USD 2.7315
EUR 3.1202
RUB 3.4423
Тбилиси
3 ოქტომბერი - ეს დღე ისტორიაში
 232

3 ოქტომბერი — გრიგორიანული კალენდრის 276-ე დღე (ნაკიან წლებში – 277-ე დღე). წლის ბოლომდე დარჩენილია 89 დღე.

დღის მოვლენები

  • ძვ. წ. 2333 : კორეის სამეფო შეიმნა (სახელწოდებით ჯოსეონი)
  • 1739 : ოსმალეთმა და რუსეთმა ხელი მოაწერეს ნისას ხელშეკრულებას, რუსეთ-თურქეთის ომის შემდეგ.
  • 1891 : ძლიერი მიწისძვრის შედეგად ტბა ამტყელი წარმოიშვა გულრიფშის რაიონში.
  • 1918 : ბორის III ბულგარეთში მეფედ აკურთხეს.
  • 1920 : პირველი საცხენოსნო ჯირითი შედგა ტრიუმფალური თაღის პრიზზე.
  • 1932 : გამოცხადდა ერაყის დამოუკიდებლობა.
  • 1952 : დიდმა ბრიტანეთმა წარმატებულად ჩაატარა ატომური ბომბის გამოცდა.
  • 1960 : ნიგერი საფრანგეთისგან დამოუკიდებლობას აცხადებს.
  • 1981 : ნამიბიის კომუნისტური პარტია დაარსდა ანგოლას კონფერენციაზე.
  • 1990 : გერმანიის გაერთიანება - გერმანიის დემოკრატიულმა რესპუბლიკამ არსებობა შეწყვიტა. ამჟამად ამ დღეს გერმანიის ერთიანობის დღეს აღნიშნავენ.
  • 2007 : ნარინჯისფერი ბლოკი, იულია ტიმოშენკოსა და ვიქტორ იუშენკოს მეთაურობით მცირე უპირატესობით იმარჯვებს უმაღლესი რადას არჩევნებში.
  • 2011 :
    • ნობელის პრემიის ლაურეატები ფიზიოლოგიისა და მედიცინის დარგში გახდნენ ბრუს ბეტლერი (აშშ), ჟიულ ჰოფმანი (ლუქსემბურგი) და რალფ შტეინმანი (კანადა).
    • ჰელე ტორნინგ-შმიტი დანიის პირველი ქალი პრემიერ-მინისტრი გახდა.
  • 2016 : კერსტი კალიულაიდი ესტონეთის ისტორიაში პირველი ქალი-პრეზიდენტი გახდა.
  • 2017 : ნობელის პრემიის ლაურეატები ფიზიკის დარგში ამერიკელი მეცნიერები რაინერ ვაისი, ბერი ბარიში და კიპ თორნი გახდნენ.
  • 2018 : ამერიკელები ფრენსის არნოლდი და ჯორჯ სმიტი, ბრიტანელი გრეგ უინტერი ქიმიის დარგში ნობელის პრემიის ლაურეატები გახდნენ.
  • 2022 : ნობელის პრემიის ლაურეატი ფიზიოლოგიასა და მედიცინაში შვედი სვანტე პააბო გახდა.

ამ დღეს დაბადებულნი

  • 1458 : კაზიმირ პოლონელი — პოლონეთის ეროვნული გმირი
  • 1629 : კარლო III — მანტუისა და მონფერატის ჰერცოგი
  • 1895 : ესენინი, სერგეი — რუსი პოეტი
  • 1897 : არაგონი, ლუი — ფრანგი მწერალი (გ.1982)
  • 1899 : არტურ და კოსტა ი სილვა — ბრაზილიის პრეზიდენტი
  • 1901 : ჰალასი, ფრანტიშეკ — ჩეხი პოეტი (გ.1949)
  • 1904 : პედერსენი, ჩარლზ — ამერიკელი ქიმიკოსი
  • 1908 : ვასგენ I — სომხთა კათოლიკოსი
  • 1919 : ბუჩანანი, ჯეიმზ — ამერიკელი ეკონომისტი
  • 1935 : ჯიგარხანიანი, არმენ — საბჭოთა მსახიობი
  • 1945 : ვიქტორ სანეევი — ქართველი მძლეოსანი, სამგზის ოლიმპიური ჩემპიონი სამხტომში

ამ დღეს გარდაცვლილნი

  • ძვ. წ. 42 : გაიუს კასიუს ლონგინუსი — ერთ-ერთი მონაწილე იულიუს კეისარის წინააღმდეგ შეთქმულებაში
  • 1078 : იზიასლავ I — კიევის დიდი მთავარი
  • 1226 : ფრანცისკო ასიზელი — კათოლიკე წმინდანი
  • 1559 : ერკოლე II დ’ესტე — ფერარისა და მოდენის ჰერცოგი
  • 1568 : ელიზაბეტ ვალუა — ესპანეთის დედოფალი, ფილიპე II-ს მეუღლე
  • 1611 : მარგარეტ ავსტრიელი — ესპანეთის დედოფალი, ფილიპე III-ს მეუღლე
  • 1629 : სააკაძე, გიორგი — საქართველოს პოლიტიკური და სამხედრო მოღვაწე
  • 1629 : სააკაძე, ავთანდილ — გიორგი სააკაძის ვაჟი და თანამებრძოლი.
  • 1659 : კრისტოფორო დე კასტელი — იტალიელი მისიონერი
  • 1764 : უილიამ კავენდიში — დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი
  • 1931 : ნილსენი, კარლ — დანიელი კომპოზიტორი (დ.1865)
  • 2009 : ბასილაია, ალექსანდრე — ქართველი კომპოზიტორი (დ.1942)

დღესასწაულები

  • მართლმადიდებელი ეკლესია აღნიშნავს შემდეგი წმინდანების ხსენების დღეს:
    • დიდმოწამე ევსტათი-პლაკიდა, ცოლი მისი თეოპისტია და ძენი მათნი: აღაპი და თეოპისტე
  • აგრეთვე:
    • გერმანია : გაერთიანების დღე
    • სამხრეთი კორეა : ეროვნული დღე
Тбилиси
პეკინის N6-8-ში არსებულ შიდა ეზოში საგზაო სამუშაოები მიმდინარეობს
პეკინის N6-8-ში არსებულ შიდა ეზოში საგზაო სამუშაოები მიმდინარეობს.
 
პროექტის ფარგლებში, 1 100კვ. მ ფართობზე ასფალტის ორფენიანი საფარი იგება. შედეგად, მოქალაქეებისთვის გადაადგილება უფრო კომფორტული გახდება.
 
პროექტს, საბურთალოს რაიონის კონტრაქტორი კომპანია „ელ ენდ ელ“ ახორციელებს.
 
აღნიშნულ ტერიტორიაზე „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში, უკვე განხორციელდა წყლისა და წყალარინების ქსელის რეაბილიტაცია.
 
პროექტის ჯამური ღირებულება ღირებულება 406 602 ლარია.
 
მიმდინარე სამუშაოებს საბურთალოს რაიონის გამგებელი გიზო ვასაძე გაეცნო.
более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати