3 ივნისიდან იტალია ევროკავშირის მოქალაქეებისთვის საზღვრებს 14 დღიანი კარანტინის გარეშე ხსნის.
ქვეყანამ გადაწყვეტილება უსაფრთხოების მკაცრი ზომების მოხსნის შესახებ გუშინ მიიღო. ინფორმაციას ამის შესახებ გაზეთი “la republica” გვაწვდის. “სტატისტიკის დადებითი დინამიკის გათვალისწინებით ჩვენ ეს გადაწყვეტილება ქვეყნის საკეთილდღეოდ მივიღეთ” - აცხადებენ მთავრობაში. იტალიაში 4 მაისიდან უკვე მოხსნილია გარკვეული შეზღუდვები და ქარხნები მუშაობას აგრძელებენ. ასევე გაიხსნა საზოგადოებრივი პარკები.
მართალია, გადაწყვეტილების გარშემო კრიტიკა არ წყდება, მაგრამ პრემიერი ჯუზეპე კონტე თავის გადაწყვეტილებაში დარწმუნებულია და ამბობს, რომ არ მისცემს ქვეყანას უფლებას მეორე ტალღის დაბრუნების შიშში განუსაზღვრელი დროით იცხოვროს.
შეგახსენებთ, რომ 14 მაისს იტალიის პრემიერ- მინისტრმა არ გამორიცხა იტალიის მიერ ევროკავშირის დატოვება, იმ შემთხვევაში, თუ ძალაში შევიდოდა ევროკავშირის ინიციატივა ე.წ. მწვანე კორიდორის შესახებ.
ე.წ. მწვანე კორიდორი „კოვიდ-19“-ის ნაკლები შემთხვევების მქონე ქვეყნებს შორის ტურიზმის აღდგენას გულისხმობს.
„კოვიდ-19“-ის პანდემიის გამო, წლის ბოლომდე იტალიაში ტურისტულ სექტორში დანაკარგი 130 მილიარდი დოლარი იქნება.