USD 2.7231
EUR 3.1471
RUB 3.2463
Тбилиси
3 შვილის დედა მაყვალა გორგაძე - მან ატესტატი 39 წლის ასაკში აიღო და წელს პირველად აბარებს ერთიან ეროვნულ გამოცდებს
дата:  
ეს აბიტურიენტი 3 შვილის დედა მაყვალა გორგაძეა.
 
ატესტატი შარშან 39 წლის ასაკში აიღო და წელს პირველად აბარებს ერთიან ეროვნულ გამოცდებს ხულოს საგამოცდო ცენტრში.
 
„ხულოში დავიბადე და გავიზარდე, 16 წელი - დაქორწინებამდე აქ ვცხოვრობდი. ჩემთვის ეს ადგილი მშობლიურია და ხულოს საგამოცდო ცენტრის არჩევაც სწორედ ამიტომ გადავწყვიტე. ისე ბათუმში ვცხოვრობ და გამოცდების წარმატებით დაძლევის შემთხვევაში, ბათუმის უნივერსიტეტში ვგეგმავ ფსიქოლოგიის შესწავლას. ვფიქრობ, ეს პროფესია ხალხთან ურთიერთობაში ძალიან გამომადგება. ახლა პროფესიით ბუღალტერი ვარ. 22 წლის ვიყავი პირველად საბუღალტრო კურსები რომ გავიარე. მას შემდეგ სულ რაღაცას ვსწავლობ და ვიღრმავებ ცოდნას. წლის განმავლობაში, დაახლოებით 80-ამდე მოსწავლე მყავს.
 
მინდა იცოდეთ, რომ მზად ვარ, ყველა მსურველს განსაკუთრებით გოგონებს და ქალბატონებს უსასყიდლოდ შევასწავლო ჩემი პროფესია. მიუხედავად იმისა, რომ რეალიზებული ვარ და თავისუფალი დრო თითქმის არ მაქვს, მაინც გადავწყვიტე გამეკეთებინა ის, რაც ადრე ვერ შევძელი - 39 წლის ასაკში ექსტერნად დავამთავრე სკოლა და ახლა გამოცდებს ვაბარებ უმაღლესი განათლების მისაღებად.
 
ჩემი მეუღლე მზარეულია, უფროსი ვაჟი ავტომობილების ხელოსანი, შუათანა კი მომავალ წელს აბარებს ერთიან ეროვნულ გამოცდებს და სავარაუდოდ საერთაშორისო სამართლის მიმართულებას აირჩევს. ნაბოლარა მხოლოდ 5 წლისაა და ძალიან ხალისობს იმაზე, რომ დედამისი შარშან მოსწავლე იყო, წელს კი სტუდენტობას გეგმავს.“
мир
დონალდ ტრამპი - შეერთებული შტატების გარეშე ნატო ქაღალდის ვეფხვია

ამერიკის შეერთებული შტატების გარეშე ნატო ქაღალდის ვეფხვია, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს.

„შეერთებული შტატების გარეშე ნატო ქაღალდის ვეფხვია! მათ არ უნდოდათ ბრძოლაში ჩართვა ბირთვულად შეიარაღებული ირანის შესაჩერებლად. ახლა, როდესაც ბრძოლა სამხედრო ძალებით მოგებულია, მათთვის ძალიან მცირე საფრთხით, ისინი ნავთობის მაღალ ფასებზე წუწუნებენ, რომლის გადახდაც უწევთ, მაგრამ არ სურთ ჰორმუზის სრუტის გახსნაში დახმარება, მარტივ სამხედრო მანევრში, რაც ნავთობზე მაღალი ფასების ერთადერთი მიზეზია.

რამდენად მარტივია მათთვის ამის გაკეთება, ასეთი მცირე რისკით. ლაჩრები, და ჩვენ დავიმახსოვრებთ!” - წერს ტრამპი.

более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати