული სამაგიდო თამაშების გამოყენებით №11 საჯარო სკოლაშიც ჩატარდა.

რას მოიცავს სასწავლო პროგრამა?

საგანმანათლებლო ფორმატი 90-წუთიან ინტერაქციულ ვორქშოფებს მოიცავს, რომლებიც მარტივად ერგება სკოლების სასწავლო ბადეს. შეხვედრებს სურსათის უვნებლობის სერტიფიცირებული ტრენერი და ექსპერტი — ვერიკო გულუა უძღვება. პროგრამა 5 პრიორიტეტულ მოდულს აერთიანებს:

  • სისტემური საფუძვლები: სურსათის უვნებლობა, უსაფრთხოება და ხარისხი;
  • პრაქტიკული ჰიგიენა: ჯანმოს (WHO) ხუთი გასაღების პრინციპი ყოველდღიურობაში;
  • მომხმარებლის უფლებები: სურსათის ეტიკეტი და მისი სწორი წაკითხვა;
  • ფარული კომპონენტები: საკვები დანამატები (E-ნომრები) და მოზარდის ჯანმრთელობა;
  • რისკების პრევენცია: სურსათისმიერი დაავადებები და მათგან თავდაცვა.

„სკოლებში ამ აქტივობის დანერგვა სტრატეგიულად ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რადგან იგი გრძელვადიან პერსპექტივაში ინფორმირებული და გაცნობიერებული საზოგადოების ჩამოყალიბებას ისახავს მიზნად,“ — აცხადებენ სკოლა-ლიცეუმის დირექციაში.

სტრატეგიული მიდგომის ორმაგი ეფექტი:

  1. გაცნობიერებული მომხმარებელი: მოზარდები ადრეული ასაკიდანვე სწავლობენ სურსათის სწორად შერჩევას, ეტიკეტის კითხვასა და ყოველდღიურ ცხოვრებაში ჯანსაღი გადაწყვეტილებების მიღებას.
  2. ცოდნის გამავრცელებლები: ვორქშოფების შედეგად მიღებული ინფორმაციით, თავად მოსწავლეები ხდებიან ახალი ცოდნის „ამბასადორები“ საკუთარ სახლებში, ოჯახის წევრებსა და მეგობრების წრეში. ისინი მიღებულ პრაქტიკულ უნარებს უზიარებენ მშობლებსა და თანატოლებს, რაც მკვეთრად ზრდის სურსათის უვნებლობის კულტურას მთლიანად საზოგადოებაში.

 

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way