USD 2.7109
EUR 3.1197
RUB 3.3417
Тбилиси
3 აგვისტოს ჰოროსკოპი - რას გვირჩევენ ვარსკვლავები?
 818

ვერძი (21 მარტი - 20 აპრილი)

მოვლენებით დატვირთული დღეა, რომელიც უამრავ დადებით ემოციას მოგიტანთ. დაუჯერეთ ახლობელი ადამიანის რჩევას და არ ინანებთ. მოსალოდნელია ფინანსური შემოსავალი და მოგებიანი გარიგებები. შესყიდვები, თუნდაც დაუგეგმავი, წარმატებული იქნება. ყველაფერში, რაც ფულს ეხება, ინტუიციას უნდა დაეყრდნოთ, მაგრამ პირად ურთიერთობებში თქვენი ინტუიცია ყოველთვის ზუსტი არ არის.

კურო (21 აპრილი - 21 მაისი)

დღის პირველ ნახევარში ზედმეტად ემოციური ხართ, ნებისმიერ წვრილმანზე ნერვიულობთ და ბრაზდებით, თუ რამე არ გამოგდით. ყველაზე ცუდი ის არის, რომ ამის გამო საყვარელ ადამიანთან კონფლიქტი გელით. შეეცადეთ, დაუფიქრებელი განცხადებებისგან თავი შეიკავოთ. დღის მეორე ნახევარი ბევრ საკითხში წარმატებას გპირდებათ, მათ შორის ისეთებშიც, რომელთა მოგვარებას არ ელოდით.

ტყუპები (22 მაისი - 21 ივნისი)

ამ დღეს საკუთარი თავისთვის და სხვებისთვის ბევრი სასარგებლო საქმის გაკეთება შეგიძლიათ. მნიშვნელოვანია, რომ დრო ტყუილად არ დაკარგოთ და კარგად გაიაზროთ, რისი მიღწევა გსურთ და რა შეგიძლიათ.
გირჩევთ, ძველი გეგმები და იდეები გაიხსენოთ. სავარაუდოდ, მათი განხორციელებისთვის ხელსაყრელი დრო დადგა. ხშირად იმაზე სწრაფად მოქმედება გიწევთ, ვიდრე მიჩვეული ხართ. ეცადეთ, ასეთ მომენტებში არ ინერვიულოთ და შეცდომებს არ დაუშვებთ.

კირჩხიბი (22 ივნისი - 22 ივლისი)

თუ ამ დღისთვის მნიშვნელოვანი საქმე დაგეგმეთ, მოიფიქრეთ, ვინ შეიძლება მასთან გამკლავებაში დაგეხმაროთ. ხშირად სასურველი შედეგის მისაღწევად ძალების გაერთიანება აუცილებელია, მაგრამ თქვენი მოკავშირეები თქვენსავით დაინტერესებულები უნდა იყვნენ. შესაძლოა, პროფესიულ თანამშრომლობაზე შეთანხმდეთ და შესაბამის დოკუმენტებს ხელი მოაწეროთ.

ფრთხილად იყავით - დილას უსიამოვნო ინციდენტები და სამწუხარო დამთხვევები გელით. მოგვიანებით სიტუაცია უკეთესობისკენ შეიცვლება - თქვენ დაინახავთ შესაძლებლობებს, რომლებიც აქამდე არ შეგიმჩნევიათ და მიხვდებით, მიზანს როგორ მიაღწიოთ. დღის მთელი მეორე ნახევარი ხელსაყრელია ურთიერთობისთვის. როგორც საქმიანი, ისე პირადი შეხვედრები კარგად მიმდინარეობს. ზოგი ლომი ურთიერთობას აღადგენს ადამიანთან, ვისაც დიდი ხნის წინ დაშორდა.

ქალწული (24 აგვისტო - 23 სექტემბერი)

დაწყებული საქმის დასრულება ადვილი არ იქნება, მაგრამ თქვენ ამას შეძლებთ. ამ დღეს ქალწულებისთვის ემოციების კონტროლი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ბევრს ადრე მიღებული გამოცდილება სასურველი შედეგის მიღებაში დაეხმარება. დღის მეორე ნახევარი სასიამოვნო სიახლეებს გპირდებათ. შეიძლება დიდი ხნის უნახავი ადამიანები გესტუმრონ.

ზოგჯერ გარშემო მყოფ ადამიანებთან ურთიერთობა გიჭირთ. ის, ვინც ადრე გონიერი და წინდახედული გეგონათ, ახლა უცნაურ რაღაცებს აკეთებს. ეცადეთ ეს მშვიდად მიიღოთ, რადგან კონფლიქტები არაფერში გჭირდებათ. შესანიშნავად უმკლავდებით ყველაფერს, რაც შემოქმედებით მიდგომას მოითხოვს და ეცადეთ ეს შანსი თქვენს სასარგებლოდ გამოიყენოთ.

მორიელი (24 ოქტომბერი - 22 ნოემბერი)

ამ დღეს ერთდროულად რამდენიმე საქმის კეთება მოგიწევს და შესაძლოა, შეცდომის თავიდან აცილება ვერ შეძლოთ, თუმცა სერიოზული პრობლემები მოსალოდნელი არ არის. შუადღე იდეალური დროა მეგობრებთან ერთად გართობისა და დასვენებისთვის. შეგიძლიათ ძველ გატაცებას დაუბრუნდეთ, რომელიც დადებით ემოციებს გპირდებათ.

მშვილდოსანი (23 ნოემბერი - 21 დეკემბერი)

დღის დასაწყისში მოსალოდნელია სირთულეები. შეიძლება ამის მიზეზი თქვენივე დაუფიქრებელი სიტყვები იყოს. ნუ იჩქარებთ გადაწყვეტილების მიღებას. ზოგჯერ ჯობია საკუთარი იდეები თქვენთვის შეინახოთ და მოვლენების განვითარებას დაელოდოთ. დღის მეორე ნახევარი გაცილებით სასიამოვნო იქნება. საინტერესო შეხვედრები განწყობას აგიმაღლებთ. ხელსაყრელი დროა, რომ საყვარელ ადამიანთან სამომავლო გეგმებზე ისაუბროთ.

თხის რქა (22 დეკემბერი - 20 იანვარი)

ეს დღე სიხარულის მიზეზს მოგცემთ. ბევრი ახალი გეგმა და იდეა გაჩნდება და ცდილობთ, მათი განხორციელება დაუყოვნებლივ დაიწყოთ. სანამ მოქმედებაზე გადახვალთ, ჯობს ყველაფერი კარგად გაიაზროთ და სამოქმედო გეგმა შეადგინოთ. არ არის გამორიცხული, რომ ძველი ნაცნობების რჩევა დაგჭირდეთ. მოსალოდნელია სასიამოვნო შეხვედრები და ნაცნობობა, რომელიც მეგობრობაში ან სიყვარულში გადაიზრდება.

 მერწყული (21 იანვარი - 18 თებერვალი)

დღის დასაწყისში მცირე უსიამოვნება და გაუგებრობა გელით. შესაძლოა, გეგმების შეცვლა მოგიწიოთ, მაგრამ ნეგატიური ტენდენციების გავლენა დიდხანს არ გაგრძელდება, მალე სიტუაცია უკეთესობისკენ შეიცვლება და თავს ბევრად უფრო თავდაჯერებულად იგრძნობთ. დღის მეორე ნახევარი სასიამოვნო სიურპრიზებს გპირდებათ. შესაძლოა, გაიცნოთ ადამიანი, რომელიც თქვენს ცხოვრებას შეცვლის.

დღის დასაწყისი წარმატებული და ნაყოფიერი იქნება, ამიტომ გირჩევთ, მნიშვნელოვანი საქმეები ამ დროისთვის დაგეგმოთ. დღის მეორე ნახევარში მთელი ყურადღება საყვარელ ადამიანებთან ურთიერთობაზე გადაიტანეთ - მათთან შესაძლოა, უთანხმოება და კამათი მოგივიდეთ. ეცადეთ ემოციებს არ აჰყვეთ. სიმშვიდე შეინარჩუნეთ და ყველა კითხვაზე პასუხს იპოვით.

общество
მეუფე შიო - განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება

მხოლოდ გულმოწყალე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი, - ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი)სულთმოფენობიდან ოცდამეერთე კვირას, ღირსი გაბრიელ აღმსარებლისა და სალოსის ხსენების დღეს ქადაგების დროს განაცხადა.

მიტროპოლიტის თქმით, ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს...

მისივე განცხადებით, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება“.

„სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა.

ძვირფასო მამებო, დედებო, ძმებო და დებო, გილოცავთ დღევანდელ კვირა დღეს, რომელიც დაემთხვა ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენებას. შეგვეწიოს მისი მადლი და ლოცვა ჩვენ და სრულიად საქართველოს.

გადმოგცემთ მისი უწმინდესობის და უნეტარესობის, კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის მოლოცვას და კურთხევას.

დღეს წაკითხული იყო იგავი სახარებიდან მდიდარსა და ლაზარეზე. ეს ორი ადამიანია, ორი სახეა წარმოდგენილი ჩვენ წინაშე. მდიდარს საერთოდ არ ენაღვლებოდა, რომ მის კართან იწვა მძიმე ავადმყოფი და გლახაკი, სრულიად გულგრილი იყო მისი ბედისადმი. ლაზარე კი ძალიან მოკრძალებული იყო. მას ის კი არ უნდოდა, რომ მდიდრის სუფრიდან ლანგრით მიეტანათ მისთვის საჭმელი, არამედ იმას ნატრობდა, რომ ძირს დაცვენილი ნამცეცი მაინც შეხვედროდა. იმდენად ავად იყო, რომ სიარულიც კი არ შეეძლო. ამ მდიდარს ეს ამბავი სრულიად არ აღელვებდა, ის იმდენად გართული იყო თავისი ნადიმებით და ფუფუნებით. გარდაცვალების შემდეგ ყველაფერი შეიცვალა, ღარიბი აღმოჩნდა აბრაამის წიაღში, მდიდარი კი - ცეცხლოვან გეენიაში, ჯოჯოხეთში.

რატომ მოხდა ასე? რაზეა ეს იგავი, საერთოდ?

ეს იგავი არის მოწყალებაზე. ასე იმიტომ მოხდა, ძვირფასო ძმებო და დებო, რომ ღმერთი არის მოწყალე. მხოლოდ გულმოწყალე, მოწყალე გულის მქონე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი. ვერცერთი ულმობელი, ვერცერთი უსიყვარულო, სასტიკი, ბოროტი ადამიანი სასუფეველს ვერ დაიმკვიდრებს, რაგინდ ბევრი დამსახურება ჰქონდეს ამ დედამიწაზე, იმიტომ რომ ცათა სასუფეველი არ არის ის, რაც გაიცემა რაღაც დამსახურებების სანაცვლოდ, არამედ ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს და ხარბიდან გადააქცევს ხელგაშლილად, ამპარტავნიდან - თავმდაბლად, შურიანიდან - მოსიყვარულედ, ნაყროვანიდან - მმარხველად და ა. შ. არცერთი ულმობელი ადამიანისთვის, ვინც არ არის მოწყალე გულის მქონე, ეს ფერისცვალება შესაძლებელი არ არის. ვერ მოხდება ეს სასწაული მის სულში. ვიმეორებ: რატომ? - იმიტომ, რომ ასეთი ადამიანის სულში სულიწმინდის მადლი ვერ შემოდის.

ამიტომ მთელი ცხოვრება უნდა იღვაწოს ადამიანმა ქმედით სიყვარულში, რომ ეს ლმობიერება და მოწყალება ისწავლოს. სწორედ ამაზეა დღევანდელი იგავი, რომ ვისწავლოთ ეს თვისებები, ეს სათნოებები და ჩვენი ცხოვრების შედეგად ამ მდიდრის მსგავსად არ აღმოვჩნდეთ ცეცხლოვან გეენიაში, არამედ მოვემზადოთ მარადისობასთან შესახვედრად. ეს ცხოვრება იმისთვის გვაქვს მოცემული, რომ ღირსეულად მოვემზადოთ მარადისობაში გადასვლისთვის, როცა იქნება სამსჯავრო ჩვენი, როცა წარვდგებით სამსჯავროზე. თუმცა სამსჯავრო არის მთელი ცხოვრება, ადამიანი ამ ცხოვრებაშივე გამოუტანს განაჩენს თავის თავს და აკეთებს არჩევანს, თუ სად იქნება მარადისობაში.

თუ ამ ცხოვრებაში შეიძინე შური, უმოწყალობა, სიძვა, ვერცხლისმოყვარეობა, ამპარტავნება და სხვა ასეთი ვნებები, მარადისობაშიც თან წაგყვება ეს თვისებები, იქაც ასეთი იქნები. მაგრამ უფალს უნდა, რომ შეიძინო სიმდაბლე, სიყვარული, ლოცვა, მოთმინება, სულგრძელება, მოწყალება. რატომ? - იმიტომ, რომ თვითონ არის ასეთი უფალი ჩვენი იესო ქრისტე; და თუ ეს თვისებები გექნება, მაშინ ის თავისთან წაგიყვანს და გაცხონებს.

ძვირფასო ძმებო და დებო, მაგრამ ეს ადამიანის დახმარების გარეშე შეუძლებელია. თუ ადამიანს ეს არ უნდა, ყველაფერი ამაო იქნება, ხოლო თუ უნდა და იღვწის ამისთვის, მაშინ უფალი აუცილებლად შეეწევა მას, განკურნავს ამ ვნებებისგან და აცხონებს.

ასე რომ, დავფიქრდეთ ამ იგავზე: ვინ ვართ ჩვენ - მდიდარი თუ ლაზარე? და თუ ჩვენს თავში ჯერ კიდევ ვხედავთ ამ უმოწყალო მდიდრის თვისებებს, გონს მოვიდეთ, სანამ კიდევ გვაქვს ფიზიკური და სულიერი ძალები, რომ ფერი ვიცვალოთ და გამოვსწორდეთ.

დღეს არის ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენება. საოცარი სიხარული სუფევს დღეს ჩვენს მსახურებაზე, ძალიან ბევრი ხალხია შეკრებილი. გილოცავთ ამ დღესასწაულს. შეგვეწიოს მამა გაბრიელის ლოცვა და მადლი.

იგი იყო სრულიად გამორჩეული ადამიანი და მოღვაწე ჩვენი ეკლესიის უახლეს ისტორიაში. მოგეხსენებათ, ის მოღვაწეობდა ათეისტურ პერიოდში და მრავალ ადამიანს გაუნათა გზა უფლისკენ, რისთვისაც იგი მრავალჯერ ტანჯეს, დევნეს, გვემეს და დააპატიმრეს. ის ამ თავის დიდ სულიერებას ფარავდა სალოსობის ღვაწლით. ამის გამო, მრავალჯერ შეშლილი ეგონათ, მაგრამ, როგორც ამბობს პავლე მოციქული: „სულელი იგი ღვთისა უბრძენეს არს კაცთა“ (1 კორ. 25). თავისივე სიცოცხლეში ის მრავალ სასწაულს აღასრულებდა და მისი გარდაცვალების შემდეგ კიდევ უფრო მეტი სასწაული სრულდება, ადამიანები მოდიან არამხოლოდ საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან, არამედ მსოფლიოს სხვადასხვა მხარიდან და წმინდა გაბრიელის ლოცვით უფალი მათ უსრულებს თხოვნას და ანიჭებს სულიერ და ხორციელ კურნებებს.

დღეს, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო, საქართველოს არასდროს მოჰკლებია სულიწმინდის მადლი და არც არასდროს მოაკლდება.

მაშ, დღეს, მისი ხსენების დღეს, განსაკუთრებით ვევედროთ ღირს გაბრიელს, აღმსარებელსა და სალოსს, რომ მისი ლოცვით უფალმა დაიფაროს და გააძლიეროს ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ეკლესია, გააძლიეროს და ადღეგრძელოს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II და შეგვეწიოს ღირსი მამა გაბრიელი, რომ ამ ლაზარეს მსგავსად, უფალმა დაგვამკვიდროს აბრაამის წიაღში, რათა დავტკბეთ იმ გამოუთქმელი სიკეთეებით, რომლებიც „თვალს არ უნახავს და ყურს არ სმენია“ (1 კორ. 2,9), რისი ღირსიც დაე, გავმხდარიყავით მადლითა და კაცთმოყვარებითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომელსაც შვენის ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა, თანა მამით და სულიწმინდითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

ჩვენთან არს ღმერთი!“, - განაცხადა მეუფე შიომ.

более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати