USD 2.6593
EUR 3.0723
RUB 3.6969
თბილისი
3 თებერვალი - ეს დღე ისტორიაში
თარიღი:  

3 თებერვალი — გრიგორიანული კალენდრის 34-ე დღე. წლის ბოლომდე დარჩენილია 331 დღე (ნაკიან წელში - 332).

 

დღის მოვლენები

1451 : სულთანი მეჰმედ II ოსმალეთის იმპერიის ტახტის მფლობელი ხდება.

1509 : პორტუგალიამ დაიპყრო ინდოეთის ოლქი დიუ.

1690 : მასაჩუსეტსის კოლონიამ ამერიკაში პირველი ქაღალდის ფული გამოუშვა.

1783 : ამერიკის რევოლუცია - ესპანეთმა აშშ-ის დამოუკიდებლობა ცნო.

1809 : ილინოისის ტერიტორია დაფუძნდა.

1815 : პირველი კომერციული ყველის წარმოების ქარხანა გაიხსნა (შვეიცარია).

1867 : პრინცი მუცუჰიტო ხდება იაპონიის იმპერატორი მეიძი.

1870 : აშშ-ის კონსტიტუციის მე-15 შესწორება შევიდა ძალაში.

1913 : აშშ-ოს კონსტიტუციის მე-16 შესწორების რატიფიკაცია მოხდა, რომელმაც უფლება მისცა შტატებს ადგილობრივი საშემოსავლო გადასახადი დაეწესებინათ.

1931 : The Star Spangled Banner გახდა აშშ–ის ჰიმნი.

1944 : აშშ-ის შეიარაღებული ძალები იღებენ მარშალის კუნძულებს.

1969 : ქაიროში, იასირ არაფატი დაინიშნა პალესტინის განთავისუფლების ორგანიზაციის ლიდერად პალესტინელთა ეროვნულ კონგრესზე.

1972 : ზამთრის ოლიმპიადა პირველად ჩატარდა აზიაში, საპორო, იაპონია.

2009 :

ირანმა ორბიტაზე გაუშვა ომიდი, ამ ქვეყანაში აწყობილი პირველი თანამგზავრი.

უმცირესი ეგზოპლანეტა, რომლის დიამეტრის დადგენა შეიძლება, COROT-Exo-7b აღმოაჩინეს.

2019 : ნაიიბ ბუკელე სალვადორის პრეზიდენტად აირჩიეს.

ამ დღეს დაბადებულნი

1683 : სიმონ ბატონიშვილი — ქართლის სამეფოს პოლიტიკური მოღვაწე

1747 : სემიუელ ოსგუდი — აშშ-ის ფოსტის პირველი ხელმძღვანელი.

1758 : ვალენტინ ვოდნიკი — სლოვენი პოეტი

1809 : ფელიქს მენდელსონი — გერმანელი კომპოზიტორი

1815 : ედუარდ ჯეიმზ როი — ლიბერიის სახელმწიფო და პოლიტიკური მოღვაწე

1821 : ელიზაბეთ ბლეკუელი — ამერიკელი მედიკოსი ქალი.

1862 : ხოაკინ დისენტა — ესპანელი ჟურნალისტი

1868 : ანასტასია ერისთავი-ხოშტარია — ქართველი ნოველისტი.

1870 : ადა ნეგრი — იტალიელი პოეტი ქალი.

1874 : გერტრუდ სტაინი — ამერიკელი მწერალი, საზოგადო მოღვაწე.

1887 : გეორგ თრაქლი — ავსტრიელი პოეტი.

1889 : კონსტანტინე ერისთავი — ქართველი ქირურგი

1889 : რისტო რიუტი — ფინელი პოლიტიკური მოღვაწე.

1892 : ხუან ნეგრინი - ესპანეთის პრემიერ-მინისტრი

1898 : ალვარ აალტო — ფინელი არქიტექტორი და დიზაინერი.

1899 : ჟუან კაფე ფილიუ — ბრაზილიელი პოლიტიკური მოღვაწე

1906 : მიხეილ ჯაფარიძე — ქართველი დრამატურგი

1907 : გიორგი კაჭახიძე — ქართველი პოეტი

1915 : ბორის პაიჭაძე — ქართველი ფეხბურთელი.

1947 : პოლ ოსტერი — ამერიკელი მწერალი.

1948 : კარლუშ ბელუ — რომაულ-კათოლიკური ეკლესიის ეპისკოპოსი

1951 : ბლეზ კომპაორე — ბურკინა-ფასოს სახელმწიფო და სამხედრო მოღვაწე.

1958 : გრეგორი მენკიუ — ამერიკელი მაკროეკონომისტი.

1960 : დავითი — ალავერდის ეპარქიის მიტროპოლიტი.

1960 : იოახიმ ლევი — გერმანელი სპორტსმენი.

1968 : მანანა კობახიძე — ქართველი პოლიტიკოსი.

1971: სარა კეინი — ინგლისელი დრამატურგი.

1971 : სოსო ლიპარტელიანი — ქართველი ძიუდოისტი.

1978 : ჟოან კაპდევილა — კატალონიელი ფეხბურთელი

1988  : გრეგორი ვან დერ ვილი — ნიდერლანდელი ფეხბურთელი

1990 : ანა ტატიშვილი — ქართველი ჩოგბურთელი.

ამ დღეს გარდაცვლილნი

1468 : გუტენბერგი, იოჰან — გერმანელი გამომგონებელი, პირველი მესტამბე ევროპაში.

1924 : უილსონი, ვუდრო — აშშ-ის 28-ე პრეზიდენტი (1913— 1921)

2005 : ჟვანია, ზურაბ — ქართველი პოლიტიკოსი, პრემიერ-მინისტრი 2003—2005

დღესასწაულები

მართლმადიდებელი ეკლესია აღნიშნავს შემდეგი წმინდანების ხსენების დღეს:

მაქსიმე აღმსარებელი

წმინდა ნეოფიტე

ინა, პინა და რიმა

წმინდა ევგენი, წმინდა კანდიდი, წმინდა ვალერინე და წმინდა აკვილა

აგნია ქალწული

წმინდა ანასტასი

მაქსიმე ბერძენი

ნეოფიტე ვათოპედელი

საზოგადოება
სურსათის უვნებლობის კამპანიას სკოლა-ლიცეუმი ლამპარი შეუერთდა

თბილისის საჯარო და კერძო სკოლებში 13-18 წლის მოზარდებისთვის სურსათის უვნებლობისა და სამომხმარებლო კულტურის შესახებ ცნობიერების ამაღლების კამპანია ახალ ფაზაში გადადის. ამჯერად, საგანმანათლებლო ვორქშოფების სერიას შპს სკოლა-ლიცეუმი ლამპარი შეუერთდა, სადაც მოსწავლეებისთვის სურსათის უვნებლობის საკითხებზე ინტერაქციული საინფორმაციო სესიები ჩატარდა.

შეხვედრამ მოზარდებში უდიდესი ინტერესი და ჩართულობა გამოიწვია. აღსანიშნავია, რომ სკოლის ადმინისტრაცია აქტიურად უჭერს მხარს სასწავლო პროცესში მსგავსი არაფორმალური განათლების კომპონენტების ინტეგრირებას, რაც მოსწავლეებს პრაქტიკული და ცხოვრებისეული უნარების განვითარებაში ეხმარება.

საგანმანათლებლო ვორქშოფების სერია ჩეხეთის განვითარების სააგენტოს (CzDA) მხარდაჭერით ტარდება.

პროექტის მასშტაბები და გეოგრაფია

სასწავლო პროგრამა, რომელიც სსიპ „გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის“ მიერ არის შემუშავებული და მხარდაჭერილია საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ, გასულ წელს პილოტურ რეჟიმში წარმატებით გამოიცადა თბილისის მე-2, მე-16, 32-ე, 173-ე, 143-ე, 117-ე საჯარო და ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლებში.

მოსწავლეთა და ადმინისტრაციის მხრიდან უდიდესი დაინტერესების გამო, პროექტი მიმდინარე წელსაც აქტიურად გრძელდება და მას ახალი საგანმანათლებლო დაწესებულებები უერთდებიან — სკოლა-ლიცეუმ „ლამპართან“ ერთად, სესიები ახლახან ინტერაქციული სამაგიდო თამაშების გამოყენებით №11 საჯარო სკოლაშიც ჩატარდა.

რას მოიცავს სასწავლო პროგრამა?

საგანმანათლებლო ფორმატი 90-წუთიან ინტერაქციულ ვორქშოფებს მოიცავს, რომლებიც მარტივად ერგება სკოლების სასწავლო ბადეს. შეხვედრებს სურსათის უვნებლობის სერტიფიცირებული ტრენერი და ექსპერტი — ვერიკო გულუა უძღვება. პროგრამა 5 პრიორიტეტულ მოდულს აერთიანებს:

  • სისტემური საფუძვლები: სურსათის უვნებლობა, უსაფრთხოება და ხარისხი;
  • პრაქტიკული ჰიგიენა: ჯანმოს (WHO) ხუთი გასაღების პრინციპი ყოველდღიურობაში;
  • მომხმარებლის უფლებები: სურსათის ეტიკეტი და მისი სწორი წაკითხვა;
  • ფარული კომპონენტები: საკვები დანამატები (E-ნომრები) და მოზარდის ჯანმრთელობა;
  • რისკების პრევენცია: სურსათისმიერი დაავადებები და მათგან თავდაცვა.

„სკოლებში ამ აქტივობის დანერგვა სტრატეგიულად ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რადგან იგი გრძელვადიან პერსპექტივაში ინფორმირებული და გაცნობიერებული საზოგადოების ჩამოყალიბებას ისახავს მიზნად,“ — აცხადებს სკოლა-ლიცეუმის დირექტორი ქალბატონი თამარ მანძულაშვილი.

სტრატეგიული მიდგომის ორმაგი ეფექტი:

  1. გაცნობიერებული მომხმარებელი: მოზარდები ადრეული ასაკიდანვე სწავლობენ სურსათის სწორად შერჩევას, ეტიკეტის კითხვასა და ყოველდღიურ ცხოვრებაში ჯანსაღი გადაწყვეტილებების მიღებას.
  2. ცოდნის გამავრცელებლები: ვორქშოფების შედეგად მიღებული ინფორმაციით, თავად მოსწავლეები ხდებიან ახალი ცოდნის „ამბასადორები“ საკუთარ სახლებში, ოჯახის წევრებსა და მეგობრების წრეში. ისინი მიღებულ პრაქტიკულ უნარებს უზიარებენ მშობლებსა და თანატოლებს, რაც მკვეთრად ზრდის სურსათის უვნებლობის კულტურას მთლიანად საზოგადოებაში.

 

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის