USD 2.7384
EUR 2.8548
RUB 2.6619
Tbilisi
30 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი
Date:  421

მთვარის მე-22-23 დღე. დღეს, მთვარე ტყუპებში გეხმარებათ ახალი თემებისა და კომუნიკაციის ფორმების პოვნაში. დღის აქცენტები გადადის კანონის უზენაესობასა და დიპლომატიაში, ჰარმონიისა და ბალანსის ძიებაში.

სისტემური აზროვნება უფრო მნიშვნელოვანი ხდება, ვიდრე დეტალებზე ორიენტირება. მთელი რიგი მოლაპარაკებები შეიძლება მომწიფდეს. შესაძლებელია მიიღოთ ოფიციალური შეტყობინებები, ახალი წინადადებები.

მიზანშეწონილია ნებისმიერი ბიზნესის დაწყება დაგეგმვით და დისციპლინის გაუმჯობესებით, წინააღმდეგ შემთხვევაში დიდი ძალისხმევა დაგჭირდებათ უთანხმოების, გაუგებრობებისა და ტექნიკური დაბრკოლებების დასაძლევად.

 

ვერძი

ვარსკვლავები ვერძს ეუბნებიან, რომ დღეს კარგი დღეა მოლაპარაკებების ახალი ციკლის დასაწყებად, მიზნობრივი მოგზაურობისთვის ან დოკუმენტებთან მუშაობისთვის. ასევე, უფრო ფრთხილად უნდა იყოთ ზოგადი ინფორმაციის ფონზე და არ თქვათ უარი ღონისძიებებზე დასწრებაზე, რათა არ გამოგრჩეთ სიახლეები.

კურო

დღეს, კუროს წარმატების მისაღწევად მნიშვნელოვანია დარჩეს კომუნიკაბელური, გაწონასწორებული და მოწესრიგებული. ნებისმიერ ბიზნესში სასარგებლოა პრიორიტეტების მინიჭება - მაგალითად, კონტაქტების, მარშრუტების ან შესყიდვების ჩამონათვალის გარკვევა. ღირს გაორმაგდეს თქვენი ყურადღება კარგ მანერებზე, ჯანმრთელობის ნიუანსებზე და გარეგნობის დეტალებზე.

ტყუპები

დღეს ტყუპებს ორგანიზება დასჭირდებათ. ეს დაგეხმარებათ დაგეგმოთ საქმეები ერთი -ორი დღით ადრე, სიტუაციის პოზიტიური ასპექტების გამოყენებით და უარყოფითი მხარეების მინიმუმამდე შემცირებით. იმისათვის, რომ დაძაბული მომენტები უფრო ადვილად გადაიტანოთ, მნიშვნელოვანია გამოიყურებოდეთ ცოტა უფრო ფართო ვიდრე წამიერი პრობლემები, პრიორიტეტი მიანიჭოთ საკუთარი ჰორიზონტის ან შესაძლებლობების ზოგად გაფართოებას. დროა შეეგუოთ ურთიერთობების ჰარმონიზაციის სასიამოვნო პროცესს.

კირჩხიბი

დღეს ვარსკვლავები კირჩხიბს წარმატებებს გპირდებიან უმეტეს საქმეებში, განსაკუთრებით თუ ისინი კომუნიკაბელურები არიან, ზომიერად ფრთხილები და იწყებენ რაციონალურად აზროვნებას. მაგრამ მიზანშეწონილია გადადოთ ახალი მნიშვნელოვანი წამოწყება.

მალე იქნება რაღაც განსახილველი ოჯახის წევრებთან, კოლეგებთან ან პარტნიორებთან.

ლომი

დღე ლომს აძლევს საშუალებას გამოვიდეს გადაუდებელი საკითხების მორევიდან, ისწავლოს ახალი ამბები, არსებობს პირობები ფორმალური მოლაპარაკებებისათვის სასიამოვნო არაფორმალური ურთიერთობისთვის. თქვენ შეგიძლიათ მხარი დაუჭიროთ მეგობრულ და რომანტიკულ სიმპათიებს, დაიწყოთ სამომავლო გეგმების გარკვევა. კომუნიკაციის გასაადვილებლად, დაივიწყეთ წვრილმანი პირადი სარგებლის ძიება.

ქალწული

დღეს ქალწულები მიზანდასახულები არიან და ეს ზოგჯერ პრობლემებს უქმნის საკუთარ თავს. დროა შეცვალოთ ტაქტიკა. იყავით დისციპლინირებულები, ეს ხელს შეუწყობს მიზნის მიღწევას მინიმალური დანაკარგებით. ნუ უგულებელყოფთ ეტიკეტს: კონფლიქტში კარგი მანერები უზრუნველყოფენ "რბილ დაშვებას". ასევე, იუმორი დაეხმარება ზედმეტი აგრესიის ჩაქრობას.

სასწორი

სასწორებს შეუძლიათ გამოიყენონ ეს დღე დასაწყისისთვის, მაგრამ სიფრთხილით. სრულყოფილად დაგეგმილი კამპანიაც კი არ არის დაცული მცირედი ჩარევის, გაუგებრობების, აშკარა ან ფარული გვერდითი ეფექტებისგან. უპირველეს ყოვლისა, ეს არის შემთხვევები, რომლებიც დაკავშირებულია კვლევებთან, კომუნიკაციებთან, მკურნალობასთან. შესაძლებელია ტრანსპორტის, ტექნიკური და სამედიცინო მომსახურების შეფერხება.

მორიელი

დღეს მორიელებს კომუნიკაბელურობა და ყურადღებთ ყოფნა ძალიან დაეხმარება კარიერულ წინსვლაში. შესაძლოა ცვლილებები სამეგობრო წრეში.  რთულ მომენტში, კანონების და წესების ცოდნა დაგეხმარებათ. უსაფრთხოების წესების დაუცველობამ სახალისო სიტუაცია შესაძლოა კრიტიკულად აქციოს.

მშვილდოსანი

მშვილდოსნისთვის უმჯობესია არ განერიდოთ მნიშვნელოვან ადამიანებთან მწვავე დიალოგს, თუნდაც ამას თან ახლდეს ჩხუბი და პროვოკაციები, მაგრამ თავად საუბრისა და კამათის ინიციატორი ნუ გახდებით. ასეთი კომუნიკაცია შეიძლება დესტრუქციულ არხად იქცეს.

თხის რქა

ეს დღე თხის რქებისთვის ძირითადად დოკუმენტებთან მუშაობის დღეა. კარგია კოლეგებთან, პარტნიორებთან, ხელისუფლებასთან და მენეჯმენტთან ურთიერთობა, ეს წარმატებას მოგიტანთ. 

მერწყული

ეს დღე მერწყულს დაეხმარება დაუბრუნდეს პროფესიულ სტანდარტებს. სიტუაციიდან გამომდინარე, მათ შეეძლებათ თავიანთი საქმეების მოწესრიგება, დაიბრუნონ თვითკონტროლი, აღადგინონ საჭირო საკომუნიკაციო არხები. დღევანდელი დღე იღბლიანია გარდაუვალი უმნიშვნელო გართულებებს უპრობლემოდ გაუმკლავდეთ. თქვენ შეგიძლიათ შეცვალოთ სიტუაცია სასიამოვნო და მომგებიანი კონტაქტების ახალი ციკლით.

თევზები

დღეს თევზებმა სჯობს რაციონალურად იფიქრონ. თქვენს გრძნობებზე, შეგრძნებებზე და ვარაუდებზე დაყრდნობამ შეიძლება გაართულოს მათი მდგომარეობა. ღირს სიტუაციისმაქსიმალურად დალაგება, განსაკუთრებით ბიზნესში, ქორწინებაში და ოჯახში. თუ მომენტი მწვავეა, აუცილებელია ანტიკრიზისული ღონისძიებების ვარიანტების განხილვა. 

კარგი იქნება მოაწესრიგოთ დოკუმენტები.

analytics
«The Washington Post» (აშშ): „ომისადმი შიშის გამო, საქართველო რუსეთისაკენ დაბრუნებას ირჩევს“

ამერიკული გაზეთი „ვაშინგტონ პოსტი“ (The Washington Post) აქვეყნებს სტატიას სათაურით „ომისადმი შიშის გამო, საქართველო რუსეთისაკენ დაბრუნებას ირჩევს“ (ავტორი - მარია ილიუშინა), რომელშიც განხილულია არჩევნებისშემდგომი სიტუაცია საქართველოში.

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

(...) ქართველთა უმრავლესობა - გამოკითხვების მიხედვით, 80%-ზე მეტი - მხარს უჭერს ქვეყნის ევროპულ ორიენტაციას და მოსკოვის მიმართ მაინცდამაინც განსაკუთრებულ სიყვარულს არ ამჟღავნებს, ოპოზიცია კი ცდილობს ხმის მიცემის შედეგები წარმოადგინოს როგორც არჩევანი ევროკავშირსა და რუსეთს შორის.

მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ ორ ქვეყანას შორის 2008 წლის აგვისტორში მომხდარი ხანმოკლე ომის შედეგად საქართველოს ტერიტორიის 20% დე-ფაქტოდ რუსეთის კონტროლის ქვეშ იმყოფება, მოსკოვის სამხერო ძლიერების ჩრდილი სულ უფრო შესამჩნევი ხდება. შესაბამისად, „ქართულმა ოცნებამ“ ამომრჩევლებს უფრო რადიკალური დილემა შესთავაზა: არჩევანი მშვიდობასა და ომს შორის.

მმართველი პარტიის „რუსეთის მხარეს შებრუნება“ შედარებით ახალ მოვლენას წარმოადგენს. 2012 წელს, როცა „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში მოვიდა, მნიშვნელოვან საგარეოპოლიტიკურ წარმატებას მიაღწია - სწრაფად დაუახლოვდა ევროკავშირს მასში გაწევრიანების სურვილით, მაგრამ რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების კვალობაზე პარტიამ რუსეთის ორბიტისაკენ გადაუხვია. მთავრობამ ევროპა და ადგილობრივი ოპოზიცია წარმოადგინა „ომის გლობალური პარტიად“, რომელსაც სურს საქართველო მოსკოვთან ომში ჩაითრიოს და კრემლთან დაპირისპირების ინსტრუმენტად გამოიყენოს

ამჟამად „ქართული ოცნება““ ოფიციალურად პრორუსულ პარტიას არ წარმოადგენს, მაგრამ ხშირად მისი პრაქტიკული მოქმედება საერთო პრორუსულ ჩარჩოებში ჯდება. 

ევროპული გზიდან გადახვევის პოლიტიკის ცენტრში მოჩანს „ქართული ოცნების“ დამაარსებელი ბიძინა ივანიშვილი - მილიარდერი, ყოფილი პრემიერ-მინისტრი, რომელიც ბოლო ათწლეულში წავიდა ქართული პოლიტიკიდან, მაგრამ იმავდროულად გავლენიან ადამიანად რჩებოდა. ბიძინა ივანიშვილი რუსეთში ყოფნის დროს გამდიდრდა, 1990-იან წლებში და როგორც მისი კრიტიკოსები ამბობენ,  მისი რიტორიკა და პოლიტიკური მრწამსი რუსეთის ლიდერის პოზიციას უთავსდება.

რუსეთის არმიის უკრაინაში შეჭრის დაწყებიდან პურველ ეტაპზე საქართველომ უკრაინას მხარი დაუჭირა. თბილისში დღესაც ბევრი უკრაინული დროშა ფრიალებს, მაგრამ მთავრობა თავს იკავებს რუსეთის გადაჭარბებული კრიტიკისაგან და ერიდება ანტირუსული სანქციების რეალიზებას.

„ჩვენ, როგორც ქვეყნის მმართველმა პარტიამ, მთავრობამ, ყველაფერი გავაკეთეთ უკრაინისა და უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერად“, - განაცხადა „ვაშინგტონ პოსტთან“ საუბარში „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ არჩილ თალაკვაძემ, მაგრამ, მისი თქმით, დასავლეთის ოფიციალურმა პირებმა რუსეთ-უკრაინის ომში საქართველოს ჩათრევა მოისურვეს: „ჩვენ ჩავთვალეთ, რომ ასეთი პოლიტიკა საქართველოსათვის ძალზე სარისკო და გაუმართლებელი იქნებოდა“.

„ქართულმა ოცნებამ“ წინასაარჩევნო კამპანიის დროს აქტიურად ისარგებლა უკრაინის ომით და ამომრჩევლებს პლაკატების სერია შესთავაზა, რომლებზე გამოსახულია ერთი მხრივ, ომით დანგრეული უკრაინის ქალაქები და სოფლები, მეორე მხრივ - აღმშენებლობის პროცესში მყოფი საქართველო. ასეთმა პროპაგანდამ თავისი გამოძახილი ჰპოვა რუსეთთან ომგადატანილ საქართველოს მოსახლეობაში, განსაკუთრებით სოფლებში, ოკუპირებულ რეგიონებთან ახლოს, მხარეთა დამაშორიშორებელ ე.წ. სადემარკაციო ხაზის გასწვრივ.

როგორ ავიცილოთ თავიდან ომი

ქართველებს კარგად ახსოვთ 2008 წლის აგვისტოს ომი. ჭორვილისაკენ - ბიძინა ივანიშვილის მშობლიური სოფლისაკენ მიმავალი გზა, რომელიც კავკასიის ქედის სამხრეთ კალთებზე მდებარეობს, სწორედ რუსეთის მიერ ოკუპირებული რეგიონის - სამხრეთ ოსეთთან ახლოს გადის, სულ რაღაც ორიოდე კილომეტრში, სადემარკაციო ხაზთან.

ჭორვილაში ბიძინა ივანიშვილს თითქმის ეროვნულ გმირად თვლიან - მდიდარ ადამიანად, რომელიც თანასოფლელებს ყოველმხრივ ეხმარებოდა - სახლებისა თუ გზების მშენებლობაში, ჯანდაცვასა თუ კომუნალური გადასახადების გადახდაში, სანამ მან სახელმწიფო თანამდებობა - ქვეყნის პრემიერ-მინისტრის პოსტი არ დაიკავა.

„მე ომის მოწინააღმდეგ ვარ. დარწმუნებული ვარ, რომ „ქართული ოცნება“ მსვიდობას შეინარჩუნებს. არ გვსურს, რომ რომელიმე ქვეყანა საქართველოს მტერი იყოს და არც ის გვინდა, რომ საქართველოს იყოს სხვა ქვეყნის მტერი“, - ამბობს გიორგი გურძენიძე, სკოლის დირექტორი, რომელსაც ახსოვს, თუ როგორ ხმაურით დაფრინავდნენ სოფლის თავზე, ცაში რუსული თვითმფრინავები 2008 წელს.

„ქართული ოცნება“ აქტიურად უჭერს მხარს ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური კურსის ორ ძირითად მომენტს - მშვიდობას ნეიტრალიტეტის გზით და ქართული ტრადიციული ფასეულობების დაცვას. „ქართული ოცნების“ მტკიცებით, მისი სტრატეგიული მიზანი არ შეცვლილა - ევროინტეგრაცია ძალაში რჩება, რომლის რეალიზებას 2030 წლისათვის არის დაგეგმილი: საქართველო ევროკავშირის წევრი გახდება „ღირსეულად“ და ტრადიციული ეროვნული ფასეულობების დაცვით.

„რა თქმა უნდა, მსურს ევროკავშირის წევრი ვიყოთ, მაგრამ ჩვენ ჩვენი წინაპრების ღირსებაც და მემკვიდრეობაც უნდა დავიცვათ. ქალი ქალი უნდა იყოს, კაცი კი - კაცი“, - ამბობს ჭორვილელი მამია მაჭავარიანი.

ქართველთა ღირსება კი დაცული იქნება ორი კანონით, რომლებმაც, პრაქტიკულად, ევროკავშირში საქართველოს პოტენციური წევრობის პროცესი შეაჩერეს - იმიტომ, რომ მათი დებულებები ევროპული ბლოკის სტანდარტებს ეწინააღმდეგება. ეს კანონებია „ოჯახური ფასეულობებისა და არასრულწლოვანების დაცვის, ასევე უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ, რომლებიც, როგორც ოპოზიცია აცხადებს, რუსული სამართლებრივი აქტების ასლებს წარმოადგენენ.

ევროპა შორეული ხდება?!

საქართველოს დედაქალაქის მცხოვრებთა ნაწილი შეშფოთებულია, რომ ქვეყნის შანსი ევროკავშირის წევრობაზე მცირდება. „არჩევნებში „ქართული ოცნების“ გამარჯვება სხვა არაფერია, თუ არა ხელისუფლების უზურპაცია“, - ამბობს 38 წლის გიორგი, რომელიც გვარს არ ასახელებს, ვაითუ დევნა დაუწყონ, - „ჩვენ ევროკავშირთან ინტეგრაცია უნდა გავაღრმავოთ. რუსეთთან დაახლოებას კი არცერთი ნორმალური ქვეყანა არ ცდილობს. პრორუსუსლი ორიენტაცია თვითმკვლელობას ნიშნავს, რადგან მოსკოვი არანაირი შეთანხმების პირობებს არ იცავს“.

ოპოზიცია მწვავედ აკრიტიკებს „ქართული ოცნების“ ომის წინააღმდეგ მიმართულ კურსს და მას პროპაგანდისტულს უწოდებს, ზოგიერთები კი თვლიან, რომ მმართველ პარტიის მხრიდან ამგვარი ლოზუნგების წარმოჩენა ხელისუფლებაში დარჩენასა და ერთპარტიული მმართველი სისტემის შენარჩუნებას ემსახურება.

პარტია „საქართველოსათვის“ ლიდერის გიორგი გახარიას განცხადებით, ბიძინა ივანიშვილისა და „ქართული ოცნების“ პოლიტიკაში მომხდარი ცვლილებები - პრორუსული გადახრები - იმითაა გამოწვეული, რომ ევროკავშირში გაწევრიანება ხელისუფლების როტაციას ნიშნავს: „მისი მთავარია მიზანია ხელისუფლების შენარჩუნება. იგი ხედავს, რომ ევროპული დემოკრატია ხელისუფლების არჩევნების გზით შეცვლას ითვალისწინებს“.

მაგრამ არჩევნების შედეგების წინააღმდეგ მიმდინარე საპროტესტო აქციები ისეთივე ძლიერი და ფართო არ არის, როგორიც გაზაფხულზე მიმდინარეობდა ზემოთ ხსენებული კანონების მიღების დროს. ეს ნიშნავს, რომ ოპოზიცია გამოფიტულია. მათ ვერც დასავლეთი ვერ უწევს სათანადო დახმარებას. ბრიუსელს შეუძლია გარკვეული ზეწოლა მოახდინოს „ქართულ ოცნებაზე“, მაგრამ ევროპელი ჩინოვნიკების რეაქცია აწონილ-დაწონილია: დამკვირვებლებმა ნამდვილად დააფიქსირეს დარღვევები, მაგრამ მათ თავი შეიკავეს იმის განცხადებაზე, რომ არჩევნები გაყალბდა და ხმები მოპარულია.

არჩევნებში მომხდარი ყველა დარღვევის დეტალურად გამოკვლევა დროს მოითხოვს - კვირეებს და შეიძლება თვეებსაც, თანაც საკმაოდ რთულია მათი დამტკიცება-დადასტურება. „ჩვენ ახლა ისეთ სიტუაციასთან გვაქვს საქმე, როცა დასავლეთს არ სურს ხისტი ნაბიჯები გადადგას საკმარისი მტკიცებულებების გარეშე, ოპოზიციას კი საკმარისი მტკიცებულებები არ აქვს“, - ამბობს ჯონ დიპირო საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტიდან.

ბიძინა ივანიშვილი აშკარად იმაზე დებს თავის ფსონს, რომ ევროპა საქართველოსადმი ინტერესს დაკარგავს. ჯერ კიდევ ზაფხულში იგი აცხადებდა, რომ აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპის გამარჯვება რუსეთ-უკრაინის ომს დაასრულებს. „ჩვენ მაქსიმუმ ერთი წელი გვაქვს, რომ ეს ყველაფერი მოვითმინოთ, შემდეგ კი [დასავლეთის] გლობალური და რეგიონული ინტერესები შეიცვლება, მათთან ერთად კი შეიცვლება ინტერესები საქართველოს მიმართაც“, - ამბობდა ბიძინა ივანიშვილი, - ომის დასრულებასთან ერთად კი ყველა გაუგებრობა ევროპასთან და ამერიკასთან გაქრება“.

წყარო: https://www.washingtonpost.com/world/2024/11/21/georgia-russia-elections-influence/

 

See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way