USD 2.6607
EUR 3.0779
RUB 3.7110
Тбилиси
31 აგვისტო - ეს დღე ისტორიაში
дата:  561

31 აგვისტო — გრიგორიანული კალენდრის 243-ე დღე (ნაკიან წლებში – 244-ე დღე). წლის ბოლომდე დარჩენილია 122 დღე.

დღის მოვლენები

  • 1876 : ოსმალეთის სულთანი მურად V ჩამოაგდეს ტახტიდან. იგი შეცვალა მისმა ძმამ აბდულ-ჰამიდ II-მ.
  • 1897 : თომას ედისონმა დააპატენტა კინეტოსკოპი, პირველი კინოპროექტორი.
  • 1907 : თავადი ალექსანდრე იზვოლსკი და სერ არტურ ნიკოლსონი ხელს აწერენ სანქტ-პეტერბურგის კონვენციას, რომლითაც სამმაგი ანტანტის ალიანსი შეიქმნა.
  • 1920 : პოლონეთ-ბოლშევიკთა ომი: პოლონელები დამაჯერებლად იმარჯვებენ კომაროვის ბრძოლაში.
  • 1920 : პირველი რადიო პროგრამა გადაიცა დეტროიტში, მიჩიგანი.
  • 1939 : ნაცისტები გლენოვიცის რადიოსადგურზე თავდასხმის ინსცინირებას ახდენენ, რაც მათ პოლონეთზე თავდასხმის საბაბს აძლევს მომდევნო დღეს, იწყებს რა მეორე მსოფლიო ომს ევროპაში.
  • 1957 : მალაიის ფედერაცია დიდი ბრიტანეთისგან დამოუკიდებელი გახდა.
  • 1962 : ტრინიდადი და ტობაგო დამოუკიდებელი გახდა.
  • 1991 : ყირგიზეთმა საბჭოთა კავშირისგან დამოუკიდებლობა გამოაცხადა.
  • 1997 : უიელსის პრინცესა დაიანა ავტოავარიაში გარდაიცვალა პარიზში.
  • 1999 : პირველი ქართული სამშვიდობო ოცეული კოსოვოში სამშვიდობო მისიის შესასრულებლად გაემგზავრა. 2016 წლიდან — ქართველი მშვიდობისმყოფელის დღე.
  • 2005 : ალ-ააიმას ხიდზე ჭყლეტაში 1199 ადამიანი დაიღუპა ბაღდადში.
  • 2006 : 2004 წლის 22 აგვისტოს მოპარული ედვარდ მუნკის განთქმული ტილო „კივილი“ აღმოაჩინა ჩხრეკისას ნორვეგიის პოლიციამ.
  • 2010
    • არგენტინელი ფეხბურთელი ფრანსისკო ვარალო, ფეხბურთის პირველი მსოფლიო ჩემპიონატის უკანასკნელი მონაწილე, 100 წლის ასაკში გარდაიცვალა.
    • გამოცხადდა დინოზავრების ახალი გვარის ბალაურის აღმოჩენა, რომელიც ახლოს დგასველოცირაპტორთან.
    • ერაყის ომში, ოპერაცია „ერაყის თავისუფლება“ დასრულდა და დაიწყო ოპერაცია „ახალი განთიადი, რითაც დასრულდა გარე ძალების საბრძოლო ოპერაციები ერაყში.
  • 2011 : იაპონიის დემოკრატიული პარტიის წევრი იოშიჰიკო ნოდა აირჩიეს ქვეყნის პრემიერ-მინისტრად.
  • 2016 : ბრაზილიის სენატმა პრეზიდენტი დილმა რუსეფი თანამდებობიდან გადააყენა.
  • 2021 : ალარ კარისი ესტონეთის პრეზიდენტად აირჩიეს.

ამ დღეს დაბადებულნი

  • 12 : გაიუს იულიუს ცეზარ კალიგულა — რომის იმპერატორი
  • 161 : კომოდუსი — რომის იმპერატორი
  • 1569 : ჯაჰანგირი — ინდოეთის იმპერატორი
  • 1821 : ფონ ჰელმჰოლცი, ჰერმან — გერმანელი ფიზიკოსი
  • 1880 : ვილჰელმინა I — ჰოლანდიის დედოფალი
  • 1899 : გრიგოლ ფერაძე — ქართველი თეოლოგი, ისტორიკოსი, არქიმანდრიტი, საქართველოს ეროვნული გმირი
  • 1945 : პერლმანი, იცხაკ — ებრაელი მევიოლინე
  • 1948 : რუდოლფ შენკერი — გერმანელი გიტარისტი, (Scorpions)
  • 1949 : პოლიტცერი, ჰ. დევიდ — ამერიკელი ფიზიკოსი, ნობელის პრემიის ლაურეატი

ამ დღეს გარდაცვლილნი

  • 1056 : თეოდორა — ბიზანტიის იმპერატორი
  • 1234 : ჰორიკავა — იაპონიის იმპერატორი
  • 1422 : ჰენრი V — ინგლისის მეფე
  • 1867 : ბოდლერი, შარლ—ფრანგი მწერალი
  • 1919 : ცახელი — ქართველი პოეტი
  • 1941 : ცვეტაევა, მარინა — რუსი პოეტი
  • 1997 : დაიანა — უელსის პრინცესა
  • 1997 : ნანა მესხიძე — ქართველი ფერმწერი
  • 2002 : პორტერი, ჯორჯ — ინგლისელი ქიმიკოსი, ნობელის პრემიის ლაურეატი
  • 2005 : როტბლატი, ჯოზეფ — ინგლისელი ფიზიკოსი, ნობელის პრემიის ლაურეატი

დღესასწაულები

  • მართლმადიდებელი ეკლესია აღნიშნავს შემდეგი წმინდანების ხსენების დღეს:
    • ქრისტოდულე ფილოსოფოსი
    • თადეოზ სტეფანწმინდელი
    • ფლოროსი და ლავროსი
    • ერმი, სერაპიონი და პოლიენი
    • მღვდელმოწამენი: ემელიანე ეპისკოპოსი და მის თანა ილარიონი, დიონისე და ერმიპე
    • იოანე და გიორგი - კონსტანტინოპოლელი პატრიარქები
    • მაკარი პელიკიტელი
    • იოანე რილელი
общество
სურსათის უვნებლობის კამპანიას სკოლა-ლიცეუმი „ლამპარი“ შეუერთდა

თბილისის საჯარო და კერძო სკოლებში 13-18 წლის მოზარდებისთვის სურსათის უვნებლობისა და სამომხმარებლო კულტურის შესახებ ცნობიერების ამაღლების კამპანია ახალ ფაზაში გადადის. ამჯერად, საგანმანათლებლო ვორქშოფების სერიას შპს სკოლა-ლიცეუმი „ლამპარი“ შეუერთდა, სადაც მოსწავლეებისთვის სურსათის უვნებლობის საკითხებზე ინტერაქციული საინფორმაციო სესიები ჩატარდა.

შეხვედრამ მოზარდებში უდიდესი ინტერესი და ჩართულობა გამოიწვია. აღსანიშნავია, რომ „ლამპარის“ სკოლის ადმინისტრაცია აქტიურად უჭერს მხარს სასწავლო პროცესში მსგავსი არაფორმალური განათლების კომპონენტების ინტეგრირებას, რაც მოსწავლეებს პრაქტიკული და ცხოვრებისეული უნარების განვითარებაში ეხმარება.

საგანმანათლებლო ვორქშოფების სერია ჩეხეთის განვითარების სააგენტოს (CzDA) მხარდაჭერით ტარდება.

პროექტის მასშტაბები და გეოგრაფია

სასწავლო პროგრამა, რომელიც სსიპ „გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის“ მიერ არის შემუშავებული და მხარდაჭერილია საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ, გასულ წელს პილოტურ რეჟიმში წარმატებით გამოიცადა თბილისის მე-2, მე-16, 32-ე, 173-ე, 143-ე, 117-ე საჯარო და ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლებში.

მოსწავლეთა და ადმინისტრაციის მხრიდან უდიდესი დაინტერესების გამო, პროექტი მიმდინარე წელსაც აქტიურად გრძელდება და მას ახალი საგანმანათლებლო დაწესებულებები უერთდებიან — სკოლა-ლიცეუმ „ლამპართან“ ერთად, სესიები ახლახან ინტერაქციული სამაგიდო თამაშების გამოყენებით №11 საჯარო სკოლაშიც ჩატარდა.

რას მოიცავს სასწავლო პროგრამა?

საგანმანათლებლო ფორმატი 90-წუთიან ინტერაქციულ ვორქშოფებს მოიცავს, რომლებიც მარტივად ერგება სკოლების სასწავლო ბადეს. შეხვედრებს სურსათის უვნებლობის სერტიფიცირებული ტრენერი და ექსპერტი — ვერიკო გულუა უძღვება. პროგრამა 5 პრიორიტეტულ მოდულს აერთიანებს:

  • სისტემური საფუძვლები: სურსათის უვნებლობა, უსაფრთხოება და ხარისხი;
  • პრაქტიკული ჰიგიენა: ჯანმოს (WHO) ხუთი გასაღების პრინციპი ყოველდღიურობაში;
  • მომხმარებლის უფლებები: სურსათის ეტიკეტი და მისი სწორი წაკითხვა;
  • ფარული კომპონენტები: საკვები დანამატები (E-ნომრები) და მოზარდის ჯანმრთელობა;
  • რისკების პრევენცია: სურსათისმიერი დაავადებები და მათგან თავდაცვა.

„სკოლებში ამ აქტივობის დანერგვა სტრატეგიულად ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რადგან იგი გრძელვადიან პერსპექტივაში ინფორმირებული და გაცნობიერებული საზოგადოების ჩამოყალიბებას ისახავს მიზნად,“ — აცხადებენ სკოლა-ლიცეუმის დირექციაში.

სტრატეგიული მიდგომის ორმაგი ეფექტი:

  1. გაცნობიერებული მომხმარებელი: მოზარდები ადრეული ასაკიდანვე სწავლობენ სურსათის სწორად შერჩევას, ეტიკეტის კითხვასა და ყოველდღიურ ცხოვრებაში ჯანსაღი გადაწყვეტილებების მიღებას.
  2. ცოდნის გამავრცელებლები: ვორქშოფების შედეგად მიღებული ინფორმაციით, თავად მოსწავლეები ხდებიან ახალი ცოდნის „ამბასადორები“ საკუთარ სახლებში, ოჯახის წევრებსა და მეგობრების წრეში. ისინი მიღებულ პრაქტიკულ უნარებს უზიარებენ მშობლებსა და თანატოლებს, რაც მკვეთრად ზრდის სურსათის უვნებლობის კულტურას მთლიანად საზოგადოებაში.

 

более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати