USD 2.7102
EUR 3.1127
RUB 3.3361
Tbilisi
3 იანვარი - ეს დღე ისტორიაში
Date:  453

3 იანვარი — გრიგორიანული კალენდრის მე-3 დღე. წლის ბოლომდე დარჩენილია 362 დღე (ნაკიან წელში - 363).

დღის მოვლენები

  • 1496 : ლეონარდო და ვინჩის საფრენი აპარატის გამოცდა წარუმატებლად დასრულდა.
  • 1521 : პაპმა ლეო X-ემ ლუთერი ერეტიკოსად გამოაცხადა.
  • 1777 : ამერიკელმა გენერალმა ჯორჯ ვაშინგტონმა დაამარცხა ბრიტანელები პრინსტონის ბრძოლაში.
  • 1815 : ავსტრია, ბრიტანეთი და საფრანგეთი ქმნიან საიდუმლო თავდაცვით ალიანსს პრუსიისა და რუსეთის წინააღმდეგ.
  • 1833 : ბრიტანეთი იპყრობს ფოლკლენდის კუნძულებს სამხრეთ ატლანტიკაში.
  • 1868 : იაპონიაში აღდგა საიმპერატორო ხელისუფლება.
  • 1888 : მარვინ სტოუნი აპატენტებს საწრუპ მილს.
  • 1921 : თურქეთი და სომხეთი ზავდებიან.
  • 1924 : ინგლისელმა მკვლევარმა ჰოვარდ კარტერმა აღმოაჩინა ტუტანხამონის სარკოფაგი მეფეთა ხეობაში, ლუქსორთან, ეგვიპტე.
  • 1925 : ბენიტო მუსოლინი თავს იტალიის დიქტატორად აცხადებს.
  • 1932 : ბრიტანეთის იმპერიის ხელისუფლებამ დააპატიმრა მოჰანდას განდი.
  • 1957 : ჰამილტონ უოჩ კომპანი პირველ ელექტრონულ საათს უშვებს.
  • 1959 : ალასკა გახდა აშშ-ს 49-ე შტატი.
  • 1962 : პაპმა იოანე XXIII-მ ფიდელ კასტრო ერეტიკოსად გამოცხადა.
  • 1988 : მარგარეტ ტეტჩერი ხდება ყველაზე გრძელვადიანი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი მე-20 საუკუნეში.
  • 1990 : პანამის ყოფილი ლიდერი მანუელ ნორიეგა ამერიკის ჯარებს ბარდება.
  • 1993 : მოსკოვში ჯორჯ ბუში, უფრ. და ბორის ელცინი ხელს აწერენ მეორე სტრატეგიულ შეიარაღებათა შემცირების შეთანხმებას (START).
  • 2014 : ერი რაძაუნარიმამპიანინა მადაგასკარის პრეზიდენტად აირჩიეს.
  • 2019 : პირველად აშშ-ის ისტორიაში კონგრესის წევრად, წარმოშობით სომალელი ქალი, ილჰან ომარი აირჩიეს.
  • 2020 : აშშ-ის მიერ ბაღდადის აეროპორტზე წარმოებული ავიაიერიშის შედეგად ყასემ სოლეიმანი მოკლეს.

ამ დღეს დაბადებულნი

  • ძვ. წ. 106 : ციცერონი — რომის პოლიტიკური მოღვაწე.
  • 1611 :ჯეიმზ ჰარინგტონი — ინგლისელი პუბლიცისტი
  • 1756  : ჟერომ პეტიონ დე ვილნევი — საფრანგეთის რევოლუციის მოღვაწე
  • 1777 : ლუი პუანსო — ფრანგი მათემატიკოსი და მექანიკოსი
  • 1793 : ლუკრეცია მოტი — ქალთა უფლებების დამცველი ამერიკის შეერთებულ შტატებში
  • 1864 : ალექსანდრე ხახანაშვილი — ქართველი ფილოლოგი და ისტორიკოსი
  • 1865: იოსებ დუმბაძე — ქართველი სამხედრო მოღვაწე
  • 1872  : სამსონ ფირცხალავა — ქართველი საზოგადო და პოლიტიკური მოღვაწე
  • 1873  : ივანე ბაბუშკინი — პროფესიონალი რევოლუციონერი
  • 1876  : ვილჰელმ პიკი — გერმანელი პოლიტიკოსი
  • 1883 : კლემენტ ეტლი — ინგლისელი სახელმწიფო მოღვაწე
  • 1887  : ავგუსტ მაკე — გერმანული ექსპრესიონიზმის წარმომადგენელი.
  • 1891: ანანია ერქომაიშვილი — ქართველი მომღერალ-მგალობელი
  • 1892 : ჯონ რონალდ რუელ ტოლკინი — ინგლისელი ფილოლოგი, მწერალი და პროფესორი.
  • 1900 : ვასილ აბაევი — ენათმეცნიერი, ლექსიკოგრაფი, ფოლკლორისტი და ეთნოგრაფი.
  • 1912 : ანდრო თევზაძე — ქართველი პოეტი
  • 1912  : ფრედერიკო ბორელ გარსია — ესპანეთის რესპუბლიკის არმიის ჯარისკაცი ესპანეთის სამოქალაქო ომის წლებში
  • 1915  : პიერ კურტადი — ფრანგი ნოველისტი და ჟურნალისტი
  • 1926 : სერ ჯორჯ მარტინი — ბრიტანეთის იმპერიის ორდენოსანი, ინგლისელი პროდიუსერი
  • 1929 : სერჯო ლეონე — იტალიელი რეჟისორი.
  • 1938  : ლეილა მესხი — ქართველი მწერალი.
  • 1942 : ლასლო შოიომი — უნგრელი იურისტი
  • 1956 : მელ გიბსონი — ამერიკელი მსახიობი და რეჟისორი.
  • 1962 : გაი პრეტი — ინგლისელი სესიური ბას-გიტარისტი
  • 1963 :დავით გობეჯიშვილი — ქართველი მოჭიდავე
  • 1969 : მიხაელ შუმახერი — ფორმულა 1-ის შვიდგზის ჩემპიონი
  • 1977 : მაიუმი იიძუკა — იაპონელი მომღერალი
  • 1985  : სანდრო იაშვილი — ქართველი ფეხბურთელი
  • 1989 : ჟორდი მასიპი — ესპანელი ფეხბურთელი
  • 1992 : იონ აურტენეჩე — ესპანელი ფეხბურთელი
  • 1995 : სალიუ ტარაუოლი — სიერა-ლეონელი ფეხბურთელი

ამ დღეს გარდაცვლილნი

  • 639 : დაგობერტ I — ფრანკების მეფე
  • 1325 : ფილიპ V — საფრანგეთის მეფე
  • 1501 : ალიშერ ნავოი - აღმოსავლური პოეტი, სუფიური თემატიკის ფილოსოფოსი, თემურიდის ხორასნის სახელმწიფო მოღვაწე, მხატვარი.]]
  • 1923 : ჰაშეკი, იაროსლავ — ჩეხი მწერალი.
  • 1975 : რობერტ ნოიმანი — ავსტრიელი მწერალი.
  • 2002 : ჰაინეკენი, ფრედი — ჰოლანდიელი ლუდის მწარმოებელი
  • 2015 : ედუარდ ბრუკე — აშშ პოლიტიკოსი
  • 2022 : ვიქტორ სანეევი — ქართველი მძლეოსანი, სამგზის ოლიმპიური ჩემპიონი სამხტომში.

დღესასწაულები

  • მართლმადიდებელი ეკლესია აღნიშნავს შემდეგი წმინდანების ხსენების დღეს:
ვიკიციტატა
„წმიდისა მამისა ჩვენისა მაკარი მმარხველისა, ხახულის მონასტრის წინამძღვრისა (XI); მრავალვნებულისა ანტონ II, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქისა (1811); მოწამისა იულიანასი და მისთანა 500 მამათა და 130 დედათა, ნიკომედიას წამებულთა (304); მოწამისა თემისტოკლესი (251).“
    • მაკარი მმარხველი
    • მრავალვნებული ანტონ II
    • წმინდა იულიანა და მის თანა ხუთასი მამა და ასოცდაათი დედა, ნიკომიდიას წამებულნი
    • წმინდა თემისტოკლე
    • პეტრე საკვირველთმოქმედი
  • აგრეთვე:
    • ბურკინა-ფასო : რევოლუციის დღე (1966-დან).
    • მსოფლიო : კვატების საერთაშორისო დღე (2011-დან).
society
მეუფე შიო - განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება

მხოლოდ გულმოწყალე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი, - ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი)სულთმოფენობიდან ოცდამეერთე კვირას, ღირსი გაბრიელ აღმსარებლისა და სალოსის ხსენების დღეს ქადაგების დროს განაცხადა.

მიტროპოლიტის თქმით, ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს...

მისივე განცხადებით, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება“.

„სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა.

ძვირფასო მამებო, დედებო, ძმებო და დებო, გილოცავთ დღევანდელ კვირა დღეს, რომელიც დაემთხვა ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენებას. შეგვეწიოს მისი მადლი და ლოცვა ჩვენ და სრულიად საქართველოს.

გადმოგცემთ მისი უწმინდესობის და უნეტარესობის, კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის მოლოცვას და კურთხევას.

დღეს წაკითხული იყო იგავი სახარებიდან მდიდარსა და ლაზარეზე. ეს ორი ადამიანია, ორი სახეა წარმოდგენილი ჩვენ წინაშე. მდიდარს საერთოდ არ ენაღვლებოდა, რომ მის კართან იწვა მძიმე ავადმყოფი და გლახაკი, სრულიად გულგრილი იყო მისი ბედისადმი. ლაზარე კი ძალიან მოკრძალებული იყო. მას ის კი არ უნდოდა, რომ მდიდრის სუფრიდან ლანგრით მიეტანათ მისთვის საჭმელი, არამედ იმას ნატრობდა, რომ ძირს დაცვენილი ნამცეცი მაინც შეხვედროდა. იმდენად ავად იყო, რომ სიარულიც კი არ შეეძლო. ამ მდიდარს ეს ამბავი სრულიად არ აღელვებდა, ის იმდენად გართული იყო თავისი ნადიმებით და ფუფუნებით. გარდაცვალების შემდეგ ყველაფერი შეიცვალა, ღარიბი აღმოჩნდა აბრაამის წიაღში, მდიდარი კი - ცეცხლოვან გეენიაში, ჯოჯოხეთში.

რატომ მოხდა ასე? რაზეა ეს იგავი, საერთოდ?

ეს იგავი არის მოწყალებაზე. ასე იმიტომ მოხდა, ძვირფასო ძმებო და დებო, რომ ღმერთი არის მოწყალე. მხოლოდ გულმოწყალე, მოწყალე გულის მქონე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი. ვერცერთი ულმობელი, ვერცერთი უსიყვარულო, სასტიკი, ბოროტი ადამიანი სასუფეველს ვერ დაიმკვიდრებს, რაგინდ ბევრი დამსახურება ჰქონდეს ამ დედამიწაზე, იმიტომ რომ ცათა სასუფეველი არ არის ის, რაც გაიცემა რაღაც დამსახურებების სანაცვლოდ, არამედ ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს და ხარბიდან გადააქცევს ხელგაშლილად, ამპარტავნიდან - თავმდაბლად, შურიანიდან - მოსიყვარულედ, ნაყროვანიდან - მმარხველად და ა. შ. არცერთი ულმობელი ადამიანისთვის, ვინც არ არის მოწყალე გულის მქონე, ეს ფერისცვალება შესაძლებელი არ არის. ვერ მოხდება ეს სასწაული მის სულში. ვიმეორებ: რატომ? - იმიტომ, რომ ასეთი ადამიანის სულში სულიწმინდის მადლი ვერ შემოდის.

ამიტომ მთელი ცხოვრება უნდა იღვაწოს ადამიანმა ქმედით სიყვარულში, რომ ეს ლმობიერება და მოწყალება ისწავლოს. სწორედ ამაზეა დღევანდელი იგავი, რომ ვისწავლოთ ეს თვისებები, ეს სათნოებები და ჩვენი ცხოვრების შედეგად ამ მდიდრის მსგავსად არ აღმოვჩნდეთ ცეცხლოვან გეენიაში, არამედ მოვემზადოთ მარადისობასთან შესახვედრად. ეს ცხოვრება იმისთვის გვაქვს მოცემული, რომ ღირსეულად მოვემზადოთ მარადისობაში გადასვლისთვის, როცა იქნება სამსჯავრო ჩვენი, როცა წარვდგებით სამსჯავროზე. თუმცა სამსჯავრო არის მთელი ცხოვრება, ადამიანი ამ ცხოვრებაშივე გამოუტანს განაჩენს თავის თავს და აკეთებს არჩევანს, თუ სად იქნება მარადისობაში.

თუ ამ ცხოვრებაში შეიძინე შური, უმოწყალობა, სიძვა, ვერცხლისმოყვარეობა, ამპარტავნება და სხვა ასეთი ვნებები, მარადისობაშიც თან წაგყვება ეს თვისებები, იქაც ასეთი იქნები. მაგრამ უფალს უნდა, რომ შეიძინო სიმდაბლე, სიყვარული, ლოცვა, მოთმინება, სულგრძელება, მოწყალება. რატომ? - იმიტომ, რომ თვითონ არის ასეთი უფალი ჩვენი იესო ქრისტე; და თუ ეს თვისებები გექნება, მაშინ ის თავისთან წაგიყვანს და გაცხონებს.

ძვირფასო ძმებო და დებო, მაგრამ ეს ადამიანის დახმარების გარეშე შეუძლებელია. თუ ადამიანს ეს არ უნდა, ყველაფერი ამაო იქნება, ხოლო თუ უნდა და იღვწის ამისთვის, მაშინ უფალი აუცილებლად შეეწევა მას, განკურნავს ამ ვნებებისგან და აცხონებს.

ასე რომ, დავფიქრდეთ ამ იგავზე: ვინ ვართ ჩვენ - მდიდარი თუ ლაზარე? და თუ ჩვენს თავში ჯერ კიდევ ვხედავთ ამ უმოწყალო მდიდრის თვისებებს, გონს მოვიდეთ, სანამ კიდევ გვაქვს ფიზიკური და სულიერი ძალები, რომ ფერი ვიცვალოთ და გამოვსწორდეთ.

დღეს არის ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენება. საოცარი სიხარული სუფევს დღეს ჩვენს მსახურებაზე, ძალიან ბევრი ხალხია შეკრებილი. გილოცავთ ამ დღესასწაულს. შეგვეწიოს მამა გაბრიელის ლოცვა და მადლი.

იგი იყო სრულიად გამორჩეული ადამიანი და მოღვაწე ჩვენი ეკლესიის უახლეს ისტორიაში. მოგეხსენებათ, ის მოღვაწეობდა ათეისტურ პერიოდში და მრავალ ადამიანს გაუნათა გზა უფლისკენ, რისთვისაც იგი მრავალჯერ ტანჯეს, დევნეს, გვემეს და დააპატიმრეს. ის ამ თავის დიდ სულიერებას ფარავდა სალოსობის ღვაწლით. ამის გამო, მრავალჯერ შეშლილი ეგონათ, მაგრამ, როგორც ამბობს პავლე მოციქული: „სულელი იგი ღვთისა უბრძენეს არს კაცთა“ (1 კორ. 25). თავისივე სიცოცხლეში ის მრავალ სასწაულს აღასრულებდა და მისი გარდაცვალების შემდეგ კიდევ უფრო მეტი სასწაული სრულდება, ადამიანები მოდიან არამხოლოდ საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან, არამედ მსოფლიოს სხვადასხვა მხარიდან და წმინდა გაბრიელის ლოცვით უფალი მათ უსრულებს თხოვნას და ანიჭებს სულიერ და ხორციელ კურნებებს.

დღეს, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო, საქართველოს არასდროს მოჰკლებია სულიწმინდის მადლი და არც არასდროს მოაკლდება.

მაშ, დღეს, მისი ხსენების დღეს, განსაკუთრებით ვევედროთ ღირს გაბრიელს, აღმსარებელსა და სალოსს, რომ მისი ლოცვით უფალმა დაიფაროს და გააძლიეროს ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ეკლესია, გააძლიეროს და ადღეგრძელოს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II და შეგვეწიოს ღირსი მამა გაბრიელი, რომ ამ ლაზარეს მსგავსად, უფალმა დაგვამკვიდროს აბრაამის წიაღში, რათა დავტკბეთ იმ გამოუთქმელი სიკეთეებით, რომლებიც „თვალს არ უნახავს და ყურს არ სმენია“ (1 კორ. 2,9), რისი ღირსიც დაე, გავმხდარიყავით მადლითა და კაცთმოყვარებითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომელსაც შვენის ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა, თანა მამით და სულიწმინდითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

ჩვენთან არს ღმერთი!“, - განაცხადა მეუფე შიომ.

See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way