USD 2.6191
EUR 3.0214
RUB 3.1846
Тбилиси
30-მდე ოპოზიციურმა პარტიამ ხმების დაცვის შესახებ მემორანდუმი გააფორმა
дата:  951

30-მდე ოპოზიციურმა პარტიამ მემორანდუმი გააფორმა, რომლის მიხედვით ოპოზიციის წარმომადგენლები თანხმდებიან, რომ როგორც საკუთარ, ისე ერთმანეთის ხმებს დაიცავენ.

დეკლარაციის მიხედვით, შექმნება ამომრჩევლების ხმების დაცვის შტაბი, რომელსაც პაატა დავითაია უხელმძღვანელებს.

რაც შეეხება კონკრეტულ მექანიზმებს, რომელიც დეკლარაციითაა გათვალისწინებული, როგორც ოპოზიციური პარტიების შეხვედრის შემდეგ გახდა ცნობილი, შეიქმენება პარტიებს შორის საერთო მონაცემთა ბაზა, სადაც აისახება არჩევნებზე დაფიქსირებული დარღვევები, ამასთან, ძალაში შევა საერთო საკოორდინაციო მექანიზმი, თუ როგორ რეაგირებას მოახდენენ პარტიები დარღვევებზე. ამასთან, გაიწერა არასამთავრობოებთან და საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობის საკითხები.

мир
დამასკომ და მოსკოვმა სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ მემორანდუმს ხელი მოაწერეს

18-თვიანი მოლაპარაკებების შემდეგ დამასკომ და მოსკოვმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ. შეთანხმების მიხედვით სამოქალაქო ობიექტები, მათ შორის ჰამეიმიმის აეროპორტი და ტარტუსის პორტის ნავმისადგომი, სირიის მართვაში გადავა, ხოლო სამხედრო ბაზები ერთობლივ საწვრთნელ ცენტრებად გარდაიქმნება.

შეთანხმება ძალაში სამი თვის განმავლობაში შევა.

более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати