USD 2.6198
EUR 3.0274
RUB 3.1687
თბილისი
3 წლის წინ რუსების მიერ კიევის ასაღებად დაგეგმილი ფართომასშტაბიანი სადესანტო ოპერაცია, პირველ ეტაპზევე ჩავარდა
თარიღი:  490

ზუსტად 3 წლის წინ, სამხრეთ ბელარუსში, გომელის რეგიონში, 100-ზე მეტი რუსული დამრტყმელი და სამხედრო-სატრანსპერტო შვეულმფრენი განლაგდა უკრაინის საზღვრიდან 30 კმ-ის დაშორებით R-35-ის ტრასაზე.

შვეულმფრენთა დაჯგუფების მიზანი იყო, რუსეთის შეიარაღებული ძალების ელიტური სადესანტო ძალების აერომობილური ჯგუფების გადაყვანა და მხარდაჭერა კიევის ჩრდილოეთით გოსტომელში მდებარე ანტონოვის აეროპორტზე, რათა იქ მომხდარიყო უსაფრთხო პლაცდარმის და საჰაერ ხიდის მოწყობა, რუსეთის ფსკოვის ოლქიდან უკვე ჩატვირთული IL-76MD-ს ტიპის სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავების და მათში განთავსებული ათასობით მედესანტის მიღება და შემდგომ კიევისკენ სწრაფი მარში.

დაგეგმილი ფართომასშტაბიანი სადესანტო ოპერაცია, პირველ ეტაპზევე ჩავარდა, რადგან უკრაინულმა ძალებმა, წარმატებით შეძლეს შვეულმფრენების ჯგუფის პირველი ნაკადის განეიტრალება, მეზენიტეებმა წარმატებით მოხსნეს ჰაერში არაერთი რუსული დამრტყმელი და სატრანსოორტო შვეულმფრენი, ხოლო უკრაინულმა ავიაციამ არ დაუშვა ცაში რუსული ავიაციის გაბატონება. მეორე ჯგუფს აეროპორტიდან მოშორებით მოუწია დაშვება, დრო დაიკარგა, ამასობაში უკრაინულმა ნაწილებმა გოსტომელის აეროპორტი დატოვეს და იქ შესულ რუს მედესანტეებს, არტილერიით ნამდვილი ჯოჯოხეთი მოუწყვეს.

აეროპორტის ინფრასტრუქტურა ძლიერად დაზიანდა, რის გამოც, ფსკოვის ოლქში უკვე გამზადებული ელიტური რუსული სადესანტო დივიზიები IL-76MD-ებით ბელარუსში გაფრინდნენ, იქიდან კი, მარშით წამოვიდნენ კიევისკენ - ბლიცკრიგი ჩავარდა.

წყარო: World Military/ანალიტიკა

მსოფლიო
დამასკომ და მოსკოვმა სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ მემორანდუმს ხელი მოაწერეს

18-თვიანი მოლაპარაკებების შემდეგ დამასკომ და მოსკოვმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ. შეთანხმების მიხედვით სამოქალაქო ობიექტები, მათ შორის ჰამეიმიმის აეროპორტი და ტარტუსის პორტის ნავმისადგომი, სირიის მართვაში გადავა, ხოლო სამხედრო ბაზები ერთობლივ საწვრთნელ ცენტრებად გარდაიქმნება.

შეთანხმება ძალაში სამი თვის განმავლობაში შევა.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის