USD 2.6593
EUR 3.0723
RUB 3.6969
Tbilisi
30 ოქტომბერი - ეს დღე ისტორიაში
Date:  466

30 ოქტომბერი — გრიგორიანული კალენდრის 303-ე დღე (ნაკიან წლებში – 304-ე დღე). წლის ბოლომდე დარჩენილია 62 დღე.

დღის მოვლენები

  • 1270 : მერვე ჯვაროსნული ომი და ტუნისის ალყა სრულდება სიცილიის მეფე კარლ I-სა და ტუნისის სულთანს შორის შეთანხმებით.
  • 1905 : რუსეთის მეფე ნიკოლოზ II ამტკიცებს რუსეთის პირველ კონსტიტუციას და საკანონმდებლო ასამბლეის შექმნას.
  • 1918 : ოსმალეთის იმპერია მოკავშირეებთან ცეცხლის შეწყვეტაზე თანხმდება, რითაც სრულდება პირველი მსოფლიო ომი ახლო აღმოსავლეთში.
  • 1920 : ავსტრალიის კომუნისტური პარტია ჩამოყალიბდა სიდნეიში.
  • 1941 : ნაცისტებმა 1500 ებრაელი პიდჰაიციდან (დასავლეთი უკრაინა) ბელზეკის სიკვდილის ბანაკში გაამგზავრეს.
  • 1947 : ტარიფებსა და ვაჭრობაზე საერთო შეთანხმება (GATT) შევიდა ძალაში, რამაც საფუძველი მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციას ჩაუყარა.
  • 1960 : მაიკლ ვუდროფი პირველ წარმატებულ თირკმლის გადანერგვას ატარებს დიდ ბრიტანეთში, ედინბურგის სამეფო ჰოსპიტალში.
  • 1961 : საბჭოთა კავშირმა წყალბადის ატომის ბომბი „ცარ ბომბა“ გამოცადა ახალ მიწაზე; 58 მეგატონის სიმძიმის ყუმბარა დღემდე უდიდესი ბირთვული დანადგარია, რომელიც კი ოდესმე გამოუცდიათ. ნიკიტა ხრუშჩოვის განცხადებით, მეცნიერები 100 მეგატონას გეგმავდნენ, თუმცა იძულებული გახდნენ დანადგარის წონა შეემცირებინათ, რათა მოსკოვის ყველა ფანჯრის ჩამსხვრევა თავიდან აეცილებინათ.
  • 1983 : არგენტინაში პირველი დემოკრატიული არჩევნები ჩატარდა შვიდწლიანი სამხედრო დიქტატურის შემდეგ.
  • 1985 : კოსმოსური შატლი „ჩელენჯერის“ ბოლო წარმატებული მისია განხორციელდა.
  • 2005 : დრეზდენის ფრაუენკირხეს 13-წლიანი რესტავრაცია დასრულდა.
  • 2008 : ინდოელი ვისვანათან ანანდი ბონში ვლადიმერ კრამნიკს ამარცხებს და ჭადრაკში მსოფლიო ჩემპიონის ტიტულს ინარჩუნებს.
  • 2009 :
    • მსოფლიოში უდიდესი სამგზავრო გემის Oasis of the Seas მშენებლობა დასრულდა.
    • ICANN ქვეყნებს და ტერიტორიებს ნებას რთავს საკუთარ მშობლიურ ანბანზე ზედა დონის ინტერნეტ დომენები შექმნან.
  • 2011 : ყირგიზეთის საპრეზიდენტო არჩევნებში ალმაზბეკ ატამბაევი იმარჯვებს.
  • 2012 : უოლტ დისნეის კომპანიამ შეიძინა ჯორჯ ლუკასის Lucasfilm 4,05 მილიარდ აშშ დოლარად, რითაც მას გადაეცა „ვარსკვლავური ომების“ მომავალი ფილმების წარმოების უფლება.
  • 2014 : შვედეთი ევროპის კავშირის პირველი ქვეყანა გახდა, რომელმაც პალესტინის სახელმწიფო აღიარა.
  • 2022 : ბრაზილიის საპრეზიდენტო არჩევნებში ყოფილმა პრეზიდენტმა, მემარცხენე ლუის ინასიუ ლულა და სილვამ გაიმარჯვა.

ამ დღეს დაბადებულნი

  • 1735 : ადამსი, ჯონ — აშშ-ის პრეზიდენტი
  • 1762 : შენიე, ანდრე — ფრანგი პოეტი
  • 1887 : ჰაიმი, გეორგ — გერმანელი მწერალი
  • 1906 : ჯუზეპე ფარინა — იტალიელი ავტომრბოლელი. (გ. 1966)
  • 1911  : აღაბაბიანი, რუბენ — სომეხი არქიტექტორი, პოეტი, მთარგმნელი
  • 1960 : დიეგო მარადონა — არგენტინელი ფეხბურთელი და მწვრთნელი.
  • 1966 : ზაზა ურუშაძე — ქართველი კინორეჟისორი

ამ დღეს გარდაცვლილნი

  • 1903 : ოძაკი კოიო — იაპონელი მწერალი.
  • 1977 : ბაგრატიონი, ირაკლი გიორგის ძე — ბაგრატიონთა მუხრანბატონების შტოს შთამომავალი.

დღესასწაულები

  • მართლმადიდებელი ეკლესია აღნიშნავს შემდეგი წმინდანების ხსენების დღეს:
    • იოსებ I ჯანდიერი
    • წმინდა კოზმანი
    • ოსე წინასწარმეტყველი
    • ანდრია კრეტელი
    • კოზმა და დამიანე და ძმანი მათნი: ლეონტი, ანთიმოზი და ევტროპი
    • აღმოყვანება ნაწილთა წმიდისა ლაზარესი, ოთხთა დღეთა საფლავად მდებარისა
society
სურსათის უვნებლობის კამპანიას სკოლა-ლიცეუმი „ლამპარი“ შეუერთდა

თბილისის საჯარო და კერძო სკოლებში 13-18 წლის მოზარდებისთვის სურსათის უვნებლობისა და სამომხმარებლო კულტურის შესახებ ცნობიერების ამაღლების კამპანია ახალ ფაზაში გადადის. ამჯერად, საგანმანათლებლო ვორქშოფების სერიას შპს სკოლა-ლიცეუმი „ლამპარი“ შეუერთდა, სადაც მოსწავლეებისთვის სურსათის უვნებლობის საკითხებზე ინტერაქციული საინფორმაციო სესიები ჩატარდა.

შეხვედრამ მოზარდებში უდიდესი ინტერესი და ჩართულობა გამოიწვია. აღსანიშნავია, რომ „ლამპარის“ სკოლის ადმინისტრაცია აქტიურად უჭერს მხარს სასწავლო პროცესში მსგავსი არაფორმალური განათლების კომპონენტების ინტეგრირებას, რაც მოსწავლეებს პრაქტიკული და ცხოვრებისეული უნარების განვითარებაში ეხმარება.

საგანმანათლებლო ვორქშოფების სერია ჩეხეთის განვითარების სააგენტოს (CzDA) მხარდაჭერით ტარდება.

პროექტის მასშტაბები და გეოგრაფია

სასწავლო პროგრამა, რომელიც სსიპ „გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის“ მიერ არის შემუშავებული და მხარდაჭერილია საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ, გასულ წელს პილოტურ რეჟიმში წარმატებით გამოიცადა თბილისის მე-2, მე-16, 32-ე, 173-ე, 143-ე, 117-ე საჯარო და ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლებში.

მოსწავლეთა და ადმინისტრაციის მხრიდან უდიდესი დაინტერესების გამო, პროექტი მიმდინარე წელსაც აქტიურად გრძელდება და მას ახალი საგანმანათლებლო დაწესებულებები უერთდებიან — სკოლა-ლიცეუმ „ლამპართან“ ერთად, სესიები ახლახან ინტერაქციული სამაგიდო თამაშების გამოყენებით №11 საჯარო სკოლაშიც ჩატარდა.

რას მოიცავს სასწავლო პროგრამა?

საგანმანათლებლო ფორმატი 90-წუთიან ინტერაქციულ ვორქშოფებს მოიცავს, რომლებიც მარტივად ერგება სკოლების სასწავლო ბადეს. შეხვედრებს სურსათის უვნებლობის სერტიფიცირებული ტრენერი და ექსპერტი — ვერიკო გულუა უძღვება. პროგრამა 5 პრიორიტეტულ მოდულს აერთიანებს:

  • სისტემური საფუძვლები: სურსათის უვნებლობა, უსაფრთხოება და ხარისხი;
  • პრაქტიკული ჰიგიენა: ჯანმოს (WHO) ხუთი გასაღების პრინციპი ყოველდღიურობაში;
  • მომხმარებლის უფლებები: სურსათის ეტიკეტი და მისი სწორი წაკითხვა;
  • ფარული კომპონენტები: საკვები დანამატები (E-ნომრები) და მოზარდის ჯანმრთელობა;
  • რისკების პრევენცია: სურსათისმიერი დაავადებები და მათგან თავდაცვა.

„სკოლებში ამ აქტივობის დანერგვა სტრატეგიულად ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რადგან იგი გრძელვადიან პერსპექტივაში ინფორმირებული და გაცნობიერებული საზოგადოების ჩამოყალიბებას ისახავს მიზნად,“ — აცხადებენ სკოლა-ლიცეუმის დირექციაში.

სტრატეგიული მიდგომის ორმაგი ეფექტი:

  1. გაცნობიერებული მომხმარებელი: მოზარდები ადრეული ასაკიდანვე სწავლობენ სურსათის სწორად შერჩევას, ეტიკეტის კითხვასა და ყოველდღიურ ცხოვრებაში ჯანსაღი გადაწყვეტილებების მიღებას.
  2. ცოდნის გამავრცელებლები: ვორქშოფების შედეგად მიღებული ინფორმაციით, თავად მოსწავლეები ხდებიან ახალი ცოდნის „ამბასადორები“ საკუთარ სახლებში, ოჯახის წევრებსა და მეგობრების წრეში. ისინი მიღებულ პრაქტიკულ უნარებს უზიარებენ მშობლებსა და თანატოლებს, რაც მკვეთრად ზრდის სურსათის უვნებლობის კულტურას მთლიანად საზოგადოებაში.

 

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way