USD 2.7561
EUR 3.0232
RUB 3.2005
Tbilisi
30 დეკემბერი - ეს დღე ისტორიაში
 200

30 დეკემბერი — გრიგორიანული კალენდრის 364-ე დღე (ნაკიან წლებში – 365-ე დღე). წლის ბოლომდე დარჩენილია 1 დღე.

დღის მოვლენები

  • 1671 : ლუი XIV-მ საფრანგეთის არქიტექტურის სამეფო აკადემია შექმნა.
  • 1806 : თურქეთი რუსეთს ომს უცხადებს. რუსეთმა ბაქო აიღო.
  • 1880 : ტრანსვაალი რესპუბლიკა გახდა, ხოლო პოლ კრუგერი - მისი პირველი პრეზიდენტი.
  • 1896 : ხოსე რიზალი დახვრიტეს მანილაში.
  • 1903 : ხანძარმა იროქვოის თეატრში, ჩიკაგო (ილინოისი), 600 ადამიანი იმსხვერპლა.
  • 1916 : რასპუტინი მოკლეს შექმულებმა (ახალი სტილით).
  • 1922 : საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირი შეიქმნა.
  • 1924 : ედვინ ჰაბლი სხვა გალაქტიტების არსებობის შესახებ აცხადებს.
  • 1927 : აზიის პირველი მიწისქვეშა მეტროს ხაზი - გინძას ხაზი - გაიხსნა ტოკიოში.
  • 1947 : რუმინეთის მეფე მიქაელი სსრკ-ის მიერ წაქეზებულმა კომუნისტურმა მთავრობა გადააყენა.
  • 1953 : პირველი ფერადი ტელევიზორი გამოჩნდა მაღაზიებში $1,175 დოლარად.
  • 1956 : ექსპლოატაციაში შევიდა თბილისის ტელეცენტრი და დაიწყო სატელევიზიო პროგრამების რეგულარული გადაცემები.
  • 1965 : ფერდინან მარკოსი ფილიპინების პრეზიდენტი გახდა.
  • 1981 : უეინ გრეცკიმ 50-ე გოლი გაიტანა 39 თამაშში, რაც დღემდე რჩება აშშ-ის ეროვნული ჰოკეის ლიგის რეკორდად.
  • 1993 : ისრაელი და ვატიკანი დიპლომატიურ ურთიერთობებს ამყარებენ.
  • 1995 : ბრიტანეთის ისტორიაში ყველაზე დაბალი ტემპერატურა -27.2 °C დარეგისტრირდა ალტნაჰარაში, შოტლანდიის მაღლობები.
  • 2015 : IUPAC-მა ოთხი ელემენტის უნუნტრიუმის, უნუნპენტიუმის, უნუნსეპტიუმისა და უნუნოქტიუმის აღმოჩენის შესახებ ოფიციალურად განაცხადა.

ამ დღეს დაბადებულნი

  • 39 : ტიტუსი — რომის იმპერატორი
  • 1673 : აჰმედ III — ოტომანთა სულთანი
  • 1678 : ვილიამ კროფტი — ბრიტანელი კომპოზიტორი (გ. 1727)
  • 1819 : ფონტანე, თეოდორ — გერმანელი მწერალი
  • 1855 : ჰაინრიხ ჰარტი — გერმანელი მწერალი
  • 1860 : იაბლონსკისი, იონასი — ლიტველი ენათმეცნიერი
  • 1865 : კიპლინგი, რედიარი — ინგლისელი მწერალი
  • 1880 : აინშტაინი, ალფრედ — გერმანელი მუსიკის ისტორიკოსი და კრიტიკოსი
  • 1884 : ტოძიო ჰიდეკი — იაპონელი გენერალი.
  • 1908 : იანვარაშვილი, ბარბალე — საბჭოთა ეპოქის ქართველი მსახიობი.
  • 1947 : ჯეფ ლინი — ინგლისელი მუსიკოსი, ჯგუფ ELO-ს წევრი.
  • 1969 : ჯეი ქეი — ამერიკელი მომღერალი

ამ დღეს გარდაცვლილნი

  • 1591 : ინოკენტი IX — რომის პაპი
  • 1862 : არგიროპულო, პერიკლე — რუსი რევოლუციონერი
  • 1917 : კიტა აბაშიძე — ქართველი ლიტერატურათმცოდნე
  • 1944 : რომან როლანი — ფრანგი მწერალი
  • 1968 : კირილ მერეცკოვი — რუსი სამხედრო და სახელმწიფო მოღვაწე
  • 1975 : ელენე ახვლედიანი — ქართველი ფერმწერი, გრაფიკოსი, თეატრისა და კინოს მხატვარი.
  • 1994 : ალექსანდრე ბარამიძე — ქართველი ლიტერატურათმცოდნე
  • 2010 : ბობი ფარელი — მუსიკალური ჯგუფის Boney M-ის ვოკალისტი
  • 2022 : ბენედიქტე XVI — რომის 265-ე პაპი და კათოლიკე თეოლოგი

დღესასწაულები

  • მართლმადიდებელი ეკლესია აღნიშნავს შემდეგი წმინდანების ხსენების დღეს:
  • წინასწარმეტყველი დანიელი
  • დანიელ აღმსარებელია
culture
«Frankfurter Allgemeine Zeitung» (გერმანია): „ქართული სამზარეულოს მრავალფეროვნება: ტრადიციული სუფრის თავისებურებები“

„სუფრა - ასე ჰქვია ქართულ მოლხენა-დროსტარებას, რომელიც სტუმართმოყვარეობისა და მხიარულების განსახიერებას წარმოადგენს. რომელი კერძებს მიირთმევენ ქართველები სტუმრებთან ერთად? ჩვენი კორესპონდენტი შეეცადა ქართული სუფრის დიდებულება ეჩვენებინა და დარწმუნდებით, რომ ეს მართლაც კარგად გამოუვიდა“, - ასე იწყება გერმანულ გაზეთ „ფრანკფურტერ ალგემაინე ცაითუნგში“ (Frankfurter Allgemeine Zeitung) გამოქვეყნებული სტატია სათაურით „ქართული სამზარეულოს მრავალფეროვნება“ (ავტორი - მაიკე ფონ გალენი).

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

„როცა მივედით, მაგიდა უკვე გაშლილი დაგვხვდა: თეფშებზე დაწყობილი ყველით და ლორით, ნიგვზის ფარშიანი ბადრიჯნით, მხალეულობით, მწვანილით, კიტრით და პომიდორით... მათ შორის ჩადგმულია გრაფინები მოცხარის წვენით და ტარხუნის ლიმონათის ბოთლებით. ოფიციანტი წითელ ღვინოს ბოკალებში ასხამს. გარეთ თბილისური საღამოა, რესტორან „რიგის“ დარბაზში გაშლილ გრძელ მაგიდაზე კი ქართული სუფრა - ქართული ქეიფი იწყება.

ისინი, რომლებიც ქართულ სამზარეულოს არ იცნობენ, მადააღძრულები სწრაფად მიირთმევენ სიმინდის ფქვილისაგან გამომცხვარ თბილ მჭადებს, სალათებს და ყველს. მაგრამ ვინც იცის, ის ნელ-ნელა ჭამს და მთავარს ელოდება...

ქართველი ქალბატონი თიკო ტუსკაძე, რომელიც ლონდონში ცხოვრობს, მაგრამ ახლა სამშობლოში იმყოფება, ჩვენი გიდის როლს ასრულებს და ქართულ სუფრას გვაცნობს როგორც „გემრიელი საჭმელების უსასრულო რიგს“. იგი კულინარული წიგნის ავტორია და გვიხსნის, თუ რომელი საჭმელი როგორ მივირთვათ.

ზოგიერთმა უკვე საკმაო რაოდენობის სალათა მიირთვა, რომ მაგიდაზე ახალი კერძები მოაქვთ - მოხრაკულ-მოთუშული სოკო, ხაჭაპური, ხორცით მომზადებული კერძები... საჭმლით სავსე თეფშები სულ უფრო მრავლდება და მაგიდაზე თავისუფალი სივრცე მცირდება, თუმცა ახალ-ახალი ნუგბარისათვის ადგილი მოიძებნება.

„სტუმართმოყვარეობა - ქართული კულტურის განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს, რაც კარგად არის გამოხატული ქართულ სუფრაში, როცა მაგიდას ეროვნულ სამზარეულოს კერზები ამშვენებს“, - განმარტავს მაკა თარაშვილი. რა თქმა უნდა, იგი ახალბედა სუფრის წევრებისაგან განსხვავებით, შეცდომებს არ უშვებს და ყველაფერს ერთად არ მიირთმევს. მან კარგად იცის, რა როდის უნდა მიირთვას და უცხოელ სტუმრებს ჭამის საიდუმლოებას ასწავლის: როდის დგება მწვადის, „ჩაქაფულის და საჭმელების მიღების დრო...

ქართული ტრადიციის თანახმად, სუფრაზე იმდენი საჭმელი უნდა იყოს, რომ სტუმრების წასვლის შემდეგაც საკმაო რაოდენობით უნდა დარჩეს: „სუფრა, რომელზეც არაფერი აღარ რჩება, საქართველოში არ არსებობს“, - ამბობს მაკა თარაშვილი, - მასპინძლები იფიქრებენ, რომ სტუმრები მშივრები დარჩნენ. ამიტომ ყველაფერი უამრავია“.

რესტორანი „ქეთო და კოტე“ ძველი თბილისის უბანში, შემაღლებულ ადგილზე მდებარეობს. დარბაზში მყუდრო გარემოა შექმნილი. მაგიდები ყოველთვის მდიდრულადაა გაშლილი - ტრადიციული კერძები თანამედროვე სტილითაა გაფორმებული. თავდაპირველად თვენ მოგართმევენ ცივ და ვეგეტარიანულ კერძებს, ბოსტნეულს, შემდეგ გამომცხავარს, ცომეულს, ბოლოს კი ხორცით მომზადებულ საჭმელებს.

ქართული სუფრის ტრადიციაა თამადა, ანუ დროსტარების ხელმძღვანელი. იგი სუფრის თავში ზის და სადღეგრძელოებს ამბობს. რესტორან „შატო მუხრანში“, სადაც ჩვენ ვიყავით (თბილისიდან ერთი საათის სავალზე), მეღვინე პატრიკ ჰონეფმა ჩვენი სტუმრობის სადიდებელი სადღეგრძელო წარმოსთქვა. გერმანელი მეღვინე უკვე მრავალი წელია საქართველოში ცხოვრობს, ოჯახიც აქ ჰყავს. პატრიკი მადლობას გვიხდის სტუმრობისათვის, რომ გერმანელი ტურისტები საქართველოთი დაინტერესდნენ და კავკასიურ ქვეყანას ეწვივნენ.

მასპინძელი გვიხსნის, რომ სუფრის თამადა ყურადღებით ისმენს სტუმრების საუბარს  სადღეგრძელოებისათვის იმპულსის მისაცემად. იგი დისკუსიას ზომიერ მიმართულებას აძლევს და განწყობას ამაღლებს. ამიტომაც თამადა ისეთი პიროვნებაა, რომელიც ცნობილია თავისი კეთილი ხასიათით, გონებამახვილობით და ინტელექტით.

თუ როგორ მზადდება კლასიკური ქართული კერძები, ამას თქვენ თბილისიდან საკმაოდ მოშორებით, კახეთში გაიგებთ, სადაც ღვინის კომპანია „შუმის“ რესტორანი მდებარეობს. აქ სტუმარი საკუთარი თვალით ხედავს, თუ როგორ ცხვება ქართული თონის პური, როგორ კეთდება ხინკალი, რომელიც ქართული სამზარეულოს ერთ-ერთ დიდებულ და გემრიელ კერძს წარმოადგენს.

See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way