USD 2.7503
EUR 3.1249
RUB 3.3429
Тбилиси
3 ნოემბერი - ეს დღე ისტორიაში
дата:  625

3 ნოემბერი — გრიგორიანული კალენდრის 307-ე დღე (ნაკიან წლებში – 308-ე დღე). წლის ბოლომდე დარჩენილია 58 დღე.

დღის მოვლენები

  • 1493 : ქრისტეფორე კოლუმბი პირველად ამჩნევს კუნძულ დომინიკას კარიბის ზღვაში.
  • 1783 : კონტინენტური არმია დაშლილ იქნა.
  • 1817 : მონრეალის ბანკი, კანადის უძველესი ქარტია მინიჭებული ბანკი, გაიხსნა მონრეალში, კვებეკი.
  • 1838 : ტაიმს ოვ ინდია, გავრცელებით მსოფლიოს უდიდესი ინგლისურენოვანი ყოველდღიური ფართოთაბახიანი გაზეთი დაარსდა როგორც ბობეი ტაიმსი და ჯორნალ ოვ კომერსი.
  • 1903 : აშშ-ის წაქეზებით პანამა კოლუმბიისგან დამოუკიდებლობას აცხადებს.
  • 1911 : შევროლე ავტომანქანების წარმოებას იწყებს და ფორდის მთავარი კონკურენტი ხდება.
  • 1913 : აშშ-ში შემოიღეს საშემოსავლო გადასახადი.
  • 1918 : ავსტრია-უნგრეთი პირველი მსოფლიო ომის მოკავშირეებთან ზავს დებს და ჰაბსბურგის იმპერია იშლება.
  • 1918 : პოლონეთი რუსეთისგან დამოუკიდებლობას აცხადებს.
  • 1928 : თურქეთი არაბულიდან ლათინურ დამწერლობაზე გადადის.
  • 1936 : აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში ფრანკლინ დელანო რუზველტი მეორე ვადით აირჩიეს.
  • 1954 : გოძილას სერიის პირველი ფილმი გამოვიდა იაპონიაში.
  • 1957 : საბჭოთა კავშირმა ორბიტაზე სპუტნიკ 2 გაუშვა, რომლის ბორტზე იმყოფებოდა ძაღლი ლაიკა - პირველი ცხოველი ორბიტაზე.
  • 1967 : ვიეტნამის ომი - დაკ ტოს ბრძოლა იწყება.
  • 1970 : სალვადორ ალიენდე ჩილეს პრეზიდენტი ხდება.
  • 1973 : ნასა კოსმოსში უშვებს მარინერ 10-ს, რომელიც პირველი აპარატი გახდა რომელმაც მერკურს მიაღწია.
  • 1978 : დომინიკა დიდი ბრიტანეთისგან დამოუკიდებელი ხდება.
  • 1986 : ირან-კონტრას სკანდალი - ლიბანური ჟურნალი აშ-შირაა აქვეყნებს მასალას აშშ-ის მიერ საიდუმლოდ ირანისთვის იარაღის მიყიდვის შესახებ ლიბანში პრო-ირანულ დაჯგუფებათა მიერ შვიდი ამერიკელი მძევლის განთვაისუფლების სანაცვლოდ.
  • 1992 : აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში დემოკრატი ბილ კლინტონი ჯორჯ ბუშ უფროსსა და როს პეროს ამარცხებს.
  • 2009 :
    • ჩეხეთის პრეზიდენტმა ვაცლავ კლაუსმა ხელი მოაწერა ლისაბონის ტრაქტატს, მას შემდეგ რაც ის დაამტკიცა კონსტიტუციურმა სასამართლომ, რითაც შესრულდა რატიფიკაციის პროცესის ბოლო ნაბიჯი ევროპის კავშირის მასშტაბით.
    • კლოდ ლევი-სტროსი, თანამედროვე ანთროპოლოგიის მამა, გარდაიცვალა პარიზში, 100 წლის ასაკში.

ამ დღეს დაბადებულნი

1850 : დავით გივიშვილი — ძველი თბილისის ქალაქური პოეზიის წარმომადგენელი (გ. 1916)

  • 1852 : მუცუჰიტო — იაპონიის იმპერატორი (გ. 1912)
  • 1900 : მიხეილ ასტანგოვი — რუსი საბჭოთა მსახიობი. (გ. 1965)
  • 1909 : თეოდორ ტოლსდორფი — ვერმახტის გენერალ-ლეიტენანტი (გ. 1978)
  • 1967: სტივენ უილსონი — ინგლისელი მუსიკოსი.

ამ დღეს გარდაცვლილნი

  • 1896 : იაკობ ალხაზიშვილი — ქართველი სამხედრო მოღვაწე (დ. 1826)
  • 1913 : ანტონ ფურცელაძე — ქართველი მწერალი (დ. 1839)
  • 1954 ანრი მატისი — ფრანგი მხატვარი (დ. 1869)
  • 1960 : ჰაროლდ სპენსერ ჯოუნზი — ინგლისელი ასტრონომი. (დ. 1890)
  • 2003 : რასულ ჰამზათოვი — დაღესტნელი პოეტი. (დ. 1923)
  • 2007 : ალექსანდრე დედიუშკო — თეატრისა და კინოს რუსი მსახიობი (დ. 1962)
  • 2009 : დოდო ჭიჭინაძე — ქართველი კინოსა და თეატრის მსახიობი. (დ. 1924)

დღესასწაულები

  • მართლმადიდებელი ეკლესია აღნიშნავს შემდეგი წმინდანების ხსენების დღეს:
    • ილარიონ დიდი
    • ფილოთეოზ ათონელი
    • დასი, გაიოზი და ზოტიკე
    • გადასვენება ნაწილთა წმიდისა ილარიონ მეგლინელისა (1206 წელი)
ბლოგი
ვინ გახდება ახალი პაპი?
რომის პაპი არამხოლოდ რელიგიური, არამედ პოლიტიკური ინსტიტუციაცაა. მას მნიშვნელოვანი გავლენა აქვს საერთაშორისო ურთიერთობებზე, მით უფრო რომ დიპლომატიურ მისიებში, ტრადიციულად, რომის ნუნციუსი - ელჩი - სხვა დიპლომატების კოლეგიაში მოწინავე პოზიციაზე დგას და დეკანის პატივსაცემ პოზიციას იკავებს ხოლმე. პაპის პოლიტიკურ პოზიციას მთელს ქრისტიანულ სამყაროზე აქვს გავლენა, შესაბამისად, თუ ვინ იქნება რომის შემდეგი ეპისკოპოსი (პაპობის კიდევ ერთი დასახელება) ძალიან მნიშვნელოვანია.
პაპის არჩევა კარდინალთა კოლეგიის მიერ ხდება, რომელსაც კონკლავი ეწოდება. ის პაპის გარდაცვალებიდან მე-15 დღიდან მე-20 დღემდე შეიძლება შეიკრიბოს, თუმცა თუკი კარდინალები უფრო მალე ჩავლენ რომში მისი დაწყება ადრეც დაშვებულია.
მხოლოდ იმ კარდინალებს აქვთ ფარულ კენჭისყრაში მონაწილეობის უფლება, ვინც ასაკით 80 წლის ქვემოთაა. ახლა 135 კარდინალი იღებს კონკლავში მონაწილეობას. 90 ხმა ანუ ორი მესამედია საჭირო იმისათვის, რომ კარდინალი პაპად იქნას არჩეული. აღსანიშნავია ისიც, რომ 135-დან 108 კარდინალი პაპი ფრანცისკეს მიერაა დანიშნული, რომელთა მნიშვნელოვანი ნაწილი მისი პოზიციის გამზიარებელია, შესაბამისად პროგრესულ-ლიბერალური ფრთის გამარჯვების შანსი მაღალია.
მაგრამ ერთი ფრთის სრული გამარჯვება მეორე ფრთაზე ვატიკანის შიგნით შესაძლოა დაპირისპირების საგანი გახდეს. სწორედ ამიტომ ზომიერი და შემრიგებელი კანდიდატის გამარჯვებაც არაა გამორიცხული, მით უფრო რომ წინასწარ თავის კანდიდატურას არავინ ასე არ ასახელებს და ადგილზე ხმის პირველი მიცემისას ბევრი რამ ხელახლა ლაგდება.
ვინაა თითოეული ფრთის ყველაზე ცნობილი წარმომადგენელი?
1. კონსერვატიული ფრთის ყველაზე სასურველი კანდიდატი აფრიკიდანაა. იგი გვინეელი კარდინალი რობერტ სარაა. იგი ფრანგულენოვანი, მკაცრად კონსერვატიული ფიგურაა და რადიკალური ისლამისა და გენდერული იდეოლოგიისაგან გამოწვეულ საფრთხეებზე საუბრობს. მას დიდი ხანია კონსერვატორი პოლიტიკური ფიგურები თუ კომენტატორები უჭერენ მხარს (არ აქვს მნიშვნელობა კათოლიკეები არიან თუ არა ისინი).
2. ლიბერალური ფრთის ყველაზე პოპულარული კანდიდატი ლუი ანტონიო ტაგალეა ფილიპინებიდან. მას აზიელ ფრანცისკესაც უწოდებენ ზედმეტსახელად, თუმცა ის კიდევ უფრო ლიბერალია ვიდრე ფრანცისკე იყო. იგი ეკლესიის შიგნით რეფორმების გატარებასა და მკაცრი დოქტრინების ლიბერალიზაციას ემხრობა.
3. ზომიერი ლიბერალების ყველაზე პოპულარული კანდიდატი ვატიკანის მოწინავე დიპლომატი და პაპი ფრანცისკეს სახელმწიფო მდივანი პიეტრო პაროლინია, რომელიც უკრაინაშიც არაერთხელ იმყოფებოდა და ღიად მოუწოდებს მსოფლიოს აქტიური ჩართულობისაკენ. ამ ეტაპზე მას პაპობის ყველაზე რეალისტურ კანდიდატად განიხილავენ.
4. ზომიერი კონსერვატორების სასურველი კანდიდატები ბევრია, მაგრამ მოწინავედ მაინც პიტერ ერდო - უნგრელი კარდინალი - სახელდება. მას ევროპაში ძალიან კარგად იცნობენ და მაღალი ქარიზმითაც ხასიათდება.
ცხადია ესენი მხოლოდ მოწინავე შანსის მქონე კარდინალები არიან, მაგრამ რეალურად რა მოხდება ეს მხოლოდ ადგილზე გადაწყდება კენჭისყრისას. არიან სხვა პოტენციური კანდიდატებიც, რომელთა გამარჯვების შანსი არსებობს და რაიმეს წინასწარ თქმა შეუძლებელია. მათ შორისაა იერუსალიმის ლათინი პატრიარქი პიერბატისტა პიცაბალა, რომელიც შეიძლება ყველასათვის მისაღებ კანდიდატად ქცეულიყო, მაგრამ მისი ახალგაზრდობიდან გამომდინარე - 60 წლისაა და ხანგრძლივი პაპობის შანსი მაღალია - შეიძლება მას დიდი მხარდაჭერა არ ჰქონდეს. თუმცა წინასწარ რაიმეს თქმა შეუძლებელია და სრულიად დასაშვებია მივიღოთ შედარებით უცნობი ან ნაკლები შანსის მქონე პაპად არჩეული კარდინალი - ისტორიულად ასეთი შემთხვევები არაერთი ყოფილა.
более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати