USD 2.6985
EUR 3.1640
RUB 3.3855
Тбилиси
3 მაისი - ეს დღე ისტორიაში
дата:  1327

3 მაისი — გრიგორიანული კალენდრის 123-ე დღე (ნაკიან წლებში - 124-ე დღე). წლის ბოლომდე დარჩენილია 242 დღე.

დღის მოვლენები

  • 1494 : ქრისტეფორე კოლუმბმა პირველად შენიშნა მიწა, რომელსაც შემდეგ იამაიკა დაერქვა.
  • 1791 : პოლონეთმა მიიღო ერთ-ერთი პირველი თანამედროვე კონსტიტუცია ევროპაში.
  • 1802 : ვაშინგტონი ქალაქად გამოცხადდა.
  • 1837 : აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვის რეგიონში უძველესი - ათენის უნივერსიტეტი დაფუძნდა.
  • 1849 : დრეზდენში დაიწყო მაისის აჯანყება - 1948 წლის გერმანიის რევოლუციათა ბოლო ტალღა.
  • 1916 : აღდგომის აჯანყებულები სიკვდილით დასაჯეს დუბლინში.
  • 1921 : პარიზში შედგა კოკო შანელის სუნამოს „შანელ No. 5“-ის პრეზენტაცია.
  • 1928 : იაპონელებმა მასობრივი ხოცვა მოაწყვეს ხინანში, ჩინეთი.
  • 1946 : მეორე მსოფლიო ომი : შორეული აღმოსავლეთის საერთაშორისო სამხედრო ტრიბუნალი იწყება ტოკიოში 28 იაპონელი სამხედრო და სამთავრობო ჩინოვნიკის წინააღმდეგ, რომელთაც ბრალად კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულები ედებოდათ.
  • 1947 : იაპონიამ მიიღო ახალი კონსტიტუცია.
  • 1956 : პირველად ჩატარდა მსოფლიო ჩემპიონატი ძიუდოში.
  • 1959 : პირველი გრემის დაჯილდოება ჩატარდა.
  • 1960 : ანა ფრანკის სახლი გაიხსნა ამსტერდამში, ნიდერლანდები.
  • 1973 : სირს ტაუერი მსოფლიოს უდიდესი შენობა გახდა.
  • 2005 : ერაყში პირველი დემოკრატიულად არჩეული მთავრობა შეუდგა სამსახურს.
  • 2006 : არმავიას რეისი 967 კატასტროფას განიცდის შავ ზღვაზე; დაიღუპა 113 ადამიანი.
  • 2008 : კუბამ მოხსნა აკრძალვა საყოფაცხოვრებო პერსონალური კომპიუტერების გამოყენებაზე.

ამ დღეს დაბადებულნი

  • 1469 : მაკიაველი, ნიკოლო — იტალიელი მოაზროვნე, ისტორიკოსი და მწერალი.
  • 1893 : გამსახურდია, კონსტანტინე — ქართველი მწერალი (გ.1975)
  • 1898 : მეირი, გოლდა — ისრაელის პრემიერ-მინისტრი 1969-1974 წლებში.
  • 1903 : კროსბი, ბინგ — ამერიკელი მომღერალი და მსახიობი.
  • 1924 : ამიხაი, იეჰუდა - ებრაელი პოეტი, ისრაელის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი (გ. 2000).
  • 1941 : გაფრინდაშვილი, ნონა — ქართველი მოჭადრაკე.
  • 1945 : კალაძე, ამირან - ქართველი პოეტი, საქართველოს უზენაესი საბჭოს დეპუტატი (გ. 1995).
  • 1950 : ჰოპკინზი, მერი — ბრიტანელი მომღერალი.

ამ დღეს გარდაცვლილნი

  • 1834 : არაქჩეევი, ალექსი — რუსეთის სახელმწიფო მოღვაწე
  • 1844 : კონსტანტინე ბატონიშვილი — გენერალ-მაიორი
  • 2011 : სერგო კოტრიკაძე — ქართველი სპორტსმენი
  • 2014 : გერი ბეკერი — ეკონომისტი, ჩიკაგოს ეკონომიკური სკოლის ერთ-ერთი დამფუძნებელი, ნობელის პრემიის ლაურეატი
  • 2015 : რეზო ჩხეიძე — ქართველი კინორეჟისორი

დღესასწაულები

  • მართლმადიდებელი ეკლესია აღნიშნავს შემდეგი წმინდანების ხსენების დღეს:
    • თეოდორე ტრიხინი
    • წმინდა გრიგოლი
    • ანასტასი I და ანასტასი II, ანტიოქიის პატრიარქნი
    • ანასტას სინაელი
  • აგრეთვე:
    • თავისუფალი პრესის მსოფლიო დღე
    • მზის დღე
    • იაპონია - კონსტიტუციის დღე.
    • პოლონეთი - კონსტიტუციის დღე.
Тбилиси
თბილისის მთავარი ნაძვის ხე დღეს საზეიმოდ აინთება, ასევე გაიხსნება „საახალწლო სოფელი“

დღეს, 20:00 საათზე, პირველი რესპუბლიკის მოედანზე, ცენტრალური ნაძვის ხე აინთება და „საახალწლო სოფელი“ გაიხსნება. ასევე, დედაქალაქის მასშტაბით აინთება ილუმინაციებიც, - ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

„მოეწყობა თეატრალიზებული მუსიკალური წარმოდგენა, აკრობატული და საცეკვაო ნომრები. გათამაშდება ოსკარ უაილდის ცნობილი ზღაპრის „ვარსკვლავბიჭუნას“ ფინალური სცენა.

ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ: თბილისის მერიის ტანვარჯიშის განვითარების სპორტული ცენტრი, მეკო კვაჭანტირაძის საბალეტო სტუდია, დათო ფოცხიშვილის ანსამბლი „მეტეხი“, დავით ევგენიძე და „რანინა“, მსახიობები - ქეთი ხიტირი და ივანე იანტბელიძე, წამყვანები - ლევან ხურცია და მანიკა ასათიანი. წარმოდგენის დამდგმელი რეჟისორი ნიკოლოზ ჰაინე-შველიძე. ღონისძიების კონცეფცია აგებულია დედაქალაქის საახალწლო სლოგანზე „სიკეთით სავსე ქალაქი“.

რაც შეეხება „საახალწლო სოფელში“ დაგეგმილ ღონისძიებებს, 12 დეკემბრიდან 7 იანვრის ჩათვლით, პირველი რესპუბლიკის მოედანზე დეკორაციებით და ინსტალაციებით მორთულ ტერიტორიაზე ყოველდღიურად გასტრონომიული და სამეწარმეო მარკეტი გიმასპინძლებთ. აქვე გაიმართება მუსიკალური ბენდების და საესტრადო შემსრულებლების კონცერტები. მოეწყობა გამოფენა-გაყიდვა, საშობაო ბაზარი, კულინარიული მასტერკლასები, თეატრალიზებული წარმოდგენა-პერფორმანსები, ღია კინოთეატრი, კანგო, ზუმბა და ცეკვის კარაოკე. ასევე, საბავშვო თემატური სივრცეები, ვორქშოფები, კონცერტები და სხვა საბავშვო გასართობი აქტივობები.

„საახალწლო სოფელში“ განთავსდება საციგურაო ყინულის მოედანი, ატრაქციონების პარკი, საახალწლო ქალაქის მატარებელი და, რა თქმა უნდა, სანტას სახლი, რომელშიც სანტა ელფებთან ერთად გიმასპინძლებთ!

„საახალწლო სოფელი“, საზეიმო ღონისძიებით, 7 იანვარს, შობის დღესასწაულზე დაიხურება, ყინულის მოედანი და დედაქალაქის მთავარი ნაძის ხე კი 14 იანვრის ჩათვლით იქნება განთავსებული“, - ნათქვამია მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

более
голосование
Кстати