USD 2.7315
EUR 3.1202
RUB 3.4423
Tbilisi
3 ივნისი - ეს დღე ისტორიაში
Date:  

3 ივნისი — გრიგორიანული კალენდრის 154-ე დღე (ნაკიან წლებში – 155-ე დღე). წლის ბოლომდე დარჩენილია 211 დღე.

დღის მოვლენები

  • 350 : რომაელი უზურპატორი ნეპოტიანუსი თავს რომის იმპერატორად აცხადებს და რომში გლადიატორთა ჯგუფთან ერთად შედის.
  • 1098 : პირველი ჯვაროსნული ლაშქრობა - რვათვიანი ალყის შემდეგ ჯვაროსნებმა ანტიოქია აიღეს.
  • 1326 : ნოვგოროდის ზავით განისაზღვრა საზღვარი რუსეთსა და ნორვეგიას შორის ფინმარკში.
  • 1539 : ერნანდო დე სოტომ ფლორიდა ესპანეთის საკუთრებად გამოაცხადა.
  • 1620 : ფრანგულენოვან ჩრდ. ამერიკაში უძველესი ქვის ეკლესიის, ანგის ღვთისმშობლის ტაძარი, მშენებლობა დაიწყო კვებეკ-სიტიში, კანადა.
  • 1621 : დაარსდა ჰოლანდიური ვესტ-ინდური კომპანია, რომელსაც მიეცა ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკის ათვისების ექსკლუზიური უფლება.
  • 1800 : აშშ-ის პრეზიდენტი ჯონ ადამსი ვაშინგტონში დასახლდა (ტავერნაში, თეთრი სახელი ჯერ დასრულებული არ იყო).
  • 1837 : ლონდონთან ახლოს გაიხსნა პირველი იპოდრომი. 
  • 1889 : კანადის პაციფიკ რეილვეი (ტრანსკანადური რკინიგზა) დასრულდა, რომელმაც შეაერთა ატლანტისა და წყნარი ოკეანის სანაპიროები.
  • 1940 : მეორე მსოფლიო ომი: ლუფტვაფემ პარიზის დაბომბვა დაიწყო.
  • 1940 : მეორე მსოფლიო ომი: დუნკირკის ბრძოლაში გერმანიამ მოკავშირეები დაამარცხა.
  • 1950 : ფრანგმა მთამსვლელებმა დაიპყრეს დედამიწაზე მეათე უმაღლესი მწვერვალი ანაპურნა I.
  • 1959 : სინგაპურმა მიიღო კონსტიტუცია და გახდა თვითმმართველი ქალაქი.
  • 1965 : ედუარდ უაიტი გახდა პირველი ამერიკელი ასტრონავტი რომელიც ღია კოსმოსში გავიდა. ეს ფრენა სრულდებოდა ხომალდით ჯემინი 4.
  • 1970 : პირველი ხელოვნური გენის სინთეზი განხორციელდა.
  • 1985 : ვატიკანსა და იტალიას შორის გაფორმდა შეთანხმება რომლის ძალით კათოლიციზმი არ არის სახელმწიფო რელიაგია.
  • 1997 : ლიონელ ჟოსპენი საფრანგეთის პრემიერ მინისტრი გახდა.
  • 2004 : ბრიუსელის შემოგარენში, უკკელში, გაიხსნა მსოფლიოში ყველაზე ღრმა საცურაო აუზი რომელსაც ჟიულ ვერნის რომანის პერსონჟის სახელი ნემო 33 ეწოდა. მისი სიღრმე 33 მეტრია.
  • 2006 : მონტენეგროს ფორმალური დამოუკიდებლობის დეკლარაციის სერბეთისა და მონტენეგროს კავშირი დაიშალა.
  • 2006 : კანადაში უმსხვილესი ანტიტერორისტული აქცია მოაწყვეს, რომლითაც ონტარიოზე დაგეგმილი იერიშის 17 ბრალდებული დააკავეს.
  • 2009 :
    • ამერიკის სახელმწიფოთა ორგანიზაციამ ბათილად ცნო 1969 წლის გადაწყვეტილება კუბის გარიცხვის შესახებ.
    • „Nereus“ მესამე დისტანციური მართვის აპარატი გახდა მსოფლიოში, რომელიც წყნარი ოკეანის ჩელენჯერის უფსკრულის ფსკერზე დაეშვა.

ამ დღეს დაბადებულნი

  • 1729 : ჰატონი, ჯეიმზ — შოტლანდიელი ბუნებისმეტყველი, გეოლოგი.
  • 1856 : ბარნოვი, ვასილ — ქართველი მწერალი
  • 1865 : ჯორჯ V — დიდი ბრიტანეთის მეფე (გ.1936)
  • 1877 : დუფი, რაულ — ფრანგი მხატვარი (გ.1953)
  • 1926 : გინზბერგი, ალენ — ამერიკელი პოეტი (გ.1997)
  • 1964 : კერი კინგი — ჯგუფ სლეიერის გიტარისტი.

ამ დღეს გარდაცვლილნი

  • 1657 : ჰარვეი, უილიამ — ინგლისელი ექიმი, ფიზიოლოგი და ემბრიოლოგი.
  • 1875 : ბიზე, ჯორჯ — ფრანგი კომპოზიტორი (დ.1838)
  • 1899 : იოჰან შტრაუსი (შვილი) — ავსტრიელი კომპოზიტორი (დ.1825)
  • 1924 : კაფკა, ფრანც — ავსტრიელი მწერალი (დ.1883)
  • 1946 : კალინინი, მიხეილ — საბჭოთა პოლიტიკოსი
  • 1963 : იოანე XXIII — რომის პაპი (დ.1881)
  • 1977 : როსელინი, რობერტო — იტალიელი კინორეჟისორი (დ.1906)
  • 1989 : ხომეინი, რუჰოლა — ირანის სარწმუნოებრივი და პოლიტიკური ლიდერი (დ.1900)
  • 2016 : ალი, მუჰამედ — ამერიკელი მოკრივე (დ. 1942)

მსოფლიოს ქვეყნების დღესასწაულები

  • ავსტრალია: მაბოს დღე
  • ნამიბია: ნამიბიის შეიარაღებული ძალების დღე
  • აშშ, ტენესი: კონფედერატების ხსოვნის დღე
  • უგანდა: წამებულების დღე
  • მონტენეგრო: დამოუკიდებლობის დღე

დღესასწაულები

  • მართლმადიდებელი ეკლესია აღნიშნავს შემდეგი წმინდანების ხსენების დღეს:
    • კონსტანტინე დიდი და მოციქულთასწორი ელენე
tbilisi
პეკინის N6-8-ში არსებულ შიდა ეზოში საგზაო სამუშაოები მიმდინარეობს
პეკინის N6-8-ში არსებულ შიდა ეზოში საგზაო სამუშაოები მიმდინარეობს.
 
პროექტის ფარგლებში, 1 100კვ. მ ფართობზე ასფალტის ორფენიანი საფარი იგება. შედეგად, მოქალაქეებისთვის გადაადგილება უფრო კომფორტული გახდება.
 
პროექტს, საბურთალოს რაიონის კონტრაქტორი კომპანია „ელ ენდ ელ“ ახორციელებს.
 
აღნიშნულ ტერიტორიაზე „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში, უკვე განხორციელდა წყლისა და წყალარინების ქსელის რეაბილიტაცია.
 
პროექტის ჯამური ღირებულება ღირებულება 406 602 ლარია.
 
მიმდინარე სამუშაოებს საბურთალოს რაიონის გამგებელი გიზო ვასაძე გაეცნო.
See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way