USD 2.7075
EUR 3.1272
RUB 3.3424
Тбилиси
30 ივნისი - ეს დღე ისტორიაში
дата:  395

30 ივნისი — გრიგორიანული კალენდრის 181-ე დღე (ნაკიან წლებში – 182-ე დღე). წლის ბოლომდე დარჩენილია 184 დღე.

 

დღის მოვლენები

350 : რომაელმა უზურპატორმა ნეპოტიანუსმა, კონსტანტინიანეს დინასტიიდან, მაგნეტიუსის ჯარი დაამარცხა რომში.

1422 : არბედოს ბრძოლა მილანის გრაფსა და შვეიცარიის კანტონებს შორის.

1520 : ესპანელები ტენოჩტიტლანიდან განდევნეს.

1651 : ბერესტეცკოს ბრძოლა პოლონელების გამარჯვებით დასრულდა.

1688 : უკვდავი შვიდეული უილიამს მოწვევას უგზავნის, რითაც იწყება ინგლისის რომისგან დამოუკიდებლობის ბრძოლა, რაც დიდებული რევოლუციით დასრულდა.

1758 : შვლიდწლიანი ომი - დომშტადტლის ბრძოლა.

1805 : აშშ-ის კონგრესმა მიჩიგანის ტერიტორია დაამტკიცა.

1893 : სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში, იახერსფონტეინის საბადოში იპოვეს ალმასი „ეკესელსიორი“  რომლის წონა 995 კარატია.

1894: გაიხსნა ლონდონის  „თაუერის ხიდი“

კორეამ  ჩინეთისგან დამოუკიდებლობა გამოაცხადა

1905 : ალბერტ აინშტაინი (სურათზე) აქვეყნებს სტატიას „მოძრავ სხეულთა ელექტროდინამიკის შესახებ“, სადაც შემოაქვს სპეციალური ფარდობითობის ცნება.

1908 :ციმბირში, ტუნგუსთან ახლოს ოფიციალური ვერსიით ჩამოვარდა მეტეორიტი.

1910 : დამთავრდა სატელეფონო კაბელის გაყვანა ევროპასა და სამხრეთ ამერიკას შორის.

1934 : გრძელი დანების ღამე - ადოლფ ჰიტლერის მომხრეების მიერ გერმანიაში მისი მოწინააღმდეგებიის სისხლიანი დარბევა.

1936 : მარგარეტ მიჩელის რომანი „ქარწაღებულნი“ გამოქვეყნდა.

1953 : პირველი შევროლე კორვეტი ჩამოვიდა კონვეიერიდან ფლინტში, მიჩიგანი.

1960 : კონგომ დამოუკიდებლობა გამოაცხადა ბელგიისაგან.

1964 : გადაიღეს მთვარის პირველი სურათები ახლო ხედით.

1990 : აღმოსავლეთ და დასავლეთ გერმანია ერთიანდებიან.

1997 : დიდ ბრიტანეთში გამოვიდა ჯოან როულინგის პირველი წიგნი ჰარი პოტერის შესახებ: „ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა“

1997 : ჩინეთი საკუთარ განკარგვაში იბრუნებს ჰონკონგს, ასრულებს რა ამით ბრიტანელთა 156 წლიან კოლონიურ მმართველობას.

2002 : ბრაზილია ამარცხებს გერმანიას 2-0 იოკოჰამაში, იაპონია, იღებს რა ჩემპიონის რეკორდულ, მეხუთე ტიტულს მე-17 მსოფლიო საფეხბურთო თასში.

2005 : ესპანეთმა ერთი სქესის წყვილთა ქორწინება დაუშვა.

2006 : პირველად ქუვეითის ისტორიაში ქალებს მიეცათ არჩევნებში კენჭისყრის უფლება.

2010 : ქრისტიან-დემოკრატი კრისტიან ვულფი გერმანიის პრეზიდენტად აირჩიეს.

2012 : საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ქვეყნის პრემიერ-მინისტრად ივანე მერაბიშვილი დანიშნა.

2013 : მამნუნ ჰუსეინი პაკისტანის პრეზიდენტად აირჩიეს.

ამ დღეს დაბადებულნი

1470 : შარლ VIII (საფრანგეთი) — საფრანგეთის მეფე

1911 : მილოში, ჩესლავ — პოლონელი პოეტი (გ.2004)

1966 : ტაისონი, მაიკ — ამერიკელი მოკრივე

ამ დღეს გარდაცვლილნი

1817: აბრაამ გოტლობ ვერნერი — გერმანელი გეოლოგი და მინერალოგი. (დ. 1750)

1966: ჯუზეპე ფარინა — იტალიელი ავტომრბოლელი. (დ. 1906)

1986: ბენი გუდმენი — ამერიკელი ჯაზის მუსიკოსი (დ. 1909)

2009: პინა ბაუში — გერმანელი მოცეკვავე, ქორეოგრაფი (დ. 1940)

მსოფლიოს ქვეყნების დღესასწაულები

გვატემალა - ჯარის დღე.

დანია - პრინცესა ალექსანდრას დაბადების დღე.

კონგო - დამოუკიდებლობის დღე.

სუდანი - რევოლუციის დღე.

საეკლესიო დღესასწაულები

მართლმადიდებელი ეკლესია აღნიშნავს შემდეგი წმინდანების ხსენების დღეს:

შალვა ახალციხელი

მოციქული აეტი

ფილონიდე კურიელი

იოსებ მეუდაბნოე

წმინდა პიორი

წმინდა მოწამენი მანუელი, საბაილი და ისმაილი

აგრეთვე:

კონგო : დამოუკიდებლობის დღე

общество
ზვიად გაბისონია: ხელმძღვანელის წერილობითი თანხმობით, პედაგოგებს აქვთ უფლება განახორციელონ სხვა ანაზღაურებადი პედაგოგიური, სამეცნიერო, შემოქმედებითი საქმიანობა

კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ საქართველოს კანონში შეტანილი ცვლილებების თანახმად, საჯარო სკოლებში დასაქმებულ პედაგოგებს ენიჭებათ უფლება, განახორციელონ სხვა ანაზღაურებადი პედაგოგიური, სამეცნიერო, შემოქმედებითი, ასევე, სპორტული საქმიანობა შესაბამისი დაწესებულების ხელმძღვანელის ან საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილი პირის ან ორგანოს მიერ წერილობითი თანხმობის საფუძველზე. ამ მიმართულებით არ არსებობს რაიმე ტიპის შეზღუდვა, რომელიც დამატებითი მიზნებისთვის აღნიშნული თანხმობის კონტროლის მექანიზმად გამოყენების საშუალებას იძლევა, - განაცხადა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილემ, ზვიად გაბისონიამ.

მინისტრის მოადგილემ სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ინფორმაციას, რომ თითქოს ახალი კანონით, საჯარო სკოლის მასწავლებლებს სკოლის მიღმა მოსწავლეების მომზადება დირექტორის თანხმობის გარეშე აღარ შეეძლებათ, დეზინფორმაცია უწოდა.

„დეზინფორმაციაა, რომ თითქოს, აღნიშნული წერილობითი თანხმობის ვალდებულება ვრცელდებოდეს ე.წ. კერძო რეპეტიტორის ინსტიტუტზე. განვმარტავთ, რომ რეპეტიტორის ინსტიტუტს არ ცნობს საქართველოს განათლების შესახებ მოქმედი კანონმდებლობა, შესაბამისად, ასეთი საქმიანობა ვერ ჩაითვლება პედაგოგიურ საქმიანობად. გარდა ამისა, მასწავლებლის ეთიკის კოდექსის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტი მასწავლებელს უკრძალავს საკუთარ მოსწავლეს დამატებით გაუწიოს ფასიანი საგანმანათლებლო მომსახურება, გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა. საქართველოს მთავრობის მიერ დაანონსებული განათლების ფუნდამენტური რეფორმის ერთ-ერთ მნიშვნელოვან საკითხს წარმოადგენს ისეთი სასკოლო მოდელის ფორმირება, რომლის შედეგადაც მშობლებს აღარ დასჭირდებათ კერძო რეპეტიტორებთან დამატებითი ხარჯის გაწევა. მოგეხსენებათ, რომ აღნიშნული პრობლემა ქვეყანაში 30 წელზე მეტია არსებობს.

იმ იურიდიულ პირებს, რომლებიც საქართველოს სამეწარმეო კანონმდებლობით რეგისტრირებულნი არიან მეწარმე სუბიექტებად და ახორციელებენ სატრენინგო მომსახურებას, მათ შორის, ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის განსაზღვრულ საგნებში, ასევე უცხო ენებში, მოეთხოვებათ დამსაქმებლის მხრიდან წერილობითი თანხმობის მიღება“, - განაცხადა ზვიად გაბისონიამ.

более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати